ნუ შეწყვეტთ კარგის კეთებას
ნუ შეწყვეტთ კარგის კეთებას
„აკეთეთ კარგი“ (ლუკ. 6:35).
1, 2. რატომ არ არის ყოველთვის ადვილი კარგის კეთება?
კარგის კეთება ყოველთვის ადვილი არ არის, რადგან სიკეთეზე შეიძლება სიკეთით არ გვიპასუხონ. დღეს ჩვენ ბედნიერი ღვთისა და მისი ძის „დიდებულ სასიხარულო ცნობას“ ვქადაგებთ და ამგვარად ხალხის სულიერ კეთილდღეობაზე ვზრუნავთ. მიუხედავად ამისა, უმეტესობა გულგრილობასა და უმადურობას ავლენს (1 ტიმ. 1:11). ზოგი კი ისე იქცევა, „როგორც ქრისტეს წამების ბოძის მტრები“ (ფილ. 3:18). როგორ უნდა მოვექცეთ ქრისტიანები მათ?
2 იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს მოუწოდა: „გიყვარდეთ თქვენი მტრები, აკეთეთ კარგი“ (ლუკ. 6:35). მოდი, დაწვრილებით განვიხილოთ ეს მუხლი. ჩვენ იესოს სხვა რჩევებსაც განვიხილავთ, რაც დაგვეხმარება, რომ სხვებს კარგად მოვეპყროთ.
„გიყვარდეთ თქვენი მტრები“
3. ა) როგორ შეაჯამებდით იესოს ნათქვამს, რაც მათეს 5:43—45-შია ჩაწერილი? ბ) რა თვალსაზრისი ჰქონდათ პირველი საუკუნის იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს იუდეველებისა და არაიუდეველების შესახებ?
3 მთაზე ქადაგების დროს იესომ მოწაფეებს მოუწოდა, რომ ჰყვარებოდათ თავიანთი მტრები და ელოცათ თავიანთი მდევნელებისთვის (წაიკითხეთ მათეს 5:43—45). იესო ამ სიტყვებს იუდეველების მისამართით ამბობდა, რომლებმაც კარგად იცოდნენ ღვთის შემდეგი მოთხოვნა: „არ იძიო შური და ბოღმა არ ჩაიდო შენი ხალხის ძეებისადმი; საკუთარი თავივით გიყვარდეს მოძმე“ (ლევ. 19:18). პირველი საუკუნის იუდეველი რელიგიური წინამძღოლები „მოძმეებად“ და „ხალხის ძეებად“ მხოლოდ იუდეველებს მიიჩნევდნენ. მოსეს კანონით ისრაელებს მოეთხოვებოდათ, რომ სხვა ერებისგან შორს დაეჭირათ თავი, მაგრამ დროთა განმავლობაში ისეთი შეხედულება ჩამოუყალიბდათ, რომ ყველა არაიუდეველი მათი მტერი იყო და თითოეული მათგანი უნდა სძულებოდათ.
4. როგორ უნდა მოპყრობოდნენ იესოს მოწაფეები თავიანთ მტრებს?
4 იესომ სრულიად საპირისპირო რამ თქვა: „გიყვარდეთ თქვენი მტრები და ილოცეთ თქვენი მდევნელებისთვის“ (მათ. 5:44). იესოს მოწაფეებს თავიანთი მტრები უნდა ჰყვარებოდათ. ლუკას სახარებაში იესოს შემდეგ სიტყვებს ვკითხულობთ: „გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, კარგად მოექეცით თქვენს მოძულეებს, აკურთხეთ ისინი, ვინც გწყევლით, და ილოცეთ მათთვის, ვინც შეურაცხგყოფთ“ (ლუკ. 6:27, 28). ჩვენ ვბაძავთ პირველ საუკუნეში მცხოვრებ იმ ადამიანებს, რომლებიც ითვალისწინებდნენ იესოს რჩევას, და ‘კარგად ვექცევით ჩვენს მოძულეებს’; ეს იმით გამოიხატება, რომ მტრულად განწყობილ ადამიანებს დიდსულოვნად ვეპყრობით. ჩვენ ‘ვაკურთხებთ მათ, ვინც გვწყევლის’, ანუ თავაზიანად ველაპარაკებით. აგრეთვე ‘ვლოცულობთ ჩვენი მდევნელებისთვის’, მათთვის, ვინც ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებს. ასეთი ლოცვებით ცხადვყოფთ, რომ გვსურს, ჩვენმა მდევნელებმა თვალსაზრისი შეიცვალონ და იეჰოვას მოწონება დაიმსახურონ.
