არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის სახელი რუსულ მუსიკაში

ღვთის სახელი რუსულ მუსიკაში

ღვთის სახელი რუსულ მუსიკაში

ათას რვაას სამოცდაჩვიდმეტ წელს ცნობილმა რუსმა კომპოზიტორმა მოდესტ მუსორგსკიმ დაწერა საგუნდო ნაწარმოები, რომელსაც საფუძვლად დაედო ბიბლიაში აღწერილი ერთი ისტორია. «ბიბლიური სიუჟეტის მიხედვით ვწერ ნაწარმოებს სახელწოდებით „იესო ნავეს ძე“, — წერდა ის თავის მეგობარს, — მე ზედმიწევნით მივყვები ბიბლიას და არ ვუხვევ იმ გზიდან, რომელიც იესო ნავეს ძემ ქანაანის მიწაზე გამარჯვებული მარშით გაიარა». სხვა ნაწარმოებებშიც, როგორიცაა მაგალითად, „სინახერიბის დამარცხება“, მუსორგსკი მიმართავს ბიბლიურ თემებსა და პერსონაჟებს.

აღსანიშნავია, რომ „იესო ნავეს ძეში“, ისევე როგორც 1874 წელს გამოცემულ „სინახერიბის დამარცხებაში“, მუსორგსკი მოიხსენიებს ღვთის სახელს ისე, როგორც ის რუსულად გამოითქმის. ღვთის ეს სახელი ებრაულ წერილებში წარმოდგენილია ოთხი თანხმოვნით — יהוה (ჲჰვჰ) და ბიბლიაში ის დაახლოებით 7000-ჯერ გვხვდება.

ამგვარად, როგორც მუსორგსკის ამ ნაწარმოებებიდან ჩანს, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნემდე ბიბლიაში ჩაწერილი ღვთის სახელი — იეჰოვა — კარგად იყო ცნობილი რუსი საზოგადოებისთვის. ეს არცაა გასაკვირი, რადგან თავად იეჰოვამ უთხრა მოსეს: „ეს არის ჩემი სახელი მარადიულად და ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობაში“ (გამოსვლა 3:15).

[სურათი 32 გვერდზე]

სანკტ-პეტერბურგის კონსერვატორია 1913 წელს, სადაც მუსორგსკის მუსიკალური ნაწარმოების პარტიტურა ინახებოდა

[სურათის საავტორო უფლებები 32 გვერდზე]

Sheet music: The Scientific Music Library of the Saint-Petersburg State Conservatory named after N.A. Rimsky-Korsakov; street scene: National Library of Russia, St. Petersburg