„იცით ღვთის სახელი?“
„იცით ღვთის სახელი?“
ამ კითხვამ დააინტერესა ცენტრალური აზიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მცხოვრები ერთი ქალი. ეს კითხვა დასმული იყო 2004 წლის 8 თებერვლის ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის გარეკანზე (რუსულად 22 იანვარი). ქალმა ჟურნალის გამომცემლებს მისწერა: „ყოველთვის მომწონდა თქვენი ჟურნალები. მათი დახმარებით მაღალზნეობრივ ფასეულობებს ვსწავლობ. ცხოვრებას უფრო ოპტიმისტურად ვუყურებ. ყველას ვესაუბრები ჩვენი ღვთისა და იმ მშვიდობის შესახებ, რომელიც ამ ცოდნას მოაქვს“.
დღეს „დედამიწის კიდით კიდემდე“ ხალხი ეცნობა ღვთის სახელს, იეჰოვას (საქმეები 1:8). ეს სახელი თურქმენულ ენაზე გამოცემულ წმინდა წერილებშიც გვხვდება. მაგალითად, ფსალმუნის 8:1-ში ვკითხულობთ: „იეჰოვა, ჩვენო უფალო, რა დიდებულია შენი სახელი მთელ დედამიწაზე!“
უფრო მეტი რომ გაიგოთ იეჰოვა ღმერთის შესახებ, სთხოვეთ იეჰოვას მოწმეებს წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“.