არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დამწერლობის როლი ძველ ისრაელში

დამწერლობის როლი ძველ ისრაელში

დამწერლობის როლი ძველ ისრაელში

წაგიკითხავთ ოდესმე ძველი ბერძნული ეპიკური პოემები „ილიადა“ და „ოდისეა“? ვარაუდობენ, რომ ისინი ძვ. წ. IX ან VIII საუკუნეში შეიქმნა. აქვთ რაიმე საერთო ამ ნაწარმოებებს ბიბლიასთან, რომლის წერაც რამდენიმე საუკუნით ადრე დაიწყო? ერთ ნაშრომში აღნიშნულია: «ბიბლიაში სულ მცირე 429-ჯერ არის მოხსენიებული დამწერლობა ან წერილობითი დოკუმენტები. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, თუ გავითვალისწინებთ, რომ „ილიადაში“ დამწერლობის შესახებ მხოლოდ ერთხელ არის საუბარი, „ოდისეაში“ კი — არც ერთხელ» („The Jewish Bible and the Christian Bible“).

ერთ ენციკლოპედიაში აღნიშნულია, რომ „ძველ ისრაელში, როგორც ჩანს, დამწერლობა რელიგიის განუყოფელი ნაწილი იყო“ („The Oxford Encyclopedia of Archaeology in the Near East“). მაგალითად, მოსეს კანონი დაიწერა და მოგვიანებით რეგულარულად იკითხებოდა კაცების, ქალებისა და ბავშვების წინაშე. მას ასევე კითხულობდნენ და იკვლევდნენ პირადად და სხვებთან ერთად. მოსეს კანონის ზოგიერთი თავისებურების განხილვის შემდეგ ალან მილარდმა, ლივერპულის უნივერსიტეტის ლექტორმა, შემდეგი დასკვნა გააკეთა: „როგორც ჩანს, ისრაელში წერა-კითხვა თითქმის ყველამ იცოდა“ (კანონი 31:9—13; იესო ნავეს ძე 1:8; ნეემია 8:13—15; ფსალმუნი 1:2).

პავლე მოციქულმა ახსნა, როგორი თვალსაზრისი უნდა ჰქონოდათ ქრისტიანებს წმინდა წერილებზე. მან თქვა: „ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“. აფასებთ პირადად ბიბლიას და კითხულობთ მას ყოველდღე? (რომაელები 15:4).