არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პატიოსნების მაგალითი

პატიოსნების მაგალითი

პატიოსნების მაგალითი

ნელმა პარიკმახერად მუშაობს კრუზეირუ-დუ-სულში (ბრაზილია). არცთუ ისე დიდი ხნის წინ მისი, როგორც ქრისტიანის, პატიოსნება გამოიცადა. ერთხელ, როცა ქალაქში წყალდიდობა მოხდა, ნელმას ერთ-ერთმა კლიენტმა ტანსაცმელი გამოუგზავნა. ტანსაცმლის გადარჩევისას მან ერთი შარვლის ჯიბეში 1000 დოლარის ოდენობის თანხა იპოვა.

ნელმასთვის ნაპოვნი ფული დაახლოებით შვიდი თვის ხელფასს უდრიდა, მას ეს თანხა ნამდვილად სჭირდებოდა. მისი სახლი წყალდიდობის შედეგად დაზიანდა, რის გამოც მამამისმა და დედმამიშვილებმა თითქმის მთელი ქონება დაკარგეს. ნაპოვნი თანხით მას შეეძლო თავისი სახლის შეკეთებაც და ოჯახის წევრების დახმარებაც. მაგრამ ნელმას ბიბლიით განსწავლულმა სინდისმა ამ თანხის მითვისების ნება არ დართო (ებრაელები 13:18).

მომდევნო დღეს, დილით ის სამსახურში ადრე მივიდა და იმ ქალბატონს დაუკავშირდა, რომელმაც ტანსაცმელი გამოუგზავნა. ნელმამ მადლობა გადაუხადა და უთხრა, რომ ვერ დაიტოვებდა იმას, რაც შარვლის ჯიბეში იპოვა. ეს ქალბატონი სიხარულით ცას ეწია, როდესაც ნელმამ ფული უკან დაუბრუნა. მას ეს თანხა თანამშრომლებისთვის ხელფასის მისაცემად ჰქონდა გადადებული. ქალბატონმა აღნიშნა: „ასეთი პატიოსნება იშვითობაა!“

ზოგი ფიქრობს, რომ პატიოსნებით ვერ დაიკვეხნი. მაგრამ სინამდვილეში პატიოსნება ის თვისებაა, რასაც ძალიან აფასებენ ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას ნებისამებრ მოქმედების მსურველნი (ეფესოელები 4:25, 28). ნელმამ თქვა: „სხვაგვარად რომ მოვქცეულიყავი, ღამე არ დამეძინებოდა“.