უყურებთ სხვებს იეჰოვას თვალით?
უყურებთ სხვებს იეჰოვას თვალით?
„განხეთქილება არ იყოს სხეულში და მისი ნაწილები თანაბრად ზრუნავდნენ ერთმანეთზე“ (1 კორ. 12:25).
1. რა იგრძენით, როცა პირველად შეხვედით სულიერ სამოთხეში?
უზნეო ქვეყნიერებიდან გამოსვლისა და იეჰოვას ხალხთან ურთიერთობის დაწყების შემდეგ, ალბათ, აღგვაფრთოვანა მათ შორის გამოვლენილმა სიყვარულმა და მზრუნველობამ. რა დიდად განსხვავდებიან იმ უხეში, გაბოროტებული და მოკამათე ხალხისგან, რომლებიც სატანის გავლენის ქვეშ არიან! ჩვენ მოვედით სულიერ სამოთხეში, რომელშიც მშვიდობა და ერთიანობაა გამეფებული (ეს. 48:17, 18; 60:18; 65:25).
2. ა) რამ შეიძლება იმოქმედოს ჩვენს ხედვაზე? ბ) რის გაკეთება გვმართებს?
2 დროთა განმავლობაში შეიძლება ჩვენი ძმების მიმართ არასრულყოფილებით დამახინჯებული ხედვა განგვივითარდეს. ჩვენი არასრულყოფილების გამო შეიძლება ძმების შეცდომები გავაზვიადოთ იმის ნაცვლად, რომ მათი სულიერი პიროვნება მთლიანობაში აღვიქვათ. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ გვავიწყდება, რომ მათ იეჰოვას თვალით უნდა ვუყუროთ. თუ ეს მართლაც ასეა, დროა დავუკვირდეთ ჩვენს ხედვას და ის იეჰოვას ნათელ ხედვას შევუსაბამოთ (გამ. 33:13).
როგორ უყურებს იეჰოვა ჩვენს ძმებს?
3. რას ადარებს ბიბლია ქრისტიანულ კრებას?
3 მოციქული პავლე 1 კორინთელების 12:2—26-ში კრებაში დანიშნულ ძმებს ადარებს სხეულს, რომელსაც „მრავალი ნაწილი აქვს“. როგორც სხეულის ნაწილები, ისე კრების წევრებიც საგრძნობლად განსხვავდებიან ერთმანეთისგან ხასიათებითა თუ შესაძლებლობებით. ამ განსხვავებების მიუხედავად იეჰოვა ყველას ღებულობს. მას კრების თითოეული წევრი უყვარს და აფასებს. პავლეც გვირჩევს, რომ კრების წევრები „თანაბრად ზრუნავდნენ ერთმანეთზე“, რაც შეიძლება რთული იყოს, ვინაიდან სხვისი პიროვნება ჩვენგან განსხვავდება.
4. რატომ უნდა შევცვალოთ ძმების მიმართ ჩვენი შეხედულება?
4 ჩვენი თვალი შეიძლება თავისთავად იყოს ფოკუსირებული ჩვენი ძმების სისუსტეებზე. თუ ეს ასეა, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვიყენებთ კამერას, რომლის ობიექტივიც მხოლოდ საგნის ერთი პატარა დეტალისკენ არის მიმართული. მაგრამ იეჰოვა მთლიანობაში აღიქვამს ობიექტს და მის ირგვლივ არსებულ გარემოს. შეიძლება მიდრეკილი ვიყოთ, სხვაში გავზარდოთ იმ თვისების მასშტაბი, რომელიც ჩვენ არ მოგვწონს მაშინ, როცა იეჰოვა პიროვნებას მთლიანობაში აღიქვამს, თითოეულს ყველა თავისი კარგი თვისებით. რაც უფრო მეტად ვცდილობთ, მივბაძოთ იეჰოვას, მით მეტად შევუწყობთ ხელს კრებაში ერთობისა და სიყვარულის სულის არსებობას (ეფეს. 4:1—3; 5:1, 2).
5. რატომ არის უმართებულო სხვების გასამართლება?
