მუდმივ ფასეულობებს ჩაჭიდებულნი
მუდმივ ფასეულობებს ჩაჭიდებულნი
ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობდა და არსებობს გარკვეული ზნეობრივი ნორმები. ალბათ ამჩნევთ, რომ მთელ მსოფლიოში აფასებენ პატიოსნებას, სიკეთეს, თანაგრძნობასა და უანგარობას — თვისებებს, რომლებიც მრავალ ჩვენგანს იზიდავს.
ვისი ნორმებით უნდა ვიხელმძღვანელოთ?
ახ. წ. პირველ საუკუნეში მცხოვრები საკმაოდ განათლებული კაცი, სახელად სავლე, ისეთ გარემოში აღიზარდა, სადაც ფასეულობების ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენდა სამი კულტურა — ებრაული, რომაელები 2:14, 15).
ბერძნული და რომაული. სავლემ დაინახა, რომ ზნეობის საკითხებში ადამიანებს, გარდა ამ კულტურათა გავლენით დადგენილი რთული ნორმებისა თუ კანონებისა, ძირითადად შინაგანი გრძნობა — სინდისი — ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ, რაც სავლე გახდა პავლე მოციქული, მან დაწერა: „როცა უცხოტომელები, რომლებსაც კანონი არა აქვთ, თავიანთი ბუნებით ასრულებენ იმას, რაც კანონშია, ისინი, თუმცა კანონი არა აქვთ, თავიანთი თავის კანონი არიან. ისინი აჩვენებენ, რომ კანონის არსი გულებში უწერიათ. ამას მათთან ერთად მოწმობს მათი სინდისიც“ (მაგრამ, საკმარისია მხოლოდ შინაგანი „ბუნებით“ ვიხელმძღვანელოთ, როდესაც ვცდილობთ განვსაზღვროთ, რა არის სწორი და რა — არასწორი? ალბათ, თქვენთვის ცნობილია, რომ კაცობრიობის ისტორიაში მრავლად არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ცალკეული ადამიანები თუ ჯგუფები უხეშად არღვევდნენ ზნეობრივ ნორმებს. ეს კი მრავალს არწმუნებს, რომ ცხოვრების საუკეთესო ფასეულობების დასადგენად ჩვენ ვსაჭიროებთ უმაღლესი წყაროდან მომდინარე ხელმძღვანელობას. ბევრი აღიარებს, რომ საუკეთესო ნორმებს, რომლებზეც დრო გავლენას ვერ ახდენს, კაცობრიობის შემოქმედი გვთავაზობს. თავის წიგნში დ-რი კარლ იუნგი აღნიშნავს: „ის, ვინც უგულებელყოფს ღვთის ნორმებს, ვერ უძლებს ქვეყნიერებაში არსებულ ცდუნებებს და არღვევს მორალურ პრინციპებს“ (The Undiscovered Self).
ასეთი დასკვნა სრულიად შეესაბამება ძველ დროში მცხოვრები ერთი წინასწარმეტყველის სიტყვებს: „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). ჩვენი შემოქმედი ამბობს: „მე გასწავლი შენ სასიკეთოდ და გატარებ იმ გზით, რომლითაც უნდა იარო!“ (ესაია 48:17).
საუკეთესო ფასეულობების საიმედო წყარო
ზემოთ მოყვანილი სიტყვები ჩაწერილია ზნეობრივი ფასეულობების ყველაზე გავრცელებულ წყაროში, ბიბლიაში. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი, თვით ისინიც კი, ვინც ქრისტიანები არ არიან ან რელიგია საერთოდ არ აინტერესებთ, სიბრძნისა და გამჭრიახობის შესაძენად ბიბლიას მიმართავენ. გერმანელი პოეტი იოჰან ვოლფგანგ გოეთე წერდა: „მე ყოველთვის მიყვარდა და ღრმა პატივს ვცემდი [ბიბლიას], რადგან შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მან ჩამინერგა ზნეობრივი ფასეულობები“. ინდუსების ლიდერს, მოჰანდას განდის მიაწერენ შემდეგ სიტყვებს: „ყველანაირად ეცადეთ, დაეწაფოთ იმ შადრევანს, რომლის წყალიც მოსჩქეფს მთაზე ქადაგებიდან [იგულისხმება იესო ქრისტეს სწავლებები, რომლებიც ბიბლიაშია ჩაწერილი] . . . რადგან მთაზე წარმოთქმული სიტყვები თითოეული ჩვენგანისთვის არის საყურადღებო“.
