როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა დემონებს?
როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა დემონებს?
„ანგელოზებს, რომლებმაც არ შეინარჩუნეს თავიანთი თავდაპირველი მდგომარეობა და მიატოვეს მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო, უკუნ სიბნელეში მარადიულ ბორკილებში ინახავს იგი [ღმერთი] გასამართლების დიდი დღისათვის“ (იუდა 6).
1, 2. რა კითხვები იბადება სატანა ეშმაკსა და დემონებთან დაკავშირებით?
მოციქული პეტრე გვაფრთხილებს: „იფხიზლეთ და გეღვიძოთ! თქვენი მოწინააღმდეგე, ეშმაკი, დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს“ (1 პეტრე 5:8). პავლე მოციქულმა დემონების შესახებ თქვა: «მე არ მინდა, დემონების თანაზიარნი გახდეთ. შეუძლებელია იეჰოვას სასმისსაც სვამდეთ და დემონების სასმისსაც. შეუძლებელია „იეჰოვას სუფრიდანაც“ ჭამდეთ და დემონების სუფრიდანაც» (1 კორინთელები 10:20, 21).
2 ვინ არიან სატანა ეშმაკი და დემონები? როგორ და როდის გაჩნდნენ ისინი? ღმერთმა შექმნა ისინი? რამდენად დიდია მათი გავლენა ადამიანებზე? როგორ შეგვიძლია მათგან თავის დაცვა?
როგორ გაჩნდნენ სატანა და დემონები?
3. როგორ გახდა ღვთის ერთი ანგელოზი სატანა ეშმაკი?
3 კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში, როცა ადამი და ევა ედემის ბაღში იყვნენ, ერთი ანგელოზი ღვთის წინააღმდეგ წავიდა. რატომ? მას არ აკმაყოფილებდა თავისი მდგომარეობა იეჰოვას ზეციერ ორგანიზაციაში. ამ ანგელოზმა მოინდომა, რომ ადამიანები ღვთის ურჩები გამხდარიყვნენ და ღვთის ნაცვლად მისთვის ეცათ თაყვანი. ეს ანგელოზი სატანა ეშმაკი გახდა, რადგან ღვთის წინააღმდეგ წავიდა და ადამიანებს ცოდვისკენ უბიძგა. მოგვიანებით სხვა ანგელოზებიც შეუერთდნენ სატანას. როგორ მოხდა ეს? (დაბადება 3:1—6; რომაელები 5:12; გამოცხადება 12:9).
4. რა გააკეთეს ურჩმა ანგელოზებმა ნოეს დროს მომხდარ წარღვნამდე?
4 წმინდა წერილებიდან ვიგებთ, რომ ნოეს დროს მომხდარ წარღვნამდე, ზოგიერთმა ანგელოზმა დაბადება 6:2—4). ამგვარად, სულიერი ქმნილებები, რომლებიც არ დაემორჩილნენ ღმერთს, სატანას შეუერთდნენ.
ინტერესი გამოავლინა ქალების მიმართ. ბიბლია გვამცნობს, რომ არასწორი სურვილებით აღძრულმა „ჭეშმარიტი ღვთის [ზეციერმა] ძეებმა დაინახეს, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები, და მოჰყავდათ ცოლებად, ვინც მოეწონებოდათ“. ასეთი არაბუნებრივი ურთიერთობის შედეგად ჩნდებოდნენ ჰიბრიდები ანუ ნეფილიმები (5. რა მოუვიდათ ურჩ ანგელოზებს, როცა იეჰოვამ წარღვნა დაატეხა კაცობრიობას?
5 იეჰოვამ წარღვნა დაატეხა კაცობრიობას. ნეფილიმები და მათი დედები განადგურდნენ, ურჩი ანგელოზები კი იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი მატერიალური სხეულები და დაბრუნებოდნენ სულიერ სამყაროს. მაგრამ მათ ვეღარ შეინარჩუნეს „თავიანთი თავდაპირველი მდგომარეობა“ ღმერთთან. ამიტომ ღმერთმა ისინი გადასცა „უკუნ [სულიერ] სიბნელეში“ ანუ ტარტაროზში (იუდა 6; 2 პეტრე 2:4).
