„გალაადის“ კურსდამთავრებულებს მოუწოდეს, „თხრა დაიწყონ“
გალაადის 123-ე კლასის გამოშვება
„გალაადის“ კურსდამთავრებულებს მოუწოდეს, „თხრა დაიწყონ“
შაბათს, 2007 წლის 8 სექტემბერს „საგუშაგო კოშკის“ სკოლა „გალაადის“ 123-ე კლასის გამოსაშვებ პროგრამას 41 ქვეყნიდან ჩასული 6 352 სტუმარი დაესწრო. პროგრამა დილის 10:00-ზე ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ანტონი მორისმა გახსნა. შესავალი სიტყვის შემდეგ მან გამოაცხადა პირველი მომხსენებელი, ამერიკის შეერთებული შტატების ფილიალის კომიტეტის წევრი, გარი ბრო.
ძმა ბრომ კურსდამთავრებულები დაარწმუნა, რომ ფიზიკური გარეგნობის მიუხედავად, ყველა, ვინც იეჰოვას ნებას ასრულებს, მის თვალში მშვენიერია (იერ. 13:11). მან კურსდამთავრებულებს მოუწოდა, შეენარჩუნებინათ შინაგანი სილამაზე. შემდეგი მოხსენებით გამოვიდა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი გერიტ ლოში. მან აღნიშნა, რომ სავსებით ბუნებრივია, თუ იეჰოვას მსახური მისგან ჯილდოს ელის (ებრ. 11:6). მაგრამ ჩვენ, პირველ რიგში, სიყვარული უნდა გვამოძრავებდეს.
ამის შემდეგ მოხსენებით გამოვიდა თეოკრატიული სკოლების განყოფილების * ზედამხედველი, უილიამ სამუელსონი. მან კურსდამთავრებულები წაახალისა, რომ გაეგრძელებინათ ღირსეული საქმე და ყველასთვის ემცნოთ ტახტზე ასული მეფის შესახებ; ამავე დროს, თავიანთი საქციელით დაემტკიცებინათ, რომ ღირსეული ადამიანები არიან. ამ განყოფილების ზედამხედველის დამხმარემ, სემ რობერსონმა კურსდამთავრებულებს მოუწოდა, რომ სხვებში ყოველთვის კარგი დაენახათ. ამგვარად, ისინი უფრო ‘შეიყვარებდნენ მთელ საძმოს’ (1 პეტ. 2:17).
ამ წამახალისებელი მოხსენებების შემდეგ სკოლა „გალაადის“ ინსტრუქტორმა, მარკ ნიუმარმა ინტერვიუ აიღო კურსდამთავრებულებისგან. ისინი მოყვნენ სამქადაგებლო მსახურების შემთხვევებს, რომლებიც მათ „გალაადში“ სწავლის პერიოდში ჰქონდათ. მათი მონაყოლიდან გამოჩნდა, რა ძლიერ უყვართ მსახურება და ხალხის დახმარების რამდენად დიდი სურვილი აქვთ. შემდეგ პატერსონის ბეთელის ოფისის თანამშრომელმა კენტ ფიშერმა ინტერვიუ აიღო იმ სამი ქვეყნის ფილიალის კომიტეტის წევრებისგან, სადაც მისიონერები მსახურობენ. ამ მოწიფული ძმების სიტყვებმა ყველა, მათ შორის კურსდამთავრებულთა მშობლები, დაარწმუნა, რომ ახალ მისიონერებზე კარგად ზრუნავენ. ამის შემდეგ მთარგმნელთა მომსახურების განყოფილების თანამშრომელმა, ისაკ მარეიმ, ინტერვიუ აიღო გამოცდილი მისიონერებისგან. მათი ინტერვიუების მოსმენის შემდეგ კურსდამთავრებულებს მსახურების სურვილი გაუძლიერდათ.
პროგრამის მთავარი მოხსენება წარმოთქვა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ჯეფრი ჯექსონმა. მოხსენების სათაური იყო „როგორ მოიქცევით ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ?“. ძმა ჯექსონმა, რომელიც წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში დაახლოებით 25 წელი მსახურობდა მისიონერად, მთაზე ქადაგების ბოლო მონაკვეთი განიხილა. მთაზე ქადაგების დროს იესომ მოიყვანა გონიერი და მათ. 7:24—27; ლუკ. 6:48).
