მხოლოდ სხვამ უნდა თქვას სიმართლე?
მხოლოდ სხვამ უნდა თქვას სიმართლე?
„ვერ ვიტან ტყუილს და ვერც იმას, რომ მატყუებენ“, — თქვა 16 წლის გოგონამ. ალბათ, ჩვენც ასე ვფიქრობთ. ჩვენ მოგვწონს, როდესაც სიტყვით თუ წერილობით გადმოცემული ინფორმაცია სიმართლეა, მაგრამ თვითონ თუ ვლაპარაკობთ სიმართლეს?
როგორც გერმანიაში ჩატარებულმა ერთ-ერთმა გამოკითხვამ აჩვენა, რესპოდენტთა უმეტესობის აზრით, დასაშვებია იცრუო უმნიშვნელო საკითხებში საკუთარი თავისა თუ სხვების დასაცავად. ზოგჯერ ეს აუცილებელიც კი არის კარგი ურთიერთობების შესანარჩუნებლად. ერთმა ჟურნალისტმა დაწერა: „სიმართლის ლაპარაკი ღირსეული, მაგრამ მოსაწყენი საქმეა“.
ჩვენ მოგვწონს, როდესაც სხვები სიმართლეს გვეუბნებიან, მაგრამ ხომ არ ვფიქრობთ, რომ ჩვენ თვითონ ზოგჯერ შეგვიძლია არ ვთქვათ სიმართლე? აქვს საერთოდ მნიშვნელობა, მართალს ვიტყვით თუ ტყუილს? რა მოჰყვება ტყუილის თქმას?
ტყუილის შედეგები
ტყუილი მეუღლეებსა და ოჯახის წევრებს შორის უნდობლობას იწვევს. ცრუ ინფორმაციის გავრცელება ადამიანს რეპუტაციას ულახავს. სამსახურში თანამშრომლების თაღლითობა ხარჯებისა და ფასების ზრდას იწვევს. გადასახადების ოდენობის განზრახ შემცირება სახელმწიფოს ჰპარავს საზოგადოების მომსახურებისთვის აუცილებელ შემოსავალს. ცრუ ინფორმაციის გავრცელება საფრთხეს უქმნის პოტენციურ კარიერას და სახელს უტეხს აღიარებულ ორგანიზაციებს. სწრაფი გამდიდრების მიზნით წარმოებულ მაქინაციებს გულუბრყვილო ინვესტორების დიდძალი ფული ეწირება და შეიძლება უარესი შედეგებიც მოჰყვეს. გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვას სძულს „მატყუარა ენა“ და „ტყუილების მფრქვეველი ცრუ მოწმე“ (იგავები 6:16—19).
ალბათ, ყველა დაეთანხმება იმას, რომ ტყუილმა შეიძლება ავნოს არა მარტო ცალკეულ ადამიანებს, არამედ მთლიანად საზოგადოებას. მაშ, განზრახ რატომღა იტყუება ხალხი? თუ ყოველთვის არ ვიტყვით სიმართლეს, ეს ტყუილში ჩაგვეთვლება? ამ და სხვა კითხვებს მომდევნო სტატიაში ვუპასუხებთ.
[სურათი 3 გვერდზე]
ტყუილი მეუღლეებს შორის უნდობლობას იწვევს.