არასოდეს გაგვინელდეს მადლიერების გრძნობა
არასოდეს გაგვინელდეს მადლიერების გრძნობა
„რა ძვირფასია შენი აზრები ჩემთვის! ღმერთო, რამდენად დიდია მათი რიცხვი!“ (ფსალმუნი 139:17).
1, 2. რატომ უნდა ვიყოთ ღვთის სიტყვისთვის მადლიერნი და როგორ გამოხატავდა მადლიერებას ფსალმუნმომღერალი?
ეს იყო გასაოცარი აღმოჩენა. იეჰოვას ტაძრის აღდგენა მიმდინარეობდა, როდესაც მღვდელმთავარმა ხილკიამ იპოვა „მოსეს ხელით გადმოცემული იეჰოვას კანონის წიგნი“, რომელიც დაახლოებით 800 წლის წინათ იყო გადაწერილი. წარმოგიდგენიათ, რა გრძნობა დაეუფლებოდა ღვთისმოშიშ მეფე იოშიას, წიგნს რომ დაინახავდა? აღფრთოვანებულმა მეფემ მაშინვე ხმამაღლა წააკითხა წიგნი მწერალ შაფანს (2 მატიანე 34:14—18).
2 დღეს ღვთის სიტყვა, მთლიანად თუ ნაწილობრივ, შეიძლება მილიონობით ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი. მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ ბიბლიამ ფასი დაკარგა? ბიბლიაში ჩვენ სასარგებლოდ ყოვლისშემძლე ღმერთის აზრებია ჩაწერილი (2 ტიმოთე 3:16). ფსალმუნმომღერალი დავითი ღვთის სიტყვის შესახებ წერდა: „რა ძვირფასია შენი აზრები ჩემთვის! ღმერთო, რამდენად დიდია მათი რიცხვი!“ (ფსალმუნი 139:17).
3. საიდან ჩანს, რომ დავითი სულიერად მოწიფული ადამიანი იყო?
3 დავითი ყოველთვის მადლიერი იყო იეჰოვასი, მისი სიტყვისა და მისი მხრიდან ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდაჭერისთვის. ამაზე დავითის არაერთი შესანიშნავი ფსალმუნი მოწმობს. მაგალითად, ფსალმუნის 27:4-ში მან დაწერა: „ერთი რამ ვთხოვე იეჰოვას, ერთ რამეს ვესწრაფვი, რომ მთელი ჩემი სიცოცხლის დღენი იეჰოვას სახლში ვმკვიდრობდე, ვიხილო იეჰოვას მშვენიერება და მადლიერებით შევცქეროდე მის ტაძარს“. ებრაული ფრაზა, რომელიც ნათარგმნია როგორც „მადლიერებით შევცქეროდე“, ნიშნავს დიდხანს ფიქრს, ჩაკვირვებას, სიამოვნებით, კმაყოფილებით ცქერას. დავითი სულიერად მოწიფული ადამიანი იყო, რომელიც ყოველთვის მადლიერი იყო იეჰოვასგან მიღებული სულიერი დახმარებისთვის და არასოდეს უგულებელყოფდა მას. ის ჩვენთვის მისაბაძი მაგალითია (ფსალმუნი 19:7—11).
ვიყოთ მადლიერნი ჭეშმარიტების ცოდნისთვის
4. რატომ ‘ხარობდა იესო წმინდა სულით’?
4 ღვთის სიტყვას რომ ჩავწვდეთ, აუცილებელია არა დიდი ინტელექტი ან განათლება, რამაც შეიძლება სიამაყე წარმოშვას ადამიანში, არამედ იეჰოვას წყალობა, რასაც ის თავმდაბალ, მართალ და სულიერს მოწყურებულ ადამიანებს აძლევს (მათე 5:3; 1 იოანე 5:20). იესო ‘დიდად ხარობდა წმინდა სულით’ იმის გამო, რომ ზოგიერთი არასრულყოფილი ადამიანის სახელი ზეცაში იწერებოდა. მან თქვა: „ყველას წინაშე გაქებ, მამა, ცისა და დედამიწის უფალო, რადგან ბრძენებსა და ჭკვიანებს დაუფარე ეს ყოველივე და ჩვილებს გაუმჟღავნე“ (ლუკა 10:17—21).
5. რატომ არ უნდა მოკიდებოდნენ ზერელედ იესოს მოწაფეები სამეფოს შესახებ ჭეშმარიტებას?
