იყავით გონიერნი, გაწონასწორებულნი
იყავით გონიერნი, გაწონასწორებულნი
„კვლავ შეახსენე მათ . . . იყვნენ . . . გონიერნი“ (ტიტ. 3:1, 2).
1, 2. რას ამბობს ბიბლია გონიერების შესახებ და რატომ არის მართებული მისი გამოვლენა?
იეჰოვას, ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამის, სიბრძნე განუზომელია. რადგან მისი შექმნილი ვართ, გვსურს, მან გვიხელმძღვანელოს (ფსალმ. 48:14). ქრისტიანი მოწაფე იაკობი გვეუბნება: „ზემოდან მომავალი სიბრძნე კი, პირველ ყოვლისა, წმინდაა, მერე მშვიდობიანი, ახასიათებს გონიერება და მზად არის მორჩილებისთვის, სავსეა გულმოწყალებითა და კარგი ნაყოფით, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცოა“ (იაკ. 3:17).
2 „ყველასთვის ცნობილი გახდეს თქვენი კეთილგონიერება“, — მოგვიწოდებს მოციქული პავლე * (ფილ. 4:5). ქრისტე იესო უფალი და კრების თავია (ეფეს. 5:23). ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული გონივრულად მოვიქცეთ — მივყვეთ ქრისტეს ხელმძღვანელობას და სხვებთან ურთიერთობისას მათი გრძნობები გავითვალისწინოთ.
3, 4. ა) მოიყვანეთ მაგალითი, თუ რა სარგებლობა მოაქვს მორჩილებას? ბ) რას განვიხილავთ?
3 გონიერებას სათანადოდ უნდა ვავლენდეთ. მაგალითად, მას შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში ტერორისტების თავდასხმის საშიშროების შესახებ შეიტყვეს, მგზავრები მზად იყვნენ, გონიერება გამოევლინათ და მითითებებს დამორჩილებოდნენ; მაგალითად, თვითმფრინავში არ შეეტანათ გარკვეული ნივთები, რომლის შეტანის უფლებაც მანამდე ჰქონდათ. აგრეთვე, მანქანის მართვისას მხედველობაში ვიღებთ სხვა მძღოლებს და წრიულად ვმოძრაობთ, რათა ყველამ უსაფრთხოდ და ყოველგვარი შეფერხების გარეშე იმგზავროს.
4 მრავალი ჩვენგანისთვის ადვილი არ არის გონიერების გამოვლენა. ამ თვისების გამოვლენაში დაგვეხმარება სტატიაში განხილული სამი რამ: ჩვენი მოტივები, ხელისუფლებისადმი ჩვენი დამოკიდებულება და იმის განსაზღვრა, თუ რა შეიძლება დავთმოთ.
რატომ უნდა ვიყოთ მორჩილები და გავითვალისწინოთ სხვები?
5. რა აღძრავდა მონას ბატონთან დასარჩენად?
5 ქრისტიანობამდელი პერიოდის ერთი მაგალითი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რამ უნდა აღგვძრას მორჩილებისკენ, რითაც გონიერებას გამოვავლენთ. მოსეს კანონის თანახმად, ებრაელი მონა მონობის მეშვიდე წელს ან საიუბილეო წელს (რომელიც უფრო ადრე დადგებოდა) უნდა გაეთავისუფლებინათ. მაგრამ მას შეეძლო ბატონთან დარჩენა ერჩია (წაიკითხეთ გამოსვლის 21:5, 6). რატომ? მონას სიყვარული აღძრავდა, კვლავ თავისი ბატონისთვის ემსახურა.
6. რა გავლენას ახდენს სიყვარული მოყვასის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებაზე?
6 იეჰოვას სიყვარული ჩვენც აღგვძრავს, თავი მივუძღვნათ მას და მიძღვნის თანახმად ვიცხოვროთ (რომ. 14:7, 8). „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს, მისი მცნებები კი დამამძიმებელი არ არის“, — დაწერა მოციქულმა იოანემ (1 იოან. 5:3). ასეთი სიყვარული თავისას არ ეძებს (1 კორ. 13:4, 5). მოყვასის სიყვარული აღგვძრავს, გამოვავლინოთ გონიერება, გავითვალისწინოთ ის და მისი ინტერესები ჩვენს ინტერესებზე წინ დავაყენოთ. ნაცვლად იმისა რომ ეგოისტები ვიყოთ, საჭიროა მხედველობაში მივიღოთ სხვები (ფილ. 2:2, 3).
