მალე ყველანაირ ტანჯვას ბოლო მოეღება!
მალე ყველანაირ ტანჯვას ბოლო მოეღება!
„კლდეა იგი და სრულყოფილია მისი ნამოქმედარი“ (კანონი 32:4).
1, 2. ა) რატომ აფასებთ მარადიული სიცოცხლის იმედს? ბ) რატომ არ სჯერა ბევრს, რომ არსებობს ღმერთი, რომელიც შესანიშნავ მომავალს გვპირდება?
გსიამოვნებს სამოთხეში ცხოვრებაზე ფიქრი? ალბათ, წარმოიდგენ ხოლმე, როგორ იკვლევ ჩვენს საოცარ პლანეტას და აკვირდები უამრავ ცოცხალ არსებას; შესაძლოა, დიდ კმაყოფილებას განიჭებს იმაზე ფიქრი, რომ სხვებთან ერთად დედამიწის სამოთხის ბაღად გადაქცევაში მონაწილეობ ან სწავლობ ხელოვნების რომელიმე დარგს, მაგალითად არქიტექტურას, მუსიკას და ასე შემდეგ, რისთვისაც დღეს დრო არ გყოფნის. ნებისმიერ შემთხვევაში, შენ აფასებ იმას, რასაც ბიბლია უწოდებს „ჭეშმარიტ სიცოცხლეს“ — მარადიულ სიცოცხლეს, რაც იეჰოვამ ჩვენთვის განიზრახა (1 ტიმოთე 6:19).
2 მართლაც სასიამოვნოა და, ამავე დროს, დიდი პატივია სხვებისთვის ბიბლიური იმედის გაზიარება. მაგრამ ბევრი ამ იმედს არაფრად აგდებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს გულუბრყვილო ადამიანების ილუზია ანუ აუხდენელი ოცნებაა. მათ შეიძლება იმის დაჯერებაც კი უჭირთ, რომ არსებობს ღმერთი, რომელიც გვპირდება მარადიულ სიცოცხლეს სამოთხეში. რატომ? ბევრს ამის დაჯერებაში ბოროტების არსებობა უშლის ხელს. ისინი ფიქრობენ: „თუ არსებობს ყოვლისშემძლე და მოსიყვარულე ღმერთი, რატომღა არის დედამიწაზე ამდენი ბოროტება და ტანჯვა? შეუძლებელია არსებობდეს ღმერთი, რომელიც ბოროტებას იწყნარებს; მაგრამ თუკი არსებობს, ან ყოვლისშემძლე არ არის, ან საერთოდ არ აინტერესებს ადამიანები“. ბევრისთვის ასეთი მსჯელობა დამაჯერებელია. მართლაც, სატანა მზაკვრული ხერხებით უბრმავებს ადამიანებს გონებას (2 კორინთელები 4:4).
3. რომელ რთულ კითხვაზე პასუხის მიღებაში შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანებს და ჩვენ რატომ გვაქვს ამის შესანიშნავი შესაძლებლობა?
3 ჩვენ, იეჰოვას მოწმეებს, შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს, დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებიც სატანამ და ამ ქვეყნიერების სიბრძნემ შეცდომაში შეიყვანა (1 კორინთელები 1:20; 3:19). ჩვენ გვესმის, რატომ არ სწამს ბევრს ბიბლიის დაპირების. ისინი უბრალოდ არ იცნობენ იეჰოვას. შესაძლოა, მათ არც ღვთის სახელი იციან და არც მისი მნიშვნელობა; ალბათ, მათ ცოტა იციან ან საერთოდ არ იციან მისი თვისებებისა და იმის შესახებ, რომ ის ყოველთვის ასრულებს თავის დაპირებას. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ვიცით ეს ყველაფერი. კარგი იქნება, თუ დროდადრო ვიფიქრებთ, როგორ დავეხმაროთ ‘გონებადაბნელებულ ადამიანებს’, რომ პასუხი მიიღონ ერთ-ერთ ურთულეს კითხვაზე: „რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებასა და ტანჯვას?“ (ეფესოელები 4:18). უპირველესად, განვიხილოთ, რის გაკეთება გვმართებს, სანამ ამ კითხვას ვუპასუხებთ. შემდეგ ვიმსჯელოთ, როგორ ავლენს იეჰოვა თავის თვისებებს ამ პრობლემის გადაჭრის დროს.
