გაჭაღარავების დროსაც კი სულიერად გაფურჩქნულნი
გაჭაღარავების დროსაც კი სულიერად გაფურჩქნულნი
„გაიფურჩქნებიან იეჰოვას სახლში . . . დანერგილნი. გაჭაღარავების დროსაც კი გაფურჩქნულნი იქნებიან“ (ფსალმუნი 92:13, 14).
1, 2. ა) როგორ აღწერდით სიბერეს? ბ) რას გვპირდება ბიბლია?
რა მოგდით აზრად, როდესაც გესმით სიტყვა „სიბერე“? დანაოჭებული კანი? დაქვეითებული ყურთასმენა? ძალაგამოცლილი ფეხები თუ ეკლესიასტეს 12:1—7-ში აღწერილი „დამამწუხრებელი დღეებისთვის“ დამახასიათებელი სხვა თავისებურებები? თუ ასეა, მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ ის, რაც ეკლესიასტეს მე-12 თავშია აღწერილი, შემოქმედის, იეჰოვა ღმერთის, თავდაპირველი განზრახვის შედეგი კი არა, ადამის ცოდვის შედეგია (რომაელები 5:12).
2 თავად ასაკის მატებაში არაფერია ცუდი, რადგან ადამიანმა სიცოცხლე რომ განაგრძოს, წლები უნდა გავიდეს. წლებს კი მოწიფულობა მოაქვს, რაც ყველასთვის სასურველია. უნდა აღინიშნოს, რომ ის შედეგები, რასაც ექვსი ათასი წლის განმავლობაში ცოდვა და არასრულყოფილება იწვევდა, მალე მოისპობა და ყველა მორჩილი ადამიანი გაიხარებს ისეთი ცხოვრებით, როგორიც თავდაპირველად ღმერთს ჰქონდა განზრახული: ისინი სიბერით გამოწვეული ყოველგვარი ტკივილის გარეშე იცხოვრებენ და აღარ მოკვდებიან (დაბადება 1:28; გამოცხადება 21:4, 5). იმ დროს „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24). ხანდაზმულებს „ახალგაზრდული ძლიერება“ დაუბრუნდებათ და „ხორცი ახალგაზრდობის დროინდელზე მეტად“ განუახლდებათ (იობი 33:25). მაგრამ დღესდღეობით ყველას უწევს ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის შედეგებთან ბრძოლა. და მაინც, იეჰოვას მსახურებს ხანდაზმულობის ასაკში განსაკუთრებული კურთხევები აქვთ.
3. როგორ შეიძლება ქრისტიანები „გაჭაღარავების დროსაც კი გაფურჩქნულნი“ იყვნენ?
3 ღვთის სიტყვა გვარწმუნებს: „გაიფურჩქნებიან იეჰოვას სახლში . . . დანერგილნი. გაჭაღარავების დროსაც კი გაფურჩქნულნი იქნებიან“ (ფსალმუნი 92:13, 14). ფსალმუნმომღერალი ხატოვანი ენით გადმოგვცემს ძირითად ჭეშმარიტებას — ღვთის ერთგული მსახურები მაშინაც კი განაგრძობენ სულიერად წინსვლას, „გაფურჩქვნასა“ და „აყვავებას“, როდესაც ფიზიკურად უძლურდებიან. ამას მრავალი ბიბლიური და თანამედროვე მაგალითი ადასტურებს.
„ტაძარს არ შორდებოდა“
4. როგორ ავლენდა ხანდაზმული წინასწარმეტყველი ანა ღვთისადმი ერთგულებას და როგორ დაჯილდოვდა ის?
4 განვიხილოთ წინასწარმეტყველი ანას შემთხვევა. ეს 84 წლის ქალი „ტაძარს არ შორდებოდა და დღედაღამ მარხვითა და ვედრებით ასრულებდა წმინდა მსახურებას“. ანას არ შეეძლო, პირდაპირი გაგებით, ტაძარში ცხოვრება, რადგან ქალი იყო და თანაც აშერის და არა ლევის ტომიდან. წარმოიდგინეთ, რა ძალისხმევის ფასად დაუჯდებოდა მას ყოველდღიურად დილიდან საღამომდე ტაძარში ყოფნა! ანას ერთგულება დიდად ლუკა 2:22—24, 36—38; რიცხვები 18:6, 7).