5, 6. რატომ უნდა გვიყვარდეს ჩვენი მტრები?
5 რატომ უნდა გვიყვარდეს ჩვენი მტრები? იესო გვპასუხობს: „რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის შვილები“ (მათ. 5:45). ჩვენ იმ გაგებით ვიქნებით ღვთის შვილები, თუ ყურად ვიღებთ იესოს ამ სიტყვებს და მივბაძავთ იეჰოვას, რომელსაც „მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც და წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაც“. ლუკას სახარებაში ვკითხულობთ, რომ ღმერთი „უმადურთა და ბოროტთა მიმართაც კეთილია“ (ლუკ. 6:35).
6 იმის დასანახვებლად, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო, მოწაფეებს ‘თავიანთი მტრები ჰყვარებოდათ’, იესომ უთხრა მათ: „თუ ისინი გიყვართ, ვისაც თქვენ უყვარხართ, რა საზღაურს ელით? განა გადასახადების ამკრეფნიც ასევე არ იქცევიან? თუ მხოლოდ თქვენს ძმებს ესალმებით, განსაკუთრებულს რას აკეთებთ? განა უცხოტომელებიც ასევე არ იქცევიან?“ (მათ. 5:46, 47). თუ მხოლოდ ისინი გვეყვარება, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ, ვერ მივიღებთ ვერანაირ „საზღაურს“, ანუ ვერ მოვიპოვებთ ღვთის კეთილგანწყობას. ყველასგან მოძულებულ გადასახადების ამკრეფებსაც კი უყვარდათ თავიანთი მოყვარულები (ლუკ. 5:30; 7:34).
7. რატომ არ არის განსაკუთრებული არაფერი იმაში, თუ მხოლოდ ჩვენს ძმებს „ვესალმებით“?
7 ებრაელები მისალმების დროს სიტყვა „მშვიდობას“ ხმარობდნენ (მსაჯ. 19:20; იოან. 20:19). სალმის მიმცემი ადამიანს კარგ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას უსურვებდა. თუ მხოლოდ მათ „ვესალმებით“, ვისაც ჩვენს ძმებად ვთვლით, განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებთ. როგორც იესომ თქვა, უცხოტომელებიც ასე იქცეოდნენ.
8. რას გულისხმობდა იესო, როდესაც თქვა: „იყავით სრულყოფილები“?
8 მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის გამო შეუძლებელია, რომ ქრისტეს მოწაფეები სრულყოფილები რომ. 5:12). მიუხედავად ამისა, იესო თავის მოწაფეებს შემდეგ სიტყვებს ეუბნება: „მაშ, იყავით სრულყოფილები, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი“ (მათ. 5:48). იესო თავის მსმენელებს მოუწოდებდა, რომ მიებაძათ „ზეციერი მამისთვის“, იეჰოვასთვის, და სრულეყოთ თავიანთი სიყვარული, ანუ ჰყვარებოდათ თავიანთი მტრები. იგივე მოითხოვება ჩვენგანაც.
იყვნენ (რატომ უნდა ვიყოთ მიმტევებელნი?
9. რა იგულისხმა იესომ, როცა თქვა: „გვაპატიე ჩვენი ვალები“?
9 კარგის კეთებაში ისიც იგულისხმება, რომ ვაპატიოთ სხვებს ჩვენ წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვები. როცა იესო მოწაფეებს ლოცვას ასწავლიდა, ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „გვაპატიე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ ვპატიობთ ჩვენს მოვალეებს“ (მათ. 6:12). რასაკვირველია, იესოს პირდაპირი გაგებით ვალები არ ჰქონდა მხედველობაში. როგორც ლუკას სახარებიდან ჩანს, „ვალში“ იესო ცოდვებს გულისხმობდა: „გვაპატიე ცოდვები, რადგან ჩვენც ვპატიობთ ყველა ჩვენს მოვალეს“ (ლუკ. 11:4).
10. რაში უნდა მივბაძოთ ღმერთს?