5 იესომ კარგად იცოდა, რომ არასრულყოფილი ადამიანი მიდრეკილია სხვების გაკრიტიკებისკენ. მან გვირჩია: „ნუღარ გაასამართლებთ, რომ არც თქვენ გასამართლდეთ“ (მათ. 7:1). ყურადღება მიაქციეთ, რომ იესოს არ უთქვამს, არ გაასამართლოთო, მან თქვა: „ნუღარ გაასამართლებთ“. მან იცოდა, რომ მის მრავალ მსმენელს ჩვევად ჰქონდა სხვების კრიტიკა. შეიძლება ასეთი ჩვევა ჩვენც განგვივითარდეს? თუ ასეა, მაშინ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება გამოსასწორებლად, რათა ჩვენ თვითონ არ გავსამართლდეთ. მართლაც, ვინ ვართ ჩვენ, რომ იეჰოვას დანიშნულ ქრისტიანს ვასამართლებთ ან ვამბობთ, რომ ის კრების წევრი არ უნდა იყოს? ძმას შეიძლება ესა თუ ის სისუსტე ჰქონდეს, მაგრამ თუ იეჰოვა არ ამბობს მასზე უარს, მართებული იქნებოდა ჩვენ უარგვეყო ის? (იოან. 6:44). გვწამს, რომ იეჰოვა უძღვება თავის ორგანიზაციას და ცვლილებების საჭიროების შემთხვევაში ის აუცილებლად თავის დროზე იმოქმედებს? (წაიკითხეთ რომაელების 14:1—4).
6. როგორ უყურებს იეჰოვა თავის მსახურებს?
6 იეჰოვა გამორჩეულია, რადგან მას შეუძლია დაინახოს, თითოეულ ქრისტიანს რა შესაძლებლობები აქვს დღეს და რა შესაძლებლობები ექნება ახალ ქვეყნიერებაში, როცა სრულყოფილებას მიაღწევს; მან ისიც იცის, რა სულიერ წარმატებებს მიაღწია დღემდე. მაშასადამე, ის ყურადღებას არ აქცევს ხორციელ სისუსტეებს. ფსალმუნის 103:12-ში ვკითხულობთ: „როგორც მზის ამოსავალია დაშორებული მზის ჩასავლისგან, ისე დაგვაშორა მან ჩვენი ცოდვები“. როგორი მადლიერები უნდა ვიყოთ ამისთვის! (ფსალმ. 130:3).
7. რას ვსწავლობთ იეჰოვას დამოკიდებულებიდან დავითის მიმართ?
7 ბიბლიიდან ვხედავთ, რომ იეჰოვას ადამიანში კარგის დანახვის განსაკუთრებული უნარი აქვს. ღმერთი თავის მსახურ დავითზე ამბობს: „იცავდა ჩემს მცნებებს და მთელი გულით მომყვებოდა, იმას აკეთებდა, რაც სწორი იყო ჩემს თვალში“ (1 მეფ. 14:8). მართალია, ჩვენ ვიცით, რომ დავითი არასწორად მოიქცა, მაგრამ იეჰოვა მაინც მის კარგ თვისებებზე ამახვილებდა ყურადღებას, რადგან იცოდა, რომ მას მართალი გული ჰქონდა (1 მატ. 29:17).
თქვენს ძმებს იეჰოვას თვალით უყურეთ
8, 9. ა) რა მხრივ შეგვიძლია, მივბაძოთ იეჰოვას? ბ) რას ვსწავლობთ მოყვანილი მაგალითიდან?
8 ჩვენგან განსხვავებით იეჰოვას გულების წაკითხვა შეუძლია. სწორედ ამის ცოდნა არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ გავასამართლოთ სხვები. ჩვენ ყოველთვის არ ვიცით, რა ამოძრავებს ადამიანს. უნდა ვეცადოთ მივბაძოთ იეჰოვას, და ყურადღება არ გავამახვილოთ ადამიანის არასრულყოფილებაზე, რაც საბოლოოდ აღარ იარსებებს. მართლაც რა შესანიშნავი მიზანია, ვბაძავდეთ იეჰოვას! ჩვენი ამგვარი მოქმედება და-ძმებთან ჩვენს ურთიერთობას სიმშვიდეს შემატებს (ეფეს. 4:23, 24).
