არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„გაოცებული ვიყავი მისი სიმტკიცით“

„გაოცებული ვიყავი მისი სიმტკიცით“

„გაოცებული ვიყავი მისი სიმტკიცით“

გიუნტერ გრასმა, გერმანელმა მწერალმა, რომელსაც 1999 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა, 2006 წელს გამოაქვეყნა წიგნი, სადაც თავისი ცხოვრება აღწერა. ის იხსენებს იმ დროს, როდესაც ესესმა (გერმანიის დაცვის რაზმმა) ერთ-ერთ ქვედანაყოფში გაიწვია. გიუნტერ გრასი იხსენებს ერთ კაცს, რომელმაც მასზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ეს დღემდე ახსოვს, თუმცა მას შემდეგ სამოცი წელი გავიდა. ის კაცი რწმენის გამო იდევნებოდა, მაგრამ სიმტკიცეს არ კარგავდა.

გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში“ დაბეჭდილ ინტერვიუში გრასმა სწორედ ეს ადამიანი გაიხსენა, რომელიც ცოცხალი თავით არ იღებდა ხელში იარაღს. გრასმა აღნიშნა, რომ ის არ „ემხრობოდა იმ დროისათვის გავრცელებულ არც ერთ იდეოლოგიას, არც ნაციზმს, არც კომუნიზმს და არც სოციალიზმს. იგი იეჰოვას მოწმე იყო“. გრასს არ ახსოვს იმ მოწმის სახელი, მაგრამ ისეთი მეტსახელით იხსენიებს, რომლის მნიშვნელობაცაა „ჩვენ ასე არ ვაკეთებთ“. იეჰოვას მოწმეებმა დაადგინეს იმ ადამიანის ვინაობა. ის იოაკიმ ალფერმენი იყო. იგი არაერთხელ სცემეს, ბევრჯერ შეურაცხყოფაც მიაყენეს და ბოლოს კარცერში ჩასვეს. მაგრამ ალფერმენი მაინც ვერ გატეხეს და ვერ ააღებინეს იარაღი ხელში.

„გაოცებული ვიყავი მისი სიმტკიცით, — აღნიშნა გრასმა. — ვფიქრობდი, ამდენს როგორ უძლებს-მეთქი“. ღვთისადმი ალფერმენის ერთგულების შერყევა არაერთხელ სცადეს; ბოლოს, 1944 წლის თებერვალში იგი შტუტჰოფის საკონცენტრაციო ბანაკში გადააგზავნეს; თუმცა 1945 წლის აპრილში გაათავისუფლეს. ის სიკვდილამდე, 1998 წლამდე, ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას.

ალფერმენთან ერთად გერმანიაში და ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ქვეყნებში რწმენის გამო დაახლოებით 13 400 მოწმე გახდა სისასტიკის მსხვერპლი. ისინი ბიბლიურ მითითებას ასრულებდნენ, პოლიტიკურად ნეიტრალურები რჩებოდნენ და ხელში იარაღს არ იღებდნენ (მათე 26:52; იოანე 18:36). დაახლოებით 4 200 მოწმე გაგზავნეს საკონცენტრაციო ბანაკებში, სადაც 1 490 მათგანი დაიღუპა. მათი სიმტკიცე დღესაც ბევრს აოცებს, მიუხედავად იმისა, რომ მათგან განსხვავებული რწმენა აქვთ.

[სურათი 32 გვერდზე]

იოაკიმ ალფერმენი