„ძვირფასი საჩუქარი“
„ძვირფასი საჩუქარი“
ასე უწოდა ბელგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა წიგნს „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“ *. ეს წიგნი მას მეზობელმა მიუტანა და მანაც სიამოვნებით აიღო. ამ ყოფილმა სახელმწიფო მოხელემ მოგვიანებით მეზობელს სამადლობელი წერილი მისწერა: „ძალიან მესიამოვნა, რომ თბილად მომიკითხეთ და კიდევ უფრო მესიამოვნა თქვენგან ძვირფასი საჩუქრის, ყველაზე დიდებული ადამიანის შესახებ წიგნის მიღება“.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა წიგნის წაკითხვის შემდეგ დაწერა: „მსოფლიო სრულიად სხვაგვარი იქნებოდა ადამიანები მეტ ინტერესს რომ ავლენდნენ სახარებებისადმი, და ცხოვრებაში იყენებდნენ იესო ქრისტეს პრინციპებს. აღარ იქნებოდა საჭირო უსაფრთხოების საბჭო; არც ტერორისტული თავდასხმები იქნებოდა და არც ბოროტმოქმედება“. თუმცა მისი აზრით, წიგნში არარეალური სურათი იყო დახატული, ის მაინც დიდად მადლობელი იყო მეზობლის.
წერილში შემდეგ ნათქვამი იყო: „თქვენ კეთილი ნების მქონე იმ ხალხთა ჯგუფის წარმომადგენლები ხართ, რომლებიც არც ოპტიმისტები არიან და არც პესიმისტები, არამედ ყველაში და ყველაფერში კარგს ხედავენ“.
იეჰოვას მოწმეებს სწამთ, რომ მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლის ღვთის ჩარევა და არა ადამიანთა მცდელობა. ისინი ცდილობენ, მიჰბაძონ ყველაზე დიდებულ ადამიანს — იესო ქრისტეს. ბოლო დროს იეჰოვას მოწმეებმა ხომ არ მოგაკითხეს სახლში? თქვენთვის სასიამოვნო იქნებოდა ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანის შესახებ მათთან საუბარი. მოწმეები სიამოვნებით მოგიტანდნენ წიგნს, რომელიც ასე მოეწონა ყოფილ პრემიერ-მინისტრს.
[სქოლიო]
^ აბზ. 2 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.