9 მაგალითად, წარმოიდგინეთ დანგრეული სახლი: მონგრეული წყლის სადინარები, ჩალეწილი მინები, წყლისგან დაზიანებული ჭერი. უმეტეს შემთხვევაში ამ საშინელი სურათის შემხედვარემ შეიძლება დაასკვნას, რომ სახლი ბოლომდე უნდა დაინგრეს. მაგრამ ვიღაცას შესაძლოა სრულიად განსხვავებული შეხედულება ჰქონდეს და ზედაპირული დეფექტების მიღმა დაინახოს ძლიერი ნაგებობა და ის, რომ სახლი აღდგენას ექვემდებარება. ის ყიდულობს ამ სახლს და გარკვეული სარემონტო სამუშაოების შემდეგ სახლის იერსახეს ცვლის. ახლა უკვე ამ სახლის შემხედვარე იტყოდა, რა შესანიშნავი სახლიაო. შეგვიძლია სახლის შემკეთებელს დავემსგავსოთ? იმის ნაცვლად, რომ ძმების ზედაპირულ „დეფექტებზე“ გავამახვილოთ ყურადღება, შეგვიძლია მათი კარგი თვისებები და სულიერი ზრდის შესაძლებლობები დავინახოთ? თუ ასე მოვიქცევით, იეჰოვას მსგავსად შევიყვარებთ თანაქრისტიანებს მათი სულიერი სილამაზის გამო (წაიკითხეთ ებრაელების 6:10).
10. როგორ გვეხმარება ფილიპელების 2:3, 4-ში ჩაწერილი რჩევა?
10 მოციქულმა პავლემ მოგვცა რამდენიმე რჩევა, რომლებიც კრებაში თანაქრისტიანებთან ურთიერთობისას დაგვეხმარება. მან ქრისტიანებს მოუწოდა: „ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად, და მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილ. 2:3, 4). თავმდაბლობა დაგვეხმარება, სათანადოდ ვუყურებდეთ სხვებს. პირადი ინტერესის გამოვლენა და თანაქრისტიანებში კარგის დანახვა დაგვეხმარება, მათ იეჰოვას თვალით ვუყუროთ.
11. რა ცვლილებები მოხდა ზოგიერთ კრებაში?
11 ბოლოდროინდელმა მასშტაბურმა პროგრესმა ადამიანთა მასობრივი გადაადგილება გამოიწვია. დღეს ზოგი ქალაქი დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანებით არის დასახლებული. ბევრი მათგანი ჩვენს ტერიტორიაზე გადმოვიდა საცხოვრებლად, ბიბლიური ჭეშმარიტებით დაინტერესდა და იეჰოვას თაყვანისმცემლობაში შემოგვიერთდა. ეს არის ხალხი „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ (გამოცხ. 7:9). შედეგად მრავალ კრებაში სხვადასხვა ეროვნების ადამიანმა მოიყარა თავი.
12. როგორი დამოკიდებულება უნდა შევინარჩუნოთ ერთმანეთის მიმართ, და რატომ შეიძლება დროდადრო ეს რთული იყოს?
12 ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ კრების წევრებმა ერთმანეთის მიმართ სათანადო დამოკიდებულება შევინარჩუნოთ. ეს გვახსენებს მოციქული პეტრეს რჩევას, რომ ქრისტიანებს „უთვალთმაქცო ძმათმოყვარეობა“ გამოევლინათ და „მთელი გულით“ ჰყვარებოდათ ერთმანეთი (1 პეტ. 1:22). მრავალეროვან კრებაში ნამდვილი სიყვარულის გამოვლენა ადვილი არ არის. ჩვენთან შედარებით თანაქრისტიანების კულტურა, განათლება, ეკონომიკური მდგომარეობა და წარმომავლობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს. გიძნელდებათ სხვა კულტურის თანაქრისტიანის აზროვნებისა და მოქმედების გაგება? შესაძლოა ისინიც იმავეს გრძნობდნენ თქვენ მიმართ. ყველაფრის მიუხედავად, ქრისტიანებს მოგვიწოდებენ: „გიყვარდეთ მთელი საძმო“ (1 პეტ. 2:17).
13. რა ცვლილებები უნდა მოვახდინოთ ჩვენს აზროვნებაში?
13 შეიძლება გარკვეული ცვლილებების მოხდენა 2 კორინთელების 6:12, 13). დაგვიჭერია ჩვენი თავი იმაში, რომ გვითქვამს: „მიკერძოებული არა ვარ, მაგრამ . . . “ და შემდეგ ჩამოგვითვლია ჩვენი აზრით რომელიმე ეთნიკური ჯგუფისთვის დამახასიათებელი უარყოფითი თვისებები? ამგვარად აღარ უნდა ვიფიქროთ, რათა აღარ გამოვავლინოთ მიკერძოება, რაც ჯერ კიდევ გვახასიათებს. უნდა ვკითხოთ ჩვენს თავს: „ვცდილობ სხვა კულტურის ადამიანების უკეთ გაცნობას?“. ამგვარი თვითშემოწმება შეიძლება დაგვეხმაროს, შევიცვალოთ ხედვა, დავაფასოთ სხვადასხვა ერის წარმომადგენლები და ისინი ჩვენს დებად და ძმებად მივიღოთ.