5 გულწრფელი ლოცვის შემდეგ იესო მოწაფეებს მიუბრუნდა და უთხრა: „ბედნიერნი არიან ისინი, რომელთა თვალებიც იმას ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ, რადგან გეუბნებით: ბევრ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდა ეხილა ის, რასაც თქვენ ხედავთ, და მოესმინა ის, რასაც ლუკა 10:23, 24).
თქვენ ისმენთ, მაგრამ არ უხილავთ და არ მოუსმენიათ“. იესომ თავის ერთგულ მიმდევრებს მოუწოდა, რომ ზერელედ არ მოკიდებოდნენ სამეფოს შესახებ ჭეშმარიტებას, რაც მათ ღმერთმა გაუმხილა. ეს ჭეშმარიტება დაფარული იყო ღვთის ადრინდელი მსახურებისგან და იესოს დროს მცხოვრები „ბრძენებისა და ჭკვიანებისგან“ (6, 7. ა) რა საფუძველი გვაქვს იმისათვის, რომ დავაფასოთ ღვთისგან გამხელილი ჭეშმარიტება? ბ) რა განსხვავებაა ჭეშმარიტსა და ცრუ რელიგიას შორის?
6 ჩვენ დღეს უფრო მეტად უნდა ვიყოთ მადლიერები, რადგან იეჰოვა „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით თავისი სიტყვის ღრმა ცოდნას აძლევს თავის ხალხს (მათე 24:45; დანიელი 12:10). ბოლო დღეების შესახებ დანიელ წინასწარმეტყველმა დაწერა: „ბევრი დაიწყებს ძიებას და გამრავლდება ჭეშმარიტი ცოდნა“ (დანიელი 12:4). დღეს ღვთის შესახებ ცოდნა მართლაც ‘გამრავლებულია’ და იეჰოვას მსახურები სულიერად დანაყრებულები არიან.
7 ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ ღვთის ხალხი ფლობს ცოდნას ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ, დიდი ბაბილონი კი გაურკვევლობაშია. ამიტომაც ბევრი, ვინც იმედგაცრუებულია ან შეიძულა ცრუ რელიგია, ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი ხდება. ისინი ცხვრისმაგვარი ადამიანები არიან, რომლებსაც ‘არ სურთ დიდი ბაბილონის ცოდვების თანამონაწილენი იყვნენ და მისი წყლულები მიიღონ’. იეჰოვა და მისი მსახურები ყველას ეპატიჟებიან ჭეშმარიტ ქრისტიანულ კრებაში (გამოცხადება 18:2—4; 22:17).
მადლიერები ღმერთთან იკრიბებიან
8, 9. როგორ სრულდება ანგიას 2:7 დღეს?
8 თავის სულიერ ტაძარზე იეჰოვამ იწინასწარმეტყველა: „შევძრავ ხალხებს და მოვა ხალხთა საუნჯე; დიდებით ავავსებ ამ სახლს“ (ანგია 2:7). ეს წინასწარმეტყველება ანგიას დროს შესრულდა, როდესაც ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ ღვთის ხალხმა იერუსალიმის ტაძარი აღადგინა. ანგიას სიტყვები დღეს უფრო დიდი მასშტაბით სრულდება, რადგან იეჰოვას სულიერ ტაძარს ეხება.
9 მილიონობით ადამიანი უკვე შეგროვდა სულიერ ტაძართან, რათა ღმერთს „სულითა და ჭეშმარიტებით“ სცენ თაყვანი და ყოველ წელს ათასობით ადამიანი —„ხალხთა საუნჯე“ — კვლავაც მიედინება სულიერი ტაძრისკენ (იოანე 4:23, 24). მაგალითად, 2006 სამსახურებრივი წლის ანგარიშიდან ჩანს, რომ მთელ მსოფლიოში იეჰოვასთვის თავის მიძღვნის ნიშნად მოინათლა 248 327 ადამიანი, ანუ ყოველდღე საშუალოდ ინათლებოდა 680 ადამიანი. მათ უყვართ ჭეშმარიტება და სურთ, იეჰოვას ემსახურონ, როგორც სამეფოს მაუწყებლებმა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ღმერთმა მიიზიდა ისინი (იოანე 6:44, 65).
10, 11. მოჰყევით შემთხვევა, თუ როგორი მადლიერები არიან ადამიანები ბიბლიური ჭეშმარიტების გაგებისთვის.
10 ბევრ გულწრფელ ადამიანს იზიდავს ჭეშმარიტება, რადგან დაინახეს „განსხვავება მართალსა და ბოროტს შორის, ღვთის მსახურსა და იმას შორის, ვინც არ ემსახურება მას“ (მალაქია ). მაგალითად, ერთი ცოლ-ქმარი, უეინი და ვირჯინია, პროტესტანტული ეკლესიის მრევლი იყო. მაგრამ ბევრ შეკითხვაზე ვერ მიიღეს პასუხი. ეს ომის მოძულე ცოლ-ქმარი გაოგნებას ვერ მალავდა, როცა სამღვდელოება ჯარისკაცებსა და იარაღს აკურთხებდა. ასაკში რომ შევიდნენ, ეკლესიის მრევლისგან თავი გარიყულად იგრძნეს მიუხედავად იმისა, რომ ვირჯინია წლების განმავლობაში სასულიერო სასწავლებელში ასწავლიდა. „არავინ დაინტერესებულა ჩვენი სულიერი კეთილდღეობით. ეკლესიას ჩვენგან ფულის მეტი არაფერი უნდოდა; იმედი გაგვიმტყუნდა“, — იხსენებენ ისინი. უფრო დიდი გულგატეხილობა მაშინ დაეუფლათ, როდესაც ეკლესიამ ჰომოსექსუალიზმის შეწყნარება დაიწყო. 3:18
11 უეინისა და ვირჯინიას შვილიშვილი და შემდეგ მათი შვილი იეჰოვას მოწმეები გახდნენ. თავიდან ბრაზობდნენ უეინი და ვირჯინია, შემდეგ აზრი შეიცვალეს და ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. „სამ თვეში ბიბლიიდან იმაზე მეტი ვისწავლეთ, ვიდრე მანამდე 70 წლის მანძილზე. ჩვენ არ ვიცოდით, რომ ღვთის სახელი იეჰოვაა, და არც სამეფოსა და დედამიწაზე სამოთხის შესახებ გვქონდა გაგონილი“. მალე ეს გულწრფელი ცოლ-ქმარი ქრისტიანულ შეხვედრებს ესწრებოდა და ქადაგებდა კიდეც. „გვინდა, ყველას მოვუყვეთ ჭეშმარიტება“, — ამბობს ვირჯინია. ორივენი 2005 წელს 80 წლის ასაკში მოინათლნენ. „ჩვენ ნამდვილი ქრისტიანული ოჯახი ვიპოვეთ“, — აღნიშნავენ ისინი.
მადლიერნი ვიყოთ იმისათვის, რომ ‘მომზადებულნი ვართ ნებისმიერი კარგი საქმისთვის’
12. რით ეხმარება იეჰოვა თავის მსახურებს და ჩვენ რა მოგვეთხოვება?
12 იეჰოვა ყოველთვის ეხმარება თავის მსახურებს თავისი ნების შესრულებაში. მაგალითად, ღმერთმა ნოეს დაწვრილებით მისცა მითითებები, რომ მას თავიდანვე სწორად აეშენებინა კიდობანი. „ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა უბრძანა. სწორედ ისე გააკეთა“ (დაბადება 6:14—22). იეჰოვა დღესაც ამზადებს თავის მსახურებს თავისი ნების შესასრულებლად. ჩვენი უმთავრესი საქმე ის არის, რომ ღვთის სამეფოს შესახებ ვიქადაგოთ და დავეხმაროთ ღირსეულებს, იესო ქრისტეს მოწაფეები გახდნენ. ნოეს მსგავსად, ჩვენი წარმატება მორჩილებაზეა დამოკიდებული. ჩვენ უნდა დავემორჩილოთ იეჰოვას მითითებებს, რომლებსაც ის თავისი სიტყვისა და ორგანიზაციის მეშვეობით გვაძლევს (მათე 24:14; 28:19, 20).
13. როგორ გვამზადებს იეჰოვა?
13 ქადაგების საქმის შესასრულებლად ჩვენ უნდა ვისწავლოთ, სწორად როგორ გადავცეთ ღვთის სიტყვა, რომელიც „სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად, რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2 ტიმოთე 2:15; 3:16, 17). როგორც პირველ საუკუნეში, იეჰოვა დღესაც გვამზადებს ქრისტიანული კრების საშუალებით. მთელ მსოფლიოში 99 770 კრებაში ყოველკვირეულად ტარდება თეოკრატიული სამსახურის სკოლა და სამსახურებრივი შეხვედრა, რაც უკეთ ქადაგებაში გვეხმარება. ავლენ მადლიერებას და ესწრები რეგულარულად ამ მნიშვნელოვან შეხვედრებს? იყენებ ნასწავლს ცხოვრებაში? (ებრაელები 10:24, 25).