7. მსახურების დროს რისკენ აღგვძრავს სხვისი შეხედულებების გათვალისწინება?
ეფეს. 4:29). მართლაც, სიყვარული აღგვძრავს, მოვერიდოთ ყველაფერს, რამაც შეიძლება სხვა სოციალური ფენისა და კულტურის ადამიანი დააბრკოლოს და იეჰოვას მსახურებაში ხელი შეუშალოს. ამისათვის ხშირად საჭიროა, გავითვალისწინოთ სხვები. მაგალითად, მისიონერი დები ისეთ ქვეყნებში დანიშვნის შემდეგ, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა უზნეობად მიიჩნევს კოლგოტისა თუ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას, უარს ამბობდნენ როგორც ერთზე, ისე მეორეზე, სხვები რომ არ დაებრკოლებინათ (1 კორ. 10:31—33).
7 ჩვენმა ლაპარაკმა და მოქმედებამ სხვები არ უნდა დააბრკოლოს (8. როგორ გვეხმარება ღვთის სიყვარული, ვიყოთ „უმცირესი“?
8 ღვთის სიყვარული სიამაყის დაძლევაში გვეხმარება. როცა მოწაფეები იმაზე კამათობდნენ, თუ ვინ იყო მათ შორის უდიდესი, იესომ მათთან ბავშვი დააყენა და თქვა: „ვინც იღებს ამ ბავშვს ჩემი სახელით, მე მიღებს, და ვინც მე მიღებს, ჩემს გამომგზავნელსაც იღებს. ვინც თქვენ შორის ისე მოიქცევა, როგორც უმცირესი, ის იქნება დიდი“ (ლუკ. 9:48; მარ. 9:36). შეიძლება ჩვენთვის ადვილი არ იყოს, ვიყოთ „უმცირესი“. მემკვიდრეობით მიღებულმა არასრულყოფილებამ და სიამაყემ შეიძლება განდიდების სურვილი აღგვიძრას, მაგრამ თავმდაბლობა სხვების გრძნობების გათვალისწინებაში დაგვეხმარება, რითაც გონიერებას გამოვავლენთ (რომ. 12:10).
9. რატომ არის საჭირო მორჩილება?
9 გონიერება აღგვძრავს, დავემორჩილოთ ღვთის მიერ დანიშნულ ხელმძღვანელებს. ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი აღიარებს, რომ საჭიროა მეთაურობის პრინციპის დაცვა. მოციქულმა პავლემ ეს პრინციპი ნათლად ჩამოაყალიბა კორინთელებისთვის მიწერილ წერილში: „მინდა იცოდეთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი კაცია, ქრისტეს თავი კი ღმერთია“ (1 კორ. 11:3).
10. რა ცხადყოფს, რომ ვემორჩილებით იეჰოვას?
10 როდესაც ღვთის ხელმძღვანელობას ვემორჩილებით, ცხადვყოფთ, რომ ვენდობით ღმერთს და მოსიყვარულე მამად მივიჩნევთ. მან ყველაფერი იცის და შესაბამისად გვაკურთხებს. კარგია, გვახსოვდეს ეს მაშინ, როცა სხვები უპატივცემულოდ გვეპყრობიან ან ჩვენზე რისხვას ანთხევენ. პავლემ დაწერა: „რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან“. და განაგრძო: «ნუ იძიებთ შურს, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით ღვთის რისხვას, რადგან დაწერილია: „ჩემია შურისძიება, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა“» (რომ. 12:18, 19).
11. როგორ ცხადვყოფთ, რომ ვემორჩილებით ქრისტეს ხელმძღვანელობას?
11 ქრისტიანული კრების წევრები ღვთის მიერ დანიშნულ ხელმძღვანელებსაც უნდა დაემორჩილონ. გამოცხადების პირველ თავში ქრისტე იესოს მარჯვენა ხელში კრების „ვარსკვლავები“ უჭირავს (გამოცხ. 1:16, 20). ამ „ვარსკვლავებით“ წარმოდგენილია კრების უხუცესები, ანუ ზედამხედველები. ეს დანიშნული ზედამხედველები ემორჩილებიან ქრისტეს ხელმძღვანელობას და მის მსგავსად სხვებს რბილად ექცევიან. კრების ყველა წევრი იღებს იესოს დანიშნული „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ დროულად მოწოდებულ სულიერ საზრდოს (მათ. 24:45—47). დღეს ამ მასალის შესწავლა და გამოყენება ცხადყოფს, რომ ვემორჩილებით ქრისტეს ხელმძღვანელობას, ეს კი მშვიდობასა და ერთიანობას უწყობს ხელს (რომ. 14:13, 19).
