არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გახსოვთ თუ არა?

გახსოვთ თუ არა?

გახსოვთ თუ არა?

ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას.

• რომელი ოთხი გაგებით გამოიყენება სიტყვა „კრება“ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში?

პირველი, ის გამოიყენება ცხებული ქრისტიანების ჯგუფთან (ზოგიერთ მუხლში ქრისტეც იგულისხმება კრებაში); მეორე, „ღვთის კრებაში“ იგულისხმება გარკვეულ პერიოდში მცხოვრები ქრისტიანები; მესამე, მასში შედის გარკვეულ ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ქრისტიანი; მეოთხე, ეს სიტყვა გამოიყენება ქრისტიანთა ერთი კონკრეტული კრების მიმართ (4/15, გვერდები 21—23).

• შეგვიძლია დავასახელოთ ზეციური იმედის მქონე ქრისტიანთა არჩევის დასრულების თარიღი?

ბიბლია ზუსტ პასუხს არ გვაძლევს. მათი არჩევა დაიწყო ახ. წ. 33 წელს და ჩვენს დროშიც გაგრძელდა. 1935 წლის შემდეგ მოწაფეების მომზადების საქმიანობაში ძირითადი ყურადღება უამრავი ხალხის შეკრებაზე გადავიდა. ზოგმა, ვინც 1935 წლის შემდეგ მოინათლა, წმინდა სულით მიიღო დამოწმება, რომ ზეციური იმედი ჰქონდა. ამიტომ არ შეგვიძლია კონკრეტულად დავასახელოთ მათი არჩევის დასრულების თარიღი. ვინც ნამდვილად ცხებულია, სხვებზე მეტად არ ეძლევათ ღვთის სული და ისინი არც განსაკუთრებულ მოპყრობას ელიან. მიუხედავად იმისა, თუ როგორი იმედი აქვს ქრისტიანს, თითოეულმა ერთგულება უნდა შეინარჩუნოს და ღვთის ნება შეასრულოს (5/1, გვერდები 30, 31).

• უნდოდა იფთახს აღთქმის დადებისას პირდაპირი გაგებით შეეწირა საკუთარი ქალიშვილი ღვთისთვის დასაწვავ მსხვერპლად?

არა. იფთახი გულისხმობდა, რომ ვინც გამოეგებებოდა, მას განსაკუთრებული ღვთისმსახურებისთვის შესწირავდა, რაც მოსეს კანონით შესაძლებელი იყო (1 სამუელი 2:22). იფთახის ქალიშვილი მამის აღთქმის თანახმად მოიქცა და იეჰოვას კარავში მსახურობდა; ეს მისი მხრიდან დიდი მსხვერპლი იყო, რადგან არ უნდა დაქორწინებულიყო (5/15, გვერდები 9, 10).

• რა როლს ასრულებდა კოდექსი პირველ ქრისტიანებში?

როგორც ჩანს, ქრისტიანები პირველ საუკუნეში, ძირითადად, გრაგნილს იყენებდნენ. მეორე საუკუნის განმავლობაში გაცხარებული დავა მიმდინარეობდა კოდექსისა და გრაგნილის მომხრეებს შორის. მეცნიერების აზრით, ქრისტიანებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს კოდექსის საყოველთაოდ დამკვიდრებაში (6/1, გვერდები 14, 15).

• რა არის გეზერის კალენდარი?

ეს არის კირქვის პატარა დაფა, რომელიც 1908 წელს ქალაქ გეზერის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ბევრის აზრით, დაფაზე გაკეთებული წარწერა წარმოადგენს მოსწავლე ბიჭის სავარჯიშოს. ეს წარწერა მარტივად გადმოსცემს სამიწათმოქმედო წელს, ანუ ციკლს; ის იწყება სექტემბერ/ოქტომბრის შესაბამის თვეში მოსავლის აღებით; მასში ასევე მოხსენიებულია სხვა თვეებში მოსავლის აღების დრო და სხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები (6/15, გვერდი 8).

• რა არის წმინდა სულის წინააღმდეგ ცოდვა?

იეჰოვას წმინდა სულის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა ადამიანს არ ეპატიება (მათე 12:31). ღმერთი თავად საზღვრავს, ჩავიდინეთ თუ არა ცოდვა, რომელიც არ გვეპატიება; შედეგად, მას შეუძლია წაგვართვას თავისი სული (ფსალმუნი 51:11). თუ ძალიან ვწუხვართ ჩადენილი ცოდვის გამო, ალბათ ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ გულით ვინანიებთ და წმინდა სულის წინააღმდეგ არ შეგვიცოდავს (7/15, გვერდები 16, 17).

• ვინაიდან დავითს უკვე იცნობდა, რატომ იკითხა მეფე საულმა, ვისი შვილი იყო ის? (1 სამუელი 16:22; 17:58).

საულს მხოლოდ დავითის მამის სახელის გაგება არ აინტრესებდა. საულმა დაინახა დავითის რწმენა და გამბედაობა, როცა მან გოლიათი დაამარცხა; ამიტომ ის დაინტერესდა, ვინ გაზარდა ეს ბიჭი. შესაძლოა, საულს უნდოდა ჯარში მიეწვია იესე ან მისი ოჯახის სხვა წევრები (8/1, გვერდი 31).