სწორი მიდგომა
4, 5. რისი გაკეთება იქნება კარგი, როცა ვინმე გვეკითხება, თუ რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას? ახსენით.
4 როგორ ვპასუხობთ, როცა ვინმე გვეკითხება, თუ რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას? შესაძლოა, ჩვევაში გვაქვს, რომ თხრობა ედემის ბაღში მომხდარით დავიწყოთ და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყვეთ ადამიანს. ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება კარგიც იყოს. თუმცა სიფრთხილეა საჭირო. ზოგჯერ უმჯობესია, ჯერ განვაწყოთ ადამიანი საუბრისთვის (იგავები 25:11; კოლოსელები 4:6). განვიხილოთ სამი საკითხი ბიბლიიდან, რომელთა გათვალისწინებაც კარგი იქნება ამ კითხვაზე პასუხის გაცემამდე.
5 პირველი, თუ ადამიანს ძალიან აღელვებს ბოროტების გავრცელება, შესაძლოა თვითონ ან მისი ახლობლები ბოროტების მსხვერპლი გახდნენ. ამიტომ გონივრული იქნება, თუ მთელი გულით თანავუგრძნობთ. მოციქული პავლე ურჩევდა ქრისტიანებს: „მოტირალებთან იტირეთ“ (რომაელები 12:15). თანაგრძნობის ან გულისხმიერების გამოვლენა ხშირად დადებითად მოქმედებს ადამიანზე (1 პეტრე 3:8). თუ დაინახავს, რომ ჩვენთვის სულერთი არ არის მისი მდგომარეობა, მეტი ალბათობაა, რომ მოგვისმენს.
6, 7. რატომ იქნება მართებული, შევაქოთ გულწრფელი ადამიანი იმ კითხვის დასმისთვის, რომელიც მას აწუხებს?
6 მეორე, შეგვიძლია შევაქოთ ადამიანი, რომ გულწრფელად დასვა ეს კითხვა. ზოგი ფიქრობს, რომ თუ ასეთ კითხვებს სვამს, ეს ურწმუნოებისა და ღვთისადმი უპატივცემულობის ნიშანია. შესაძლოა, ეს მღვდელმაც კი უთხრა მათ. მაგრამ ეს სულაც არ მიუთითებს რწმენის ნაკლებობაზე. ღვთისმოშიში ადამიანები ბიბლიურ დროშიც სვამდნენ მსგავს კითხვებს. მაგალითად, ფსალმუნმომღერალმა დავითმა ჰკითხა ღმერთს: „ო, იეჰოვა, რატომ დგახარ შორს? რატომ იმალები მაშინ, როცა გვიჭირს?“ (ფსალმუნი 10:1). მსგავსი კითხვა დასვა წინასწარმეტყველმა აბაკუმმაც: „როდემდე უნდა გთხოვდე, იეჰოვა, შველას და არ ისმენდე? როდემდე უნდა გთხოვდე ხსნას ძალადობისგან და არ გვშველოდე? რატომ მაყურებინებ სიავეს და რატომ უყურებ ბოროტებას? რატომ ხდება ძარცვა და ძალადობა ჩემ თვალწინ? რატომ ჩხუბობენ და რატომ დავობენ?“ (აბაკუმი 1:2, 3).
