არჩევანი, რომელიც ბედნიერებას მოგიტანთ
არჩევანი, რომელიც ბედნიერებას მოგიტანთ
„ნეტავ ასე არ მოვქცეულიყავი!“ რამდენჯერ გითქვამთ ეს გულში? ყველას გვინდა, ისეთი არჩევანი გავაკეთოთ, რომ სანანებელი არ გაგვიხდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ არჩევანზე ჩვენი მომავალია დამოკიდებული. როგორ შეგვიძლია ისეთი არჩევნის გაკეთება, რომელიც ბედნიერებას მოგვიტანს?
პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რა არის ჭეშმარიტი ნორმები. არსებობს ასეთი ნორმები? ბევრი ფიქრობს, რომ არ არსებობს. შეერთებულ შტატებში ჩატარებული ერთი გამოკითხვის თანახმად, კოლეჯის დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა 75 პროცენტი ფიქრობს, რომ არ არსებობს სწორისა და არასწორის ცნება. სიკეთე და ბოროტება იმით განისაზღვრება, „ვისთვის რა არის ფასეული და რომელ კულტურაში რა არის მიღებული“.
გონივრულია ვიფიქროთ, რომ ზნეობრივი ნორმები პირადი თვალსაზრისით ან საზოგადოებაში მიღებული შეხედულებით განისაზღვრება? რასაკვირველია, არა. თუ ადამიანები საკუთარი სურვილისამებრ მოიქცეოდნენ, ეს ქაოსს გამოიწვევდა. ვინ მოისურვებდა, ეცხოვრა ისეთ ქვეყანაში, რომელშიც არ არსებობს კანონი, სასამართლო და პოლიცია? გარდა ამისა, პირადი შეხედულება ყოველთვის ვერ გაგიწევთ საიმედო ხელმძღვანელობას. ჩვენ შესაძლოა ისეთი რამ გავაკეთოთ, რაც ჩვენი ღრმა რწმენით სწორია, მაგრამ მოგვიანებით აღმოვაჩინოთ, რომ შევმცდარვართ. კაცობრიობის ისტორია ცხადყოფს შემდეგი ბიბლიური სიტყვების ჭეშმარიტებას: „მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). მაშ, ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას სად შეგვიძლია საიმედო ხელმძღვანელობის პოვნა?
წინა სტატიაში მოხსენიებული ახალგაზრდა მმართველი გონივრულად მოიქცა, როცა რჩევისთვის იოანე 7:16). მართლაც, ღვთის სიტყვა საიმედო ხელმძღვანელობას გაგვიწევს და გონივრული არჩევნის გაკეთებაში დაგვეხმარება. მოდი განვიხილოთ, ბიბლიაში მოცემული რამდენიმე პრინციპი, რომელთა გამოყენებაც ბედნიერებას მოგვიტანს.
იესოს მიმართა. როგორც დავინახეთ, იესომ რჩევის მიცემისას ღვთის კანონი გამოიყენა. იესოს ესმოდა, რომ იეჰოვა ღმერთია ცოდნისა და სიბრძნის უდიდესი წყარო, და მან იცის, რა არის საუკეთესო მისი ქმნილებებისთვის. ამიტომ, იესომ თქვა: „რასაც ვასწავლი, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი გამომგზავნელისაა“ (ოქროს წესი
მთაზე ქადაგებისას იესომ ხაზი გაუსვა ძირითად პრინციპს, რომელიც სხვებთან ურთიერთობისას გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება. მან თქვა: „ამიტომ ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12). ამ პრინციპს ხშირად ოქროს წესს უწოდებენ.
ზოგი ამ პრინციპს განსხვავებულ ფორმულირებას აძლევს: „ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გინდა, რომ შენ გაგიკეთონ“. ამ ორ პრინციპს შორის განსხვავება რომ დავინახოთ, განვიხილოთ იესოს იგავი კეთილ სამარიელზე. ერთი იუდეველი ცემეს და ცოცხალმკვდარი გზის პირას დააგდეს. მღვდელმა და ლევიანმა დაინახეს, მაგრამ გვერდი აუარეს. ვინაიდან მათ ცუდი არაფერი გაუკეთებიათ ამ კაცისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ისინი მეორე პრინციპის თანახმად მოიქცნენ. სამარიელმა ამ კაცს დახმარება აღმოუჩინა — ჭრილობები შეუხვია და სასტუმროში მიიყვანა. ის ისე მოექცა მას, როგორც თავად ისურვებდა, რომ მოქცეოდნენ. მან პირველი პრინციპით, ოქროს წესით იხელმძღვანელა და, ამგვარად, სწორი არჩევანი გააკეთა (ლუკა 10:30—37).