6. როგორ შეჰყავთ დემონებს შეცდომაში ადამიანები?
6 მას შემდეგ, რაც ბოროტმა ანგელოზებმა დაკარგეს „თავიანთი თავდაპირველი მდგომარეობა“, ისინი სატანის თანამზრახველები და მხარდამჭერები გახდნენ. იმ დროიდან მოყოლებული, დემონებს აღარ შეუძლიათ ფიზიკურ სხეულში მოგვევლინონ. მაგრამ მათ შეუძლიათ, რომ ადამიანებს სხვადასხვა სქესობრივი უკუღმართობისკენ უბიძგონ. დემონები აგრეთვე ყველანაირად ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ ადამიანები სპირიტიზმის, მაგალითად ჯადოქრობისა და სულების გამოძახების საშუალებით (კანონი 18:10—13; 2 მატიანე 33:6). ბოროტი ანგელოზებისა და ეშმაკის ხვედრი ერთია — მარადიული განადგურება (მათე 25:41; გამოცხადება 20:10). მანამდე კი ჩვენ მტკიცედ უნდა დავუდგეთ და შევეწინააღმდეგოთ მათ. ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ, რამდენად ძლიერია სატანა და როგორ შეგვიძლია მას და მის დემონებს წინააღმდეგობა გავუწიოთ.
რამდენად ძლიერია სატანა?
7. რა ძალაუფლება აქვს სატანას ქვეყნიერებაზე?
7 სატანა დიდი ხანია, რაც ცილს სწამებს იეჰოვას (იგავები 27:11). ის ძლიერ გავლენას ახდენს მრავალ ადამიანზე. 1 იოანეს 5:19-ში ნათქვამია, რომ „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“. ამიტომ სცდიდა ეშმაკი იესოს და „მსოფლიოს ყველა სამეფოს“ ძალაუფლებასა და დიდებას სთავაზობდა (ლუკა 4:5—7). პავლე მოციქული სატანის შესახებ წერდა: „თუ სასიხარულო ცნობა, რომელსაც ვაუწყებთ, დაფარულია, მათთვის არის დაფარული, ვინც იღუპება, ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ ქვეყნიერების ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათზე არ ებრწყინა ქრისტეს შესახებ დიდებული სასიხარულო ცნობის სინათლეს, ქრისტესი, რომელიც უხილავი ღვთის ანარეკლია“ (2 კორინთელები 4:3, 4). სატანა „ცრუა და სიცრუის მამაა“, მაგრამ ის „სინათლის ანგელოზის“ სახეს იღებს (იოანე 8:44; 2 კორინთელები 11:14). მას აქვს იმის ძალა და უნარი, რომ ქვეყნიერების მმართველებსა და მათ ქვეშევრდომებს გონება დაუბრმავოს. სატანას ადამიანები პროპაგანდისა და რელიგიური ტყუილის მეშვეობით შეჰყავს შეცდომაში.
8. რას გვეუბნება ბიბლია სატანის გავლენის შესახებ?
8 სატანის ძალა და გავლენა გამოჩნდა წინასწარმეტყველ დანიელის დროს, ძვ. წ. VI საუკუნეში. დანიელს გასამხნევებლად იეჰოვამ ანგელოზი გაუგზავნა, მაგრამ „სპარსეთის სამეფოს მთავარი [ბოროტი სული]“ ამ ანგელოზს წინააღმდეგობას უწევდა ოცდაერთი დღის განმავლობაში, სანამ „მიქაელი, ერთ-ერთი პირველი მთავარი“ არ მივიდა ამ ანგელოზის დასახმარებლად. იმავე კონტექსტში საუბარია „საბერძნეთის მთავარზე [დემონზე]“ (დანიელი 10:12, 13, 20). გამოცხადების 13:1, 2-ში სატანა წარმოდგენილია, როგორც დრაკონი, რომელმაც „თავისი ძალა, თავისი ტახტი და დიდი ძალაუფლება“ პოლიტიკურ მხეცს მისცა.
