არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დატკბით მშვენიერი დედამიწით

დატკბით მშვენიერი დედამიწით

დატკბით მშვენიერი დედამიწით

ასტრონომები ამბობენ, რომ ადამიანების საცხოვრებელი უკიდეგანო სამყაროში ნამცეცისოდენაა. ფიზიკურ სამყაროში სხვაგან არსად არის სიცოცხლე. მხოლოდ ჩვენს პლანეტაზე, დედამიწაზეა სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობები.

ჩვენს პლანეტაზე არა მარტო შესაძლებელია სიცოცხლე, არამედ სასიამოვნოც. რა შეედრება ცივ ამინდში მზის სხივების სითბოს! ვინ არ დაუტყვევებია შთამბეჭდავ აისსა თუ დაისს?! მზე განა მარტო გვახალისებს, მასზე ჩვენი არსებობაა დამოკიდებული.

მილიონობით წელია, რაც მზის მიზიდულობის ძალის გავლენით დედამიწისა და სხვა პლანეტების ორბიტები უცვლელია. როგორც სკოლაში ასწავლიან, მზის სისტემა მოძრაობს ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომის ცენტრის ირგვლივ. მაგრამ ჩვენს გალაქტიკაში მზის გარდა ასობით მილიარდზე მეტი ვარსკვლავი მოძრაობს ირმის ნახტომის ცენტრის ირგვლივ.

გალაქტიკა ირმის ნახტომი ერთ-ერთია დაახლოებით 35 გალაქტიკისგან შემდგარ გროვაში. უფრო დიდი გროვები ათასობით გალაქტიკას აერთიანებს. ჩვენი მზის სისტემა არ იქნებოდა ასე მდგრადი, ის რომ უფრო დიდი გალაქტიკების გროვაში ყოფილიყო, სადაც ვარსკვლავები მჭიდროდ არიან განლაგებულნი. ვრცელ სამყაროში მხოლოდ რამდენიმე ადგილზე თუ არის „ისეთი იდეალური გარემო, როგორიც საჭიროა რთული ცოცხალი ორგანიზმების არსებობისთვის“, — აღნიშნავენ გილიერმო გონსალესი და ჯეი რიჩარდზი თავიანთ წიგნში „უნიკალური პლანეტა“.

ბრმა შემთხვევის, „დიდი აფეთქების“ შედეგად წარმოიშვა ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლე თუ დიდებული მიზანი ჰქონდა ამ უმშვენიერეს დედამიწაზე სიცოცხლის შექმნას?

ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენი პლანეტა კონკრეტული მიზნისთვის — სიცოცხლისთვის — შეიქმნა *. საუკუნეების წინათ ერთმა ებრაელმა პოეტმა დედამიწისა და ზეცის შესახებ დაწერა: „როცა ვუყურებ ცას, შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, შენ რომ შექმენი, ვფიქრობ: რა არის მოკვდავი კაცი?“ (ფსალმუნი 8:3, 4). მას სწამდა, რომ არსებობდა შემოქმედი. გონივრულია ამგვარი დასკვნის გაკეთება ჩვენს მეცნიერულ ეპოქაში?

[სქოლიო]

^ აბზ. 7 იხილეთ წიგნი „ფსალმუნები“, განსაკუთრებით მე-8 ფსალმუნი.

[ჩარჩო/სურათი 3 გვერდზე]

„შორი მანძილიდან დედამიწა ღამის წყვდიადში ძვირფას ცისფერ ქვასავით ლივლივებს“, — ნათქვამია ილუსტრირებულ სამეცნიერო ენციკლოპედიაში „საოცარი პლანეტა დედამიწა“.

[საავტორო უფლება]

Globe: U.S. Fish & Wildlife Service, Washington, D.C./NASA