დაჯილდოვდა. მას წილად ხვდა პატივი, ტაძარში ყოფილიყო იმ დროს, როდესაც იოსებმა და მარიამმა, კანონის თანახმად, ჩვილი იესო იეჰოვას წინაშე წარსადგენად მიიყვანეს. იესოს დანახვაზე ანა „ღმერთს მადლობას უხდიდა და ბავშვზე ელაპარაკებოდა ყველას, ვინც იერუსალიმის ხსნას ელოდა“ (5, 6. როგორ ავლენს დღეს მრავალი ხანდაზმული ისეთივე სულისკვეთებას, როგორიც ანას ჰქონდა?
5 დღეს მრავალი ხანდაზმული ანას მოგვაგონებს იმით, რომ რეგულარულად ესწრება კრების შეხვედრებს, მხურვალედ ლოცულობს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის და სასიხარულო ცნობის ქადაგების დიდი სურვილი აქვს. ერთმა 80 წელს გადაცილებულმა ძმამ, რომელიც თავის ცოლთან ერთად რეგულარულად ესწრება კრების შეხვედრებს, თქვა: „ჩვევად გვაქვს კრების შეხვედრებზე დასწრება. ჩვენი მიზანია, რომ შეხვედრების დროს შეხვედრებზე ვიყოთ. ჩვენ ღვთის ხალხთან ყოფნა გვსურს. სწორედ კრებაზე ვგრძნობთ თავს კარგად“. რა გამამხნევებელი მაგალითია ყველასათვის! (ებრაელები 10:24, 25).
6 „როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად რამეა გასაკეთებელი, მინდა, რომ ყოველთვის შევიტანო ჩემი წვლილი“ — ასეთია 80 წლის ჯენის, ქვრივი ქრისტიანი დის, დევიზი. „ცხადია, ზოგჯერ თავს ცუდად ვგრძნობ, მაგრამ ამ დროს ჩემ გარშემო ყველა რატომ უნდა გრძნობდეს თავს ცუდად?“ — დასძენს იგი. ის თვალებგაბრწყინებული უყვება სხვებს, რა სიხარული მოუტანა სხვა ქვეყნებში სულიერ ღონისძიებებში მონაწილეობამ. ერთ-ერთი ბოლო მოგზაურობის დროს მან თავის თანამგზავრებს უთხრა: „აღარ მინდა ციხესიმაგრეების თვალიერება; მინდა მსახურებაში მივიღო მონაწილეობა!“ ჯენიმ არ იცოდა ადგილობრივი ენა, მაგრამ მაინც შეძლო ბიბლიური ცნობისადმი ხალხის ინტერესის გაღვივება. გარდა ამისა, ჯენი რამდენიმე წლის განმავლობაში თანამშრომლობდა კრებასთან, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა, თუმცა ეს მისთვის ახალი ენის სწავლასა და კრების შეხვედრაზე წასასვლელად და უკან დასაბრუნებლად ორი საათის მგზავრობას ნიშნავდა.
შეინარჩუნეთ გონებრივი აქტივობა
7. ხანდაზმულობის ასაკში როგორ გამოხატა მოსემ იეჰოვასთან უფრო მეტად დაახლოების სურვილი?
