არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბავშვებს სჭირდებათ ასეთი გაკვეთილები

ბავშვებს სჭირდებათ ასეთი გაკვეთილები

ბავშვებს სჭირდებათ ასეთი გაკვეთილები

გლადისი არგენტინის ქალაქ მენდოსას ერთ-ერთ სკოლაში მუშაობს. ერთხელ, როცა საკლასო ოთახს ჩაუარა, შეამჩნია, რომ ერთი მასწავლებელი მეოთხე კლასის მოსწავლეებს უკითხავდა წიგნს, „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ *. გლადისმა მასწავლებელს უთხრა, რომ იეჰოვას მოწმე იყო და აჩვენა, როგორ შეეძლო ეს წიგნი პრაქტიკულად გამოეყენებინა. მასწავლებელს მოეწონა გლადისის ნათქვამი და მოინდომა ამ წიგნის სასწავლო პროგრამაში შეტანა. მაგრამ საჭირო იყო სკოლის ადმინისტრაციის ნებართვა. მას ძალიან გაუხარდა, როცა სკოლის ადმინისტრაციამ წიგნის გამოყენების ნება დართო.

იმ დღეს, როცა პროგრამით წიგნის კითხვა იყო დაგეგმილი, მასწავლებელმა ამ წიგნიდან ერთი თავი წააკითხა მოსწავლეებს. სასწავლო პროგრამაში ამ წიგნის შეტანამ იმდენად კარგი შედეგი გამოიღო, რომ მასწავლებელი ადგილობრივ სატელევიზიო შოუში მიიწვიეს. როდესაც ბავშვების ყოფაქცევის საკითხს შეეხნენ, შოუს წამყვანმა მასწავლებელს ჰკითხა, როგორ ახერხებდა, რომ ბავშვები გაკვეთილზე კარგად მოქცეულიყვნენ. მასწავლებელმა უპასუხა, რომ იყენებდა პუბლიკაციას „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“. მან აღნიშნა, რომ თუმცა ბავშვებს რელიგიას არ ასწავლიდა, ამ წიგნის დახმარებით ისეთ ზნეობრივ ფასეულობებს უნერგავდა მათ, როგორიცაა პატივისცემა, შემწყნარებლობა, ერთიანობა, თანამშრომლობა, მორჩილება და სიყვარული. ყველა დაეთანხმა, რომ ბავშვებს ასეთი გაკვეთილები ნამდვილად სჭირდებათ.

თუ თქვენც გსურთ, შვილებს ზნეობრივი ფასეულობები ჩაუნერგოთ, სთხოვეთ იეჰოვას მოწმეებს შესანიშნავი პუბლიკაცია „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“.

[სქოლიო]

^ აბზ. 2 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.