არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მხოლოდ დღევანდელი დღით უნდა ვიცხოვროთ?

მხოლოდ დღევანდელი დღით უნდა ვიცხოვროთ?

მხოლოდ დღევანდელი დღით უნდა ვიცხოვროთ?

„დრო ისე სწრაფად გადის, რომ მომავალზე საერთოდ არ ვფიქრობ“, — ეს სიტყვები ეკუთვნის ცნობილ მეცნიერს ალბერტ აინშტაინს. ბევრ ადამიანს აქვს მსგავსი აზრი: „რატომ შევიწუხო თავი მომავალზე ფიქრით“, „ნუ იფიქრებ ხვალინდელ დღეზე“, „დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელ ქათამსო“ და ასე შემდეგ.

ასეთი შეხედულება ახალი არ არის. ჯერ კიდევ ეპიკურელებს ჰქონდათ დევიზი: „ჭამე, სვი და ისიამოვნე. დანარჩენზე ნუ იფიქრებ“. პავლე მოციქულის თანამედროვეებსაც მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდათ: „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით“ (1 კორინთელები 15:32). ისინი ფიქრობდნენ, რომ ადამიანმა დრო მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს, რადგან ერთხელ მოდის ქვეყანაზე.

მაგრამ დედამიწის მოსახლეობის უმეტესობა დროს მაქსიმალურად იმიტომ როდი იყენებს, რომ სიამოვნებისკენ ისწრაფვის. ბევრს გაუსაძლისი მდგომარეობა აიძულებს, არსებობისთვის იბრძოლოს. რატომ უნდა იფიქრონ მათ ხვალინდელ დღეზე, როცა მომავლის იმედი არ გააჩნიათ?

უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე?

ვინც შედარებით უკეთესად ცხოვრობს, ხშირად ისინიც კი უაზრობად თვლიან ხვალინდელ დღეზე ფიქრს; ამბობენ, რა ძალა გვადგასო. ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ მომავლის დაგეგმვას იმედგაცრუება მოჰყვება. მაგალითად, ძველად მცხოვრები ღვთის მსახური იობი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, როცა ‘გეგმები ჩაეშალა’ და დაკარგა ყველაფერი, რაც მის ოჯახს ბედნიერ მომავალს უქადდა (იობი 17:11; ეკლესიასტე 9:11).

შოტლანდიელმა პოეტმა რობერტ ბერნსმა გასაჭირში მყოფი ადამიანები შეადარა მინდვრის თაგვს, რომელსაც შემთხვევით გუთნით სორო დაუნგრია. თავზარდაცემულმა თაგვმა თავის სახსნელად აქეთ-იქით დაიწყო სირბილი. როგორც პოეტი ამბობს, ჩვენც ხშირად ვიმყოფებით ისეთ სიტუაციაში, როცა კარგად მოფიქრებული გეგმებიც კი იშლება, რადგან თავს ზემოთ ძალა არ არის.

ნიშნავს ეს იმას, რომ აზრი არა აქვს ხვალინდელ დღეზე ფიქრს? მაგალითად, თუ წინასწარ არ მოემზადები მოსალოდნელი სტიქიური უბედურებისთვის, ამას შეიძლება ტრაგიკული შედეგები მოჰყვეს. თუ მოსახლეობა წინასწარ მიიღებდა ზომებს, გაცილებით ნაკლები არ იქნებოდა ქარიშხალ კატრინათი გამოწვეული ზარალი?!

თქვენ რას ფიქრობთ? გონივრულია, მხოლოდ დღევანდელი დღით ვიცხოვროთ? ვნახოთ შემდეგი სტატია.

[სურათები 3 გვერდზე]

„ჭამე, სვი და ისიამოვნე. დანარჩენზე ნუ იფიქრებ“

[სურათი 4 გვერდზე]

თუ მოსახლეობა წინასწარ მიიღებდა ზომებს, გაცილებით ნაკლები არ იქნებოდა ქარიშხალ კატრინათი გამოწვეული ზარალი?!

[საავტორო უფლება]

U.S. Coast Guard Digital