არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ადრიანას ნატვრა

ადრიანას ნატვრა

ადრიანას ნატვრა

ადრიანა ექვსი წლისაა და ოკლაჰომას შტატის (აშშ) ქალაქ ტულსაში ცხოვრობს. მას ერთი ნატვრა ჰქონდა, რომელიც ძალიან ჰგავდა ფსალმუნმომღერალ დავითის ნატვრას; ის მღეროდა: „ერთი რამ ვთხოვე იეჰოვას, ერთ რამეს ვესწრაფვი, რომ მთელი ჩემი სიცოცხლის დღენი იეჰოვას სახლში ვმკვიდრობდე, ვიხილო იეჰოვას მშვენიერება და მადლიერებით შევცქეროდე მის ტაძარს“ (ფსალმუნი 27:4).

ადრიანა ექვსი თვის იყო, როცა ექიმებმა მას ნეირობლასტომას დიაგნოზი დაუსვეს. ეს არის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ნერვული სისტემის ზოგ ნაწილს აზიანებს. ამ მომაკვდინებელი დაავადების გამო ადრიანას ორივე ფეხი პარალიზებული აქვს. ექიმებმა მას არაერთი ოპერაცია გაუკეთეს და ერთი წლის მანძილზე ქიმიოთერაპიასაც უტარებდნენ.

ადრიანას მამამ, რომელიც ცოლშვილის რელიგიას არ იზიარებს, თხოვნით მიმართა საქველმოქმედო ორგანიზაციას, რათა მის გოგონას ერთ-ერთ ცნობილ ატრაქციონზე წასვლის შესაძლებლობა ჰქონოდა. სანამ სურვილს შეუსრულებდნენ, ორგანიზაციის წარმომადგენლები გაესაუბრნენ ადრიანას. მან მადლობა გადაუხადა მათ ყურადღებისთვის, მაგრამ უთხრა, რომ ერჩივნა, მოენახულებინა ბეთელი, იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველო ნიუ-იორკში. მას შემდეგ, რაც ადრიანამ მამის სურვილის შესახებ გაიგო, იეჰოვას ლოცვაში სთხოვა, მისთვის ბეთელის ნახვის შესაძლებლობა მიეცა. თუმცა ორგანიზაციის წარმომადგენლები თავიდან ფიქრობდნენ, რომ ბეთელის ნახვა ბავშვისთვის საინტერესო არ იქნებოდა, მაინც შეუსრულეს თხოვნა, როცა მამამაც განაცხადა ამაზე თანხმობა.

ადრიანა დედასთან, დასთან და მეგობართან ერთად გაემგზავრა ნიუ-იორკში, რათა პირველად ენახა ბეთელი. ის ამბობს: „იეჰოვამ მიპასუხა ლოცვაზე. ვიცოდი, რომ ბეთელში სიხარულით მიგვიღებდნენ. იქ ვნახე, როგორ მზადდება წიგნები, ჟურნალები და ბიბლიები. ამის ნახვა ატრაქციონის ნახვას სჯობდა“.

ადრიანამ იხილა „იეჰოვას მშვენიერება“ და მადლიერებით შესცქეროდა, თუ როგორ მოქმედებს იეჰოვას მოწმეების საქმიანობის ცენტრი დღეს. თქვენც გიწვევთ, ეწვიოთ ბეთელს. ნიუ-იორკში მდებარე იეჰოვას მოწმეების მთავარი სამმართველოს გარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფილიალებიც ფუნქციონირებს.