არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„კრავთან ერთად გამარჯვებით“ გახარებული

„კრავთან ერთად გამარჯვებით“ გახარებული

„კრავთან ერთად გამარჯვებით“ გახარებული

კერი ბარბერმა 1971 წელს თავის წერილში გაიხსენა ჭეშმარიტი ღვთისადმი მსახურების პირველი 50 წელი: „იეჰოვას მსახურებაში გატარებული წლები მართლაც საუკეთესო წლებია. ღვთის ხალხთან ურთიერთობას, სატანის ბოროტი ქვეყნიერებისგან თავის დაცვას, იმედს, რომ კრავთან, იესო ქრისტესთან ერთად გაიმარჯვებ, და იეჰოვას მიერ გამოვლენილ სიყვარულს სიმშვიდე და კმაყოფილება მოაქვს, რაც იცავს გულს და საბოლოო გამარჯვების უტყუარ იმედს გინერგავს“.

1977 წლიდან ძმა ბარბერი, სულითცხებული ქრისტიანი, 30 წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი იყო. ის მოთმინებით ელოდა „კრავთან ერთად გამარჯვებას“. ძმა ბარბერი 2007 წლის 8 აპრილს, კვირას, 101 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის სიკვდილამდე ღვთის ერთგული მსახური იყო (1 კორინთელები 15:57).

კერი ბარბერი დაიბადა 1905 წელს ინგლისში; იგი 1921 წელს მოინათლა უინიპეგში (კანადა). ორი წლის შემდეგ ის და მისი ტყუპისცალი ძმა ნორმანი ბრუკლინში (ნიუ-იორკი) ჩავიდნენ, რომ ძმებს ახალ პროექტში დახმარებოდნენ. ამ პერიოდში იეჰოვას მსახურებმა დაიწყეს წიგნების გამოცემა, რათა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა მთელ მსოფლიოში ექადაგათ (მათე 24:14). თავიდან ძმა ბარბერი პატარა სტამბაში მუშაობდა. პუბლიკაციების გარდა სტამბაში იბეჭდებოდა იმ სასამართლო საქმეთა დეტალები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოს უნდა განეხილა. შემდეგ ძმა ბარბერი სამსახურებრივ განყოფილებაში მუშაობდა, რომელიც კრებებს და სამქადაგებლო საქმიანობას ზედამხედველობს.

ბარბერი უკვე გამოცდილი ძმა იყო, როცა 1948 წელს მიმომსვლელი ზედამხედველი გახდა. მას ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ ნაწილში კონგრესებზე მოხსენებებით გამოსვლა და კრებების მონახულება ევალებოდა. მან აღნიშნა, რომ ყველაზე მეტ სიამოვნებას მას სამქადაგებლო მსახურება ჰგვრიდა. ბევრ და-ძმას მიეცა ძმა ბარბერთან ურთიერთობის საშუალება. გამჭრიახი გონება და ენთუზიაზმი მას მაშინაც დაეხმარა, როდესაც „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 26-ე კლასში მიიწვიეს. იქ მან გაიცნო კანადელი და სიდნი ლი ბრიუერი. სკოლის დამთავრების შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. მათი თაფლობის თვე ჩიკაგომდე (ილინოისი) მგზავრობით შემოიფარგლებოდა, სადაც ერთად განაგრძეს კრებების მონახულება. და ბარბერი ოცი წლის განმავლობაში ერთგულად ედგა მეუღლეს მხარში მიმოსვლითი მსახურების დროს.

კერი ბარბერმა სარაიონო და საოლქო ზედამხედველად თითქმის 30 წელი იმსახურა და ამდენივე ხანი ხელმძღვანელი საბჭოს წევრად. მათ, ვისაც ბარბერის გაცნობის საშუალება მიეცა, დიდხანს ემახსოვრებათ მისი მოხსენებები და გამამხნევებელი აზრები. ჩვენ ვხარობთ ‘კრავთან ერთად მისი გამარჯვებით’.