სიხარული პოვეთ ქორწინებაში
სიხარული პოვეთ ქორწინებაში
„სიბრძნით აშენდება ოჯახი და გამჭრიახობით განმტკიცდება იგი“ (იგავ. 24:3).
1. როგორ გამოვლინდა ღვთის სიბრძნე, როცა მამაკაცისთვის ოჯახი გაითვალისწინა?
ჩვენმა ბრძენმა ზეციერმა მამამ იცის, რა არის ჩვენთვის კარგი. მაგალითად, ღმერთმა იცოდა, რომ თავისი განზრახვის შესასრულებლად ‘არ იყო კარგი კაცის მარტო ყოფნა’ ედემის ბაღში. ამ განზრახვის მნიშვნელოვანი ნაწილი ის იყო, რომ დაქორწინებულ წყვილებს შვილები ჰყოლოდათ და ‘დედამიწა აევსოთ’ (დაბ. 1:28; 2:18).
2. რა გააკეთა იეჰოვამ ადამიანთა საკეთილდღეოდ?
2 „შევუქმნი დამხმარეს, — თქვა იეჰოვამ, — შემავსებელს“. ღმერთმა პირველ მამაკაცს ღრმა ძილი მოჰგვარა, სრულყოფილი სხეულიდან ნეკნი ამოუღო და ამ ნეკნისგან ქალი გამოძერწა. როდესაც იეჰოვამ ეს სრულყოფილი ქალი, ევა, ადამს მიუყვანა, ადამმა თქვა: „აი ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რადგან კაცისგან არის აღებული“. ევა მართლაც ადამის შემავსებელი იყო. თითოეულის ბუნება და თვისებები განსხვავდებოდა, მაგრამ ორივე სრულყოფილი იყო და ღვთის მსგავსად შექმნილი. ასე ჩაუყარა იეჰოვამ საფუძველი პირველ ქორწინებას. ეს ქორწინება ადამისა და ევასთვის ტვირთი არ ყოფილა; პირიქით, ამგვარად ისინი მხარს დაუჭერდნენ ერთმანეთს (დაბ. 1:27; 2:21—23).
3. რა დამოკიდებულება აქვს მრავალს ღვთის საჩუქრის — ქორწინების მიმართ, და რა კითხვები წამოიჭრება ამასთან დაკავშირებით?
3 სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში მოჯანყე სულია გაბატონებული. არსებული პრობლემების სათავე ღმერთი არ არის. ბევრი არაფრად აგდებს ღვთის საჩუქარს — ქორწინებას, მას 2 ტიმ. 3:3). მაშ, როგორ შეიძლება ამ კრიტიკულ დროს ქორწინებაში სიხარულის შენარჩუნება? როგორ არის შესაძლებელი მორჩილებითა და ურთიერთშეთანხმებით ქორწინების რღვევის წინააღმდეგ წარმატებით ბრძოლა? რას ვსწავლობთ იმ მეუღლეთა მაგალითებიდან, რომლებმაც ჩვენს დროში ქორწინებაში სიხარული შეინარჩუნეს?
დრომოჭმულად და იმედგაცრუებისა და უთანხმოებების წყაროდ მიიჩნევს. მრავალი დაქორწინებულისთვის გაყრა ჩვეულებრივი რამ არის. შეიძლება ოჯახში მშობლები შვილებს სიყვარულს აკლებენ და კამათის დროს თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ. მშობლები ხშირად არ მიდიან დათმობაზე, რითაც არაგონივრულად იქცევიან და ოჯახში მშვიდობასა და ერთობას არღვევენ (დავემორჩილოთ იეჰოვას ხელმძღვანელობას
4. ა) ქორწინებასთან დაკავშირებით რა რჩევა მისცა პავლემ თანაქრისტიანებს? ბ) როგორ მიჰყვებიან მორჩილი ქრისტიანები პავლეს მითითებას?