7 გამოცდილება წლებს მოაქვს (იობი 12:12). მაგრამ სულიერი წინსვლა ასაკს თავისთავად არ მოჰყვება. ამიტომ ღვთის ერთგული მსახურები ცდილობენ, წლების განმავლობაში დაგროვილ ცოდნაზე არ იყვნენ დაიმედებული, არამედ „კიდევ უფრო დაბრძენდნენ“ (იგავები 9:9). მოსე 80 წლის იყო, როდესაც იეჰოვამ დავალება მისცა (გამოსვლა 7:7). იმ დროს კი, როგორც მოსეს სიტყვებიდან ჩანს, ხალხი, ჩვეულებრივ, 80 წლამდეც არ ცოცხლობდა: „ჩვენი დღეების ხანგრძლივობა სამოცდაათი წელია; განსაკუთრებული ჯანმაგრობისას კი — ოთხმოცი წელი“ (ფსალმუნი 90:10). მიუხედავად ამისა, მოსეს არ უფიქრია, ახლა რაღა დროს ჩემი სწავლააო. ღვთის მსახურებაში ათეულობით წლის გატარებისა და მრავალი სერიოზული დავალების შესრულების შემდეგ მოსე იეჰოვას ევედრებოდა: „გამაგებინე შენი გზები, რომ გიცნობდე“ (გამოსვლა 33:13). მოსეს ყოველთვის ჰქონდა იეჰოვასთან უფრო მეტად დაახლოების სურვილი.
8. როგორ შეინარჩუნა გონებრივი აქტივობა 90 წელს გადაცილებულმა დანიელმა და რა იყო ამის შედეგი?
8 წინასწარმეტყველი დანიელი, ალბათ, 90 წელს იყო გადაცილებული, როდესაც ჩვეული გულმოდგინებით იკვლევდა წმინდა წერილებს. „წიგნებიდან“, რაშიც შესაძლოა ლევიანების, ესაიას, იერემიას, ოსიასა და ამოსის წიგნები იგულისხმებოდეს, მიღებულმა ცოდნამ აღძრა წინასწარმეტყველი, მხურვალე ლოცვით მიემართა იეჰოვასთვის (დანიელი 9:1, 2). ამ ლოცვას იეჰოვამ იმით უპასუხა, რომ დანიელს მესიის მოსვლასა და წმინდა თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული ცნობა გადასცა (დანიელი 9:20—27).
9, 10. რა გააკეთა ზოგმა გონებრივი აქტივობის შესანარჩუნებლად?
9 მოსესა და დანიელის მსგავსად ჩვენც შეგვიძლია ვეცადოთ გონებრივი აქტივობის შენარჩუნებას; ამის გაკეთება კი მთელი ცხოვრების განმავლობაში ყურადღების სულიერ საკითხებზე გამახვილებით არის შესაძლებელი. მრავალი ხანდაზმული სწორედ ასე იქცევა. ვერსი, 80 წელს მათე 24:45). ის ამბობს: „ძალიან მიყვარს ჭეშმარიტება და დიდი გულმოდგინებით ვადევნებ თვალყურს, როგორ ეფინება ჭეშმარიტებას უფრო და უფრო მეტი ნათელი“ (იგავები 4:18). ფრედისთვის, რომელმაც სრული დროით მსახურებაში 60 წელზე მეტი გაატარა, სულიერად გამომაცოცხლებელია თანაქრისტიანებთან ბიბლიურ თემებზე საუბრის წამოწყება. «ყოველთვის უნდა განვიახლო ბიბლიური ცოდნა, — ამბობს ის. — თუ ცოცხლად წარმოიდგენ იმას, რასაც ბიბლიიდან სწავლობ და დარწმუნდები, რომ ეს „ჯანსაღი სიტყვების ნიმუშის“ ნაწილია, მაშინ არა მხოლოდ ცალკეული დეტალები გეცოდინება, არამედ მთლიან სურათს დაინახავ და მიხვდები, რომ ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს» (2 ტიმოთე 1:13).