დაგვჭირდეს ჩვენს აზროვნებაში, რათა საძმოს სიყვარულში გავფართოვდეთ (წაიკითხეთ14, 15. ა) მოიყვანე მათი მაგალითები, ვინც დამოკიდებულება შეიცვალა სხვების მიმართ? ბ) როგორ მივბაძოთ მათ?
14 ბიბლიაში მოცემულია იმ ადამიანების შესანიშნავი მაგალითები, რომლებმაც შეცვალეს თავიანთი ხედვა, ერთ-ერთი მათგანი მოციქული პეტრე იყო. პეტრე, როგორც ებრაელი, არ უნდა სტუმრებოდა არაებრაელს. წარმოიდგინეთ რას იგრძნობდა ის, როდესაც წინადაუცვეთელ, არაებრაელ კორნელიუსთან მისვლა დაევალა! პეტრემ გაიგო, რომ ღვთის ნება იყო, ყველა ეროვნების ადამიანი გამხდარიყო ქრისტიანული კრების ნაწილი, და შეიცვალა დამოკიდებულება (საქ. 10:9—35). სავლესაც, რომელიც მოგვიანებით პავლე მოციქული გახდა, უნდა შეეცვალა ხედვა და მიკერძოებული აღარ უნდა ყოფილიყო. მას ისე სძულდა ქრისტიანები, რომ აღიარა: „სასტიკად ვდევნიდი და ვარბევდი ღვთის კრებას“. მიუხედავად ამისა, როცა უფალმა იესო ქრისტემ პავლეს აზროვნება შეუსწორა, პავლემ თავის ცხოვრებაში დიდი ცვლილებები მოახდინა, და მათ დავალებებსაც კი ასრულებდა, ვისაც ადრე დევნიდა (გალ. 1:13—20).
15 ეჭვგარეშეა, რომ იეჰოვას სულის დახმარებით ჩვენი დამოკიდებულების შეცვლა შეგვიძლია. თუ გარკვეულწილად მაინც დარჩა ჩვენში მიკერძოება, მოდი შევეცადოთ, ძირფესვიანად ამოვძირკვოთ ის, რათა ვიცავდეთ „სულის ერთიანობას მშვიდობის გამაერთიანებელი კავშირით“ (ეფეს. 4:3—6). ბიბლია მოგვიწოდებს, შევიმოსოთ „სიყვარულით, რადგან ის გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლ. 3:14).
მსახურების დროს როგორ მივბაძოთ იეჰოვას?
16. რა აქვს ღმერთს ხალხისთვის განზრახული?
16 მოციქულმა პავლემ დაწერა: „ღმერთი მიუკერძოებელია“ (რომ. 2:11). იეჰოვას მიზანია, ყველა ერის ადამიანმა სცეს თაყვანი (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 2:3, 4). ამ მიზნის მისაღწევად მან იზრუნა იმაზე, რომ „მარადიული სასიხარულო ცნობა“ ნაქადაგები ყოფილიყო „ყოველი ერისთვის, ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის“ (გამოცხ. 14:6). იესომ თქვა: „მინდორი ქვეყნიერებაა“ (მათ. 13:38). რას ნიშნავს ეს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის?
17. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ყველანაირი ადამიანისთვის?
17 ბევრს არ შეუძლია სამეფოს შესახებ ცნობის საქადაგებლად დაშორებულ ტერიტორიაზე წასვლა, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ეს ცნობა დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ ადამიანებს გავუზიაროთ. ვეძებთ შესაძლებლობას, რომ დავუმოწმოთ ნებისმიერი ეროვნების ადამიანს, და არა მხოლოდ მათ, ვისთანაც წლების განმავლობაში გვიქადაგია? მიზნად დაისახეთ, სასიხარულო ცნობა გაუზიაროთ მათ, ვისთვისაც ჯერ კიდევ საფუძვლიანად არ უქადაგიათ (რომ. 15:20, 21).
18. რაში გამოიხატებოდა იესოს წუხილი ხალხის გამო?
18 იესომ იცოდა, რომ ყველას სჭირდებოდა დახმარება. ის მხოლოდ ერთ ადგილას არ ქადაგებდა. ერთ ბიბლიურ ცნობაში ნათქვამია: „დადიოდა იესო ყველა ქალაქსა და სოფელში“, „ხალხს რომ ხედავდა, გული ეწვოდა მათ გამო“ და დახმარების ხელს უწვდიდა (მათ. 9:35—37).
