ხანდაზმულები — კურთხევა ახალგაზრდებისთვის
ხანდაზმულები — კურთხევა ახალგაზრდებისთვის
„ნუ მიმატოვებ თვით სიბერემდე და გაჭაღარავებამდე, ღმერთო, სანამ არ ვუამბობ შენი მკლავის შესახებ მომავალ თაობას და შენი ძლიერების შესახებ ყველას, ვინც მოვა“ (ფსალმუნი 71:18).
1, 2. რაზე უნდა დაფიქრდნენ ღვთის ხანდაზმული მსახურები და რას განვიხილავთ?
დასავლეთ აფრიკაში უხუცესმა ერთი ხანდაზმული ცხებული ძმა მოინახულა და ჰკითხა: „როგორა ხარ?“ ძმამ უპასუხა: „შემიძლია ვირბინო, ვიხტუნაო ხან ცალი, ხან ორივე ფეხით და ნახტომიც კი გავაკეთო“. ეს ძმა თან იმის გაკეთებას ცდილობდა, რასაც ამბობდა. შემდეგ კი დასძინა: „აი, ფრენა კი არ შემიძლია“. უხუცესი ძმას სათქმელს მიუხვდა. ბოლოს ხანდაზმულმა ძმამ თქვა: „სიამოვნებით ვაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც შემიძლია, რაც არ შემიძლია, არ ვაკეთებ“. უხუცესი, რომელმაც ცხებული ძმა მოინახულა, ახლა 80 წელს გადაცილებულია და დღესაც დიდი სითბოთი იხსენებს მის იუმორსა და ერთგულებას.
2 ხანდაზმულების ღვთისმოსაწონმა თვისებებმა შეიძლება სხვებზე წარუშლელი კვალი დატოვოს. ცხადია, წლებს თავისთავად არ მოაქვს სიბრძნე და ისეთივე თვისებები, როგორიც ქრისტეს ჰქონდა (ეკლესიასტე 4:13). ბიბლიაში ნათქვამია: „ჭაღარა სილამაზის გვირგვინია, როცა სიმართლის გზაზე იპოვება“ (იგავები 16:31). ხანდაზმულებო, გიფიქრიათ, რა სასიკეთო გავლენა შეიძლება იქონიოს სხვებზე თქვენმა სიტყვებმა და საქმეებმა? განვიხილოთ რამდენიმე ბიბლიური მაგალითი, რომლებიც ცხადყოფს, ახალგაზრდებისთვის რა დიდი კურთხევა შეიძლება იყვნენ ხანდაზმულები.
მათი რწმენა თაობებზე ახდენდა გავლენას
3. რა გავლენა იქონია ნოეს ერთგულებამ დღეს მცხოვრებ ყველა ადამიანზე?
3 ნოეს რწმენამ და სიმტკიცემ იმდენად დიდი და დადებითი გავლენა იქონია მომავალ თაობებზე, დაბადება 7:6; 2 პეტრე 2:5). ღვთისმოშიშების გამო ნოე და მისი ოჯახი წარღვნას გადაურჩნენ და დღეს მცხოვრები ყველა ხალხის წინაპრები გახდნენ. მართალია, ნოეს დროს ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ, მაგრამ მაშინაც კი, როდესაც ნოე საკმაოდ ხანდაზმული იყო, ერთგულებას ინარჩუნებდა და ამას დიდი კურთხევებიც მოჰყვა. როგორ?
რომ ეს დღემდე იგრძნობა. ნოე დაახლოებით 600 წლის იყო, როცა კიდობანს აშენებდა, ცხოველებს თავს უყრიდა და ღვთის ცნობას ამცნობდა ადამიანებს (4. რა მხრივ არის ნოეს სიმტკიცე სასარგებლო ღვთის მსახურთათვის დღეს?
