„გთხოვთ, მიიღოთ ჩემგან ეს მოკრძალებული საჩუქარი“
„გთხოვთ, მიიღოთ ჩემგან ეს მოკრძალებული საჩუქარი“
ეს სიტყვები ეწერა წერილში, რომელიც იეჰოვას მოწმეთა რუსეთის ფილიალმა მიიღო. წერილი შალის წინდებით სავსე ყუთში იდო.
საჩუქარი 67 წლის დისგან, ალასგან იყო, რომელიც იეჰოვას მოწმეა და რუსეთში შორეული აღმოსავლეთის ერთ-ერთ კრებაში მსახურობს. ის ათ წელზე მეტია, რაც იეჰოვას ემსახურება და სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას გულმოდგინედ ქადაგებს. მოულოდნელად ის ინსულტის შედეგად პარალიზებული გახდა, მაგრამ სიყვარულით აღძრული ისევე მოიქცა, როგორც პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანი ქურციკი, რომელიც თანამორწმუნეებს ტანსაცმელს უკერავდა (საქმეები 9:36, 39).
წერილში ალამ აღნიშნა: „ფეხებს ვეღარ ვამოძრავებ, მაგრამ ხელების მოძრაობა შემიძლია. ამიტომ წერილებს ვწერ და ასე ვქადაგებ“. შემდეგ კი დასძინა: „რადგან ხელები ჯერ კიდევ მემორჩილება, რამდენიმე წყვილი თბილი წინდის მოქსოვა გადავწყვიტე. მინდა ეს წინდები იმ ძმებმა და დებმა ჩაიცვან, რომლებიც ცივ შორეულ აღმოსავლეთსა და ციმბირში ააშენებენ სამეფო დარბაზებს“.
იესო ქრისტემ თავის ჭეშმარიტ მიმდევართა შესახებ თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:35). ალას მსგავსად სიყვარულის გამოვლენა იესოს ჭეშმარიტი მოწაფეობის ნიშანია.