9. ვის წინააღმდეგ იბრძვიან ქრისტიანები?
9 ამიტომ გასაკვირი არ არის პავლე მოციქულის სიტყვები: „სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ ეფესოელები 6:12). დღესაც დემონები, რომელთაც სატანა ეშმაკი მართავს, უხილავები არიან, მაგრამ ისინი ზემოქმედებას ახდენენ როგორც მმართველებზე, ისე მთელ კაცობრიობაზე. ეს სულიერი ქმნილებები უბიძგებენ მათ, ჩაიდინონ ენით აუწერელი ბოროტება — გენოციდი, ტერორიზმი და მკვლელობა. განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ ძლიერ სულიერ ძალებს.
კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელისუფლებათა წინააღმდეგ, ამ ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ“ (როგორ დავიცვათ თავი დემონებისგან?
10, 11. როგორ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ სატანასა და მის ბოროტ ანგელოზებს?
10 ჩვენ სატანასა და მის ბოროტ ანგელოზებს საკუთარი ძალით ვერ შევეწინააღმდეგებით. პავლე გვირჩევს: „გაძლიერდით უფალში და მის ძლევამოსილებაში“. ჩვენ მფარველობისთვის ღმერთს უნდა მივმართოთ. პავლე დასძენს: „შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურვლით, რათა მტკიცედ დაუდგეთ ეშმაკის ხრიკებს . . . აიღეთ სრული საჭურველი, რომელიც ღვთისგან არის, რათა შეძლოთ წინააღმდეგობის გაწევა ბოროტ დღეს, ყველაფერი ზედმიწევნით შეასრულოთ და მტკიცედ იდგეთ“ (ეფესოელები 6:10, 11, 13).
11 პავლე ორჯერ მოუწოდებს თანამორწმუნეებს, შეიმოსონ „ღვთის სრული საჭურვლით“. სიტყვა „სრული“ იმაზე მიუთითებს, რომ დემონებისთვის წინააღმდეგობის გაწევას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. რომელია ის მნიშვნელოვანი სულიერი აღჭურვილობა, რომელიც დღეს სჭირდებათ ქრისტიანებს დემონებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად?
როგორ ‘ვიდგეთ მტკიცედ’?
12. როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს შემოისარტყლონ ჭეშმარიტება?
12 პავლე გვიხსნის: „მტკიცედ იდექით, ჭეშმარიტების სარტყელშემორტყმულნი, სიმართლის ჯავშნით შემოსილნი“ (ეფესოელები 6:14). აქ მოხსენიებულია სარტყელი, ანუ ქამარი, და ჯავშანი. მეომარს ქამარი წელზე მაგრად უნდა ჰქონოდა შემოჭერილი, რათა წელის არე (თეძოები, საზარდული და მუცელი) დაეცვა და ხმლის ტარება შეძლებოდა. ჩვენც მსგავსად უნდა შემოვისარტყლოთ ბიბლიის ჭეშმარიტება და მის თანახმად ვიცხოვროთ. ვკითხულობთ ყოველდღე ბიბლიას? ოჯახთან ერთად ვაკეთებთ ამას? ყოველთვის განვიხილავთ ოჯახთან ერთად ყოველდღიურ მუხლს? გარდა ამისა, ყოველთვის ვკითხულობთ პუბლიკაციებს, რომ ვიცოდეთ, როგორ განმარტავს „ერთგული და გონიერი მონა“ ამა თუ იმ საკითხს? (მათე 24:45). თუ ამას ვაკეთებთ, პავლეს რჩევას ვითვალისწინებთ. ბიბლიის რჩევების გამოყენებაში ორგანიზაციის მიერ გამოცემული ვიდეო და DVD ფილმებიც გვეხმარება. თუ მაგრად ჩავეჭიდებით ჭეშმარიტებას, გაგვიადვილდება ბრძნული გადაწყვეტილებების მიღება და სწორი გზით სიარული.
13. როგორ შეგვიძლია ჩვენი სიმბოლური გულის დაცვა?