4 ქრისტიანმა მოციქულმა პავლემ ღვთის შთაგონებით ქვრივებს ურჩია, რომ, თუ კვლავ დაქორწინებას გადაწყვეტდნენ, გაჰყოლოდნენ ვისაც უნდოდათ, „ოღონდ უფალში“ (1 კორ. 7:39). ეს ებრაელი ქრისტიანებისთვის ახალი რამ არ ყოფილა. ისრაელებისთვის მიცემულ ღვთის კანონში მითითებული იყო, რომ ‘არ უნდა დამოყვრებოდნენ’ მეზობლად მცხოვრებ წარმართ ერებს. იეჰოვამ ისრაელებს ისიც განუმარტა, თუ რატომ იყო საშიში ამ მითითების უგულებელყოფა: „რადგან ჩამომაშორებს ის [არაისრაელი] შენს ვაჟს და სხვა ღმერთებს დაუწყებენ მსახურებას. აენთება შენზე იეჰოვას რისხვა და მყისვე გაგანადგურებს“ (კან. 7:3, 4). ამ საკითხთან დაკავშირებით რას მოელის იეჰოვა თავისი დღევანდელი მსახურებისგან? ცხადია, ღვთის მსახური უნდა დაქორწინდეს უფალში, ანუ დაქორწინდეს ღვთისთვის მიძღვნილ, მონათლულ თანაქრისტიანზე. იეჰოვას ამ მითითების მიყოლა ნამდვილად გონივრულია.
5. როგორ უყურებენ როგორც იეჰოვა, ისე დაქორწინებული ქრისტიანები საქორწინო აღთქმას?
5 ღვთის თვალში საქორწინო აღთქმა წმინდაა. პირველი ქორწინების შესახებ ღვთის ძემ იესო ქრისტემ თქვა: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათ. 19:6). ფსალმუნმომღერალი შეგვახსენებს, თუ რამდენად სერიოზულია აღთქმების შესრულება: „მსხვერპლად მადლობა შესწირე ღმერთს და აღთქმები შეუსრულე უზენაესს“ (ფსალმ. 50:14). მიუხედავად იმისა, რომ ქორწილის დღეს დიდი სიხარული ახლავს თან, საქორწინო აღთქმის დადება სერიოზული და საპასუხისმგებლოა (კან. 23:21).
6. რის სწავლა შეგვიძლია იფთახის მაგალითიდან?
6 განვიხილოთ ძვ. წ. XII საუკუნეში ისრაელში მცხოვრები მსაჯულის, იფთახის შემთხვევა. მან იეჰოვას აღთქმა დაუდო: „თუ ხელში ჩამიგდებ ამონის ძეებს, როცა ამონის ძეებისგან მშვიდობით დავბრუნდები, ვინც ჩემი სახლის კარებიდან გამომეგებება, იეჰოვასი იყოს; შევწირავ მას, როგორც დასაწვავ შესაწირავს“. შეეცადა ის დადებული აღთქმის დარღვევას, როდესაც შინ, მიცფაში დაბრუნებულმა დაინახა, რომ ქალიშვილი, ერთადერთი შვილი ეგებებოდა? არა, მან თქვა: „სიტყვა მივეცი იეჰოვას და უკან ვერ წავიღებ!“ (მსაჯ. 11:30, 31, 35). იფთახმა შეასრულა იეჰოვასთვის მიცემული პირობა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პირობის შესრულება მისთვის შთამომავლის ყოლაზე უარის თქმას ნიშნავდა. მართალია, იფთახის აღთქმა განსხვავდებოდა საქორწინო აღთქმისგან, მაგრამ ეს აღთქმის შესრულების კარგი მაგალითია ქრისტიანი ცოლ-ქმრისთვისაც.
რა ხდის ქორწინებას წარმატებულს?
7. რა ცვლილებების მოხდენა მართებთ ახალდაქორწინებულებს?
7 მრავალი დაქორწინებული წყვილი შეყვარებულობის პერიოდს დიდი სიამოვნებით იხსენებს. რა არაჩვეულებრივი დრო იყო, როდესაც მომავალი მეუღლეები ერთმანეთს ეცნობოდნენ! რაც უფრო მეტ დროს ატარებდნენ ერთად, მით უფრო უახლოვდებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ, იმის მიუხედავად, გაიარეს თუ არა ქორწინებამდე შეყვარებულობის პერიოდი, ქორწინების შემდეგ ცვლილებების მოხდენა აუცილებელია. ერთი ქმარი აღიარებს: „ჩვენი ქორწინების დასაწყისში ძირითადი პრობლემა იმის გაცნობიერება იყო, რომ მარტო საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნოდით. გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვიჭირდა, განგვესაზღვრა, იგავ. 13:10).