გადაცილებული ქრისტიანი უხუცესი, ცდილობს, ყოველთვის მიიღოს „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწოდებული ახალ-ახალ სულიერი საზრდო (10 ხანში შესვლა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ვეღარ ჩასწვდება ახალ და რთულ საკითხებს. ბევრ 60, 70 და 80 წელს გადაცილებულსაც კი უსწავლია წერა-კითხვა თუ ახალი ენები. იეჰოვას ზოგი მოწმე ამას იმ მიზნით აკეთებს, რომ სხვადასხვა ეროვნების ხალხს სასიხარულო ცნობა გაუზიაროს (მარკოზი 13:10). ჰარი და მისი მეუღლე 65 წელს გადაცილებული იყვნენ, როდესაც პორტუგალიურ ენაზე მოლაპარაკე ხალხთან ქადაგება გადაწყვიტეს. ჰარიმ თქვა: „ერთი რამ უნდა ვაღიაროთ — ასაკთან ერთად ყველაფრის კეთება რთულდება“. და მაინც, მათ ძალ-ღონე არ დაიშურეს, რათა პორტუგალიურ ენაზე ბიბლიის შესწავლები ჩაეტარებინათ. გავიდა წლები და დღეს ჰარი საოლქო კონგრესზე პორტუგალიურად წარმოთქვამს მოხსენებებს.
11. რატომ განვიხილავთ ზოგიერთი ერთგული ხანდაზმული ქრისტიანის მაგალითს?
11 ცხადია, მდგომარეობა და ჯანმრთელობა ყველას არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ასეთ რთულ საქმეს შეეჭიდოს. მაშ, რატომღა განვიხილავთ, რისი გაკეთება შეძლო ზოგმა ხანდაზმულმა? არა იმიტომ, რომ ყველა შეეცადოს იმავეს გაკეთებას. ეს იმ მიზნით იწერება, რა მიზნითაც მოციქული პავლე კრების ერთგულ უხუცესთა შესახებ სწერდა ებრაელ ქრისტიანებს: „დაუკვირდით მათი საქციელის შედეგებს და მათ მიბაძეთ რწმენაში“ (ებრაელები 13:7). როდესაც ასეთი გულმოდგინების შესახებ ვიგებთ, სტიმული გვეძლევა, მივბაძოთ ხანდაზმულების მტკიცე რწმენას, რაც მათ ღვთისთვის მსახურების ძალას აძლევს. ჰარი, რომელიც დღეს 87 წლისაა, ყვება, რა აძლევს საჭირო ძალებს: „მინდა დარჩენილი წლები გონივრულად გამოვიყენო და იეჰოვას მსახურებაში ბოლომდე დავიხარჯო“. ზემოთ მოხსენიებულ ფრედს დიდ კმაყოფილებას ანიჭებს ბეთელში თავისი დავალების შესრულება. ის ამბობს: „თავად უნდა განსაზღვრო, როგორ შეგიძლია იეჰოვასთვის საუკეთესოდ მსახურება, შემდეგ კი უნდა მიჰყვე აღებულ კურსს“.
მდგომარეობის მიუხედავად, მათ ერთგულება შეინარჩუნეს
12, 13. თავისი მდგომარეობის მიუხედავად, როგორ გამოავლინა ბარზილაიმ ღვთისადმი ერთგულება?
12 ხანდაზმულებისთვის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებთან შეგუება ადვილი არ არის. მაგრამ ასეთი ცვლილებების მიუხედავად, შესაძლებელია ღვთისადმი ერთგულების გამოვლენა. ამის 2 სამუელი 17:27—29; 19:31—40).
შესანიშნავი მაგალითი გალაადელმა ბარზილაიმ მოგვცა. მან 80 წლის ასაკში დავითისა და მისი მეომრების მიმართ საოცარი სტუმართმოყვარეობა გამოავლინა — აბესალომის აჯანყების პერიოდში ისინი საკვებითა და თავშესაფრით უზრუნველყო. როდესაც დავითი იერუსალიმში ბრუნდებოდა, ბარზილაიმ ის და მისი მეომრები მდინარე იორდანემდე მიაცილა. დავითმა ბარზილაის სასახლეში ცხოვრება შესთავაზა. აი, რა უთხრა ბარზილაიმ მეფეს: „ოთხმოცი წლისა ვარ. განა კიდევ გავარჩევ კარგსა და ცუდს ან შეიგრძნობს შენი მსახური საჭმლისა და სასმლის გემოს? განა მოვუსმენ მომღერალ ქალ-ვაჟებს?. . აი შენი მსახური ქიმჰამი, ის გაჰყვეს მეფე-ბატონს და ისე მოექეცი მას, როგორც გენებოს“ (13 იეჰოვას მიერ დანიშნული მეფის მხარდასაჭერად ბარზილაიმ თავისი მდგომარეობის მიუხედავად, ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც შეეძლო. ის ხედავდა, რომ საჭმელ-სასმლის გემოს ძველებულად ვეღარ გრძნობდა და სმენაც ღალატობდა, მაგრამ ამას არ გაუბოროტებია. პირიქით, მან შესთავაზა მეფეს, რომ თავის ნაცვლად ქიმჰამი წაეყვანა, რაშიც მისი პიროვნული თვისებები გამოვლინდა. ბარზილაის მსგავსად დღეს მრავალი ხანდაზმული ავლენს გულუხვობას. ისინი მაქსიმალურად იყენებენ თავიანთ შესაძლებლობას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად, რადგან იციან, რომ „ღმერთს სიამოვნებს ასეთი მსხვერპლი“. რა დიდი კურთხევაა, როცა ჩვენ შორის ერთგული ადამიანები არიან! (ებრაელები 13:16).