10 ჩვენ უნდა მივბაძოთ ღმერთს, რომელიც მთელი გულით პატიობს მომნანიე შემცოდველებს. პავლე მოციქულმა დაწერა: „კეთილად მოექეცით ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა გაპატიათ მთელი გულით ქრისტეს მეშვეობით“ (ეფეს. 4:32). ფსალმუნმომღერალი დავითი კი წერდა: „იეჰოვა გულმოწყალე და მწყალობელია, რისხვაში ნელი და სიკეთით სავსე . . . ჩვენი ცოდვებისამებრ არ მოგვექცა და არც დანაშაულისთვის მოგვიზღა ის, რასაც ვიმსახურებდით . . . როგორც მზის ამოსავალია დაშორებული მზის ჩასავლისგან, ისე დაგვაშორა მან ჩვენი ცოდვები; როგორც მამა იწყალებს შვილებს, იეჰოვაც ისე იწყალებს თავის მოშიშებს. მან კარგად იცის ჩვენი აგებულება და ახსოვს, რომ მტვერი ვართ“ (ფსალმ. 103:8—14).
11. ვის პატიობს ღმერთი?
11 ღმერთი მხოლოდ მაშინ გვპატიობს, როცა თავად ვპატიობთ სხვებს (მარ. 11:25). იესო ამბობს: „თუ თქვენ პატიობთ სხვებს მათ შეცოდებებს, თქვენც გაპატიებთ თქვენი ზეციერი მამა, ხოლო თუ თქვენ არ პატიობთ სხვებს მათ შეცოდებებს, არც თქვენ გაპატიებთ თქვენსას ზეციერი მამა“ (მათ. 6:14, 15). როგორც ვხედავთ, ღმერთი მხოლოდ მათ პატიობს, ვინც მთელი გულით პატიობს სხვებს. ამრიგად, სხვებს რომ სიკეთე გავუკეთოთ, უნდა გავითვალისწინოთ პავლე მოციქულის რჩევაც: „როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს“ (კოლ. 3:13).
„ნუღარ გაასამართლებთ“
12. რა რჩევა მისცა იესომ თავის მსმენელებს?
12 მთაზე ქადაგების დროს იესო შეეხო კიდევ ერთ საკითხს, კერძოდ იმას, რომ მის მსმენელებს არ განესაჯათ სხვები. შემდეგ ამის ხაზგასასმელად მაგალითიც მოუყვანა მათ (წაიკითხეთ მათეს 7:1—5). განვიხილოთ, რას გულისხმობდა იესო, როცა თქვა: „ნუღარ გაასამართლებთ“.
13. როგორ უნდა მოქცეულიყვნენ იესოს მსმენელები?
13 მათეს სახარებაში ვკითხულობთ: „ნუღარ გაასამართლებთ, რომ არც თქვენ გასამართლდეთ“ (მათ. 7:1). ლუკას სახარებაში კი წერია: „ნუღარ გაასამართლებთ და არც თქვენ გასამართლდებით, ნუღარ დასდებთ მსჯავრს და არც თქვენ დაგედებათ მსჯავრი. აპატიეთ და თქვენც გეპატიებათ“ (ლუკ. 6:37). პირველ საუკუნეში ფარისევლები მკაცრად განსჯიდნენ სხვებს იმ ტრადიციების საფუძველზე, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ღვთის სიტყვას. ვინც მოისმენდა იესოს ამ სიტყვებს, ‘მეტად აღარ უნდა გაესამართლებინა’ სხვები, პირიქით, ‘უნდა ეპატიებინა’. როგორც დავინახეთ, პავლე მოციქულმაც მსგავსი რჩევა მისცა თანამორწმუნეებს.
14. რისკენ აღიძვრებოდნენ ისინი, ვისაც იესოს მოწაფეები აპატიებდნენ?
14 თუ იესოს მოწაფეები სხვებს აპატიებდნენ, ისინიც მსგავსადვე მოიქცეოდნენ. იესომ თქვა: „რა სასამართლოთიც ასამართლებთ, იმავეთი გასამართლდებით და რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ“ (მათ. 7:2). როგორც ჩვენ მოვექცევით სხვებს, ისინიც ისე მოგვექცევიან (გალ. 6:7).
15. როგორ აჩვენა იესომ, თუ რატომ არ უნდა იყოს ადამიანი კრიტიკულად განწყობილი?