7 ეს ერთგული ადამიანები დიდ პატივს მიაგებდნენ ღმერთს. ასეთი კითხვების დასმისთვის ღმერთს არ უსაყვედურია მათთვის. პირიქით, იეჰოვამ იზრუნა, რომ მათი გულწრფელი კითხვები მის სიტყვაში ჩაწერილიყო. დღეს ადამიანი, რომელსაც ბოროტების გამრავლება აწუხებს, შეიძლება სულიერ შიმშილს განიცდის და ეძებს პასუხს კითხვებზე, რომლებზეც მხოლოდ ბიბლია პასუხობს. გახსოვდეთ, რომ იესო დადებითად ლაპარაკობდა მათზე, ვინც სულიერად მშივრები და „სულიერს მოწყურებულნი“ იყვნენ (მათე 5:3). უდიდესი პატივია, ასეთ ადამიანებს იმ ბედნიერების პოვნაში დავეხმაროთ, რომელსაც იესო დაგვპირდა!
8. რომელმა დამაბნეველმა შეხედულებებმა აფიქრებინა ადამიანებს, რომ მათ ტანჯვაში ღმერთია დამნაშავე და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ?
8 მესამე, შესაძლოა საჭირო გახდეს იმის ახსნა, რომ ღმერთი პასუხისმგებელი არ არის ბოროტებაზე. ბევრ ადამიანს ასწავლიან, რომ ღმერთი ამ ქვეყნიერების მმართველია, მან დიდი ხნის წინათ განსაზღვრა ჩვენი ცხოვრება და ადამიანს არ შეუძლია ჩასწვდეს, რატომ იწვევს ღმერთი უბედურებას. ასეთი შეხედულებები მცდარია, ღმერთს შეურაცხყოფს და ამ ქვეყნიერებაში არსებულ ბოროტებასა და ტანჯვაში ადანაშაულებს. ამ თვალსაზრისის გამოსასწორებლად შეგვიძლია ღვთის სიტყვა გამოვიყენოთ (2 ტიმოთე 3:16). იეჰოვა კი არა, სატანა ეშმაკია ამ გახრწნილი ქვეყნიერების მმართველი (1 იოანე 5:19). იეჰოვა წინასწარ არ საზღვრავს ადამიანთა მომავალს. ის თავისუფლებას აძლევს მათ, რომ არჩევანი გააკეთონ კარგსა და ცუდს შორის, სწორსა და არასწორს შორის (კანონი 30:19). იეჰოვა არასოდეს იწვევს ბოროტებას. მას სძულს ბოროტება და ზრუნავს მათზე, ვინც უსამართლოდ იტანჯება (იობი 34:10; იგავები 6:16—19; 1 პეტრე 5:7).
9. რით უზრუნველგვყოფს „ერთგული და გონიერი მონა“, რომ ადამიანებს დავეხმაროთ, გაიგონ, რატომ უშვებს იეჰოვა ღმერთი ტანჯვას?
9 ასეთი შესავლის შემდეგ, შესაძლოა, მსმენელი მზად იყოს იმის მოსასმენად, თუ რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას. მათ დასახმარებლად „ერთგული და გონიერი მონა“ სხვადასხვა პუბლიკაციას გვთავაზობს (მათე 24:45—47). მაგალითად, 2005 წლის საოლქო კონგრესზე, დევიზით „ღვთისმოსაწონი მორჩილება“, გამოქვეყნდა ტრაქტატი სათაურით „მალე ყველა პრობლემა წარსულს ჩაბარდება!“ ეს ტრაქტატი ხელმისაწვდომია ქართულ ენაზეც, ამიტომ გაეცანით მის შინაარს. ასევე წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, რომელიც 157 ენაზე გამოიცა, ამ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას ერთი თავი ეთმობა. რამდენადაც შესაძლებელია, გამოიყენეთ ეს პუბლიკაციები. მათში ბიბლიის დახმარებით კარგად არის ახსნილი, თუ რატომ წამოიჭრა ედემის ბაღში უზენაესობის საკითხი და რატომ მოიქცა იეჰოვა ზუსტად ისე, როგორც ეს ბიბლიაში წერია. ამასთანავე გახსოვდეთ, რომ ამ საკითხის განხილვით თქვენი მსმენელი იძენს ყველაზე მნიშვნელოვან ცოდნას — ცოდნას იეჰოვასა და მისი შესანიშნავი თვისებების შესახებ.