14. რატომ სძენს მეტ მნიშვნელობას ფსალმუნის 37:23—25-ში ჩაწერილ დავითის სიტყვებს მისი მოხუცებულობა?
14 დავითს წლების განმავლობაში სხვადასხვაგვარ მდგომარეობაში მოუწია ყოფნა, მაგრამ ის ყოველთვის იყო დარწმუნებული, რომ იეჰოვა მზრუნველობის გარეშე არასოდეს დატოვებდა თავის ერთგულ მსახურებს. სიცოცხლის ბოლო წლებში დავითმა დაწერა სიმღერა, რომელიც დღეს 37-ე ფსალმუნად არის ცნობილი. წარმოიდგინეთ, მადლიერი დავითი როგორ უკრავს არფაზე და მღერის: „იეჰოვა განუმტკიცებს ვაჟკაცს ნაბიჯებს; ის იწონებს მის გზას. რომც წაიქცეს, პირქვე არ დაეცემა, რადგან იეჰოვა უდგას მხარში. ახალგაზრდაც ვიყავი და მოვხუცდი კიდეც, მაგრამ არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული, არც მისი შთამომავლობა — პურს მონატრებული“ (ფსალმუნი 37:23—25). იეჰოვამ ამ ფსალმუნში საჭიროდ მიიჩნია იმის აღნიშვნა, რომ დავითი მოხუცი იყო. მართლაც, დავითის სიტყვებში განსაკუთრებით თბილი გრძნობები ჩანს!
15. მდგომარეობისა და ასაკის მიუხედავად, ერთგულების რა შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა მოციქულმა იოანემ?
15 მდგომარეობისა და ხანდაზმულობის მიუხედავად ერთგულების კიდევ ერთ შესანიშნავ მაგალითს მოციქული იოანე გვაძლევს. ღვთისთვის დაახლოებით 70 წლის განმავლობაში ერთგულად მსახურების შემდეგ იოანე კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს „ღმერთზე ლაპარაკისა და იესოს შესახებ დამოწმების გამო“ (გამოცხადება 1:9). მაგრამ მისი მსახურება ამით არ დასრულებულა. იოანემ თითქმის ყველა წიგნი სიცოცხლის ბოლო წლებში დაწერა. პატმოსზე მას ღმერთმა მისცა მოწიწების მომგვრელი ხილვა, გამოცხადება, რაც დიდი ყურადღებით ჩაიწერა (გამოცხადება 1:1, 2). როგორც ფიქრობენ, რომის იმპერატორ ნერვას მმართველობის დროს ის გადასახლებიდან დაბრუნდა. ამის შემდეგ, დაახლოებით ახ. წ. 98 წელს, 90—100 წლის ასაკში, იოანემ დაწერა სახარება და სამი წერილი, რომელიც მისი სახელით არის ცნობილი.
მოთმინების შესანიშნავი მაგალითები
16. როგორ შეუძლიათ მათ, ვისაც მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემა აქვთ, იეჰოვასადმი ერთგულება გამოავლინონ?
