გახსოვთ თუ არა?
გახსოვთ თუ არა?
ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას.
• რატომ არ კარგავს „ძველი აღთქმა“ თავის ფასეულობას?
„ძველი აღთქმის“ ავტორი არის არა უმოწყალო ღვთაება, არამედ მოსიყვარულე ღმერთი იეჰოვა. იესო და მისი მიმდევრები იყენებდნენ ებრაულ წერილებს. მათში ყოველდღიური ცხოვრებისთვის პრაქტიკული რჩევები და მომავლის იმედია მოცემული (9/1, გვერდები 4—7).
• რა გახდა აშკარა იმით, რომ ღმერთმა ადამისა და ევას შეცოდების შემდეგ ადამიანთა მოდგმის არსებობა დაუშვა?
6 000 წელზე მეტი გავიდა და აშკარად ჩანს, რომ სატანა მატყუარაა — მოკვდნენ როგორც ადამი და ევა, ისე მილიონობით მათი შთამომავალი. დრომ აჩვენა, რომ ადამიანები ღვთისგან დამოუკიდებლად ვერ იცოცხლებდნენ; აგრეთვე მათ არც უფლება ჰქონდათ და არც შეეძლოთ საკუთარი ნაბიჯების წარმართვა (9/15, გვერდები 6, 7).
• რატომ არ განისაჯა იაკობი, როდესაც მამას უთხრა, რომ ესავი იყო?
იაკობს ჰქონდა მამისგან კურთხევის მიღების უფლება, რადგან მან ესავისგან იყიდა პირმშოობა. ისაკს არაფერი შეუცვლია, როდესაც გაიგო, რომ იაკობი აკურთხა. აგრეთვე აშკარაა, რომ ღმერთს, რომელსაც შეეძლო ჩარევა, სურდა, იაკობი ყოფილიყო კურთხეული (10/1, გვერდი 31).
• როგორ ეწინააღმდეგება ევოლუციის თეორიას ის ფაქტი, რომ ადამიანებს აქვთ სინდისი?
ნებისმიერი ერის ადამიანებს სურთ, დაეხმარონ სხვებს, მაშინაც კი, როდესაც ეს სიცოცხლის ფასად უჯდებათ. ასეთ უანგარო ალტრუიზმს ვერ გამოავლენდა ადამიანი, თუ ის იქნებოდა ცხოველი, რომელიც ნებისმიერ ფასად საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას ცდილობს (10/15, გვერდი 20).
• რის საფუძველზე შეგვიძლია იმის თქმა, რომ ღმერთი თავმდაბალია, და როგორ ავლენს ის ამ თვისებას?
ღმერთი უზენაესი მმართველი და შემოქმედია; ამიტომ მისი შესაძლებლობები, ჩვენგან განსხვავებით, შეზღუდული არ არის. მაგრამ 2 სამუელის 22:36-ის თანახმად, ღმერთი თავმდაბალია იმ გაგებით, რომ ის ზრუნავს თავმდაბალ ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენ ასიამოვნონ მას, და მათ მიმართ წყალობას ავლენს. ის, ასე ვთქვათ, ზეციდან დაბლა იხრება, რათა სიკეთე უყოს თავის მოშიშებს (11/1, გვერდები 4, 5).
• როგორ ადასტურებს ძველი თიხის ფირფიტები ბიბლიურ ცნობას?
არქეოლოგებმა სამარიაში აღმოაჩინეს თიხის ფირფიტები, რომლებზეც იესო ნავეს ძის 17:1—6-ში ჩაწერილი შვიდი საგვარეულო იყო მოხსენიებული. არადში ნაპოვნი თიხის ფირფიტები შეიცავს სამღვდელო ოჯახების შესახებ ინფორმაციას; აგრეთვე მოხსენიებულია ღვთის სახელი. ლაქიშის ფირფიტები მოგვითხრობს იუდაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობასა და საერთო არეულობაზე, რომელიც ბაბილონელების თავდასხმამდე იყო (11/15, გვერდები 12—14).
• რის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ წიგნი „მოციქულთა საქმეები“ ლუკამ დაწერა?
ლუკას სახარება და წიგნი „მოციქულთა საქმეები“ თეოფილესთვის არის მიწერილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს წიგნები ლუკამ დაწერა. ნაცვალსახელების „ჩვენ“ და „ჩვენის“ გამოყენება ცხადყოფს, რომ ლუკა თავად იღებდა ზოგ მოვლენაში მონაწილეობას (საქმეები 16:8—15; 11/15, გვერდი 18).
• როგორია ქრისტიანული თვალსაზრისი ნადირობისა და თევზაობის შესახებ?
ნოეს დროიდან ღმერთმა ადამიანებს ნება დართო, დაეკლათ ცხოველები და ეჭამათ. მაგრამ ჭამამდე ცხოველისგან სისხლი უნდა გამოეშვათ, საიდანაც ჩანს, რომ ცხოველის სიცოცხლეს დაფასება სჭირდება, რადგან ღმერთმა მისცა მას დასაბამი. ქრისტიანებმა არ უნდა დახოცონ ცხოველები გართობისა თუ შეჯიბრების მიზნით. მნიშვნელოვანია კეისრის კანონის დაცვა და სხვების სინდისის გათვალისწინება (რომაელები 14:13; 12/1, გვერდი 31).