4 ნოე დაახლოებით 800 წლის იყო, როდესაც ნიმროდმა ბაბილონის კოშკის მშენებლობა დაიწყო, რაც აშკარად ეწინააღმდეგებოდა იეჰოვას მითითებას — „აავსეთ დედამიწა“ (დაბადება 9:1; 11:1—9). მაგრამ ნოეს არაფერი ჰქონდა საერთო ნიმროდის ურჩობასთან. ამგვარად, როდესაც ღმერთმა თავის მოწინააღმდეგეებს ენა აურია, დასაშვებია, რომ ეს ნოეს არ შეეხებოდა. ნოე სამაგალითო რწმენასა და სიმტკიცეს არა მხოლოდ ხანდაზმულობის ასაკში ავლენდა, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში, რაც ღვთის ყველა თაობის მსახურთათვის არის მისაბაძი (ებრაელები 11:7).
გავლენა ოჯახის წევრებზე
5, 6. ა) რა უთხრა იეჰოვამ 75 წლის აბრაამს? ბ) როგორ გამოეხმაურა აბრაამი ღვთის სიტყვებს?
5 ხანდაზმულები დიდ გავლენას ახდენენ თავიანთი ოჯახის წევრებზე, რაც კარგად ჩანს ნოეს შემდეგ მცხოვრები პატრიარქების მაგალითებიდან. აბრაამი დაახლოებით 75 წლის იყო, როცა ღმერთმა უთხრა: „დატოვე შენი ქვეყანა, სანათესავო, მამაშენის სახლი და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც გიჩვენებ. დიდ ხალხს წარმოვშობ შენგან, გაკურთხებ“ (დაბადება 12:1, 2).
6 წარმოიდგინეთ თავი იმ კაცის ადგილზე, რომელსაც უთხრეს, დაეტოვებინა თავისი სახლი, ქვეყანა, მეგობრები, უზრუნველყოფილი ცხოვრება, და თავისი დიდი ოჯახით უცხო ქვეყანაში წასულიყო. აბრაამი სწორედ ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა. „წავიდა აბრამი, როგორც იეჰოვამ უთხრა“ და სიცოცხლის დარჩენილი წლები ხიზნად ცხოვრობდა კარვებში ქანაანის მიწაზე (დაბადება 12:4; ებრაელები 11:8, 9). იეჰოვამ უთხრა აბრაამს, რომ „დიდ ერად“ აქცევდა, მაგრამ ის იმაზე დიდი ხნით ადრე მოკვდა, ვიდრე მისი შთამომავლობა გამრავლდებოდა. სარამ, მისმა ცოლმა, აბრაამს მხოლოდ ერთი ვაჟი, ისაკი, აღთქმულ ქვეყანაში ჩასვლიდან დაახლოებით 25 წლის შემდეგ უშვა (დაბადება 21:2, 5). მიუხედავად ამისა, აბრაამს ძალა არ გამოლევია და მშობლიურ ქალაქში არ დაბრუნებულა. რწმენისა და მოთმინების რა კარგი მაგალითია!
7. რა გავლენა მოახდინა აბრაამის მოთმინებამ მის ვაჟზე, ისაკზე, და რა მოუტანა ამან კაცობრიობას?
7 აბრაამის მოთმინებამ დიდი გავლენა მოახდინა მის ვაჟზე, ისაკზე, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება — 180 წელი — ქანაანის მიწაზე ხიზნობდა. ისაკს მოთმინების გამომუშავებაში ღვთის დანაპირებისადმი რწმენა დაეხმარა, რაც მას ხანდაზმულმა მშობლებმა ჩაუნერგეს და მოგვიანებით იეჰოვას სიტყვებმა განუმტკიცა (დაბადება 26:2—5). ისაკის სიმტკიცე მნიშვნელოვან როლს სრულებდა იეჰოვას დანაპირების შესრულებაში, რომ აღთქმული შთამომავალი, რომლის მეშვეობითაც მთელი კაცობრიობა იკურთხებოდა, აბრაამის საგვარეულო ხაზიდან მოვიდოდა. საუკუნეების შემდეგ იესო ქრისტემ, ამ შთამომავლის მთავარმა წარმომადგენელმა, ღმერთთან შერიგებისა და მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მისცა ყველას, ვინც მისდამი რწმენას გამოავლენდა (გალატელები 3:16; იოანე 3:16).
