არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რას ნიშნავს ყოვლისშემძლე ღვთის ომი ანუ არმაგედონის ომი, და რა შედეგებს მოიტანს ის? (გამოცხადება 16:14, 16).

მარტივად რომ ვთქვათ, არმაგედონის ომი მსოფლიო ომია, როდესაც იეჰოვას დანიშნული მეფე იესო ქრისტე გაანადგურებს ღვთის მტრებს. ბიბლიის თანახმად, ეს მტრები ანუ მთელი მსოფლიოს მეფეები, ‘დემონების მიერ შთაგონებული სიტყვებით ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს საომრად იკრიბებიან ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ჰქვია’ (გამოცხადება 16:14, 16).

მოწინააღმდეგეები პირდაპირი გაგებით არ იკრიბებიან ერთ კონკრეტულ ადგილზე. უნდა აღინიშნოს, რომ სიტყვა არმაგედონი „მეგიდოს მთას“ ნიშნავს (გამოცხადება 16:16, სქოლიო). სინამდვილეში ასეთი მთა არ არსებობდა. გარდა ამისა, ვერც „დედამიწის მეფეები და მათი ლაშქრები“ ვერ შეიკრიბებიან ერთ კონკრეტულ ადგილზე (გამოცხადება 19:19). „ადგილი“ მსოფლიო მდგომარეობას გულისხმობს, როდესაც მსოფლიო პოლიტიკური მმართველები თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად იესო ქრისტეს, „მეფეთა მეფისა და უფალთა უფლის“ ბრძანებაზე იეჰოვასა და „ზეციერი ლაშქრის“ წინააღმდეგ გამოდიან (გამოცხადება 19:14, 16).

სიტყვა „არმაგედონი“ ძველი ისრაელის ქალაქ მეგიდოს უკავშირდება. ქარმელის მთის აღმოსავლეთით მდებარე სტრატეგიულ ქალაქ მეგიდოზე სავაჭრო და სამხედრო გზები გადიოდა. იქ გადამწყვეტი ბრძოლებიც იმართებოდა. სწორედ „მეგიდოს წყლებთან“ დაამარცხა ისრაელის მსაჯულმა ბარაკმა ქანაანელთა ძლევამოსილი ჯარი, რომელსაც სისერა მეთაურობდა (მსაჯულები 4:12—24; 5:19, 20). მსაჯულმა გედეონმაც მეგიდოს მახლობლად დაამარცხა მიდიანელები (მსაჯულები 7:1—22). ვინაიდან ბიბლია მეგიდოს მომავალ ომს უკავშირებს, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ღმერთი თავისი ძის მეშვეობით ერთხელ და სამუდამოდ ყველა მოწინააღმდეგე ძალას გაანადგურებს.

რა შედეგებს მოიტანს არმაგედონის ომი? ის მოსპობს ყოველგვარ უზნეობასა და ბოროტებას, და გზას გაუხსნის ახალ, კაცობრიობის ისტორიაში განსაკუთრებულ ეპოქას (გამოცხადება 21:1—4). ღვთის სამეფოს მმართველობით დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა, სადაც მართალი ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ (ფსალმუნი 37:29).