ჩვენ მრავალი სახით შეგვიძლია ამ პრინციპის გამოყენება, რაც კარგ შედეგებს მოგვიტანს. დავუშვათ, თქვენს მეზობლად ახალი ოჯახი გადმოვიდა საცხოვრებლად. ინიციატივას ხომ არ გამოავლენთ და ხომ არ გაიცნობთ ამ ოჯახს? შეგეძლოთ მათთვის თქვენი უბანი გაგეცნოთ და გამოგეხატათ მზადყოფნა საჭიროების შემთხვევაში დახმარების გასაწევად. თუ ინიციატივას გამოავლენთ, კარგ ურთიერთობას განავითარებთ ახალ მეზობლებთან. თქვენ აგრეთვე კმაყოფილებას მოგანიჭებთ იმის ცოდნა, რომ ღვთის მოსაწონად მოიქეცით. ნუთუ გონივრული არ არის ასეთი გადაწყვეტილების მიღება?!
სხვების სიყვარულით გაკეთებული არჩევანი
ოქროს წესის გარდა იესომ სხვა პრინციპიც დაგვანახვა, რაც სხვადასხვა გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება. როდესაც ჰკითხეს, რომელი იყო მოსეს კანონში უდიდესი მცნება, იესომ მიუგო: «„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება. მეორე ამის მსგავსია: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“. ამ ორ მცნებაზეა დაფუძნებული მთელი კანონი და წინასწარმეტყველთა წიგნები“» (მათე 22:36—40).
სიკვდილამდე იესომ მოწაფეებს მისცა „ახალი მცნება“, ჰყვარებოდათ ერთმანეთი (იოანე 13:34). რატომ უწოდა მან ამ მცნებას ახალი? განა მანამდე არ უთხრა მოწაფეებს, რომ მოყვასის სიყვარული ერთ-ერთი იყო იმ ორი მცნებიდან, რომლებზეც მთელი კანონი იყო დაფუძნებული? მოსეს კანონი ისრაელებისგან მოითხოვდა, „საკუთარი თავივით“ ჰყვარებოდათ მოძმე (ლევიანები 19:18). მაგრამ ახლა იესო მოწაფეებისგან მეტის გაკეთებას ითხოვს. იმავე ღამეს იესომ უთხრა მათ, რომ სულ მალე მათთვის სიცოცხლეს გაიღებდა. შემდეგ კი დასძინა: „ჩემი მცნება ის არის, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ. იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს მეგობრებისთვის“ (იოანე 15:12, 13). დიახ, ეს მცნება ახალი იყო იმდენად, რამდენადაც სხვების ინტერესები საკუთარზე წინ უნდა დაეყენებინათ.
თუ მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვიზრუნებთ, არაერთი სახით შევძლებთ უანგარო სიყვარულის გამოვლენას. მაგალითად, თქვენ გსიამოვნებთ მუსიკის ხმამაღლა მოსმენა, მეზობელს კი აღიზიანებს.
უარს იტყოდით საკუთარ სიამოვნებაზე იმისთვის, რომ მეზობელი მშვიდად ყოფილიყო? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დააყენებდით მეზობლის ინტერესებს საკუთარ ინტერესებზე წინ?განვიხილოთ სხვა შემთხვევა. კანადაში თოვლიანი ზამთრის ერთ ცივ დღეს ხანდაზმული მამაკაცი ორმა იეჰოვას მოწმემ მოინახულა. საუბრის დროს კაცმა ახსენა, რომ გულის ავადმყოფობის გამო ვერ წმენდდა სახლთან მისასვლელ ბილიკს. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ხმა შემოესმა — დაბრუნებულა ეს ორი მოწმე და ბილიკსა და სახლის კიბეებს წმენდნენ. „დღეს საკუთარი თვალით ვიხილე, თუ როგორ ვლინდება ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული, — წერდა ეს მამაკაცი კანადაში იეჰოვას მოწმეთა ფილიალს. — დღევანდელი მსოფლიოთი იმედგაცრუებულს ადამიანებზე უკეთესი წარმოდგენა შემექმნა და თქვენი მსოფლიო ორგანიზაციისადმი პატივისცემა გამიღრმავდა“. თქვენ მიერ აღმოჩენილმა დახმარებამ, რაც უნდა უმნიშვნელო ჩანდეს ის, შეიძლება დადებითად იმოქმედოს სხვებზე. ასეთ მზადყოფნას მართლაც ბედნიერება მოაქვს!
ღვთის სიყვარულით გაკეთებული არჩევანი
გადაწყვეტილებების მიღებისას გასათვალისწინებელია ისიც, რაც იესომ უდიდეს მცნებად დაასახელა — ღვთის სიყვარული. იესოს სიტყვები ეხებოდა იუდეველებს, რომლებიც როგორც ერი იეჰოვასთვის უკვე მიძღვნილი იყო. და მაინც, თითოეულ ისრაელს პირადად უნდა აერჩია, მთელი სულითა და მთელი გულით ემსახურებოდა თუ არა თავის ღმერთს (კანონი 30:15, 16).
