შეინარჩუნეთ სიმტკიცე შვილის ურჩობის მიუხედავად
შეინარჩუნეთ სიმტკიცე შვილის ურჩობის მიუხედავად
ქრისტიანი ქალი, რომელსაც პირობითად ჯოის ვუწოდებთ, ცდილობდა, თავისი ვაჟისთვის პატარაობიდანვე იეჰოვას სიყვარული ჩაენერგა. მაგრამ, დედის მცდელობა ამაო გამოდგა და ბიჭი 18—19 წლის ასაკში სახლიდან წავიდა. „ეს იყო ყველაზე დიდი ტკივილი, რაც კი ოდესმე განმიცდია, — ამბობს ჯოი. — თავს განადგურებულად ვგრძნობდი, საშინელი გულგატეხილობა და იმედგაცრუება დამეუფლა. უარყოფითმა აზრებმა შემიპყრო“.
შესაძლოა თქვენც ცდილობდით, ისე აღგეზარდათ შვილი, რომ მას ჰყვარებოდა ღმერთი და მისი მსახური ყოფილიყო, მაგრამ გავიდა დრო და მან ზურგი აქცია ღმერთს. როგორ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ ასეთ დარტყმას? რა დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ სიმტკიცე და კვლავაც აქტიურად ემსახუროთ იეჰოვას?
როდესაც იეჰოვას ძეები მის წინააღმდეგ წავიდნენ
უპირველეს ყოვლისა გახსოვდეთ, რომ იეჰოვას კარგად ესმის, თუ რას გრძნობთ. ესაიას 49:15-ში ვკითხულობთ: „განა დაივიწყებს ქალი თავის ძუძუთა ბავშვს და განა არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს?! მათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ“. დიახ, იეჰოვასთვის უცხო არ არის ის გრძნობები, რასაც მშობლები განიცდიან. წარმოიდგინეთ, რა სასიამოვნო იქნებოდა მისთვის, როდესაც ყველა მისი სულიერი ძე აქებდა და ემორჩილებოდა მას. როდესაც იეჰოვა პატრიარქ იობს „ქარიშხლიდან“ დაელაპარაკა, მან გაიხსენა ის ბედნიერი დრო, როდესაც მთელი მისი სულიერი ოჯახი გაერთიანებული იყო; იეჰოვამ იობს უთხრა: „სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? . . როცა ერთად ჟრიამულობდნენ დილის ვარსკვლავები და ღვთის ძეები ყიჟინებდნენ?“ (იობი 38:1, 4, 7).
გარკვეული დროის შემდეგ ღვთის ერთ-ერთი სრულყოფილი სულიერი ძე მის წინააღმდეგ წავიდა და სატანა გახდა, რაც მოწინააღმდეგეს ნიშნავს. იეჰოვა იმის მოწმეც იყო, თუ როგორ დაუჭირეს მხარი სატანას მისმა პირველმა მიწიერმა შვილებმა, ადამმა და ევამ (დაბადება 3:1—6; გამოცხადება 12:9). მოგვიანებით სხვა ანგელოზებმაც „მიატოვეს მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო“ და ღმერთს დაუპირისპირდნენ (იუდა 6).
წმინდა წერილები არაფერს გვეუბნება, თუ რას გრძნობდა იეჰოვა, როდესაც მისი სრულყოფილი ძეებიდან ზოგიერთი ურჩობის გზას დაადგა. მაგრამ, ბიბლია პირდაპირ ამბობს: „დაინახა იეჰოვამ, რომ გამრავლდა დედამიწაზე ადამიანთა ბოროტება და მათი გულის ზრახვები მუდამ ბოროტი იყო. დამწუხრდა იეჰოვა, რომ შექმნა ადამიანები დედამიწაზე და გული ეტკინა“ (დაბადება ). ურჩმა ისრაელმაც, რომელიც იეჰოვას რჩეული ერი იყო, ‘გაანაწყენა’ ის და ‘ტკივილი მიაყენა’ მას ( 6:5, 6ფსალმუნი 78:40, 41).
შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვას ესმის მშობლების, რომლებიც ურჩი შვილების საქციელის გამო დიდ ტკივილს იტანენ. თავის სიტყვაში, ბიბლიაში, ღმერთი გონივრულ რჩევებს აძლევს ასეთ მშობლებს და ამხნევებს მათ, რათა თავი გაართვან თავიანთ მდგომარეობას. ღმერთი მოუწოდებს მათ, საწუხარი მას მიანდონ, დამდაბლდნენ და წინ აღუდგნენ სატანა ეშმაკს. ვნახოთ, როგორ დაგეხმარებათ ასეთ მდგომარეობაში ამ რჩევის გათვალისწინება, რომ სულიერად არ გატყდეთ.