უგუნური კაცის მაგალითი, რომლებმაც სახლები აიშენეს. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ შესაძლოა ორივემ ერთსა და იმავე ტერიტორიაზე აიშენა სახლი. უგუნურმა სახლი ქვიშაზე აიშენა, გონიერმა კი მანამ თხარა, სანამ კლდოვან ადგილს არ მიაგნო. როდესაც ქარიშხალი ამოვარდა, კლდოვან ადგილზე აშენებული სახლი არ დაინგრა, ქვიშაზე აშენებული კი დაინგრა (იესომ უგუნურ კაცს შეადარა ის ადამიანები, ვინც მხოლოდ ისმენდა იესოს სწავლებებს. გონიერი კაცი კი შეადარა მათ, ვინც არა მხოლოდ ისმენდა იესოს სწავლებებს, არამედ ცხოვრებაშიც იყენებდა. ძმა ჯექსონმა კურსდამთავრებულებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „თუ მისიონერული მსახურების დროს გამოიყენებთ იმას, რაც სკოლაში ბიბლიიდან ისწავლეთ, თქვენ გონიერი კაცის მსგავსნი იქნებით“. ბოლოს, მან მოუწოდა კურსდამთავრებულებს, ‘დაეწყოთ თხრა’ იქ, სადაც დაინიშნებოდნენ.
პროგრამის ბოლოს კურსდამთავრებულებმა მიიღეს დიპლომები და გაიგეს, თუ ვინ სად იმსახურებდა. ამის შემდეგ ძმა მორისმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვა. მან მოუწოდა კურსდამთავრებულებს, რომ ყოველთვის გაჰყოლოდნენ იესოს და იეჰოვას ძალაზე ყოფილიყვნენ დაიმედებულნი. ასე დასრულდა გამოსაშვები პროგრამა.
[სქოლიო]
^ აბზ. 5 თეოკრატიული სკოლების განყოფილება, რომელსაც სასწავლო კომიტეტი მეთვალყურეობს, ზედამხედველობს სკოლა „გალაადს“, აგრეთვე სკოლებს ფილიალის კომიტეტების წევრებისა და მიმომსვლელი ზედამხედველებისთვის.
[ჩარჩო 31 გვერდზე]
კლასის სტატისტიკური მონაცემები
წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობა: 10
ქვეყნების რაოდენობა, სადაც მისიონერები დაინიშნენ: 24
სტუდენტების რაოდენობა: 56
საშუალო ასაკი: 33,5
ჭეშმარიტებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 17,9
სრული დროით მსახურებაში გატარებული წლების რაოდენობა 13,8
[სურათი 32 გვერდზე]
„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 123-ე კლასი
რიგები დანომრილია ქვემოდან ზემოთ, გვარები კი მოცემულია მარცხნიდან მარჯვნივ.
1) ე. ესპარსა, ს. პაპაია, ა. ბილალი, მ. სუარესი, ი. ევერსი, კ. დიმიჩინო; 2) მ. როუზა, რ. ფუჯიი, ო. რეიტი, ჯ. ლევეტონი, მ. ვან ლიმპუტენი; 3) ა. ბოსკაიენოუ, კ. ბეკი, ჰ. ბუდანოვა, კ. ბრაზი, კ. პელცი, ა. სიაუ; 4) ს. ლევეტონი, ჰ. სანტიკო, ს. კონტი, ჯ. უილსონი, ჯ. რაილეტი, შ. პირსი, კ. ფუჯიი, 5) დ. როუზა, მ. ბოსკაიენოუ, ვ. ოსტინი, პ. როდიელი, პ. ბილალი, პ. დიმიჩინო; 6) ბ. რეიტი, დ. ჩიზიკი, კ. კლარკი, ა. რიდელი, ფ. ესპარსა, პ. სიაუ, ტ. ვან ლიმპუტენი; 7) ხ. როდიელი; ჯ. ევერსი, ჯ. გრინი, ჯ. ჩიზიკი, მ. სანტიკო, მ. რაილეტი; 8) ლ. პელცი, დ. ოსტინი, ტ. რიდელი, მ. ბეკი, უ. პირსი, ს. კონტი, ს. გრინი; 9) ხ. სუარესი, ჯ. კლარკი, ს. პაპაია, მ. ბუდანოვი, რ. უილსონი, რ. ბრაზი.