პავლე მოციქულმა, რომლის სიტყვებიც ზემოთ მოვიყვანეთ, ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან როლს, რასაც ბიბლია ასრულებს ნამდვილი ფასეულობების ჩამოყალიბებაში. მან დაწერა: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად“ (2 ტიმოთე 3:16). ნამდვილად ასეა ეს?
ხომ არ გსურთ, თავად დარწმუნდეთ ამაში? ყურადღებით წაიკითხეთ მომდევნო გვერდზე მოცემული პრინციპები. დააკვირდით, თუ რა დადებითი ფასეულობების განვითარებას უწყობს ხელს ისინი. დაფიქრდით, რამხელა ძალა შესწევს ამ სწავლებებს! მათი გამოყენებით შეძლებთ ცხოვრებისა და სხვებთან თქვენი ურთიერთობის გაუმჯობესებას.
გსურთ, ღვთის სიტყვამ სარგებლობა მოგიტანოთ?
ჩვენ მხოლოდ რამდენიმე პრაქტიკულ ბიბლიურ რჩევას შევეხეთ. მათ გარდა ბიბლიაში მოცემულია მრავალი გაფრთხილება საზიანო ფიქრებზე, მეტყველებასა და საქმეებზე, რომლებსაც ცუდი გავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენს ცხოვრებაზე (იგავები 6:16—19).
დიახ, ბიბლიაში ისეთი სწავლებებია მოცემული, რასაც საზოგადოება მართლაც ძალიან საჭიროებს. მასში ჩაწერილი რჩევები ადამიანს საუკეთესო ზნეობრივ ფასეულობებს უყალიბებს. ამ რჩევების გამოყენება ადამიანს ეხმარება, რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინოს. მისი აზროვნება უკეთესისკენ იცვლება (ეფესოელები 4:23, 24). მას კარგი მოტივები უვითარდება. ღვთის მიერ დადგენილი ბიბლიური ნორმების გათავისება მრავალს ეხმარება, მოიშოროს რასისტული შეხედულებები, წინასწარ შექმნილი ცუდი აზრები და დასძლიოს სიძულვილი (ებრაელები 4:12). ბიბლიური ფასეულობები ადამიანებს აღძრავს იმისკენ, რომ ზურგი აქციონ ყოველგვარ ძალადობასა და ბოროტებას და უკეთესები გახდნენ.
ბიბლიური ფასეულობები ეხმარება მილიონობით ადამიანს, დასძლიონ მათში ღრმად ფესვგადგმული ისეთი ცუდი აზროვნება და ჩვევები, რომლებიც ადამიანებს ცხოვრებას უმახინჯებს (1 კორინთელები 6:9—11). ბიბლიის რჩევები ცვლის ასეთ ადამიანებს. ეს აისახება არა მარტო მათ ჩვევებზე, არამედ მათ გულზეც. ამ ადამიანებს იმედი ესახებათ. გარდა ამისა, ღვთიური რჩევების გამოყენება მათი ოჯახის წევრებზეც დადებითად მოქმედებს. როგორც არ უნდა ეცემოდეს ქვეყნიერებაში ზნეობრივი ფასეულობები, მთელ მსოფლიოში კვლავაც იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც უკეთესობისკენ შეიცვლებიან. „მწვანე ბალახი ხმება, ყვავილი ჭკნება, ჩვენი ღვთის სიტყვა კი მარადიულად დარჩება“ (ესაია 40:8).
გსურთ, რომ თქვენც სარგებლობა მოგიტანოთ „ჩვენი ღვთის სიტყვამ“? იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან, რომ გაითავისოთ ბიბლიური ფასეულობები, რაც თქვენთვის სასარგებლო იქნება. თუ ამ ფასეულობების თანახმად იცხოვრებთ, ღვთის კეთილგანწყობას მოიპოვებთ. ეს კი მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას მოგცემთ ისეთ ქვეყნიერებაში, სადაც ადამიანები ყოველთვის ღვთის უცვლელი პრინციპებით იცხოვრებენ.
