არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რამდენად შესაძლებელია მსოფლიო ერთიანობის მიღწევა?

რამდენად შესაძლებელია მსოფლიო ერთიანობის მიღწევა?

რამდენად შესაძლებელია მსოფლიო ერთიანობის მიღწევა?

აღწევს მსოფლიო მშვიდობას, თუ კატასტროფის ზღვარზე დგას? შეიძლება ერთიც დასაშვები იყოს და მეორეც.

გამოჩენილი პოლიტიკოსები დარწმუნებით საუბრობენ იმაზე, რომ მსოფლიო მშვიდობის მიღწევა სავსებით რეალურია, რადგან საპირისპირო აზრის გაფიქრებაც კი ზარავთ. თუმცა ბევრს აღელვებს ისეთი კითხვები, როგორიცაა: „რომელი ქვეყნები ფლობენ მასობრივი განადგურების იარაღს? გამოიყენებენ თუ არა, და თუ გამოიყენებენ, რა მოჰყვება ამას?

ისტორიის განმავლობაში ყოველთვის არსებობდა ერებს შორის მეტოქეობა და სიძულვილი, რაც ერთიანობის მიღწევას შეუძლებელს ხდიდა; ხშირად ცეცხლზე ნავთს რელიგია ასხამდა, ნაცვლად იმისა, რომ ჩაექრო. „ნებისმიერმა მოქმედებამ, რომელიც ადამიანებს შორის დაპირისპირებას იწვევს, ადვილად შეიძლება გააღვივოს მტრობა. დაპირისპირებას კი ყველაზე მეტად რელიგია უწყობს ხელს, — წერს ჟურნალისტი ჯეიმზ ჰოთი. — საყოველთაოდ გავრცელებული აზრია, რომ რელიგია ხალხს აკეთილშობილებს, მაგრამ ფაქტია, რომ ზოგიერთს საშინელ ბოროტმოქმედად აქცევს“. მსგავსი მოსაზრება გამოთქვა მეცნიერმა სტივენ უაინბერგმა: „კარგ ადამიანებს ბოროტების ჩადენისკენ სწორედ რელიგია უბიძგებს“.

არსებობს მსოფლიო ერთიანობის მიღწევის იმედი? არსებობს. მაგრამ ერთიანობა ვერ მიიღწევა ვერც ადამიანის და ვერც ადამიანთა მიერ შექმნილი რელიგიების წყალობით. ამაზე მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.

[ჩანართი 3 გვერდზე]

მსოფლიო იმ ხელყუმბარის მსგავსია, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს