არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას?

რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას?

რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას?

საითაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან ბოროტება და ტანჯვაა. ომებს ეწირებიან როგორც ჯარისკაცები, ისე მშვიდობიანი მოქალაქეები. დამნაშავეობა და ძალადობა ჩვეული მოვლენა გახდა. შესაძლოა, თქვენც ყოფილხართ უსამართლობის მხვერპლი. იქიდან გამომდინარე, რაც გინახავთ ან განგიცდიათ, ალბათ, დაგებადებოდათ კითხვა: „რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას?“

მსგავსი კითხვა ძველადაც აწუხებდა ხალხს. დაახლოებით 3 600 წლის წინ ღვთის ერთგულმა მსახურმა იობმა თქვა: „რატომ ცოცხლობენ ბოროტები?“ (იობი 21:7). ძვ. წ. VII საუკუნეში მცხოვრები წინასწარმეტყველი იერემიაც წუხდა თანამემამულეების ბოროტი საქმეების გამო. ის ღმერთს ეკითხებოდა: „რატომ არის წარმატებული ბოროტი ხალხის გზა? რატომ არიან უდარდელად ვერაგი ადამიანები?“ (იერემია 12:1). იობმა და იერემიამ იცოდნენ, რომ ღმერთი სამართლიანია. თუმცა მათ აინტერესებდათ, რატომ მძლავრობდა ბოროტება. შესაძლოა, თქვენც გაწუხებთ იგივე კითხვა.

ზოგიერთი ადამიანი ღმერთს ადანაშაულებს ბოროტებისა და ტანჯვის არსებობაში. ზოგი ფიქრობს, რომ, თუ ღმერთი ყოვლისშემძლე, სამართლიანი და მოსიყვარულეა, რატომ არ უღებს ბოლოს ბოროტებასა და ტანჯვას? რატომ უშვებს ის ბოროტებას დღემდე? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე მომდევნო სტატია გვიპასუხებს.

[სურათის საავტორო უფლება 3 გვერდზე]

AP Photo/Adam Butler