8. როგორ გამოავლინა იაკობმა მტკიცე რწმენა, და რა შედეგი მოჰყვა ამას?
8 ისაკი, თავის მხრივ, თავის ვაჟს, იაკობს, დაეხმარა მტკიცე რწმენის განვითარებაში; ამ რწმენამ გააძლიერა ის ხანდაზმულობის ასაკში. იაკობი 97 წლის იყო, როდესაც კურთხევის მისაღებად მთელი ღამის განმავლობაში ერკინებოდა ანგელოზს (დაბადება 32:24—28). 147 წლის იაკობმა სიკვდილამდე ძალა მოიკრიბა და თორმეტივე ვაჟი სათითაოდ აკურთხა (დაბადება ). მისი წინასწარმეტყველური სიტყვები, რომლებიც 47:28დაბადების 49:1—28-შია ჩაწერილი, ნაწილობრივ შესრულდა და დღესაც სრულდება.
9. რა გავლენის მოხდენა შეუძლიათ ხანდაზმულებს ოჯახის წევრებზე?
9 ცხადია, ღვთის ერთგულ ხანდაზმულ მსახურებს ოჯახის წევრებზე სასიკეთო გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ბიბლიურმა რჩევებმა, გამოცდილების გაზიარებამ და მოთმინების მაგალითებმა შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს ახალგაზრდაზე და მას მტკიცე რწმენის განვითარებაში დაეხმაროს (იგავები 22:6). ხანდაზმულებს არ უნდა დაავიწყდეთ, რა დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლიათ თავიანთი ოჯახის წევრებზე.
გავლენა თანამორწმუნეებზე
10. რა ბრძანება გასცა იოსებმა „თავისი ძვლების შესახებ“, და რა გავლენა იქონია ამან ისრაელებზე?
10 ხანდაზმულებმა შეიძლება კარგი მაგალითი თანამორწმუნეებსაც მისცენ. იაკობის ძემ, იოსებმა, ხანდაზმულობის ასაკში ისეთი რწმენა გამოავლინა, რომელმაც დიდი გავლენა იქონია მის შემდეგ მცხოვრებ მილიონობით ჭეშმარიტ თაყვანისმცემელზე. ის 110 წლის იყო, როდესაც „ბრძანება გასცა თავისი ძვლების შესახებ“, ანუ იმის შესახებ, რომ ეგვიპტიდან გასვლის შემდეგ ისრაელებს თან წაეღოთ მისი ძვლები (ებრაელები 11:22; დაბადება 50:25). ეს ბრძანება იოსების სიკვდილის შემდეგ ეგვიპტის მონობაში მყოფ ისრაელებს აიმედებდა და იმის რწმენას უნერგავდა, რომ მონობიდან გათავისუფლდებოდნენ.
11. რა გავლენას მოახდენდა ხანდაზმული მოსე იესო ნავეს ძეზე?
11 იოსების რწმენამ დიდი გავლენა იქონია მოსეს რწმენაზეც. 80 წლის მოსეს წილად ხვდა პატივი, ეგვიპტიდან წაეღო იოსების ძვლები (გამოსვლა 13:19). იმ დროს მოსემ გაიცნო მასზე ბევრად უმცროსი იესო ნავეს ძე. მომდევნო 40 წლის განმავლობაში იესო ნავეს ძე მოსეს მარჯვენა ხელი იყო (რიცხვები 11:28). ის სინას მთაზე აჰყვა და მოგვიანებით დახვდა კიდეც ქვის ფილებით ხელში მთის წვერიდან ჩამომავალ მოსეს (გამოსვლა 24:12—18; 32:15—17). ხანდაზმული მოსეს სახით რა გონიერი და მოწიფული მრჩეველი ეყოლებოდა იესო ნავეს ძეს!