14. როგორ ავლენენ იეჰოვას მსახურები მადლიერებას? (იხილეთ ანგარიში 27—30-ე გვერდებზე).
14 მთელ მსოფლიოში მილიონობით ღვთის მსახური მომზადებისთვის მადლიერებას აქტიური ქადაგებით ავლენს. მაგალითად, 2006 სამსახურებრივ წელს სამეფოს 6 741 444 მაუწყებელმა 1 333 966 199 საათი დაუთმო ქადაგებას და 6 286 618 ბიბლიის შესწავლა ჩაატარა. მსოფლიო ანგარიშში სხვა გამამხნევებელი ციფრებიც არის მოცემული. გადახედეთ ამ ანგარიშს და მხნეობა შეგემატებათ. პირველ საუკუნეშიც მხნევდებოდნენ ძმები, როდესაც იგებდნენ, როგორ საქმეები 1:15; 2:5—11, 41, 47; 4:4; 6:7).
ფართოვდებოდა სამქადაგებლო საქმიანობა (15. რატომ არ უნდა იფიქროს ღვთის მსახურმა, რომ მთელი გულით ვერ ემსახურება იეჰოვას?
15 ყოველწლიურად ღვთის ასეთი განდიდება იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვას მსახურები მადლიერები არიან, რომ იცნობენ იეჰოვას და მის შესახებ ქადაგებენ (ესაია 43:10). ზოგიერთი ხანდაზმული, ავადმყოფი თუ უძლური და-ძმების მიერ გაღებული ქების მსხვერპლი შეიძლება ქვრივის ორ ლეპტას შევადაროთ. ნურასოდეს დაგვავიწყდება, რომ იეჰოვა და მისი ძე აფასებენ ყველას, ვინც მთელი გულით ემსახურება ღმერთს და შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებს (ლუკა 21:1—4; გალატელები 6:4).
16. რა სასწავლო საშუალებებით გვამზადებს იეჰოვა?
16 თავისი ორგანიზაციის მეშვეობით იეჰოვა სასწავლო საშუალებებითაც ეფექტურად გვამზადებს. ბოლო ათწლეულებში გამოიცა წიგნები „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“, „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“, „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, და ახლახან გამოიცა „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ ვინც მადლიერია, მსახურებაში ეფექტურად იყენებს ასეთ დახმარებას.
ეფექტურად გამოვიყენოთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“
17, 18. ა) წიგნის რომელ თავებს იყენებთ ეფექტურად მსახურებაში? ბ) რა აღნიშნა ერთმა სარაიონო ზედამხედველმა?
17 ცხრამეტი თავისა და დეტალური დანართისგან შემდგარი წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, რომელიც მარტივი და გასაგები ენითაა დაწერილი, მართლაც კარგი დამხმარე საშუალებაა. მაგალითად, მე-12 თავში განხილულია თემა „ღვთისმოსაწონი ცხოვრება“. აქედან შემსწავლელი იგებს, როგორ დაუახლოვდეს ღმერთს, რაზეც ადამიანების უმეტესობას არც კი უფიქრია (იაკობი 2:23). როგორი გამოხმაურება ჰპოვა ამ წიგნმა?
18 ავსტრალიაში ერთმა სარაიონო ზედამხედველმა აღნიშნა: «წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“
მალევე აღძრავს მობინადრეს საუბრისკენ, იოლი გამოსაყენებელია და ბევრ მაუწყებელს მატებს ქადაგებისას თავდაჯერებულობასა და სიხარულს. გასაკვირი არ არის, თუ რატომ უწოდებს ზოგიერთი წიგნს ოქროს სამკაულს».19—21. მოჰყევით ის შემთხვევები, რომლებიც აჩვენებს, რამდენად ძვირფასი წიგნია „რას გვასწავლის ბიბლია?“
19 „ღვთის გამოგზავნილი იქნები“, — უთხრა ერთმა გაიანელმა ქალმა ერთ პიონერს თავის კართან. ის ქალი ორი ბავშვით ახალი მიტოვებული ჰყავდა მამაკაცს, ვისთანაც ცხოვრობდა. პიონერმა გადაუშალა „რას გვასწავლის ბიბლია?“ პირველ თავზე და ამოუკითხა მეთერთმეტე აბზაცი ქვესათაურიდან „როგორ უყურებს ღმერთი ჩვენ გარშემო არსებულ უსამართლობას?“ პიონერმა აღნიშნა: „წაკითხულმა მასზე იმოქმედა. ადგა, გავიდა თავისი მაღაზიის უკან და აქვითინდა“. ქალმა დაიწყო ბიბლიის შესწავლა და სულიერად წინ წაიწია.