თქვენი საწუხარი იეჰოვას მიანდეთ
იეჰოვამ იცის, რომ მშობლებს განსაკუთრებით ის აწუხებთ, რომ მათმა შვილებმა საკუთარი თავი საფრთხეში არ ჩაიგდონ ან სხვებმა არ ავნონ მათ. პეტრე მოციქული გვასწავლის, თუ როგორ შეიძლება ამ და სხვა საწუხართან ბრძოლა. ის წერს: „ყველა თქვენი საწუხარი მას [იეჰოვას] მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7). რატომ არის ეს რჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მშობლებისთვის, რომელთა შვილიც ურჩობის გზას დაადგა?
როდესაც თქვენი შვილი ჯერ კიდევ პატარა იყო, თქვენ ცდილობდით, მისთვის საფრთხე აგერიდებინათ და ისიც ალბათ ყოველთვის ყურად იღებდა თქვენს რჩევებს. მაგრამ როცა ის წამოიზარდა, თქვენ შესაძლოა იმდენად ვეღარ იმორჩილებდით მას, თუმცა უფრო მეტად ხედავდით საფრთხისგან მისი დაცვის აუცილებლობას და ამისთვის ძალ-ღონეს არ იშურებდით.
მაგრამ, როცა თქვენი შვილი ურჩობის გზას ირჩევს და საკუთარ თავს სულიერ, ემოციურ ან ფიზიკურ ზიანს აყენებს, შესაძლოა, თქვენ თავს დამნაშავედ გრძნობთ. სტატიის დასაწყისში მოხსენიებულ ჯოის ზუსტად ასეთი გრძნობა დაეუფლა. ის ამბობს: „დანაშაულის გრძნობა მტანჯავდა. თავში განუწყვეტლივ ის აზრი მიტრიალებდა, თუ სად დავუშვი შეცდომა“. იეჰოვას განსაკუთრებით ასეთ დროს სურს, რომ „ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდოთ“. თუ თქვენ ასე მოიქცევით, ის დაგეხმარებათ. „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი, — თქვა ფსალმუნმომღერალმა, — და ის ამოგიდგება მხარში, ის არასოდეს დაუშვებს მართლის წაბორძიკებას“ (ფსალმუნი 55:22). ჯოიმ საკუთარ თავზე გამოსცადა ეს. ის იხსენებს: „იეჰოვას ვუღვრიდი გულს და ვეუბნებოდი ყველაფერს, რასაც ვგრძნობდი. ეს უდიდეს შვებას მგვრიდა“.
ფსალმუნი 130:3). უნაკლო მშობელიც რომ ყოფილიყავით, თქვენი შვილი შეიძლება მაინც გაჯიუტებულიყო. ამიტომ, მოუყევით იეჰოვას თქვენი გრძნობების შესახებ და ის დაგეხმარებათ მათთან გამკლავებაში. თქვენ მეტსაც შეძლებთ, თუ კვლავაც აქტიურად განაგრძობთ იეჰოვას მსახურებას და სატანას უფლებას არ მისცემთ, თავის მახეში გაგაბათ.
არასრულყოფილების გამო, შესაძლოა, შვილის აღზრდისას შეცდომები დაუშვით, მაგრამ არ ღირს გაუთავებლად ამაზე ფიქრი. იეჰოვა ნამდვილად არ ამახვილებს თქვენს შეცდომებზე ყურადღებას, როგორც ეს ფსალმუნმომღერლის სიტყვებიდანაც ჩანს: „დანაშაულს რომ აკვირდებოდე, იაჰ, ვინ დაგიდგებოდა, იეჰოვა?!“ (დაიმდაბლეთ თავი
„დაიმდაბლეთ თავი ღვთის ძლევამოსილი ხელის ქვეშ, — წერდა მოციქული პეტრე, — რათა თავის დროზე აგამაღლოთ“ (1 პეტრე 5:6). რატომ არის აუცილებელი თავის დამდაბლება, როდესაც შვილი ურჩი ხდება? გარდა იმისა, რომ შვილის თავნებობამ თქვენში დანაშაულის გრძნობა გამოიწვია და ტკივილი მოგაყენათ, შეიძლება თავს უხერხულადაც კი გრძნობდეთ. შეიძლება გაღელვებთ ის, რომ შვილის მოქმედებამ თქვენს ოჯახს ჩირქი მოსცხო, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ის ქრისტიანული კრებიდან გაირიცხა. სირცხვილის გრძნობის გამო შეიძლება ქრისტიანულ შეხვედრებზე წასვლის ხალისი დაკარგოთ.