12. რა სასიკეთო გავლენას ახდენდა იესო ნავეს ძე ისრაელ ერზე მთელი სიცოცხლის მანძილზე?
12 თავის მხრივ, იესო ნავეს ძე, სანამ ცოცხალი იყო, ყოველთვის ამხნევებდა ისრაელებს. მსაჯულების 2:7-ში ნათქვამია: „ემსახურებოდა ხალხი იეჰოვას იესო ნავეს ძის დროსაც და იმ უხუცესების დროსაც, რომლებიც იესო ნავეს ძის შემდეგ იყვნენ; ნანახი ჰქონდათ მათ იეჰოვას დიდებული საქმეები, რომლებიც მან ისრაელისთვის მოიმოქმედა“. მაგრამ იესო ნავეს ძისა და სხვა ხანდაზმული მამაკაცების სიკვდილის შემდეგ 300 წლის განმავლობაში, წინასწარმეტყველ სამუელის დღეებამდე, ისრაელები ხან ჭეშმარიტი რელიგიის მხარეს იდგნენ და ხანაც ცრუ თაყვანისმცემლობას მისდევდნენ.
სამუელი „სიმართლეს იქმოდა“
13. რა გააკეთა სამუელმა იმისთვის, რომ ‘სიმართლე ექმნა’?
13 ბიბლიაში ნათქვამი არ არის, რამდენ ხანს იცოცხლა სამუელმა, მაგრამ წიგნი „პირველი სამუელი“ მოიცავს დაახლოებით 102 წლიან პერიოდს; ებრაელების 11:32, 33-ში ვკითხულობთ, რომ მართალი მსაჯულები და წინასწარმეტყველები „სიმართლეს იქმოდნენ“. სამუელმა გავლენა იქონია ზოგ მის თანამედროვეზე, რომელთაც დაეხმარა, თავი აერიდებინათ ცოდვისთვის ან ცოდვილი გზიდან მობრუნებულიყვნენ (1 სამუელი 7:2—4). როგორ? ის მთელი ცხოვრება იეჰოვას ერთგული იყო (1 სამუელი 12:2—5). მას არ ეშინოდა, რომ მეფისთვისაც კი მკაცრად მიეცა რჩევა (1 სამუელი 15:16—29). გარდა ამისა, ‘მოხუცი და ჭაღარა’ სამუელი სხვებისთვის ლოცვის კარგ მაგალითს იძლეოდა. მან თქვა, რომ არ შესცოდავდა იეჰოვას და ისრაელებისთვის ლოცვას არ შეწყვეტდა (1 სამუელი 12:2, 23).
სამუელი კი იქ აღწერილ მოვლენათა უმეტესობის მომსწრე იყო.14, 15. როგორ შეუძლიათ ხანდაზმულებს მიჰბაძონ სამუელს და ილოცონ სხვებისთვის?
14 ამ მაგალითებიდან აშკარად ჩანს, რა დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ხანდაზმულებს თანამორწმუნეებზე. ჯანმრთელობის გაუარესების ან სხვა მიზეზების გამო ხანდაზმულებმა შეიძლება ფიზიკურად ბევრი ვერ გააკეთონ, მაგრამ მათ სხვებისთვის ლოცვა შეუძლიათ. ხანდაზმულებო, წარმოგიდგენიათ რა დიდი სარგებლობა შეიძლება მოუტანოს კრებას თქვენმა ლოცვებმა?! იესოს დაღვრილი სისხლისადმი რწმენის გამოვლენით ღვთის მოწონებას იმსახურებთ, ხოლო მოთმინების შედეგად „გამონაცად რწმენას“ იძენთ (იაკობი 1:3; 1 პეტრე 1:7). არასდროს დაგავიწყდეთ: „მართალი კაცის ვედრებას დიდი ძალა აქვს, რადგან სრულდება“ (იაკობი 5:16).