20 მას შემდეგ, რაც ესპანეთში მცხოვრებ ხოსეს ავტოკატასტროფაში მეუღლე დაეღუპა, თავის დამშვიდება ნარკოტიკებით დაიწყო. მან დახმარებისთვის ფსიქოლოგებსაც მიმართა, მაგრამ მათ ვერ უპასუხეს ხოსეს ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა მისი ცოლის სიკვდილი. ერთ დღესაც ხოსე შეხვდა ფრანჩესკს, რომელიც იმავე კომპანიაში მუშაობდა, სადაც ხოსე. ფრანჩესკმა წიგნიდან „რას გვასწავლის ბიბლია?“ მეთერთმეტე თავის „რატომ უშვებს ღმერთი ადამიანთა ტანჯვას?“ განხილვა შესთავაზა. ბიბლიურმა პასუხმა და მოსწავლისა და მასწავლებლის შესახებ თვალსაჩინო მაგალითმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ხოსეზე. მან მთელი შემართებით დაიწყო შესწავლა, დაესწრო სარაიონო კონგრესს და ახლა სამეფო დარბაზში ესწრება შეხვედრებს.
21 ორმოცი წლის პოლონელი ბიზნესმენი რომანი ყოველთვის აფასებდა ღვთის სიტყვას, მაგრამ სამუშაოთი ისე იყო დაკავებული, სულიერად წინ ვერ მიიწევდა. რომანი საოლქო კონგრესს დაესწრო და მიიღო წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ წიგნმა მასზე სასიკეთოდ იმოქმედა. ეს მამაკაცი იხსენებს: „წიგნში თავმოყრილია ბიბლიის ყველა ძირითადი მოძღვრება, რაც საერთო სურათს გვიქმნის“. ახლა რომანი რეგულარულად სწავლობს ბიბლიას და წინ მიიწევს.
გავიღრმაოთ მადლიერების გრძნობა
22, 23. როგორ ვაჩვენოთ, რომ მადლიერები ვართ ღვთის დანაპირებისთვის?
22 როგორც საოლქო კონგრესიდან „ხსნა ახლოსაა!“ გავიგეთ, ჭეშმარიტ ქრისტიანებს „მარადიული ხსნის“ დიდი სურვილი გვაქვს, რასაც ღმერთი დაგვპირდა და რაც ქრისტეს დაღვრილმა სისხლმა გახადა შესაძლებელი. ამისათვის გულწრფელი მადლიერების გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა, კვლავაც განვიწმინდოთ „მკვდარი საქმეებისგან, რათა წმინდა მსახურება შევუსრულოთ ცოცხალ ღმერთს“ (ებრაელები 9:12, 14).
23 მართლაც სასწაულია, რომ სამეფოს შვიდ მილიონამდე მაუწყებელი ერთგულად ემსახურება ღმერთს და პირადი ინტერესების პირველ ადგილზე დაყენების ცდუნებას უძლებს. იეჰოვას მსახურები მადლიერები არიან, რომ ღვთის მსახურების პატივი ხვდათ წილად, და იციან, რომ ‘ფუჭი არ არის მათი შრომა უფალში’. დაე, არასოდეს გაგინელდეთ მადლიერების გრძნობა (1 კორინთელები 15:58; ფსალმუნი 110:3).
როგორ უპასუხებდით?
• როგორ მივბაძოთ ფსალმუნმომღერალს და როგორ ვაჩვენოთ, რომ ვემადლიერებით ღმერთს იმისათვის, რომ სულიერად უზრუნველგვყოფს?
• როგორ სრულდება ანგიას 2:7?
• როგორ ამზადებს იეჰოვა თავის მსახურებს ეფექტურად ქადაგებისთვის?
• რით შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ მადლიერები ვართ იეჰოვას სიკეთისთვის?
[სასწავლო კითხვები]
[ცხრილი 27-30 გვერდებზე]
იეჰოვას მოწმეების 2006 სამსახურებრივი წლის მსოფლიო ანგარიში
(იხილეთ პუბლიკაცია)
[სურათები 25 გვერდზე]
იეჰოვა ყოველმხრივ გვამზადებს მისი ნების შესასრულებლად.