13 ჯავშანი იცავდა მეომრის მკერდს, გულს და სხვა მნიშვნელოვან ორგანოებს. თუ ქრისტიანი ავითარებს ღვთის სიმართლის მიმართ სიყვარულს და იეჰოვას სამართლიანი ნორმებით ცხოვრობს, ის შეძლებს თავისი სიმბოლური გულის ანუ შინაგანი ადამიანის დაცვას. სიმბოლური ჯავშანი გვეხმარება, ამოსი 5:15; ფსალმუნი 119:101).
არ გავაუფასუროთ ღვთის სიტყვა. როცა გვძულს, ‘რაც ცუდია და გვიყვარს ის, რაც კარგია’, „ყოველ ცუდ გზას“ მოვარიდებთ ფეხს (14. რას ნიშნავს, ვიყოთ „მზადყოფნით ფეხშემოსილნი მშვიდობის შესახებ სასიხარულო ცნობის საქადაგებლად“?
14 რომაელ ჯარისკაცებს რომის იმპერიის ტერიტორიაზე გადასაადგილებლად დიდი მანძილის გავლა უწევდათ, ამიტომ მათ კარგი ფეხსაცმელი უნდა სცმოდათ. რას ნიშნავს ქრისტიანებისთვის „მზადყოფნით ფეხშემოსილნი მშვიდობის შესახებ სასიხარულო ცნობის საქადაგებლად“? (ეფესოელები 6:15). ჩვენ მზად ვართ მოქმედებისთვის, ანუ ხელიდან არ ვუშვებთ შესაძლებლობას, რომ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა ვიქადაგოთ (რომაელები 10:13—15). ქრისტიანულ მსახურებაში აქტიური მონაწილეობა გვიცავს სატანის ხრიკებისგან (ეფესოელები 6:11).
15. ა) რა ცხადყოფს, რომ რწმენის დიდი ფარი მნიშვნელოვანია? ბ) რომელ „ცეცხლმოკიდებულ ისრებს“ შეუძლიათ ჩვენი რწმენის შერყევა?
15 პავლე განაგრძობს: „უპირველეს ყოვლისა, აიღეთ რწმენის დიდი ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის ცეცხლმოკიდებული ისრების ჩაქრობას“ (ეფესოელები 6:16). პავლე თავის რჩევას იწყებს სიტყვებით „უპირველეს ყოვლისა“, რითაც მიუთითებს, რომ რწმენის ფარი აღჭურვილობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ რწმენის ნაკლებობას არ უნდა განვიცდიდეთ. დიდი ფარის მსგავსად, ჩვენი რწმენა სატანის „ცეცხლმოკიდებული ისრებისგან“ გვიცავს. დღეს რა შეიძლება იყოს ეს „ცეცხლმოკიდებული ისრები“? ეს შეიძლება იყოს შეურაცხყოფა, სიცრუე და დეზინფორმაცია, რომლითაც ჩვენი მტრები და განდგომილები ცდილობენ ჩვენი რწმენის შერყევას. ეს ასევე შეიძლება იყოს მატერიალიზმისკენ სწრაფვა, რაც გვიბიძგებს, მეტი შევიძინოთ და მივბაძოთ მათ, ვინც ქონებით ტრაბახობს, მაგალითად დიდი სახლით, საუკეთესო ავტომობილით, ძვირფასი სამკაულებითა და ბოლო მოდის ტანსაცმლით. როგორც არ უნდა ცხოვრობდნენ სხვები, ჩვენ იმდენად ძლიერი რწმენა უნდა გვქონდეს, რომ ავირიდოთ ეს „ცეცხლმოკიდებული ისრები“. როგორ შეგვიძლია განვივითაროთ და შევინარჩუნოთ ძლიერი რწმენა? (1 პეტრე 3:3—5; 1 იოანე 2:15—17).
16. რა დაგვეხმარება ძლიერი რწმენის განვითარებაში?
