რატომ უნდა ვთქვათ სიმართლე?
რატომ უნდა ვთქვათ სიმართლე?
მანფრედი * თვრამეტი წლის იყო, საოფისე საქმეს რომ სწავლობდა. იმ კომპანიამ, სადაც მანფრედი მუშაობდა, ორგანიზება გაუწია იმას, რომ რამდენიმე თანამშრომელს კვირაში ორჯერ ერთ-ერთ კოლეჯში პროფესიული მომზადება გაევლო. ერთ დღესაც ლექცია ადრე დაუმთავრდათ. კომპანიის მოთხოვნით ლექციის შემდეგ ისინი სამსახურში უნდა დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ ყველანი დროის გასატარებლად წავიდნენ, მანფრედი კი სამსახურში დაბრუნდა. შემთხვევით კომპანიის ხელმძღვანელი მივიდა. მან მანფრედს ჰკითხა: „რატომ არა ხარ ლექციაზე? სად არიან დანარჩენები?“ რას უპასუხებდა მანფრედი?
ბევრი ვარდება ასეთ უხერხულ მდგომარეობაში. მანფრედს ან უნდა ეთქვა სიმართლე ან არ უნდა ეთქვა, რომ დაეცვა თანამშრომლები. სიმართლის თქმით პრობლემებს შეუქმნიდა თანამშრომლებს და მათთან ურთიერთობას გაიფუჭებდა. დასაშვებია ასეთ შემთხვევაში ტყუილის თქმა? თქვენ როგორ მოიქცეოდით? მანფრედის შემთხვევას კვლავ დავუბრუნდებით. მაგრამ მანამდე გავარჩიოთ, რა არის გასათვალისწინებელი, როდესაც იძულებულები ვართ, სიმართლე ვთქვათ ან არ ვთქვათ.
ბრძოლა სიმართლესა და სიცრუეს შორის
კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ყველაფერი ჭეშმარიტებაზე იყო აგებული. ჭეშმარიტება არანაირ ეჭვს არ ბადებდა. შემოქმედი იეჰოვა „ჭეშმარიტების ღმერთია“. მისი სიტყვა ჭეშმარიტებაა. შეუძლებელია, მან იცრუოს; ის განსჯის ტყუილსა და მატყუარებს (ფსალმუნები 31:5; იოანე 17:17; ტიტე 1:2).
მაშ, როგორღა ჩაეყარა სიცრუეს საფუძველი? ამ კითხვას ამომწურავი პასუხი იესო ქრისტემ გასცა. მან რელიგიურ წინამძღოლებს, რომლებიც მოკვლას უპირებდნენ, უთხრა: „თქვენ მამათქვენისგან, ეშმაკისგან ხართ და მამათქვენის სურვილის შესრულება გინდათ. ის თავიდანვე კაცისმკვლელი იყო და ჭეშმარიტებაში არ დადგა, რადგან არ არის მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისი ხასიათიდან გამომდინარე ამბობს, რადგან ცრუა და სიცრუის მამაა“ (იოანე 8:44). იესოს მხედველობაში ედემის ბაღში მომხდარი შემთხვევა ჰქონდა. მაშინ სატანამ პირველ ცოლ-ქმარს ღვთის დაუმორჩილებლობისკენ უბიძგა, რასაც შედეგად ცოდვა და სიკვდილი მოჰყვა (დაბადება 3:1—5; რომაელები 5:12).
იესოს სიტყვები ადასტურებს, რომ „სიცრუის მამა“ სატანაა. ის სიცრუის მთავარი დამცველია და „შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“. ის აგებს პასუხს იმ შედეგებზე, რაც კაცობრიობას სიცრუემ მოუტანა (გამოცხადება 12:9).
სატანა ეშმაკის მიერ წამოწყებული ბრძოლა სიმართლესა და სიცრუეს შორის დღესაც გრძელდება. სიცრუემ გავლენა იქონია არა მარტო ცალკეულ ადამიანებზე, არამედ მთლიანად საზოგადოებაზე. ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა აჩვენოს, რომელ მხარეს იკავებს. ვინც ღვთის სიტყვის, ბიბლიის თანახმად ცხოვრობს, ის ღვთის მხარეზეა, და ვინც ასე არ ცხოვრობს, ნებსით თუ უნებლიეთ, სატანის ხელში ვარდება, ვინაიდან „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (1 იოანე 5:19; მათე 7:13, 14).
რატომ იტყუებიან ადამიანები ყოველი ფეხის ნაბიჯზე?
თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ „მთელი მსოფლიო“ სატანის ხელშია, აღარ გაგვიკვირდება, რატომ იტყუება ამდენი ადამიანი. მაგრამ შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა, თუ რატომ იცრუა სატანამ, „სიცრუის მამამ“. სატანამ იცოდა, რომ იეჰოვაა უზენაესი მმართველი, რადგან მან შექმნა ყოველივე და მათ შორის პირველი ცოლ-ქმარი. მაგრამ სატანამ მოინდომა იმ მაღალი მდგომარეობის ხელში ჩაგდება, რისი უფლებაც არ ჰქონდა. სიხარბითა და ამბიციებით აღძრული შეეცადა, იეჰოვას ადგილი დაეკავებინა, რისთვისაც მან სიცრუეს მიმართა (1 ტიმოთე 3:6).
დღესაც სიხარბე და ამბიციები უბიძგებს ხალხს ტყუილისკენ. სიხარბეზე აგებული ბიზნესი, კორუფცია და ცრუ რელიგია სიცრუით, მზაკვრობითა და თაღლითობით საზრდოობს. განა სიხარბისა და ამბიციების გამო არ ცდილობენ, ხელში ჩაიგდონ სიმდიდრე, ძალაუფლება ან მაღალი მდგომარეობა, რისი უფლებაც არ გააჩნიათ? ძველი ისრაელის მეფე, ბრძენი სოლომონი გვაფრთხილებს: „ვინც სიმდიდრის შეძენას ესწრაფვის, უდანაშაულო ვერ დარჩება“ (იგავები 28:20). მოციქული პავლე კი წერდა: „ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია“ (1 ტიმოთე 6:10). ძალაუფლებისა და მდგომარეობის ხელში ჩაგდების სურვილიც ბოროტების ფესვია.
სიცრუეს შიშიც განაპირობებს, შედეგების ან იმის შიში, რას იფიქრებენ სხვები. ბუნებრივია, თუ ადამიანს სურს, რომ უყვარდეთ და აფასებდნენ. მაგრამ ამან შეიძლება მას უმნიშვნელო ტყუილისკენ უბიძგოს, რათა დამალოს თავისი ნაკლოვანება, არასახარბიელო ფაქტები და კარგი შთაბეჭდილება დატოვოს. გასაკვირი არ არის, რატომ წერდა სოლომონი: „ვინც ხალხის წინაშე კანკალებს, მას მახე უგია, იეჰოვაზე მინდობილი კი დაცული იქნება“ (იგავები 29:25).
ჭეშმარიტების ღვთის მხარეს
რა უპასუხა მანფრედმა კომპანიის ხელმძღვანელს? მანფრედმა სიმართლე უთხრა: „დღეს მასწავლებელმა ადრე გამოგვიშვა და მე სამსახურში წამოვედი. დანარჩენების მაგივრად ვერ ვილაპარაკებ. იქნებ მათთვის თავად გეკითხათ“.
მანფრედს შეეძლო ეშმაკურად ეპასუხა და თანამშრომლების გულიც მოეგო. მაგრამ მას ჰქონდა საფუძველი, რომ ჭეშმარიტების მხარე დაეკავებინა. მანფრედი იეჰოვას მოწმეა. მან პატიოსნების წყალობით შეინარჩუნა სუფთა სინდისი და დამსაქმებლის ნდობაც მოიპოვა. მანფრედი საიუველირო სექციაში დაასაქმეს, სადაც, როგორც წესი, არ ამუშავებენ მათ, ვინც
მომზადებას გადის. თხუთმეტი წლის შემდეგ მანფრედი რომ დააწინაურეს, იმავე ხელმძღვანელმა დაურეკა, მიულოცა და შეახსენა ის შემთხვევა, როდესაც მანფრედმა სიმართლე თქვა.ვისაც უნდა, იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდეს, უნდა ‘მოიშოროს სიცრუე და ჭეშმარიტება ილაპარაკოს’, რადგან იეჰოვა ჭეშმარიტების ღმერთია. ღვთის მსახურს უნდა უყვარდეს ჭეშმარიტება. „ერთგული მოწმე ტყუილს არ იტყვის“, — დაწერა ერთმა ბრძენმა (ეფესოელები 4:25; იგავები 14:5).
რა არის ტყუილი?
თუ ტყუილს ვამბობთ, ესე იგი სიმართლეს არ ვამბობთ, მაგრამ ყოველთვის თუ არ ვამბობთ სიმართლეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტყუილს ვამბობთ. რატომ? ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, ტყუილი არის ის, „რაც სინამდვილეს განზრახ დამახინჯებულად წარმოგვიდგენს“. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არასწორი ინფორმაციის, მაგალითად, მცდარი ფაქტების ან ციფრების შეცდომით გადაცემა არ არის განზრახ ნათქვამი ტყუილი.