რამდენად დამთმობნი უნდა ვიყოთ?
12. რატომ არ მივდივართ დათმობაზე ყველაფერში?
12 გონიერების გამოვლენა და გარკვეულწილად დათმობაზე წასვლა იმას არ ნიშნავს, რომ რწმენასა და ღვთის პრინციპებს ვთმობთ. როგორ მოიქცნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები, როდესაც რელიგიურმა წინამძღოლებმა იესოს სახელით სწავლება აუკრძალეს? პეტრემ და სხვა მოციქულებმა გაბედულად უპასუხეს: „ჩვენ ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“ (საქ. 4:18—20; 5:28, 29). ასე რომ, დღეს, როდესაც ხელისუფლება ცდილობს, შეაჩეროს სასიხარულო ცნობის ქადაგება, ჩვენ არ ვწყვეტთ ქადაგებას, თუმცა ვცვლით ქადაგების მეთოდებს, რათა სიტუაციის შესაბამისად ვიმოქმედოთ. თუ კარდაკარ მსახურება ჩვენს ქვეყანაში აკრძალულია, ვცდილობთ ხალხისთვის სასიხარულო ცნობის გადასაცემად სხვა საშუალებები გამოვნახოთ და ღვთის მიერ დაკისრებული დავალების შესრულება განვაგრძოთ. ასევე, როდესაც „უმაღლესი ხელისუფალნი“ შეხვედრების ჩატარებას გვიკრძალავენ, ჩვენ შეუმჩნევლად, პატარა ჯგუფებად ვიკრიბებით (რომ. 13:1; ებრ. 10:24, 25).
13. რა თქვა იესომ ძალაუფლების მქონე პირებთან დათმობაზე წასვლის შესახებ?
13 მთაზე ქადაგებისას იესომ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იყო ძალაუფლების მქონე პირებთან დათმობაზე წასვლა: „თუ ვინმე სასამართლოში გიჩივის და შენი ტანსაცმლის მისაკუთრება უნდა, მოსასხამიც მიეცი, და თუ ვინმე, ძალაუფლების მქონე, ერთ კილომეტრზე გაყოლას გაიძულებს, ორზე გაჰყევი“ (მათ. 5:40, 41) *. დათმობაზე წასვლა და სხვების დახმარების სურვილი აღგვძრავს, იმაზე მეტი გავაკეთოთ, ვიდრე მოგვეთხოვება (1 კორ. 13:5; ტიტ. 3:1, 2).
14. მიუხედავად იმისა, რომ დამთმობნი ვართ, რატომ არ მივდივართ კომპრომისზე განდგომილებთან?
14 დამთმობნი რომ ვიყოთ, საჭირო არ არის განდგომილებთან კომპრომისზე წასვლა. ჭეშმარიტების სიწმინდისა და კრების ერთიანობის შესანარჩუნებლად ამ მხრივ უკომპრომისობა მოგვეთხოვება. ცრუძმების შესახებ პავლემ დაწერა: „არ დავუთმეთ და ცოტა ხნითაც კი არ დავემორჩილეთ, რათა სასიხარულო ცნობის ჭეშმარიტება თქვენთან დარჩენილიყო“ (გალ. 2:4, 5). როდესაც განდგომილები გამოჩნდებიან, რაც იშვიათად ხდება, ერთგული ქრისტიანები მტკიცედ რჩებიან სიმართლის მხარეს.
ზედამხედველებმა სხვებს ანგარიში უნდა გაუწიონ
15. რას აკეთებენ ქრისტიანი უხუცესები ერთმანეთის აზრის გასათვალისწინებლად?
