მისიონერებს მოუწოდებენ, მიჰბაძონ იერემიას
„გალაადის“ 125-ე კლასის გამოშვება
მისიონერებს მოუწოდებენ, მიჰბაძონ იერემიას
«„გალაადის“ ამ კლასის გამოშვება ისტორიული მნიშვნელობისაა», — ამ სიტყვებით მიმართა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა ჯეფრი ჯექსონმა 6 156 დამსწრეს, რომლებიც 2008 წლის 13 სექტემბერს „საგუშაგო კოშკის“ სკოლა „გალაადის“ 125-ე კლასის გამოსაშვებ პროგრამას ესწრებოდნენ. „გალაადის“ სკოლამ, ამ 56 კურსდამთავრებულის ჩათვლით, 8 000-ზე მეტი მისიონერი მოამზადა, რომლებიც „დედამიწის კიდით კიდემდე“ მსახურობენ (საქ. 1:8).
ძმა ჯექსონმა, რომელიც პროგრამის თავმჯდომარე იყო, შემდეგი კითხვა დასვა: „იქნება თქვენი მსახურება ნაყოფიერი, თუ დამაჯერებლად ილაპარაკებთ?“ შემდეგ ჩამოთვალა, რა დაეხმარებოდათ, რომ უფრო დამაჯერებლად ექადაგათ — სწორი განწყობა, სამაგალითო საქციელი, ქადაგებისას ბიბლიის გამოყენება და იეჰოვას სახელზე ყურადღების გამახვილება.
დეივიდ შეფერმა, რომელიც სასწავლო კომიტეტის წევრია, წარმოთქვა მოხსენება, სათაურით „გაიგებთ ყველაფერს?“ მან დაარწმუნა „გალაადის“ კურსდამთავრებულები, რომ „ყველაფერს გაიგებდნენ“, რაც საჭირო იყო კარგი მისიონერობისთვის, თუ გააგრძელებდნენ იეჰოვას ძებნას და თავმდაბლად მიჰყვებოდნენ „ერთგული და გონიერი მონის“ მითითებებს (იგავ. 28:5; მათ. 24:45).
შემდეგ მსმენელის წინაშე ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ჯონ ბარი წარდგა მოხსენებით „ნურაფერს დართავთ იმის ნებას, რომ ჩამოგაშოროთ ღვთის სიყვარულს“. ძმა ბარმა მამაშვილურად დაარიგა კურსდამთავრებულები, რამაც ახალ მისიონერებსა და მათ მშობლებს შიში გაუქარწყლა, რომელიც შეიძლებოდა უცხო ტერიტორიაზე მსახურების გამო ჰქონოდათ. „თუ ღვთის სიყვარულში დარჩებით, ყველაზე უსაფრთხო და საიმედო ადგილას იქნებით“, — უთხრა მან კურსდამთავრებულებს. მისიონერებს ვერაფერი ჩამოაშორებს ღვთის სიყვარულს, თუ თავად არ ჩამოშორდებიან ღმერთს.
სემ რობერსონმა, თეოკრატიული სკოლების განყოფილების ზედამხედველის დამხმარემ, მოუწოდა მსმენელს, რომ შემოსილიყვნენ „უძვირფასესი სამოსით“. თუ დაუკვირდებოდნენ იესოს საქმეებს და მიჰყვებოდნენ მის მაგალითს, კურსდამთავრებულები ‘უფალ იესო ქრისტეთი შეიმოსებოდნენ’ (რომ. 13:14). შემდეგ უილიამ სამუელსონმა, თეოკრატიული სკოლების განყოფილების ზედამხედველმა, ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ ვინ ითვლება ღირსეულ ადამიანად. ღირსეულია ვინმე თუ არა, ამას ღმერთი განსაზღვრავს და არა ადამიანი.
მაიკლ ბერნეტმა, „გალაადის“ სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა ინტერვიუ აიღო სტუდენტებისგან. მათ გაიხსენეს სამქადაგებლო მსახურებაში მომხდარი შემთხვევები, რომლებიც „გალაადში“ სწავლის პერიოდში ჰქონდათ. თუმცა მათგან უმეტესობა ნიუ-იორკში კარგად დამუშავებულ უბნებზე მსახურობდა, მაინც მოძებნეს ჭეშმარიტებას მოწყურებული ადამიანები. ჯერალდ გრიზლმა, კონგრესების განყოფილების თანამშრომელმა, ინტერვიუ აიღო სამი ძმისგან, რომლებიც ესწრებოდნენ „სკოლას ფილიალის კომიტეტის წევრებისთვის“. მათი ნათქვამი „გალაადის“ სკოლის კურსდამთავრებულებს დაეხმარა, უკეთ მომზადებულიყვნენ იმ მოსალოდნელი ცვლილებისთვის, რაც უცხო ტერიტორიებზე მსახურებისას ელოდათ.
