უნდა გვეშინოდეს ქრისტეს მოსვლის?
უნდა გვეშინოდეს ქრისტეს მოსვლის?
როგორ წარმოგიდგენიათ იესო ქრისტეს მოსვლა? ფიქრობთ, რომ იესო ამ დროს გაასამართლებს, გაანადგურებს და დასჯის კაცობრიობას? თუ ფიქრობთ, რომ ის ბოლოს მოუღებს ჩვენს პრობლემებს? უნდა გვეშინოდეს იესოს მოსვლის? თუ სიხარულით უნდა ველოდოთ ამას?
ბიბლიაში ქრისტეს მოსვლის შესახებ ნათქვამია: „აი, ის ღრუბლებით მოდის და დაინახავს მას ყოველი თვალი . . . მის გამო მწუხარებისგან მკერდში დაიწყებს ცემას დედამიწის ყველა ტომი“ (გამოცხადება 1:7). ამ მოსვლაში იგულისხმება იესოს გამოცხადება, როცა ის აკურთხებს მართლებს და დასჯის ბოროტებს.
მოციქულ იოანეს არ ეშინოდა ქრისტეს მოსვლის, პირიქით, ის სიხარულით ელოდა ამას. როცა იოანემ იხილა, როგორ მოხდებოდა ქრისტეს მოსვლა და რას მოუტანდა ის დედამიწას, მან მთელი გულით თქვა: „მოდი, უფალო იესო“ (გამოცხადება 22:20). მაშ, რატომ არის ნათქვამი ბიბლიაში, რომ „მის გამო მწუხარებისგან მკერდში დაიწყებს ცემას დედამიწის ყველა ტომი“? რა გაგებით დაინახავს მას „ყოველი თვალი“? რას გააკეთებს ქრისტე, როცა მოვა? დღეს როგორ გვეხმარება იმის რწმენა, რომ ქრისტე მოვა? ამ კითხვებზე პასუხები მომდევნო სტატიაშია მოცემული.