ემსახურეთ ღმერთს „ერთი გულით და სულით“
ემსახურეთ ღმერთს „ერთი გულით და სულით“
დგას ახ. წ. 33 წელი. იერუსალიმში ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის აღსანიშნავად იესო ქრისტეს მოწაფეების ირგვლივ თავი მოუყრიათ იუდეველებსა და პროზელიტებს. ეს ხალხი სხვადასხვა მხარიდან არის ჩამოსული, რომით დაწყებული და პართიით დამთავრებული. ყველა თავ-თავის ენაზე ლაპარაკობს. თუმცა იესოს მოწაფეები, ვინც მათ ესაუბრება, გალილეელები არიან. გაოცებული სტუმრები კითხულობენ: „როგორ გვესმის ჩვენ-ჩვენი ენა, რომელზეც დაბადებიდან ვლაპარაკობთ?“ (საქ. 2:8).
მოციქული პეტრე დგება და უხსნის მათ, თუ რატომ მოხდა ეს სასწაული. მსმენელთა მხრიდან საქ. 2:41). სწრაფი ზრდის მიუხედავად, კრება ერთიანობას ინარჩუნებს. ლუკა წერს: „მათ უმრავლესობას, რომლებმაც ირწმუნეს, ერთი გული და სული ჰქონდათ“ (საქ. 4:32).
დადებითი გამოხმაურება არ აყოვნებს. ათასობით ადამიანი ინათლება (იმ დღეს მონათლულთა უმეტესობამ იერუსალიმში უფრო დიდი ხნით დარჩენა გადაწყვიტა, რათა ცოდნა გაეღრმავებინათ და შესაბამისად, რწმენაც განემტკიცებინათ. თუმცა ისინი იერუსალიმში იმ მიზნით არ ჩასულან, რომ იქ დარჩენილიყვნენ. ამიტომ საჭირო გახდა მათ დასახმარებლად განსაზღვრული დროის მანძილზე ფულის შეგროვება. მორწმუნეთაგან ზოგიერთი ნებაყოფლობით ყიდდა თავის ქონებას და აღებული თანხა მოციქულებთან მიჰქონდა, რათა მათ საჭიროებისამებრ გაენაწილებინათ (საქ. 2:42—47). ეს სიყვარულისა და ხელგაშლილობის შესანიშნავი მაგალითია.
ჭეშმარიტი ქრისტიანები ყოველთვის გამოირჩეოდნენ გულუხვობითა და სიყვარულით. ქრისტიანული კრება დღესაც „ერთი გულით და სულით“ ემსახურება იეჰოვას. ქრისტიანული კრების წევრები გულუხვად სწირავენ თავიანთ დროს, ენერგიასა და სახსრებს, რათა ხელი შეუწყონ სამეფოს საქმეს, მათ შორის სასიხარულო ცნობის ქადაგებას (იხილეთ ჩარჩო „შესაწირავების გაღების რამდენიმე საშუალება“).
[ჩარჩო 6 გვერდზე]
შესაწირავის გაღების რამდენიმე საშუალება
შესაწირავი მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის
ბევრი წინასწარ გადადებს ხოლმე გარკვეულ თანხას და აგდებს შესაწირავის ყუთში, რომელსაც აწერია „შესაწირავი მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის“.
ამ თანხას კრებები ყოველთვიურად უგზავნიან ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ადგილობრივ ფილიალს. ნებაყოფლობითი ფულადი შესაწირავი შემომწირველს შეუძლია უშუალოდაც გადასცეს საზოგადოების ადგილობრივ ფილიალს. შესაძლებელია ძვირფასეულობის შემოწირვაც. შემოწირულ ძვირფას ნივთებს თან უნდა ახლდეს ბარათი, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ ეს შემოწირულობაა.
წინასწარ გათვალისწინებული შემოწირულობა
ფულადი შესაწირავის გარდა, მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის მხარდასაჭერად სხვა საშუალებებიც არსებობს. მაგალითად:
უძრავი ქონება: შემომწირველს შეუძლია გაიღოს გასაყიდად ვარგისი უძრავი ქონება და გადასცეს ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ადგილობრივ ფილიალს. თუ ეს უძრავი ქონება საცხოვრებელი საკუთრებაა, შემომწირველს შეუძლია ისარგებლოს თავისი ქონებით სიცოცხლის ბოლომდე. შემომწირველი უნდა დაუკავშირდეს თავისი ქვეყნის ფილიალს, სანამ გააფორმებდეს უძრავი ქონების გადაცემის აქტს.
ანდერძი: ქონება ან თანხა შეიძლება ანდერძით გადაეცეს ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ადგილობრივ ფილიალს კანონით დადგენილი წესების მიხედვით. ფილიალს უნდა გაეგზავნოს ანდერძის ასლი.
შემოწირულობის სახით შესაძლებელია აგრეთვე შემოწირულ იქნეს მოძრავი ქონება, აქციები, ანაბრები და საბანკო ანგარიშები.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ადგილობრივ ფილიალს, რომელიც თქვენს ქვეყანას ემსახურება.