ყურადღება გაამახვილეთ იეჰოვას თვისებებზე
10. რა მიზეზების გამო უჭირს ბევრს, გაიგოს, თუ რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას და რის შესახებ ცოდნა დაეხმარება მათ?
10 ადამიანს როცა ეხმარებით, გაიგოს, რატომ აძლევს იეჰოვა უფლებას კაცობრიობას, სატანის ზეგავლენით წარმართონ საკუთარი ნაბიჯები, შეეცადეთ ყურადღება გაუმახვილოთ იეჰოვას კანონი 32:4). როგორ შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილოთ ღვთის თვისებებზე, როცა ამ საკითხზე წამოჭრილ კითხვებს პასუხობთ? განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.
შესანიშნავ თვისებებზე. ბევრმა იცის, რომ ღმერთი ძლიერია; მათ არაერთხელ სმენიათ, რომ ის ყოვლისშემძლე ღმერთია, მაგრამ შეიძლება ბოლომდე არ ესმით, რატომ არ იყენებს თავის უსაზღვრო ძალას, რომ დღესვე მოუღოს ბოლო უსამართლობასა და ტანჯვას. მათ ალბათ ცოტა თუ იციან, იეჰოვას სხვა თვისებებზე, მაგალითად სიწმინდეზე, სამართლიანობაზე, სიბრძნესა და სიყვარულზე. იეჰოვა ამ თვისებებს სრულყოფილად და თანაზომიერად ავლენს. ბიბლია ამბობს: „სრულყოფილია მისი ნამოქმედარი“ (11, 12. ა) რატომ იყო შეუძლებელი ადამისა და ევასთვის ცოდვის პატიება? ბ) რატომ არ შეიწყნარებს იეჰოვა ცოდვას სამუდამოდ?
11 შეეძლო იეჰოვას, უბრალოდ, ეპატიებინა ადამისა და ევასთვის? პატიება ამ შემთხვევაში შეუძლებელი იყო. ადამი და ევა სრულყოფილები იყვნენ, ამიტომ მათ შეგნებულად უარყვეს იეჰოვას უზენაესობა და სატანის მხარე დაიკავეს. გასაკვირი არ არის, რომ მათ მონანიების არანაირი ნიშანი არ ეტყობოდათ. მაგრამ, როცა ადამიანები ამ კითხვას სვამენ, ისინი ფაქტობრივად ამბობენ, რომ იეჰოვას თავისი ნორმები უნდა გაეუბრალოებინა და შეეწყნარებინა ცოდვა და ურჩობა. ამ კითხვაზე პასუხი უკავშირდება იეჰოვას მნიშვნელოვან თვისებას — სიწმინდეს (გამოსვლა 28:36; 39:30).
12 იეჰოვას სიწმინდეს ბიბლია მრავალჯერ მოიხსენიებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ უზნეო ქვეყნიერებაში ბევრს არ ესმის, რას ნიშნავს სიწმინდე. იეჰოვა წმინდა და სპეტაკია; მას ცოდვასთან არაფერი აქვს საერთო (ესაია 6:3; 59:2). მან უზრუნველგვყო ცოდვის გამოსასყიდით და იზრუნა მის აღმოფხვრაზე; ის სამუდამოდ არ შეიწყნარებს ცოდვას. იეჰოვა თუ სამუდამოდ შეიწყნარებდა ცოდვას, ჩვენ მომავლის იმედი არ გვექნებოდა (იგავები 14:12). ვინაიდან იეჰოვა წმინდაა, ის დანიშნულ დროს აუცილებლად დაუბრუნებს ყველა ქმნილებას სიწმინდეს.
13, 14. რატომ არ გაანადგურა იეჰოვამ ურჩები ედემის ბაღში?