15 თქვენი ლოცვა მართლაც საჭიროა იეჰოვას სამეფო საქმიანობის წინსვლისთვის. ზოგი ჩვენი ძმა ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო ციხეში ზის. ზოგიც სტიქიური უბედურების, ომებისა და ქვეყნის შიგნით მიმდინარე არეულობების მსხვერპლნი ხდებიან. კრებებში ჩვენ გვერდით მყოფი და-ძმები სხვადასხვა განსაცდელსა თუ წინააღმდეგობას ხვდებიან (მათე 10:35, 36). თქვენი ლოცვები სჭირდება მათ, ვინც სამქადაგებლო საქმიანობას ხელმძღვანელობს და კრებას ზედამხედველობს (ეფესოელები 6:18, 19; კოლოსელები 4:2, 3). რა კარგია, როდესაც ეპაფრას მსგავსად, თქვენც ლოცულობთ თანაქრისტიანებისთვის! (კოლოსელები 4:12).
ისინი მომავალ თაობებს ასწავლიან
16, 17. რა იყო ნაწინასწარმეტყველები ფსალმუნის 71:18-ში, და როგორ სრულდება ის?
16 ზეციერი მოწოდების მქონე ერთგულ „მცირე სამწყოსთან“ ურთიერთობამ ბევრი რამ ასწავლა დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედის მქონე „სხვა ცხვარს“ (ლუკა 12:32; იოანე 10:16). ეს ნაწინასწარმეტყველები იყო ფსალმუნის 71:18-ში, სადაც წერია: „ნუ მიმატოვებ თვით სიბერემდე და გაჭაღარავებამდე, ღმერთო, სანამ არ ვუამბობ შენი მკლავის შესახებ მომავალ თაობას და შენი ძლიერების შესახებ ყველას, ვინც მოვა“. ვიდრე იესო ქრისტესთან ერთად განდიდებიან, სულით ცხებულები მოწადინებული არიან, მეტი პასუხისმგებლობებისთვის მოამზადონ სხვა ცხვრები.
17 ის, რაც ფსალმუნის 71:18-შია ნათქვამი „მომავალი თაობის“ მომზადების შესახებ, შეიძლება ეხებოდეს სხვა ცხვრებსაც, რომლებიც ღვთის ცხებულებისგან განისწავლებიან. იეჰოვამ ხანდაზმულებს მისცა საპატიო დავალება — მის შესახებ დაუმოწმონ ადამიანებს, რომლებიც ახლა ერთიანდებიან ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში (იოელი 1:2, 3). სხვა ცხვრები კურთხევად მიიჩნევენ ცხებულებისგან განსწავლას და აღძრულნი არიან, ბიბლიური ცოდნა გაუზიარონ იეჰოვასთვის მსახურების მსურველებს (გამოცხადება 7:9, 10).
18, 19. ა) რა ფასეული ინფორმაცია შეიძლება გადმოგვცენ იეჰოვას ხანდაზმულმა მსახურებმა? ბ) რაში უნდა იყვნენ ხანდაზმული ქრისტიანები დარწმუნებული?