მოხსენებით „მიჰბაძეთ იერემიას“, მსმენელის წინაშე წარდგა დეივიდ სპლეინი, ხელმძღვანელი საბჭოს წევრი და სკოლა „გალაადის“ 42-ე კლასის კურსდამთავრებული. იერ. 1:7, 8). ღმერთი მისიონერებსაც მსგავსად განამტკიცებს. „თუ ვინმესთან გიჭირთ ურთიერთობა, დაჯექით და ჩამოწერეთ ის ათი თვისება, რომელთა გამოც აფასებთ მას. თუ გაგიჭირდებათ ათამდე ათვლა, ეს იმას ნიშნავს, რომ უკეთ უნდა გაიცნოთ იგი“, — ურჩია სტუდენტებს სპლეინმა.
თუმცა იერემია შიშობდა, რომ ვერ შეასრულებდა იეჰოვას დავალებას, ღმერთმა განამტკიცა იგი (იერემიას თავგანწირვის სული ჰქონდა. როდესაც ფიქრობდა, რომ ვეღარ გააგრძელებდა მსახურებას, ილოცა და იეჰოვასაც არ მიუტოვებია ის (იერ. 20:11). „თუ გულგატეხილობა დაგეუფლებათ, რაც შეიძლება ხშირად ესაუბრეთ იეჰოვას. გაგაოცებთ იმის დანახვა, როგორ ამოგიდგებათ იეჰოვა მხარში“, — აღნიშნა ძმა სპლეინმა.
გამოსაშვები პროგრამის დასასრულს თავმჯდომარემ აღნიშნა, რამდენი რამ ისწავლეს კურსდამთავრებულებმა იმისათვის, რომ უფრო დამაჯერებლად იქადაგონ და ბიბლიურ ჭეშმარიტებაში დაარწმუნონ ხალხი. თუ მისიონერები დამაჯერებლად იქადაგებენ უცხო ტერიტორიებზე, ადამიანების ნდობას მოიპოვებენ (ეს. 43:8—12).
[ჩარჩო 22 გვერდზე]
კლასის სტატისტიკური მონაცემები
წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობა: 6
ქვეყნების რაოდენობა, სადაც მისიონერები დაინიშნენ: 21
სტუდენტების რაოდენობა: 56
საშუალო ასაკი: 32,9
ჭეშმარიტებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 17,4
სრული დროით მსახურებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 13
[სურათი 23 გვერდზე]
„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 125-ე კლასი
რიგები დანომრილია ქვემოდან ზემოთ, გვარები კი მოცემულია მარცხნიდან მარჯვნივ:
1) ა. ჰაჯსენი, ა. ვოლი, კ. ბირენსი, მ. ჰორტელანო, ლ. ნიუმენი, ა. დეკასო; 2) ჯ. ჯენკენზი, ტ. ჯარზემსკი, ნ. მენდესი, ვ. კორონა, ლ. კანალიტა; 3) ჰ. ფრაიერი, მ. სავიჯი, კ. ტიდველი, ნ. ერიქსონი, ე. დიკი, რ. მაკბეტი; 4) ლ. პერეზი, ლ. პოუზი, ა. სკიდმორი, ბ. იანგი, ნ. მაკბრაიდი, პ. რონდონი, ე. გუდმენი; 5) მ. ბირენსი, ჯ. ფერგუსონი, ნ. პირსენი, ლ. ჩაპმენი, ჯ. ვორდელი, მ. კანალიტა; 6) პ. პერეზი, დ. დეკასო, ტ. იანგი, დ. რონდონი, გ. გუდმენი, მ. ჯენკენზი, გ. დიკი; 7) მ. კორონა, რ. ვოლი, ს. პოუზი, ფ. მენდესი, ს. ჯარზემსკი, ტ. სავიჯი; 8) კ. ნიუმენი, დ. ფერგუსონი, დ. სკიდმორი, ტ. ერიქსონი, ჯ. მაკბრაიდი, მ. პირსენი, მ. ჩაპმენი; 9) კ. ჰაჯსენი, ა. ვორდელი, ა. მაკბეტი, ტ. ტიდველი, ჯ. ფრაიერი, ჯ. ჰორტელანო.