ცხოვრებაში რა ადგილი მიგვეჩინა მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის“. მეორე კი, რომელსაც უკვე 30 წელია ოჯახი ჰყავს, დაქორწინებიდან მალევე მიხვდა, რომ „მრავლობით რიცხვში“ უნდა ეფიქრა, რათა გაწონასწორებული ყოფილიყო. დღეს სანამ ვინმეს მოწვევას ან წინადადებას მიიღებს, ის მეუღლეს უთანხმდება და ორივეს აზრის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას. მსგავს სიტუაციებში წყვილებს ერთმანეთის აზრის გათვალისწინება ეხმარება (8, 9. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი კარგი ურთიერთობა? ბ) როდის არის კარგი დათმობაზე წასვლა და რატომ?
8 ზოგჯერ ქორწინება სხვადასხვა კულტურის ადამიანებს აერთიანებს. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულახდილი საუბარი. სხვადასხვა კულტურაში ურთიერთობის ფორმები განსხვავდება. მეუღლის უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ იმაზე დაკვირვება, თუ როგორ ელაპარაკება ის ნათესავებს. დროდადრო ადამიანის აზროვნების მაჩვენებელია არა მისი სიტყვები, არამედ ამ სიტყვების თქმის ფორმა; უფრო მეტის გაგება კი იმით შეიძლება, რაც არ თქმულა (იგავ. 16:24; კოლ. 4:6). ბედნიერებისთვის გამჭრიახობაა აუცილებელი (წაიკითხეთ იგავების 24:3).
9 მრავალს გამოცდილებამ აჩვენა, რომ ჰობისა და დასვენების არჩევისას კარგია, თუ ადამიანი დამთმობი იქნება. შეიძლება ქორწინებამდე თქვენი მეუღლე სპორტით იყო გატაცებული ან სხვა რამეს უთმობდა დიდ დროს; არ იქნებოდა ურიგო გარკვეული ცვლილებების მოხდენა (1 ტიმ. 4:8). იმავეს თქმა შეიძლება ნათესავებთან დროის გატარებასთან დაკავშირებით. ცხადია, დაქორწინებულმა წყვილმა ერთად უნდა გაატაროს დრო; ამისთვის კი საუკეთესოა, ერთად მიიღონ მონაწილეობა სულიერ თუ ყოფით საქმეებში (მათ. 6:33).
10. როგორ ეხმარება გონიერება მშობლებსა და შვილებს კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაში?
10 როცა კაცი ქორწინდება, ტოვებს თავის დედას და მამას; იმავეს თქმა შეიძლება ქალზეც (წაიკითხეთ დაბადების 2:24). მიუხედავად ამისა, დედისა და მამის პატივისცემის შესახებ ღვთის მითითების შესრულება ქორწინების შემდეგაც აუცილებელია. ამგვარად წყვილი, ალბათ, ქორწინების შემდეგაც გარკვეულ დროს დაუთმობს როგორც საკუთარ, ისე ერთმანეთის მშობლებს. ერთი მამაკაცი, რომელიც 25 წელია, რაც დაქორწინებულია, აღნიშნავს: „დროდადრო რთულია ყველას სურვილისა და მოთხოვნილების გათვალისწინება, როგორც მეუღლის, ისე მშობლების, დედმამიშვილებისა და სიდედრ-სიმამრის. საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში დაბადების 2:24 დამეხმარა. ამ მუხლმა დამანახვა, რომ ოჯახის სხვა წევრების მიმართაც მმართებს ერთგულების გამოვლენა, და მათ წინაშეც მაქვს ვალდებულება, მაგრამ პირველ ადგილზე მეუღლე უნდა დავაყენო“. შესაბამისად, გონიერი ქრისტიანი მშობლები პატივისცემით მოეკიდებიან იმ ფაქტს, რომ დაქორწინებულ შვილს უკვე თავისი ოჯახი აქვს, რომელშიც ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა, ძირითადად, ქმარს აკისრია.
11, 12. რატომ არის მნიშვნელოვანი ოჯახური შესწავლა და ლოცვა დაქორწინებული წყვილისთვის?
11 მნიშვნელოვანია კარგი გეგმის შემუშავება ოჯახური შესწავლისთვის, რასაც მრავალი ქრისტიანი ოჯახის გამოცდილება ადასტურებს. შეიძლება ადვილი არ იყოს შესწავლის დაწყება და ყოველთვის გეგმის მიყოლა. ერთი ოჯახი აღიარებს: „წარსულში რამის შეცვლა რომ შეგვეძლოს, ქორწილის დღიდანვე დავთქვამდით დროს ოჯახური შესწავლისთვის და მტკიცედ გავყვებოდით ამ გეგმას.“ ის განაგრძობს: „მართლაც არაჩვეულებრივი საჩუქარია, იმის ყურება, რა აღფრთოვანებით მიზიარებს მეუღლე ოჯახური შესწავლის დროს აღმოჩენილ მისთვის საინტერესო დეტალებს“.