ასეთ მდგომარეობაში თქვენ პრაქტიკული სიბრძნე დაგეხმარებათ. იგავების 18:1 გვაფრთხილებს: „განმარტოებული კაცი თავისი გულისთქმის შესრულებას ცდილობს; იგი ყოველგვარი სიბრძნის წინააღმდეგ მიდის“. თუ დარდის მიუხედავად რეგულარულად ივლით ქრისტიანულ შეხვედრებზე, იქ ისეთ დარიგებასა და გამხნევებას მიიღებთ, რაც ძალიან გჭირდებათ. „თავიდან არავისთან შეხვედრა არ მინდოდა, — აღიარებს ჯოი, — მაგრამ საკუთარ თავს შევახსენებდი, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სულიერი წონასწორობა არ დამეკარგა და ქრისტიანული ცხოვრების ჩვეულ რიტმს გავყოლოდი. და თუ პირიქით, სახლში ჩავიკეტებოდი, პრობლემებზე ფიქრი მოსვენებას დამიკარგავდა. შეხვედრები ძალიან დამეხმარა, რომ დადებითზე მომეხდინა კონცენტრირება. მიხარია, რომ საკუთარ თავში არ ჩავიკეტე და მოსიყვარულე და-ძმების მხარდაჭერაზე უარი არ ვთქვი“ (ებრაელები 10:24, 25).
ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ ოჯახის თითოეული წევრი ქრისტიანული ცხოვრების გზაზე „თავის სატარებელს ატარებს“ (გალატელები 6:5). მშობლები იეჰოვას წინაშე პასუხისმგებლები არიან, რომ სიყვარულით აღზარდონ შვილები, ისინი კი, თავის მხრივ, ვალდებულნი არიან, დაემორჩილონ მშობლებს და პატივი სცენ მათ. თუ მშობლები ყველანაირად ეცდებიან, რომ შვილები ‘იეჰოვას მოსაწონად აღზარდონ და დაარიგონ’, მაშინ ღვთის თვალში კარგ სახელს მოიპოვებენ (ეფესოელები 6:1—4). თუ შვილები არ დააფასებენ მშობლების ამაგს, მხოლოდ საკუთარ თავს შეირცხვენენ. „ყმაწვილი თავისი საქციელით აჩვენებს, სუფთა და მართალია მისი საქმეები თუ არა“, — ნათქვამია იგავების 20:11-ში. როდესაც სატანა იეჰოვას წინააღმდეგ წავიდა, ამით იეჰოვას სახელი აბსოლუტურად არ შელახულა მათ თვალში, ვინც კარგად იცოდა, თუ ვინ იყო სინამდვილეში მართალი.
წინ აღუდექით ეშმაკს
„იფხიზლეთ და გეღვიძოთ! — გვაფრთხილებს პეტრე. — თქვენი მოწინააღმდეგე, ეშმაკი, დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს“ (1 პეტრე 5:8). ლომის მსგავსად ხშირად ეშმაკი თავის სამიზნედ ახალგაზრდებსა და გამოუცდელებს ირჩევს. ძველად ლომები ისრაელში დიდ საფრთხეს უქმნიდნენ შინაურ ცხოველებს. თუ ბატკანი ფარას ჩამორჩებოდა, ის შეიძლება ადვილად გამხდარიყო ლომის ლუკმა. დედა ცხვარს საკუთარი სიცოცხლე შეიძლება ინსტიქტურად საფრთხეში ჩაეგდო, რათა თავისი ბატკანი დაეცვა, მაგრამ ისიც კი ვერაფერს გახდებოდა ლომთან. ამიტომ, ფარა დაცული რომ ყოფილიყო, მას მამაცი მწყემსები უნდა ჰყოლოდა (1 სამუელი 17:34, 35).
„მბრდღვინავი ლომისგან“ თავისი ცხვრის დასაცავად იეჰოვამ დანიშნა სულიერი მწყემსები, რომლებიც „უფროსი მწყემსის“, იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით ფარაზე იზრუნებდნენ (1 პეტრე 5:4). სულიერ მწყემსებად დანიშნულ მამაკაცებს პეტრე მოუწოდებს: „მწყემსეთ თქვენთვის მობარებული ღვთის სამწყსო, ოღონდ არა იძულებით, არამედ ხალისით, არა უპატიოსნო შემოსავლის სიყვარულით, არამედ გულმოდგინებით“ (1 პეტრე 5:1, 2). თუ თქვენც ითანამშრომლებთ ამ მწყემსებთან, მათ მეტი შესაძლებლობა ექნებათ, სულიერი დახმარება აღმოუჩინონ თქვენს შვილს.