მსგავსად, თქვენი გადაწყვეტილებებიდან ჩანს, რამდენად გიყვართ ღმერთი. მაგალითად, მას შემდეგ, რაც შეიძინეთ გარკვეული ბიბლიური ცოდნა და დააფასეთ მისი პრაქტიკული ღირებულება, დგებით არჩევნის წინაშე. რეგულარულად დაიწყებდით ბიბლიის შესწავლას იმ მიზნით, რომ იესოს მიმდევარი გამხდარიყავით? თუ ასეთ არჩევანს გააკეთებთ, ეს უეჭველად მოგიტანთ ბედნიერებას, რადგან იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3).
ჩვენთვის ცნობილი არ არის, ინანა თუ არა ახალგაზრდა მმართველმა მიღებული გადაწყვეტილების გამო, მაგრამ ვიცით, რას გრძნობდა მოციქული პეტრე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იესო ქრისტეს მიმდევარი იყო. სიცოცხლის დასასრულს, დაახლოებით ახ. წ. 64 წელს, პეტრემ თანამორწმუნეები გაამხნევა: „ყველანაირად ეცადეთ, რომ მის წინაშე წარდგეთ უმწიკვლოები, უმანკოები და მშვიდობის მქონეები“ (2 პეტრე 1:14; 3:14). აშკარაა, რომ პეტრეს არ უნანია იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც 30-ზე მეტი წლის წინ მიიღო. უფრო მეტიც, ის სხვებსაც მოუწოდებდა, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ემოქმედათ.
პეტრეს რჩევის გათვალისწინება იმას ნიშნავს, რომ გახდე იესო ქრისტეს მოწაფე და დაიცვა ღვთის მცნებები (ლუკა 9:23; 1 იოანე 5:3). ეს შეიძლება რთული იყოს, მაგრამ იესო გვპირდება: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ. დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდება თქვენი სული. ჩემი უღელი ადვილი სატარებელია და ჩემი ტვირთი მსუბუქია“ (მათე 11:28—30).
ვნახოთ, რა შეემთხვა არტურს. ათი წლის ასაკში არტურმა ვიოლინოზე დაკვრა დაიწყო და მისი მიზანი იყო, პროფესიონალი მევიოლინე გამხდარიყო. 14 წლის ასაკში სოლო კონცერტებსაც კი მართავდა; მიუხედავად ამისა, არ იყო ბედნიერი. მამამისს ყოველთვის აინტერესებდა, რა იყო სიცოცხლის აზრი; ამიტომ, ხშირად იწვევდა სახლში სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს, მაგრამ მიღებული პასუხები არ აკმაყოფილებდა. არტურის ოჯახის წევრები ხშირად საუბრობდნენ, არსებობდა თუ არა ღმერთი და, თუ არსებობდა, რატომ უშვებდა ბოროტებას. მოგვიანებით არტურის მამამ იეჰოვას მოწმეებთანაც დაიწყო ურთიერთობა. მათი საუბარი მამის გულს შეეხო; შედეგად მთელმა ოჯახმა დაიწყო ბიბლიის შესწავლა.
გარკვეული დროის შემდეგ არტურმა ბიბლიიდან გაიგო, რატომ უშვებს ღმერთი ადამიანთა ტანჯვას, და აშკარად დაინახა სიცოცხლის აზრი. ოჯახის სხვა სამ წევრთან ერთად არტურმა გააკეთა არჩევანი, რაც მას სანანებელი არ გახდომია. მან იეჰოვას მიუძღვნა სიცოცხლე. „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იეჰოვამ ჭეშმარიტება გამაცნო და მიხსნა მეტოქეობის სულისგან, რომელიც პროფესიონალ მუსიკოსებს შორის არსებობს. ეს ადამიანები წარმატების მისაღწევად არაფერზე იხევენ უკან“.
არტურს დღემდე უყვარს მეგობრების წრეში ვიოლინოზე დაკვრა, მაგრამ ამას მის ცხოვრებაში პირველი ადგილი აღარ უკავია. მისთვის უმთავრესი ღვთის მსახურებაა. ის იეჰოვას მოწმეთა ერთ-ერთ ფილიალში მსახურობს. მდიდარი ახალგაზრდა მმართველისგან განსხვავებით, თქვენც შეგიძლიათ არტურისა და მილიონობით სხვა ადამიანის მსგავსად გახდეთ იესოს მიმდევარი ანუ ისეთი არჩევანი გააკეთოთ, რომელიც უდიდესს ბედნიერებას მოგიტანთ.
[სურათი 6 გვერდზე]
თქვენმა არჩევანმა შეიძლება გავლენა იქონიოს სხვებზე
[სურათი 7 გვერდზე]
დაიწყებთ ბიბლიის შესწავლას და გახდებით იესოს მიმდევარი?