მათ. 7:3, 4). ადამიანი, რომელსაც სხვების კრიტიკა ახასითებს, უმნიშვნელო ნაკლსაც კი ამჩნევს თავისი ძმის „თვალში“. ასეთი ადამიანი ფიქრობს, რომ მის ძმას არა აქვს საღი აზროვნებისა და მოვლენების სწორად შეფასების უნარი. ძმის მიერ დაშვებული შეცდომა შეიძლება ისეთივე უმნიშვნელო იყოს, როგორც ბალახის ღერი, თუმცა კრიტიკულად განწყობილი ადამიანი მაინც სთავაზობს მას ‘თვალიდან ბალახის ღერის ამოღებას’. იგი ცდილობს დაანახვოს ძმას, თითქოს მასზე უკეთესად შეუძლია მოვლენების შეფასება. ასეთი საქციელი თვალთმაქცობაა.
15 იმის საჩვენებლად, თუ რატომ არ უნდა იყოს ადამიანი კრიტიკულად განწყობილი, იესომ აღნიშნა: „მაშ, რატომ უყურებ ბალახის ღერს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი მორსაც ვერ ამჩნევ? ან როგორ ეუბნები შენს ძმას, მოდი თვალიდან ბალახის ღერს ამოგიღებო, როცა თვითონ შენ მორი გაქვს თვალში?“ (16. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ფარისევლებს ‘თვალში მორი’ ჰქონდათ?
16 კრიტიკული განწყობა განსაკუთრებით იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს ჰქონდათ. ისინი სხვებს მკაცრად განსჯიდნენ. ერთხელ ერთმა მამაკაცმა, რომელსაც იესომ მხედველობა დაუბრუნა, ყველას გასაგონად თქვა, რომ იესო ღვთის გამოგზავნილი იყო, რაზეც აღშფოთებულმა ფარისევლებმა მიუგეს: „შენ ცოდვებში დაიბადე და ჩვენ გვასწავლი?“ (იოან. 9:30—34). ფარისევლებს არ ჰქონდათ სულიერი ხედვა და განსჯის უნარი; მათ, როგორც იესომ თქვა, „თვალში მორი ჰქონდათ“ და სრულიად დაბრმავებულები იყვნენ. ამიტომ უთხრა მათ იესომ: „თვალთმაქცო! ჯერ საკუთარი თვალიდან ამოიღე მორი და მერე უკეთ დაინახავ, როგორ ამოუღო შენს ძმას თვალიდან ბალახის ღერი“ (მათ. 7:5; ლუკ. 6:42). თუ გვინდა, რომ კარგად მოვექცეთ სხვებს, არ უნდა გვქონდეს კრიტიკული განწყობა და არ უნდა ვეძებდეთ ‘ძმის თვალში ბალახის ღერს’. პირიქით, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენც არასრულყოფილები ვართ და ამის გამო თანამორწმუნეების კრიტიკას უნდა მოვერიდოთ.
როგორ უნდა მოვექცეთ სხვებს
17. როგორ უნდა მოვექცეთ სხვებს მათეს 7:12-ის თანახმად?
17 მთაზე ქადაგების დროს იესომ აღნიშნა, რომ ღმერთი მამობრივ მზრუნველობას ავლენს თავის მსახურთა მიმართ და პასუხობს მათ ლოცვებს (წაიკითხეთ მათეს 7:7—12). საგულისხმოა, რომ იესომ ამის საფუძველზე ჩამოაყალიბა ოქროს წესი: „ამიტომ ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათ. 7:12). თუ იესოს ამ სიტყვებს გავითვალისწინებთ, მხოლოდ მაშინ ვიქნებით მისი ნამდვილი მიმდევრები.
18. როგორ ცხადყო „კანონმა“, რომ სხვებს ისე უნდა მოვექცეთ, როგორც თავად გვინდა, რომ მოგვექცნენ?
18 ზემოხსენებული სიტყვების შემდეგ იესომ დასძინა: „ეს არის კანონისა და წინასწარმეტყველთა წიგნების არსი“. როდესაც სხვებს იესოს მოწოდების თანახმად ვეპყრობით, ჩვენ იმ პრინციპს ვასრულებთ, რომელიც საფუძვლად ედო „კანონს“, წმინდა წერილების პირველ ხუთ წიგნს „დაბადებიდან“ „მეორე კანონის“ ჩათვლით. ამ წიგნებში არა მხოლოდ იმაზეა საუბარი, რომ იეჰოვა აღთქმული შთამომავლის მეშვეობით ბოლოს მოუღებს ბოროტებას და შეასრულებს თავის განზრახვას, არამედ იმ კანონზეც, რომელიც ღმერთმა ძვ. წ. 1513 წელს მოსეს მეშვეობით მისცა ისრაელ ერს (დაბ. 3:15). სხვა ყველაფერთან ერთად კანონი ისრაელებისგან მოითხოვდა, რომ ყოფილიყვნენ სამართლიანები, მიუკერძოებლები და კარგად მოპყრობოდნენ საწყლებსა და ხიზნებს (ლევ. 19:9, 10, 15, 34).