როდესაც ქრისტიანი უხუცესები ხედავენ იმის აუცილებლობას, რომ თქვენს შვილს რჩევა მისცენ, შეიძლება თქვენდა უნებურად შვილის დაცვის სურვილი გაგიჩნდეთ. თქვენი მხრიდან ასეთი მოქმედება სერიოზული შეცდომა იქნებოდა. პეტრე ამბობს: „წინ აღუდექით [ეშმაკს]“, და არა სულიერ მწყემსებს (1 პეტრე 5:9).
როდესაც მკაცრი ზომების მიღებაა საჭირო
თუ თქვენი შვილი მონათლული ქრისტიანია და არ ინანიებს თავის საქციელს, ის შეიძლება ყველაზე მკაცრად — კრებიდან გარიცხვით დაისაჯოს. ის, თუ რამდენად ხშირი ურთიერთობა გექნებათ გარიცხულ შვილთან, დამოკიდებულია მის ასაკსა თუ სხვადასხვა გარემოებაზე.
თუ შვილი არასრულწლოვანია და თქვენთან ცხოვრობს, ბუნებრივია, განაგრძობთ მის ფიზიკურ მოთხოვნილებებზე ზრუნვას. გარდა ამისა, თქვენ იმის პასუხისმგებლობაც გაკისრიათ, რომ ის ზნეობრივად სუფთა ადამიანად აღზარდოთ (იგავები 1:8—18; 6:20—22; 29:17). თქვენ შეგიძლიათ მას ბიბლიის შესწავლა ჩაუტაროთ; ყურადღება გაუმახვილოთ სხვადასხვა მუხლსა თუ „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწოდებულ პუბლიკაციებზე (მათე 24:45). შეგიძლიათ, ის ქრისტიანულ შეხვედრებზეც ატაროთ და თქვენს გვერდით დაისვათ. ამგვარად, მან შეიძლება ყურად იღოს ბიბლიური რჩევა.
მაგრამ საქმე სულ სხვაგვარად დგას, თუ გარიცხული შვილი სრულწლოვანია და სხვაგან ცხოვრობს. პავლე მოციქული შეაგონებდა კორინთელ ქრისტიანებს: „აღარ იქონიოთ ურთიერთობა იმასთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ მეძაობს, ხარბი, კერპთაყვანისმცემელი, მლანძღველი, ლოთი ან გამომძალველია. ასეთებთან ერთად არც კი ჭამოთ“ (1 კორინთელები 5:11). მართალია, გარკვეული ოჯახური მიზეზების გამო შეიძლება ქრისტიან მშობლებს მეტ-ნაკლებად ჰქონდეთ ურთიერთობა გარიცხულ შვილთან, მაგრამ მათ თავი უნდა აარიდონ მასთან ზედმეტ ურთიერთობას.
როდესაც ქრისტიანი მწყემსები თქვენი შვილის მიმართ ბიბლიაზე დაფუძნებით გარკვეულ ზომებს მიმართავენ, თქვენი მხრიდან არაგონივრული იქნება, თუ უარყოფთ ან უმნიშვნელოდ ჩათვლით მათ გადაწყვეტილებას. თუ თქვენი შვილის პოზიციას გაამართლებთ, ამით ვერ დაიცავთ მას ეშმაკისგან. უფრო მეტიც, თქვენ საკუთარ სულიერობასაც საფრთხეს შეუქმნით. ხოლო თუ დააფასებთ მწყემსების ძალისხმევას და მხარს დაუჭერთ მათ, თქვენ შეინარჩუნებთ „მტკიცე რწმენას“ და საუკეთესო დახმარებას აღმოუჩენთ თქვენს შვილს (1 პეტრე 5:9).
იეჰოვა თქვენს გვერდითაა
თუ თქვენი შვილი ურჩი გახდა, გახსოვდეთ, თქვენ მარტო არა ხართ. სხვა ქრისტიან მშობლებსაც გამოუცდიათ მსგავსი რამ. რა მძიმე მდგომარეობაშიც უნდა აღმოჩნდეთ, იეჰოვა მხარში ამოგიდგებათ (ფსალმუნი 68:19).
მიენდეთ იეჰოვას ლოცვით. ურთიერთობა არ გაწყვიტოთ ქრისტიანულ კრებასთან. მხარი დაუჭირეთ კრებაში დანიშნული მწყემსების გადაწყვეტილებებს. ამგვარად, თქვენ სიმტკიცეს შეინარჩუნებთ. თქვენი კარგი მაგალითით შეიძლება აღძრათ შვილი, იეჰოვასგან სიყვარულით გამოწვდილ დახმარების ხელს ჩაეჭიდოს და მას დაუბრუნდეს (მალაქია 3:6, 7).
[სურათები 18 გვერდზე]
ლოცვა და ქრისტიანული კრება ძალებს შეგმატებთ.