არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ინვალიდობის მიუხედავად მსახურებას მოწყურებული

ინვალიდობის მიუხედავად მსახურებას მოწყურებული

ინვალიდობის მიუხედავად მსახურებას მოწყურებული

ლეონარდოსთან პირველი შეხვედრისას შეიძლება იფიქროთ, რომ ის მშენებლობაზე ვერ იმუშავებს. მან ორივე ხელი სამსახურში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაკარგა. როგორც სურათიდან ჩანს, ინვალიდობის მიუხედავად, ლეონარდო გულმოდგინედ შრომობდა სალვადორის საპორტო ქალაქ აკახუტლაში მიმდინარე მშენებლობაზე.

მშენებლობაში მონაწილეობის მისაღებად, ლეონარდომ თავისთვის სამუშაო იარაღები გამოიგონა. ის მარჯვენა მკლავს უყრის ნიჩბის ბოლოში დამაგრებულ ლითონის რგოლში, მოხერხებულად იღებს მიწას ნიჩბით და ურიკაში ყრის. ურიკას სახელურების ადგილას გაკეთებული აქვს რგოლები. ლეონარდო ამ რგოლებში უყრის მკლავებს და ამგვარად ერთი ადგილიდან მეორეზე გადააქვს ურიკა. რამ აღძრა ის მშენებლობაში მონაწილეობის მისაღებად?

ლეონარდოს სურდა მონაწილეობა მიეღო სამეფო დარბაზის ანუ იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივი კრების თაყვანისმცემლობის ადგილის მშენებლობაში. მას უამრავი საპატიო მიზეზი ჰქონდა, რომ მშენებლობაში მონაწილეობაზე უარი ეთქვა. ის სრულ განაკვეთზე მუშაობს, ინვალიდია და კრებაშიც მომსახურედ მსახურობს. მიუხედავად ამისა, მას სურდა, რომ მშენებლობაში მონაწილეობით შეძლებისდაგვარად ყველაფერი გაეკეთებინა ღვთის მსახურებაში.

თქვენც მსგავსი განწყობით ემსახურებით ღმერთს? ნაცვლად იმისა, რომ ლეონარდოს საპატიო მიზეზად ინვალიდობა გამოეყენებინა, მან გონებრივი შესაძლებლობები გამოიყენა სამუშაო იარაღების გამოსაგონებლად, რათა ისეთი სამუშაო შეესრულებინა, რაც ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანდა. ის ღმერთს „მთელი გონებით“ ემსახურება (მათე 22:37). მიუხედავად იმისა, ჯანმრთელები არიან თუ არა, ყველა, ვინც მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზების მშენებლობაში მონაწილეობს, მზადყოფნის სულს ავლენს. იეჰოვას მოწმეთა კრების კარი ყველასთვის ღიაა. თქვენც გულითადად გიწვევთ.