[ჩარჩო⁄სურათები 6, 7 გვერდებზე]
უცვლელი პრინციპები
ოქროს წესი. „ამიტომ ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ, რადგან ეს არის კანონისა და წინასწარმეტყველთა წიგნების არსი“ (მათე 7:12).
გიყვარდეთ მოყვასი. „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მათე 22:39). „სიყვარული ბოროტს არ უკეთებს მოყვასს. ამიტომ სიყვარული კანონის შესრულებაა“ (რომაელები 13:10).
პატივი ეცით სხვებს. „ძმათმოყვარეობაში სათუთი გრძნობები გამოავლინეთ ერთმანეთის მიმართ. პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომაელები 12:10).
იყავით მშვიდობიანი. „მშვიდობიანად იყავით ერთმანეთთან“ (მარკოზი 9:50). „რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან“ (რომაელები 12:18). „იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობას . . . ემსახურება“ (რომაელები 14:19).
იყავით მიმტევებელი. „გვაპატიე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ ვპატიობთ ჩვენს მოვალეებს“ (მათე 6:12). „კეთილად მოექეცით ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“ (ეფესოელები 4:32).
იყავით ერთგული. „მხოლოდ შენს ცოლს უერთგულე და მხოლოდ ის გიყვარდეს . . . იხარე შენს ცოლთან და იმხიარულე მასთან, ვინც ცოლად შეირთე . . . იხარე მისი მშვენებით; გაგაბრუოს მისმა სიყვარულმა. რატომ უნდა შეიყვარო სხვა ქალი? რატომ უნდა გაგიტაცოს სხვისი ცოლის სილამაზემ?“ (იგავები 5:15—20, „თანამედროვე ინგლისური თარგმანი“). „მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია, მცირედში უმართლო კი ბევრშიც უმართლოა“ (ლუკა 16:10). „მმართველებისგან ერთგულება მოითხოვება“ (1 კორინთელები 4:2).
იყავით პატიოსანი. „განა ვიქნები წმინდა არასწორი სასწორითა და მატყუარა ქვის საწონების აბგით?!“ (მიქა 6:11). „დარწმუნებულნი ვართ, რომ სუფთა სინდისი გვაქვს და გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“ (ებრაელები 13:18).
იყავით სამართლიანი და სიმართლის მოყვარული. „შეიძულეთ ის, რაც ცუდია და შეიყვარეთ ის, რაც კარგია, სამართალი დაამკვიდრეთ კარიბჭესთან“ (ამოსი 5:15). „ჭეშმარიტება ელაპარაკეთ ერთმანეთს, სიმართლითა და სამშვიდობო სამართლით განსჯიდეთ თქვენს კარიბჭეებთან“ (ზაქარია 8:16). „ახლა, რადგან მოიშორეთ სიცრუე, თითოეულმა თქვენგანმა მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს“ (ეფესოელები 4:25).
იყავით შრომისმოყვარე. „გინახავს თავის საქმეში დახელოვნებული კაცი? მეფეთა წინაშე წარდგება იგი“ (იგავები 22:29). „საქმეში ნუ იზოზინებთ“ (რომაელები 12:11). „რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სულითა და გულით აკეთეთ, როგორც იეჰოვასთვის და არა როგორც ადამიანებისთვის“ (კოლოსელები 3:23).
იყავით რბილი, თანამგრძნობი და კეთილი. „შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით“ (კოლოსელები 3:12).
ბოროტებას სიკეთით სძლიეთ. „გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის“ (მათე 5:44). „არ დაგძლიოს ბოროტებამ, არამედ შენ სძლიე ბოროტებას სიკეთით“ (რომაელები 12:21).
საუკეთესო გაიღეთ ღვთისთვის. «„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება» (მათე 22:37, 38).
[სურათები]
ბიბლიური ფასეულობების გათავისება დაგვეხმარება, რომ ბედნიერი ოჯახი გვქონდეს და მეგობრებთან სასიამოვნო ურთიერთობით გავიხაროთ.