13 შეეძლო იეჰოვას, უბრალოდ, გაენადგურებინა ურჩები ედემში და ყველაფერი ახლიდან დაეწყო? ღმერთს ნამდვილად შესწევდა მათი განადგურების ძალა და მალე ის გამოიყენებს კიდეც თავის ძალას ბოროტების გასანადგურებლად. მაგრამ ზოგმა შეიძლება იფიქროს: „რატომ არ გააკეთა ღმერთმა ეს მაშინ, როცა სამყაროში მხოლოდ სამი ცოდვილი იყო? განა თავიდან არ ავირიდებდით ცოდვის გავრცელებას და იმ უბედურებას, რაც მსოფლიოში ხდება?“ რატომ არ მოიქცა იეჰოვა ასე? კანონის 32:4-ში ნათქვამია: „სამართლიანია მისი ყოველი გზა“. ღმერთი სრულყოფილად სამართლიანია. „იეჰოვა სამართლიანობის მოყვარულია“ (ფსალმუნი 37:28). სწორედ სამართლიანობის სიყვარულის გამო არ გაანადგურა იეჰოვამ ედემის ბაღში ურჩები. რატომ შეგვიძლია ამის თქმა?
14 სატანის დაუმორჩილებლობის შედეგად წამოიჭრა საკითხი, იყო თუ არა ღვთის უზენაესი მმართველობა სამართლიანი. თავისი სამართლიანობიდან გამომდინარე, იეჰოვას სამართლიანი პასუხი უნდა გაეცა სატანისთვის. მართალია ურჩები იმსახურებდნენ დაუყოვნებელ განადგურებას, მაგრამ ეს არ იქნებოდა სამართლიანი პასუხი. ამით იეჰოვას უდიდესი ძალა გამოჩნდებოდა, მაგრამ მისი ძალა არ იდგა კითხვის ნიშნის ქვეშ. ამასთანავე, იეჰოვას თავისი განზრახვის შესახებ უკვე ნათქვამი ჰქონდა ადამისა და ევასთვის. მათ უნდა ჰყოლოდათ შვილები და აევსოთ დედამიწა, უნდა დაპატრონებოდნენ მას და ყველა ქმნილებას დედამიწაზე (დაბადება 1:28). თუ იეჰოვა გაანადგურებდა ადამსა და ევას, მათთვის გაცხადებული განზრახვა ცარიელ სიტყვებად დარჩებოდა. იეჰოვა თავისი სამართლიანობიდან გამომდინარე, არასოდეს დაუშვებდა ამას, რადგან მისი განზრახვა ყოველთვის სრულდება (ესაია 55:10, 11).
15, 16. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ედემის ბაღში წამოჭრილი საკითხი სხვაგვარად უნდა მოგვარებულიყო?
15 შეეძლო ვინმეს, იეჰოვაზე ბრძნულად მოეგვარებინა რომაელები 11:25; 16:25—27).
ეს საკამათო საკითხი? ზოგ ადამიანს შეიძლება საკუთარი აზრი ჰქონდეს, თუ როგორ შეიძლებოდა ედემში მომხდარი დაუმორჩილებლობის მოგვარება. მაგრამ ხომ არ ამბობენ ისინი ამით, რომ უკეთესად შეუძლიათ ამ პრობლემის მოგვარება?! შეიძლება ცუდი მოტივები არ ამოძრავებთ, მაგრამ აშკარაა, რომ მათ არ იციან იეჰოვასა და მისი დიდებული სიბრძნის შესახებ. რომაელი ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში პავლე მოციქული დაწვრილებით საუბრობდა ღვთის სიბრძნეზე, მათ შორის „წმინდა საიდუმლოზე“. ეს საიდუმლო ეხება იეჰოვას განზრახვას, რომ მესიის სამეფოს მეშვეობით გამოისყიდოს ერთგული ადამიანები და განწმინდოს თავისი წმინდა სახელი. რას ფიქრობდა პავლე მოციქული ასეთი განზრახვების მქონე ბრძენ ღმერთზე? მოციქულმა შემდეგი სიტყვებით დაასრულა თავისი წერილი: „ღმერთს, ერთადერთ ბრძენს, მარადიული დიდება იესო ქრისტეს მეშვეობით. ამინ“ (16 პავლეს ესმოდა, რომ იეჰოვა არის „ერთადერთი ბრძენი“, რომელიც შეუდარებელ სიბრძნეს ფლობს მთელ სამყაროში. რომელ არასრულყოფილ ადამიანს შეუძლია ღმერთზე უკეთესად მოიფიქროს, როგორ გადაჭრას ნებისმიერი პრობლემა, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ ურთულეს საკითხზე? ჩვენ უნდა დავეხმაროთ ადამიანებს, ისეთივე მოწიწება ჰქონდეთ „გულით ბრძენი“ ღვთის მიმართ, როგორიც ჩვენ გვაქვს (იობი 9:4). რაც მეტად ვწვდებით იეჰოვას სიბრძნეს, მით მეტად ვრწმუნდებით, რომ მასზე უკეთ ვერავინ გადაჭრის ნებისმიერ პრობლემას (იგავები 3:5, 6).