19, 20. რა საშუალებები არსებობს იმისთვის, რომ ყველა წარმომავლობის ადამიანის მიმართ იეჰოვასა და იესოს მსგავსი შეხედულება განვივითაროთ?
19 რა საშუალებები არსებობს იმისათვის, რომ მსგავსი დამოკიდებულება განვივითაროთ? ზოგმა მიზნად დაისახა, იმ ადგილებში ექადაგა, სადაც მოწმეები იშვიათად მსახურობენ; მაგალითად, საქმიან უბნებზე, პარკებში, ვაგზლებზე ან ისეთ შენობებში, სადაც ადვილი არ არის შესვლა. ზოგი უცხო ენას სწავლობს, რათა უქადაგოს თავის ტერიტორიაზე მცხოვრებ სხვა ეროვნების ადამიანებს ან მათ, ვისთვისაც დიდი ხანია არავის უქადაგია. სხვების მშობლიურ ენაზე მისალმების სწავლა იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ გულწრფელად ხართ დაინტერესებული მათი კეთილდღეობით. თუ ჩვენ არ შეგვიძლია სხვა ენის შესწავლა, შეიძლება სხვები წავახალისოთ ამისკენ? თავისთავად ცხადია, რომ უარყოფითად არ უნდა ვიყოთ განწყობილები მათ მიმართ, ვინც ცდილობს უქადაგოს სხვა ქვეყნიდან ჩამოსულებს, და ეჭვქვეშ არ უნდა დავაყენოთ მათი აღძვრები. ღვთის თვალში ყველა ადამიანი ძვირფასია, და გვინდა, ჩვენც ასევე ვფიქრობდეთ (კოლ. 3:10, 11).
20 გვქონდეს ღვთის თვალსაზრისი იმასაც ნიშნავს, რომ ყველას ვუქადაგოთ მათი წარმომავლობის მიუხედავად; ზოგი შეიძლება უსახლკარო, უსუფთაო ან უზნეო იყოს. რომელიმე ეროვნების წარმომადგენლის არასასურველმა გამოხმაურებამ არ უნდა გამოიწვიოს ჩვენში უარყოფითი დამოკიდებულება ზოგადად მისი ერის ან ეთნიკური ჯგუფის მიმართ. მართალია, პავლეს ზოგი ცუდად ეპყრობოდა, მაგრამ ამის გამო მას არ შეუწყვეტია მათი წარმომავლობის ხალხისთვის ქადაგება (საქ. 14:5—7, 19—22). მას სჯეროდა, რომ ზოგი მადლიერებით გამოეხმაურებოდა.
21. რაში დაგეხმარებათ იეჰოვას ხედვის განვითარება?
21 დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენი ეროვნების თუ სხვა წარმომავლობის თანაქრისტიანებთან და ქადაგების დროს ხალხთან ურთიერთობისას აუცილებელია გვქონდეს სწორი ხედვა — იეჰოვას ხედვა. რაც უფრო მეტად განვივითარებთ იეჰოვას ხედვას, მით უფრო მეტად შევუწყობთ ხელს ჩვენ გარშემო მშვიდობასა და ერთიანობას; უფრო მეტად დავეხმარებით სხვებს, დააფასონ იეჰოვა — ღმერთი, „ვისაც მიკერძოება არ გამოუჩენია“, ვინც ყველას მიმართ სიყვარულით ავლენს ინტერესს, „რადგან ყველა მისი ხელის ნამოქმედარია“ (იობ. 34:19).
შეგიძლიათ უპასუხოთ?
• თანაქრისტიანების მიმართ როგორ დამოკიდებულებას უნდა შევეწინააღმდეგოთ?
• როგორ მივბაძოთ იეჰოვას თანაქრისტიანების მიმართ დამოკიდებულებაში?
• რით იყო სასარგებლო იმის გაგება, თუ როგორი ხედვა უნდა გვქონდეს სხვა ეროვნების თანაქრისტიანებზე?
• ქადაგებისას როგორ მივბაძოთ იეჰოვას ხალხის მიმართ დამოკიდებულებაში?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 26 გვერდზე]
როგორ შეგიძლიათ გაიცნოთ სხვა კულტურის ადამიანები?
[სურათი 28 გვერდზე]
რა საშუალებები არსებობს იმისათვის, რომ სასიხარულო ცნობა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გადავცეთ?