19. როგორ ცხადყოფს „წინასწარმეტყველთა წიგნები“, რომ სხვებს კარგად უნდა მოვექცეთ?
19 „წინასწარმეტყველთა წიგნების“ მოხსენიებისას იესოს მხედველობაში ჰქონდა წინასწარმეტყველური წიგნები ებრაული წერილებიდან. ამ წიგნებში მოცემულია არა მარტო წინასწარმეტყველებები მესიის შესახებ, რომლებიც ქრისტეზე შესრულდა, არამედ ისიც, რომ ღმერთი იმ შემთხვევაში აკურთხებს თავის მსახურებს, თუ ისინი მის მოსაწონად მოიქცევიან და სხვებს კარგად მოეპყრობიან. ესაია წინასწარმეტყველმა ისრაელებს შემდეგი რჩევა მისცა: «აი რას ამბობს იეჰოვა: „დაიცავით სამართალი და სიმართლე აკეთეთ . . . ბედნიერია მოკვდავი ადამიანი, რომელიც ასე იქცევა და ადამიანის ძე, რომელიც ამას ეჭიდება . . . და ხელს აკავებს ბოროტის კეთებისგან“» (ეს. 56:1, 2). ღმერთს უნდა, რომ მისმა მსახურებმა არ შეწყვიტონ კარგის კეთება.
ყოველთვის კარგად მოექეცით სხვებს
20, 21. რა რეაქცია ჰქონდა ხალხს, როდესაც მთაზე ქადაგებას ისმენდა, და რატომ უნდა დაფიქრდეთ ბიბლიის ამ მონაკვეთზე?
20 ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა მიმოვიხილეთ, რომელიც იესომ მთაზე ქადაგების დროს წარმოთქვა. მაგრამ ადვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ იმ ადამიანთა რეაქცია, რომლებიც იესოს უსმენდნენ. ბიბლიაში წერია: „როცა დაასრულა იესომ ეს სიტყვები, ხალხი განცვიფრებული იყო იმით, თუ როგორ ასწავლიდა, რადგან ასწავლიდა როგორც ძალაუფლების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობრები“ (მათ. 7:28, 29).
21 იესო ქრისტე მართლაც „საოცარი მრჩეველი“ იყო (ეს. 9:6). მთაზე ქადაგებიდან გამოჩნდა, რომ იესო ყველაფერს იეჰოვას თვალით უყურებს. მან აგრეთვე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გავხდეთ ბედნიერები, როგორ მოვერიდოთ უზნეობას, როგორ ვიაროთ სიმართლის გზით, რა უნდა გავაკეთოთ, უსაფრთხო და ბედნიერი მომავალი რომ გვქონდეს და ასე შემდეგ. ილოცეთ და კიდევ ერთხელ ყურადღებით წაიკითხეთ მათეს მე-5—7 თავები. დაფიქრდით იესოს რჩევებზე და გამოიყენეთ. ეს დაგეხმარებათ, უფრო მეტად ასიამოვნოთ ღმერთს, კეთილად მოექცეთ სხვებს და არ შეწყვიტოთ კარგის კეთება.
როგორ უპასუხებთ?
• როგორ უნდა მოვექცეთ ჩვენს მტრებს?
• რატომ უნდა ვიყოთ მიმტევებლები?
• რა თქვა იესომ ადამიანების განსჯაზე?
• მათეს 7:12-ის თანახმად, როგორ უნდა მოვექცეთ სხვებს?
[სასწავლო კითხვები]
[ჩანართი 10 გვერდზე]
იცით, რატომ თქვა იესომ, ნუღარ გაასამართლებთო?
[სურათი 8 გვერდზე]
რატომ უნდა ვილოცოთ ჩვენი მდევნელებისთვის?
[სურათი 10 გვერდზე]
ყოველთვის ისე ექცევით სხვებს, როგორც თქვენ გინდათ, რომ გექცეოდნენ?