უნდა დავფიქრდეთ იმაზეც, ვალდებულნი ვართ თუ არა, სრული პასუხი გავცეთ მას, ვინც რაღაცას გვეკითხება. მაგალითად, იგივე შეკითხვები სხვა კომპანიის ხელმძღვანელს რომ დაესვა, მანფრედი არ იქნებოდა ვალდებული, ყველაფერი მოეყოლა. თუმცა ტყუილის თქმა არც ამ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული.
იესომ კარგი მაგალითი დაგვიტოვა. ერთხელ ის ელაპარაკებოდა მათ, ვისთვისაც სულერთი არ იყო, სად წავიდოდა იესო. მათ ურჩიეს: „გაერიდე აქაურობას და წადი იუდეაში“. რა უთხრა იესომ? „თქვენ ადით დღესასწაულზე [იერუსალიმში], მე ჯერ არ ავალ ამ დღესასწაულზე, რადგან ჩემი დრო ჯერ არ დამდგარა“. მას შემდეგ იესო მალევე ავიდა იერუსალიმში დღესასწაულზე. მაშ, რატომ უთხრა, მე ჯერ არ ავალო? იესო ვალდებული არ იყო, ყველაფერი დაწვრილებით ეთქვა. მართალია, მას სრული პასუხი არ გაუცია, მაგრამ არც ტყუილი უთქვამს. ეს კი იმიტომ გააკეთა, რომ საფრთხე არ შექმნოდათ მას და მის მიმდევრებს. იესოს რომ ტყუილი არ უთქვამს, ეს მოციქულმა პეტრემაც დაადასტურა: „მას არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა იყო მის ბაგეზე“ (იოანე 7:1—13; 1 პეტრე 2:22).
ამისგან განსხვავებით, იესოს დაპატიმრების ღამეს პეტრემ სამჯერ იცრუა, იესოს არ ვიცნობო. პეტრეს კაცთმოშიშებამ სძლია, მაგრამ მაშინვე „მწარედ ატირდა“, მოინანია და ცოდვაც მათე 26:69—75; საქმეები 4:18—20; 5:27—32; იაკობი 3:2).
ეპატია. მან თავისი შეცდომიდან გაკვეთილიც ისწავლა. იუდეველი წინამძღოლების მუქარის მიუხედავად პეტრეს არ შეუწყვეტია ქადაგება იერუსალიმში იესოს შესახებ. როგორც ვხედავთ, პეტრემ შეცდომა მალევე გამოასწორა, რამაც უნდა გაამხნეოს ყველა, ვისაც შეიძლება წამიერად სძლიოს სისუსტემ და სიტყვითა თუ საქმით შეცდეს (სიმართლე სამუდამოდ განმტკიცდება
„ჭეშმარიტების მოლაპარაკე ბაგე სამუდამოდ განმტკიცდება, სიცრუის მოლაპარაკე ენა კი თვალის დახამხამებაში გაქრება“ (იგავები 12:19). სიმართლე მარადიულად იარსებებს. თუ ადამიანები სიმართლეს ამბობენ და შესაბამისად მოქმედებენ, ურთიერთობაც უფრო მტკიცე და სასიამოვნოა. მართალი ადამიანი კურთხეული იქნება. მას ექნება სუფთა სინდისი, კარგი სახელი, მტკიცე ურთიერთობა მეუღლესთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და თანამშრომლებთან.
მეორეს მხრივ, ტყუილი დროის გამოცდას ვერ უძლებს. ტყუილის მთქმელმა შეიძლება დროებით მიაღწიოს „წარმატებას“, მაგრამ ადრე თუ გვიან სიმართლე გაირკვევა. იეჰოვას დანიშნული აქვს დრო, როცა ბოლოს მოუღებს სიცრუეს. ბიბლია გვპირდება, რომ იეჰოვა გაგვათავისუფლებს სატანა ეშმაკის, სიცრუის მამის გავლენისგან, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო. იეჰოვა მალე მოსპობს ყველა მატყუარას (გამოცხადება 21:8).
მართლაც შვებას ვიგრძნობთ, როცა „ჭეშმარიტების მოლაპარაკე ბაგე“ სამუდამოდ განმტკიცდება!
[სქოლიო]
^ აბზ. 2 სახელი შეცვლილია.
[ჩანართი 5 გვერდზე]
ადამიანს სიხარბე და ამბიციები უბიძგებს ტყუილისკენ.
[ჩანართი 6 გვერდზე]
თუ ტყუილს ვამბობთ, ესე იგი სიმართლეს არ ვამბობთ, მაგრამ ყოველთვის თუ არ ვამბობთ სიმართლეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტყუილს ვამბობთ.
[სურათი 6 გვერდზე]
რას ვსწავლობთ პეტრეს შემთხვევიდან?
[სურათი 7 გვერდზე]
სიმართლის ლაპარაკი ხელს უწყობს მტკიცე და სასიამოვნო ურთიერთობას.