18 იეჰოვას ხანდაზმული მსახურები, ცხებულები თუ სხვა ცხვრები, მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების მომსწრენი არიან. დღეს მცხოვრებ ხანდაზმულთაგან ზოგიერთს ჯერ კიდევ ახსოვს, როგორ უყურებდნენ „შემოქმედების ფოტოდრამას“. ზოგი პირადად იცნობდა 1918 წელს დააპატიმრებულ ხელმძღვანელ ძმებს. ზოგიც „საგუშაგო კოშკის“ რადიოსადგურიდან ბიბლიურ თემებს კითხულობდა. მრავალს შეუძლია გაიხსენოს ის დრო, როდესაც იეჰოვას მოწმეები რელიგიური თავისუფლების მოსაპოვებლად უზენაეს სასამართლოებში იბრძოდნენ. სხვები, ვინც დიქტატორულ ქვეყნებში ცხოვრობდნენ, მტკიცედ უჭერდნენ მხარს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას. ხანდაზმულებს შეუძლიათ მოგვითხრონ, თანდათანობით როგორ ეფინებოდა ნათელი ჭეშმარიტებას. ბიბლია გვირჩევს, ვისარგებლოთ მათი მდიდარი გამოცდილებით (19 ხანდაზმულ ქრისტიანებს ბიბლია მოუწოდებს, კარგი მაგალითი მისცენ ახალგაზრდებს (ტიტე 2:2—4). შესაძლოა, დღეს ვერ ხედავთ, რა გავლენას ახდენს სხვებზე თქვენი მოთმინება, ლოცვები და რჩევები. ალბათ არც ნოემ, აბრაამმა, იოსებმა, მოსემ თუ სხვებმა იცოდნენ ბოლომდე, რა გავლენას მოახდენდა მათი ერთგულება მომავალ თაობებზე. მიუხედავად ამისა, შთამომავლობისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მათ რწმენასა და ერთგულებას. თქვენც ასეთივე გავლენას ახდენთ მომავალ თაობებზე.
20. რა კურთხევები ელით მათ, ვინც ბოლომდე იმედით იცხოვრებს?
20 რა სასიამოვნო იქნება „ჭეშმარიტი სიცოცხლით“ ტკბობა ყველასთვის, ვინც „დიდ გასაჭირს“ გადაიტანს ან მკვდრეთით აღდგება! (მათე 24:21; 1 ტიმოთე 6:19). წარმოიდგინეთ ქრისტეს ათასწლიანი მეფობის პერიოდი, როდესაც იეჰოვა მოსპობს ხანდაზმულობულობას და მის შედეგებს. დაჩაჩანაკების ნაცვლად, ყოველდღიურად თავს უკეთესად იგრძნობთ — გექნებათ მეტი ენერგია, უფრო მახვილი მხედველობა, სმენა და უკეთესი გარეგნობა (იობი 33:25; ესაია 35:5, 6). ყველა, ვინც ღვთის ახალ ქვეყნიერებაში იცხოვრებს, მარადიულად ახალგაზრდა იქნება (ესაია 65:22). ამიტომ, დაე, ყველამ ბოლომდე შევინარჩუნოთ მტკიცე იმედი და მთელი სულით ვემსახუროთ იეჰოვას! შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა შეასრულებს ყველა თავის დანაპირებს და სინამდვილე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს! (ფსალმუნი 37:4; 145:16).
როგორ უპასუხებდით?
• როგორ აღმოჩნდა ხანდაზმული ნოეს სიმტკიცე მთელი კაცობრიობისთვის კურთხევა?
• რა გავლენა იქონია პატრიარქების ერთგულებამ შთამომავლობაზე?
• როგორ გააძლიერეს თანამორწმუნეები ხანდაზმულმა იოსებმა, მოსემ, იესო ნავეს ძემ და სამუელმა?
• რა მემკვიდრეობის გადაცემა შეუძლიათ ხანდაზმულებს?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 26 გვერდზე]
აბრაამის მოთმინებამ დიდი გავლენა იქონია ისაკზე.
[სურათი 28 გვერდზე]
მოსეს გონივრულმა რჩევამ იესო ნავეს ძეს სიმხნევე შემატა.
[სურათი 29 გვერდზე]
სხვებისთვის ლოცვამ შეიძლება სასიკეთო ნაყოფი გამოიღოს.
[სურათი 30 გვერდზე]
ახალგაზრდებისთვის სასარგებლოა ერთგულ ხანდაზმულთა რჩევები.