12 ასევე მნიშვნელოვანია ლოცვა (რომ. 12:12). როდესაც ცოლ-ქმარი იეჰოვას ერთად სცემს თაყვანს და ღმერთთან ახლო ურთიერთობა აქვს, ეს მათ ოჯახს უფრო განამტკიცებს (იაკ. 4:8). ერთი ქრისტიანი ქმარი გვიზიარებს: „შეცდომების გამო დროულად მობოდიშება და ერთად ლოცვისას ამ შეცდომების მოხსენიება გულწრფელი სინანულის გამომხატველია, როგორი უმნიშვნელოც უნდა იყოს ეს შეცდომები“ (ეფეს. 6:18).
იყავით გონიერნი
13. რა რჩევა მისცა პავლემ დაქორწინებულებს ინტიმურ ურთიერთობასთან დაკავშირებით?
13 ამ სექსზე გადარეულ ქვეყნიერებაში დაქორწინებულმა ქრისტიანებმა უნდა აირიდონ ყველაფერი, რაც მათ ურთიერთობას ავნებს. პავლე ქრისტიანებს ურჩევს: „ქმარმა თავისი მოვალეობა შეასრულოს ცოლთან და ცოლიც ასევე მოექცეს ქმარს. ცოლი კი არ არის თავისი სხეულის ბატონ-პატრონი, არამედ ქმარი. არც ქმარია თავისი სხეულის ბატონ-პატრონი, არამედ ცოლი“. შემდეგ პავლემ ნათლად აღნიშნა: „ნუ მოაკლებთ ერთმანეთს ამას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეთანხმდებით, მხოლოდ დროებით“. რატომ? „რათა დრო გამოუყოთ ლოცვას, შემდეგ კი კვლავ ერთად იყოთ, რომ სატანამ არ გაცდუნოთ თქვენი თავდაუჭერლობის გამო“ (1 კორ. 7:3—5). ლოცვის მოხსენიებით პავლემ ქრისტიანებს დაანახვა, რისთვის უნდა მიენიჭებინათ უპირატესობა, თუმცა ისიც ცხადყო, რომ დაქორწინებულმა ქრისტიანებმა უნდა გაითვალისწინონ ერთმანეთის ფიზიკური და ემოციური მოთხოვნილებები.
14. ინტიმურ ურთიერთობასთან დაკავშირებით რომელი ბიბლიური პრინციპები უნდა გამოიყენონ დაქორწინებულებმა?
ფილიპელების 2:3, 4; შეადარეთ მათეს 7:12). ეს ზოგიერთი რელიგიურად დაყოფილი ოჯახების სინამდვილეა. უთანხმოებების დროსაც კი ქრისტიანს თავისი კარგი საქციელით, სიკეთითა და ანგარიშის გაწევით მდგომარეობის გამოსწორება შეუძლია (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:1, 2). ამაში წყვილებს ღვთისა და ერთმანეთის სიყვარული და დასათმობად მზადყოფნა დაეხმარება.
14 ცოლ-ქმარი ერთმანეთის მიმართ გულღია უნდა იყოს და უნდა აცნობიერებდეს, რომ ინტიმურ ურთიერთობაში არასაკმარისი სინაზის გამოვლენა შეიძლება პრობლემების მიზეზი გახდეს (წაიკითხეთ15. რა როლს ასრულებს პატივისცემა ბედნიერ ქორწინებაში?
15 კეთილი ქმარი სხვა მხრივაც პატივისცემით მოექცევა თავის მეუღლეს. მაგალითად, ის გაითვალისწინებს მის გრძნობებს, თუნდაც უმნიშვნელო საკითხებში. ერთი მამაკაცი, რომელსაც უკვე 47 წელია რაც ოჯახი ჰყავს, აღიარებს: „ამას ჯერ კიდევ ვსწავლობ“. ქრისტიან ცოლებს ბიბლია ურჩევს, რომ დიდ პატივს უნდა სცემდნენ ქმრებს (ეფეს. 5:33). ქმრებზე უარყოფითად ლაპარაკი და სხვების წინაშე მათი შეცდომების ხაზგასმა ქმრების პატივისცემას არ გამოხატავს. იგავების 14:1 შეგვახსენებს: „ბრძენი ქალი თავის სახლს აშენებს, უგუნური კი საკუთარი ხელით ანგრევს“.