15 ქრისტიანი ძმა ზედამხედველად რომ დაინიშნოს, სხვებს ანგარიშს უნდა უწევდეს, რითაც გონიერებას გამოავლენს. პავლემ დაწერა: „ზედამხედველი უნდა იყოს . . . გონიერი [სხვებს ანგარიშს უნდა უწევდეს]“ (1 ტიმ. 3:2, 3). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც დანიშნული ძმები კრების საქმეებს აგვარებენ. გადაწყვეტილების მიღებამდე თითოეულ უხუცესს შეუძლია თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი, თუმცა აუცილებელი არ არის, რომ ყველამ რაღაც თქვას. საკითხის განხილვისას როდესაც უხუცესი ისმენს ბიბლიურ პრინციპებს, რომლებიც ამ კონკრეტულ შემთხვევას ეხება, მან შეიძლება თვალსაზრისი შეიცვალოს. ნაცვლად იმისა, რომ სხვების აზრი არ გაითვალისწინოს და ჯიუტად იდგეს თავის პირად შეხედულებაზე, მოწიფული უხუცესი მხედველობაში მიიღებს სხვების აზრს. შეიძლება თავიდან სრულიად განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეთ, მაგრამ ლოცვის დახმარებით მოკრძალებულ და დამთმობ უხუცესებს საბოლოოდ ერთობა ექნებათ (1 კორ. 1:10; წაიკითხეთ ეფესოელების 4:1—3).
16. როგორ უნდა ეპყრობოდნენ ქრისტიანი ზედამხედველები სამწყსოს?
16 ქრისტიანი უხუცესები ცდილობენ, ყველაფერში მიჰყვნენ თეოკრატიულ მითითებებს. ეს მაშინაც იგრძნობა, როდესაც ისინი ფარას მწყემსავენ; ამ დროს უხუცესები მხედველობაში იღებენ 1 პეტ. 5:2).
სხვების გრძნობებს და სათუთად ეპყრობიან ფარას. „მწყემსეთ თქვენთვის მობარებული ღვთის სამწყსო, — წერდა პეტრე, — ოღონდ არა იძულებით, არამედ ხალისით, არა უპატიოსნო შემოსავლის სიყვარულით, არამედ გულმოდგინებით“ (17. როგორ შეუძლია კრების ნებისმიერ წევრს სხვების გათვალისწინება?
17 კრების ხანდაზმული წევრები დიდად აფასებენ ახალგაზრდების დახმარებას და მათ მიმართ პატივისცემას ავლენენ. თავის მხრივ ახალგაზრდებიც აფასებენ ხანდაზმულებს, რომლებსაც იეჰოვას მსახურებაში მრავალი წლის გამოცდილება აქვთ (1 ტიმ. 5:1, 2). ქრისტიანი უხუცესები ხედავენ ძმებს, რომელთათვისაც გარკვეული პასუხისმგებლობის დაკისრება შეიძლება, და მათ ღვთის ფარის მწყემსვას ასწავლიან (2 ტიმ. 2:1, 2). თითოეულმა ქრისტიანმა უნდა გაითვალისწინოს ღვთის შთაგონებით დაწერილი პავლეს რჩევა: „გაუგონეთ მათ, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია და დაემორჩილეთ, რადგან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც ანგარიშვალდებულნი, რათა ამას სიხარულით აკეთებდნენ და არა ოხვრით, ვინაიდან ეს საზიანო იქნებოდა თქვენთვის“ (ებრ. 13:17).
მორჩილება ოჯახში
18. რატომ არის მართებული ოჯახში მორჩილების გამოვლენა?
18 მორჩილების გამოვლენა საჭიროა ოჯახშიც (წაიკითხეთ კოლოსელების 3:18—21). ბიბლიაში აღნიშნულია ქრისტიანული ოჯახის წევრების მოვალეობა. ქმარი არის ცოლის თავი; შვილების აღზრდაც, ძირითადად, მამის მოვალეობაა. ცოლებმა უნდა აღიარონ მეუღლის მეთაურობა და ბავშვებმაც უნდა გამოავლინონ მორჩილება, რაც მოსაწონია უფლისთვის. მორჩილების სათანადოდ გამოვლენა ხელს უწყობს ოჯახის ერთიანობასა და სიმშვიდეს. ამას თვალსაჩინოდ გვანახვებს ბიბლიაში მოცემული რამდენიმე მაგალითი.
19, 20. ა) რით განსხვავდება ერთმანეთისგან შვილების მიმართ ელისა და იეჰოვას დამოკიდებულება? ბ) რის სწავლა შეუძლიათ მშობლებს ამ მაგალითებიდან?
19 სამუელი პატარა იყო, როდესაც ისრაელში მღვდელმთავრად ელი მსახურობდა. ელის ვაჟები ხოფნი და ფინხასი უვარგისები იყვნენ და „არ ცნობდნენ იეჰოვას“. ელის ეუბნებოდნენ, რომ მისი შვილები ცუდად იქცეოდნენ; მან იცოდა, რომ ისინი კარვის შესასვლელთან მომსახურე ქალებთან მრუშობდნენ. როგორ რეაგირებდა ის? ელი მხოლოდ ეუბნებოდა, რომ იეჰოვას წინაშე შემცოდველზე ვერავინ ილოცებდა; მაგრამ ის არაფერს აკეთებდა მათ გამოსასწორებლად. შედეგად ელის ვაჟები განაგრძობდნენ ცოდვის ჩადენას. ბოლოს იეჰოვამ სამართლიანად გადაწყვიტა, რომ ისინი სიკვდილს იმსახურებდნენ. როცა ელიმ მათი 1 სამ. 2:12—17, 22—25, 34, 35; 4:17, 18).
