გახსოვთ თუ არა?
გახსოვთ თუ არა?
ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას.
• როგორ ვილაპარაკოთ თავისუფლად „სუფთა ენაზე“, ანუ ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ ჭეშმარიტებაზე? (სოფ. 3:9).
„სუფთა ენაზე“ რომ ვილაპარაკოთ, საჭიროა, ყურადღებით ვუსმინოთ, მივბაძოთ მათ, ვინც თავისუფლად მეტყველებს, დავიმახსოვროთ ბიბლიის წიგნების სახელები და ბიბლიური მუხლები, გავიმეოროთ ნასწავლი, ვიკითხოთ ხმამაღლა, ვისწავლოთ ჭეშმარიტების „გრამატიკა“, დავიხვეწოთ, დრო გამოვყოთ შესწავლისთვის და ხშირად ვილაპარაკოთ „სუფთა ენაზე“ (8/15, გვერდები 21—25).
• რა უნდა ვიცოდეთ ღვთის შესახებ?
„იეჰოვაა მისი სახელი“ და ღმერთს სურს, რომ ამ სახელით ვიცნობდეთ (გამ. 15:3). ის არის „სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი“ (2 კორ. 13:11). ის „ცოდნის ღმერთია“ და „ხსნის ღმერთი“ (1 სამ. 2:3; ფსალმ. 25:5). ღმერთი უახლოვდება მათ, ვინც იცნობს მას (9/1, გვერდები 4—7).
• რას ნიშნავს ქორწინებაში „სამმაგი ძაფი“?
„სამმაგი ძაფი“ ხატოვანი გამოთქმაა (ეკლ. 4:12). როდესაც ამ ფრაზას ქორწინებასთან იყენებენ, პირველ ორ ძაფში ცოლ-ქმარს გულისხმობენ, ხოლო მესამე ძირითად ძაფში — ღმერთს. ღმერთთან ყოფნა წყვილს პრობლემებთან გამკლავების ძალას აძლევს, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახური ბედნიერებისთვის (9/15, გვერდი 16).
• რას ნიშნავს ებრაელების 6:2-ში მოხსენიებული „ხელების დადება“?
ეს არ ეხებოდა ქრისტიანი უხუცესების დანიშვნას. როგორც ჩანს, ხელების დადებით სასწაულებრივად გადაეცემოდა ღვთის ძღვენი, წმინდა სული (საქ. 8:14—17; 19:6) (9/15, გვერდი 32).
• რა სჭირდებათ შვილებს მამისგან?
1) სიყვარული, 2) მისაბაძი მაგალითი, 3) კარგი გარემო, 4) სულიერი აღზრდა, 5) აღზრდა და 6) დაცვა (10/1, გვერდები 18—21).
• როგორ შეუძლიათ პასუხისმგებელ ძმებს პატივისცემა გამოავლინონ სხვების მიმართ?
ერთ-ერთი საშუალებაა, უხუცესებმა არასდროს მოსთხოვონ სხვებს იმის გაკეთება, რასაც თავად არ გააკეთებენ. და კიდევ, როდესაც და-ძმებს რაიმეს გაკეთებას სთხოვენ ან მითითებებს აძლევენ, მიზეზი აუხსნან (10/15, გვერდი 22).
• რა დაგეხმარებათ მეუღლისადმი ერთგულების შენარჩუნებაში?
არსებობს ორი პრაქტიკული რჩევა: 1) ყურადღებას ნუ მოაკლებთ მეუღლეს და 2) ნუ უღალატებთ. მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა პრობლემები, თქვენმა მეუღლემ უნდა იცოდეს, რომ თქვენ ყველაფერს აკეთებთ ქორწინების განსამტკიცებლად (11/1, გვერდები 18—21).
• რის სწავლა შეუძლიათ ქრისტიან უხუცესებს ისრაელი მწყემსებისგან, რომლებიც დასამწყემსად სახრეს ხმარობდნენ?
ძველად ისრაელში მწყემსები ცხვრის დასამწყემსად სახრეს ხმარობდნენ. ფარეხში შესვლისა თუ გამოსვლის დროს ცხვარს ‘სახრის ქვეშ უნდა გაევლო’, რათა მწყემსს დაეთვალა ისინი (ლევ. 27:32). ქრისტიანი მწყემსებიც ყურადღებით უნდა მოეკიდონ ღვთის სამწყსოს თითოეულ წევრს, რომელიც ღმერთმა მათ ჩააბარა (11/15, გვერდი 9).
• როგორ ცხადყოფს დედა, რომ მისთვის სისუფთავე მნიშვნელოვანია?
საკვების დაბინძურების მიზეზი შეიძლება მრავალი რამ გახდეს, ამიტომ საჭმლის მომზადებამდე ხელს კარგად იბანს და ბუზებისგან დასაცავად საჭმელს დახურულ ჭურჭელში ინახავს. მის სახლში სისუფთავეა, ამიტომ ვირთხები, თაგვები და ტარაკნები არ აწუხებენ. ის ყოველთვის რეცხავს ტანსაცმელს და აბანავებს შვილებს. ეს ყველაფერი ბიბლიის თანახმადაც მოითხოვება (12/1, გვერდები 9—11).