როგორ გამოვლინდა იეჰოვას განსაკუთრებული თვისება?
17. როგორ ეხმარება იეჰოვას სიყვარულის შესახებ ცოდნა მათ, ვისაც ბოროტების არსებობა აწუხებთ?
17 „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). ამ სიტყვებით ბიბლია ხაზს უსვამს იეჰოვას განსაკუთრებულ თვისებას, რომელიც ყველაზე მიმზიდველი და მანუგეშებელია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ბოროტების გავრცელებით იტანჯებიან. იეჰოვა თავისი ქმნილებებისთვის ცოდვის საშინელი შედეგების ჩამოსაშორებლად ყოველთვის სიყვარულით მოქმედებდა. სიყვარულმა აღძრა იეჰოვა, რომ ადამისა და ევას ცოდვილი შთამომავლებისთვის იმედი და მასთან დაახლოებისა და კარგი ურთიერთობის შესაძლებლობა მიეცა. სიყვარულმა უბიძგა იეჰოვას, გამოსასყიდი გაეღო ადამიანებისთვის ცოდვების საპატიებლად და სრულყოფილი, მარადიული სიცოცხლის დასაბრუნებლად (იოანე 3:16). სწორედ სიყვარულის გამო უთმენს იეჰოვა კაცობრიობას და ყველას აძლევს შესაძლებლობას, რომ ზურგი აქციონ სატანას და იეჰოვას უზენაესობას დაუჭირონ მხარი (2 პეტრე 3:9).
18. რა განსაკუთრებულ ცოდნას ვფლობთ და რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
18 ტერორისტული აქტის შედეგად გარდაცვლილების წლისთავზე ერთმა მღვდელმა მსმენელებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ჩვენ არ ვიცით, რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებასა და ტანჯვას“. რა სამწუხაროა! ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ვიცით ამის მიზეზი (კანონი 29:29). იეჰოვა ბრძენი, სამართლიანი და მოსიყვარულეა, ამიტომ დარწმუნებულები ვართ, რომ მალე ის თავისი დაპირებისამებრ ყველანაირ ტანჯვას მოუღებს ბოლოს (გამოცხადება 21:3, 4). მაგრამ, რისი თქმა შეიძლება უამრავ გარდაცვლილზე? დატოვა ისინი იეჰოვამ უიმედოდ? რა თქმა უნდა, არა. სიყვარულით აღძრულმა იეჰოვამ მათთვის მკვდრეთით აღდგომა განიზრახა. ამის შესახებ მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.
როგორ უპასუხებთ?
• როგორ შეგვიძლია ვუპასუხოთ ადამიანს, რომელიც გვეკითხება, თუ რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას?
• როგორ ცხადყოფს იეჰოვას სიწმინდესა და სამართლიანობას ის, თუ როგორ მოაგვარა იეჰოვამ ედემის ბაღში წამოჭრილი საკამათო საკითხი?
• რატომ უნდა დავეხმაროთ ადამიანებს, უკეთ ჩასწვდნენ იეჰოვას სიყვარულს?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 21 გვერდზე]
ეცადე, დაეხმარო მათ, ვინც წუხს მსოფლიოში არსებული ბოროტების გამო.
[სურათი 23 გვერდზე]
ერთგული დავითი და აბაკუმი გულწრფელ კითხვებს უსვამდნენ ღმერთს.