სიკვდილის ამბავი გაიგო, ელიც მოკვდა. რა სამწუხარო დასასრულია! აშკარაა, რომ ელის პოზიცია არ იყო სწორი, რითაც თავის ვაჟებს ბოროტებაში ხელი შეუწყო (20 ვნახოთ, ელისგან განსხვავებით, როგორ მოექცა ღმერთი თავის ძეებს — ანგელოზებს. წინასწარმეტყველმა მიქაიამ მნიშვნელოვან ხილვაში იეჰოვა იხილა თავის ანგელოზებთან ერთად. იეჰოვამ იკითხა, თუ ვინ გაიტყუებდა ისრაელის მეფე ახაბს, რათა ეს ბოროტი მეფე ომში დაცემულიყო. იეჰოვამ სულიერი ძეებისგან სხვადასხვა აზრი მოისმინა. ერთმა ანგელოზმა თქვა, რომ ის გაიტყუებდა ახაბს. იეჰოვამ ჰკითხა, როგორ გააკეთებდა ამას; მოსმენილმა პასუხმა დააკმაყოფილა და ანგელოზი დავალების შესასრულებლად გაგზავნა (1 მეფ. 22:19—23). ამ შემთხვევიდან ქრისტიანული ოჯახის წევრებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ. ქრისტიანი ქმარი და მამა გონივრულად იქცევა, როდესაც მხედველობაში იღებს ცოლისა და შვილების აზრებსა თუ შეხედულებებს. თავის მხრივ, ცოლმა და შვილებმა საკუთარი აზრის გამოხატვის შემდეგ ქმრისა თუ მამისადმი მორჩილება უნდა გამოავლინონ, რადგან ღმერთმა მას მიანიჭა გადაწყვეტილების მიღების უფლება.
21. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
21 ჩვენ მადლიერები ვართ იმისათვის, რომ იეჰოვა სიყვარულით გვაძლევს ბრძნულ შეხსენებებს გონიერების გამოსავლენად (ფსალმ. 119:99). მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, როგორ უწყობს ხელს ოჯახურ ბედნიერებას გონიერების გამოვლენა.
[სქოლიოები]
^ აბზ. 2 მოციქული პავლეს მიერ გამოყენებული ბერძნული სიტყვა, რომელიც აქ „კეთილგონიერებად“ არის ნათარგმნი, შეუძლებელია ქართულად ყოველთვის ერთი და იმავე სიტყვით ითარგმნოს. ეს სიტყვა ნიშნავს მორჩილებას, საკუთარ უფლებებზე უარის თქმას, სხვების გათვალისწინებას და სხვებთან რბილ მიდგომას. ამ სიტყვას იყენებენ იმ ადამიანის დასახასიათებლად, რომელიც ჯიუტი არ არის, სხვის გრძნობებს ითვალისწინებს და დამთმობია. ამგვარად, ამ სიტყვას იყენებენ ისეთ გონიერ ადამიანთან მიმართებაში, რომელიც კანონის ზედმიწევნით დაცვას ან საკუთარი უფლებების დაცვას არ ითხოვს.
^ აბზ. 13 იხილეთ 2005 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკში“ სტატია „თუ ვინმე გაიძულებს ერთ კილომეტრზე გაყოლას . . .“, გვერდები 23—26.
როგორ უპასუხებთ?
• რა კარგი ნაყოფი გამოაქვს გონიერებას?
• როგორ შეუძლიათ ზედამხედველებს სხვისი აზრის გათვალისწინება?
• რატომ არის მნიშვნელოვანი ოჯახში მორჩილების გამოვლენა?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 4 გვერდზე]
უხუცესები ქრისტეს ჰბაძავენ და სხვებს რბილად ექცევიან
[სურათი 6 გვერდზე]
კრების უხუცესების შეხვედრის ლოცვით დაწყება და შეხვედრის მსვლელობისას ერთმანეთის აზრის გათვალისწინება ერთიანობას უწყობს ხელს