ამინდზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი
ამინდზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი
თითქმის ყველა ხალხში არსებობს ანდაზა ამინდის შესახებ. საღამოს წითელი ცა მეზღვაურის სიამოვნებააო, დილის წითელი ცა კი — გაფრთხილებაო. მეტეოროლოგებს შეუძლიათ ახსნან, რატომ შეიძლება ამინდი ამ ანდაზაში აღწერილს ჰგავდეს.
ხალხი იესოს დროსაც აკვირდებოდა ცას და ამინდის ამოცნობას ცდილობდა. იესომ ზოგ იუდეველს უთხრა: „საღამოობით ამბობთ ხოლმე, ცა წითელია, მზიანი ამინდი იქნებაო, ხოლო დილით, დღეს გაავდრდება, რადგან ცა, თუმცა წითელია, მოქუფრულიაო. ცის ფერის ახსნა შეგიძლიათ“ . . . შემდეგ კი იესომ თემა უჩვეულოდ განაგრძო: „დროის ნიშნების კი — არა“ (მათე 16:2, 3).
რა იყო „დროის ნიშნები“? არსებობდა იმის მრავალი აშკარა ნიშანი, რომ იესო ღვთისგან გამოგზავნილი ჭეშმარიტი მესია იყო. მისი საქმეები ისევე ადვილად დასანახი იყო, როგორც ცის სიწითლე. მაგრამ იუდეველთა უმრავლესობამ უგულებელყო ნიშნები, რომლებიც ცხადყოფდა, რომ მესია მოსული იყო; ეს კი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ამინდის ამოცნობა.
დღესაც არსებობს ნიშანი, რომლის ამოცნობაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე, პირდაპირი გაგებით, ცის ფერის მიხედვით ამინდის განსაზღვრა. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ეს ბოროტი ქვეყნიერება განადგურდებოდა და უკეთესი, ახალი ქვეყნიერებით შეიცვლებოდა. მან მოიხსენია რამდენიმე ნიშანი, რომლებიც მთლიანობაში ცხადყოფდა, თუ როდის მოხდებოდა ეს ცვლილება. ამ ნიშანში შედის მასშტაბური ომები და შიმშილობა. იესოს სიტყვების თანახმად, ამ ნიშნების აშკარა გამოჩენა იმის მიმანიშნებელი იქნებოდა, რომ ახლოს იყო დრო, როცა ღმერთი ადამიანთა საქმეებში ჩაერეოდა (მათე 24:3—21).
ხედავთ „დროის ნიშნებს“?