ქალი და მამაკაცი ერთმანეთისთვის შექმნილნი
ქალი და მამაკაცი ერთმანეთისთვის შექმნილნი
ქალი და მამაკაცი ღმერთმა ისე შექმნა, რომ ისინი ყოველთვის ერთმანეთისკენ ილტვიან. იეჰოვას აზრით, კარგი არ იყო პირველი კაცის, ადამის, მარტო ყოფნა. ამიტომ ღმერთმა ‘დამხმარე, შემავსებელი შეუქმნა მას’.
იეჰოვამ ღრმა ძილი მოჰგვარა ადამს, შემდეგ კი გამოუღო ერთი ნეკნი და „იმ ნეკნისგან . . . ქალი შექმნა და კაცს მიუყვანა“. ადამი იმდენად იყო აღფრთოვანებული იეჰოვას მიერ შექმნილი ამ ლამაზი ქმნილებით, რომ წამოიძახა: „აი ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი“. ქალური თვისებებით შემკული სრულყოფილი ევა მართლაც რომ მიმზიდველი იყო; მამაკაცური ღირსების მქონე სრულყოფილი ადამი კი პატივისცემას იმსახურებდა. ისინი ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილნი. ბიბლიაში ნათქვამია: „ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან“ (დაბადება 2:18—24).
მაგრამ დღეს ოჯახები დაყოფილია და ცოლ-ქმარი ერთმანეთს სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს; ხშირად მათ ეგოისტური სურვილები ამოძრავებთ. მეუღლეებს შორის არსებული მეტოქეობის სული ხელს უწყობს კონფლიქტების წარმოშობას. ყოველივე ეს კი ღვთის განზრახვას ეწინააღმდეგება. იეჰოვას განზრახვით მამაკაცს დედამიწაზე მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა, ქალს კი უნიკალური, ღირსეული ადგილი უნდა დაეკავებინა მამაკაცის გვერდით. მათ ერთმანეთთან შეთანხმებულად უნდა ემოქმედათ. კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდანვე ღვთისმოშიში კაცები და ქალები ცდილობდნენ, ერთგულად შეესრულებინათ ის როლი, რომელიც იეჰოვამ ქალსა და კაცს დააკისრა; ამას კი მათთვის ბედნიერება და კმაყოფილება მოჰქონდა. რა როლი აკისრიათ ქალსა და მამაკაცს და როგორ შეუძლიათ მათ თავიანთი როლის შესრულება?
[სურათი 3 გვერდზე]
ქალი და მამაკაცი ღვთის მიერ ღირსეული როლის შესასრულებლად იყვნენ შექმნილნი.