16 არსებობს სხვადასხვაგვარი შეზღუდვები, რომლებიც განსხვავებული სიმძაფრით ვლინდება. მაგალითად, ზოგს მეტყველების უნარი წაერთვა და ვეღარ ლაპარაკობს, რის გამოც უჭირს სხვებთან ურთიერთობა. მიუხედავად ამისა, დღემდე ახსოვთ ღვთის მიერ გამოვლენილი სიყვარული და წყალობა. თუმცა შეიძლება სიტყვებით ვერ გამოხატავენ სათქმელს, გულში იეჰოვას ეუბნებიან: „როგორ მიყვარს შენი კანონი! მასზე ვფიქრობ მთელი დღე“ (ფსალმუნი 119:97). თავის მხრივ, იეჰოვა იცნობს მათ, „ვინც მის სახელზე ფიქრობს“ და იცის, რომ ისინი ძალიან განსხვავდებიან უმრავლესობისგან, რომლებსაც არ აღელვებთ ღვთის არსებობა (მალაქია 3:16; ფსალმუნი 10:4). რამდენად მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვას სიამოვნებას ანიჭებს ჩვენი „გულის ზრახვები“ (1 მატიანე 28:9; ფსალმუნი 19:14).
17. რას მიაღწიეს მათ, ვინც დიდი ხანია იეჰოვას ემსახურებიან?
17 მხვედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ ადამიანებმა, რომლებიც ათეულობით წელია იეჰოვას ერთგულად ემსახურებიან, ნამდვილად მიაღწიეს რაღაც განსაკუთრებულს, რისი სხვაგვარად მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა — ისინი მოთმინების შესანიშნავ მაგალითს გვაძლევენ. იესომ თქვა: „მოთმინებით მოიპოვებთ თქვენს სულებს“ (ლუკა 21:19). მოთმინება აუცილებელია იმისათვის, რომ მარადიულად ვიცხოვროთ. თქვენ, ვინც ‘ასრულებთ ღვთის ნებას’ და თქვენი ცხოვრებით ამტკიცებთ ერთგულებას, შეგიძლიათ ‘დანაპირების მიღების’ იმედი გქონდეთ (ებრაელები 10:36).
18. ა) რას უფასებს იეჰოვა ხანდაზმულებს? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
18 მიუხედავად იმისა, თუ რამდენის გაკეთება შეგიძლიათ, იეჰოვასთვის ძვირფასია თქვენი გულითადი მსახურება. ხანდაზმულობის ასაკში რაც უნდა მოუვიდეს „გარეგან კაცს“, „შინაგანი“ დღითი დღე შეიძლება განახლდეს (2 კორინთელები 4:16). უეჭველია, იეჰოვა აფასებს ყველაფერს, რაც წარსულში გაგიკეთებიათ, მაგრამ ცხადზე ცხადია, რომ ის აფასებს იმასაც, რასაც დღეს მისი სახელისთვის აკეთებთ (ებრაელები 6:10). მომდევნო სტატიაში დავინახავთ, თუ რა ნაყოფი გამოაქვს ასეთ ერთგულებას.
როგორ უპასუხებდით?
• რა მაგალითს აძლევს ანა ხანდაზმულ ქრისტიანებს?
• რატომ არ განსაზღვრავს ასაკი იმას, თუ რამდენის გაკეთება შეუძლია ქრისტიანს?
• როგორ შეუძლიათ ხანდაზმულებს, განაგრძონ ღვთისადმი ერთგულების გამოვლენა?
• როგორ უყურებს იეჰოვა ხანდაზმულთა მსახურებას?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 23 გვერდზე]
ხანში შესულმა დანიელმა „წიგნების“ საშუალებით გაიგო, რამდენ ხანს იქნებოდა იუდა გადასახლებაში.
[სურათები 25 გვერდზე]
მრავალი ხანდაზმული რეგულარულად ესწრება კრების შეხვედრებს, ენთუზიაზმით ქადაგებს და სწავლას არის მოწყურებული, რითაც მაგალითს აძლევს სხვებს.