ადგილი არ მისცეთ ეშმაკს
16. როგორ შეუძლიათ წყვილებს ეფესოელების 4:26, 27 გამოყენება?
16 „განრისხებისას ნუ შესცოდავთ. მზე ისე ნუ ჩავა, რომ გაღიზიანებულები დარჩეთ; ადგილი არ მისცეთ ეშმაკს“ (ეფეს. 4:26, 27). ამ სიტყვების გამოყენება დაგვეხმარება ოჯახური უთანხმოებების მოგვარებასა თუ თავიდან არიდებაში. „არ მახსოვს უთანხმოება გვქონოდა და ამის შესახებ მეუღლესთან არ მესაუბრა, თუნდაც ამ პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი საათი ყოფილიყო საჭირო“, — იხსენებს ერთი და. მათ ქორწინების დასაწყისიდანვე დაისახეს მიზნად, დღე ისე არ გასულიყო, რომ პრობლემა მოუგვარებელი დარჩენოდათ. „ჩვენ გადავწყვიტეთ, რა სირთულის წინაშეც უნდა ვმდგარიყავით, ერთმანეთისთვის გვეპატიებინა, დაგვევიწყებინა და ყოველი დღე სასიამოვნოდ დაგვეწყო“. ამგვარად ისინი ‘ადგილს არ აძლევდნენ ეშმაკს’.
17. რა დაეხმარება წყვილს მაშინაც კი, როცა ქორწინება, ერთი შეხედვით, წარუმატებელი ჩანს?
17 რა უნდა გააკეთოთ მაშინ, თუ გრძნობთ, რომ ოჯახის შექმნისას არასწორი არჩევანი გააკეთეთ? შეიძლება ხედავთ, რომ თქვენი ურთიერთობა ისეთი თბილი არ არის, როგორიც სხვების. მაგრამ ამ დროს დაგეხმარებათ იმის ცოდნა, თუ როგორი თვალსაზრისი აქვს შემოქმედს ოჯახურ ურთიერთობებზე. ღვთის შთაგონებით პავლემ ქრისტიანებს ურჩია: „ყველას ცოლქმრობა იყოს ღირსეული და ცოლქმრული სარეცელი შეუბილწავი, რადგან მეძავებსა და მრუშებს ღმერთი გაასამართლებს“ (ებრ. 13:4). მხედველობიდან არც ეს სიტყვები უნდა გამოგვრჩეს: „მალე არ გაწყდება სამმაგი ძაფი“ (ეკლ. 4:12). როცა ცოლ-ქმარი დიდად არის დაინტერესებული იეჰოვას სახელის განწმენდით, მათ კარგი ურთიერთობა აქვთ როგორც ერთმანეთთან, ისე ღმერთთან. მათ უნდა იმოქმედონ, რომ წარმატებული ქორწინება ჰქონდეთ, რადგან ამგვარად სხვების თვალში იეჰოვას, ქორწინების დამფუძნებელს განადიდებენ (1 პეტ. 3:11).
18. რაში შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული ქორწინებასთან დაკავშირებით?
18 უდავოა, რომ ქრისტიანებს შეუძლიათ გაიხარონ ქორწინებით. ეს რომ ასე იყოს, ძალისხმევა და ქრისტიანული თვისებების, მათ შორის გონიერების, გამოვლენაა საჭირო. დღეს მთელი მსოფლიო მასშტაბით იეჰოვას მოწმეების კრებებში უამრავი დაქორწინებული წყვილია, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ქორწინებით გახარება შესაძლებელია.
როგორ უპასუხებთ?
• რატომ არ არის არარეალური ქორწინებით გახარება?
• რა დაგეხმარებათ იმაში, რომ ბედნიერი ოჯახი გქონდეთ?
• რა თვისებები უნდა განივითაროს დაქორწინებულმა წყვილმა?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 9 გვერდზე]
დაქორწინებულები ერთმანეთს უთანხმდებიან, სანამ ვინმეს მოწვევას ან წინადადებას მიიღებენ
[სურათი 10 გვერდზე]
შეეცადეთ უთანხმოებები იმ დღესვე მოაგვაროთ და „ადგილი არ მისცეთ ეშმაკს“