16 ჩვენ ბიბლიის პირადი შესწავლით და გულწრფელი ლოცვით უნდა დავუახლოვდეთ ღმერთს. ჩვენ უნდა ვთხოვოთ იეჰოვას, რომ გაგვიძლიეროს რწმენა, შემდეგ კი ლოცვის შესაბამისად მოვიქცეთ. გულდასმით ვემზადებით „საგუშაგო კოშკის“ შესწავლისთვის, რათა მონაწილეობა მივიღოთ მის განხილვაში? ჩვენ ძლიერი რწმენა გვექნება, თუ ბიბლიასა და მასზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს ვსწავლობთ (ებრაელები 10:38, 39; 11:6).
17. როგორ შეგვიძლია ავიღოთ „ხსნის მუზარადი“?
17 პავლე სულიერი აღჭურვილობის აღწერას შემდეგი რჩევით ამთავრებს: „აიღეთ ხსნის მუზარადი და სულის მახვილი, ანუ ღვთის სიტყვა“ (ეფესოელები 6:17). მუზარადი იცავდა მეომრის თავს, სადაც გადაწყვეტილებების მიღება ხდება. ასევე იცავს ჩვენს გონებას ქრისტიანული იმედი (1 თესალონიკელები 5:8). ნაცვლად იმისა, რომ ამქვეყნიურ მიზნებსა და მატერიალისტურ მისწრაფებებზე ვიფიქროთ, იესოს მსგავსად, მთელი ყურადღება ღვთისგან ბოძებულ იმედზე უნდა გადავიტანოთ (ებრაელები 12:2).
18. რატომ უნდა ვიკითხოთ ბიბლია რეგულარულად?
18 სატანისა და დემონების გავლენისგან თავდასაცავი კიდევ ერთი საშუალება ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში ჩაწერილი ცნობაა. ამიტომ უფრო მეტი მიზეზი გვაქვს, რეგულარულად ვიკითხოთ ბიბლია. ღვთის სიტყვის საფუძვლიანი ცოდნა დაგვიცავს სატანის სიცრუის, დემონების პროპაგანდისა და განდგომილთა ღვარძლიანი გამონათქვამებისგან.
‘მუდამ აღავლინეთ ლოცვა’
19, 20. ა) რა დაემართებათ სატანასა და მის დემონებს? ბ) რა გვაძლიერებს სულიერად?
19 სატანის, მისი დემონებისა და ამ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრული ახლოსაა. სატანამ იცის, რომ „დრო ცოტაღა დარჩა“. ის განრისხებულია და ებრძვის მათ, „ვინც იცავს ღვთის მცნებებს და ვისაც იესოს შესახებ დამოწმების საქმე აკისრია“ (გამოცხადება 12:12, 17). ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წინააღმდეგობა გავუწიოთ სატანასა და მის დემონებს.
20 რა მადლიერები უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ბიბლია გვირჩევს, შევიმოსოთ ღვთის სრული საჭურვლით. პავლე სულიერი საჭურვლის განხილვას შემდეგი რჩევით ამთავრებს: „მუდამ აღავლინეთ ყოველგვარი ლოცვა და ვედრება სულით. ამისთვის კი განუწყვეტლივ იფხიზლეთ და ევედრეთ ღმერთს ყველა წმინდისთვის“ (ეფესოელები 6:18). ლოცვის მეშვეობით შეგვიძლია სულიერად გავძლიერდეთ და სიფხიზლე შევინარჩუნოთ. მოდი ყურად ვიღოთ პავლეს სიტყვები და მუდამ ვილოცოთ, რადგან ეს დაგვეხმარება, წინააღმდეგობა გავუწიოთ სატანასა და მის დემონებს.
რა ისწავლეთ?
• როგორ გაჩნდნენ სატანა და მისი დემონები?
• რამდენად ძლიერია ეშმაკი?
• როგორ დავიცვათ თავი სატანისა და დემონებისგან?
• როგორ შეგვიძლია შევიმოსოთ ღვთის სრული საჭურვლით?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 26 გვერდზე]
„ჭეშმარიტი ღვთის ძეებმა დაინახეს . . . ადამიანთა ასულები“.
[სურათი 28 გვერდზე]
რომელი ექვსი ნაწილისგან შედგება სულიერი საჭურველი?
[სურათები 29 გვერდზე]
როგორ გვიცავს სულიერ საქმეებში მონაწილეობა სატანისა და დემონებისგან?