არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გახსოვთ თუ არა?

გახსოვთ თუ არა?

გახსოვთ თუ არა?

ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას.

• რატომ არის აუცილებელი ქრისტიანისთვის უმწიკვლობის შენარჩუნება?

ჩვენი უმწიკვლობით მხარს ვუჭერთ იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას და ვამტკიცებთ, რომ სატანა მატყუარაა. ჩვენი მომავალი უმწიკვლობაზეა დამოკიდებული, რადგან იეჰოვა ამის საფუძველზე გაგვასამართლებს (12/15, გვერდები 4—6).

• რომელია იესოს ზოგიერთი წოდება, რომლებიც ღვთის განზრახვაში მის განსაკუთრებულ როლზე მეტყველებს?

მხოლოდშობილი ძე; სიტყვა; ამინი; ახალი შეთანხმების შუამავალი; მღვდელმთავარი; აღთქმული შთამომავალი (12/15, გვერდი 15).

• რატომ გაახედა ელიამ თავისი მსახური ზღვისკენ, ვიდრე თავად წვიმისთვის ლოცულობდა? (1 მეფ. 18:43—45)

ელიამ იცოდა, როგორ ხდებოდა წყლის წრებრუნვა. თუ ზღვის თავზე წარმოქმნილი ღრუბლები ხმელეთისკენ დაიძვრებოდა, ეს იმის ნიშანი იქნებოდა, რომ წვიმა მოვიდოდა (1/1, გვერდები 15, 16).

• რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მსახურებამ მეტი სიხარული მოგვანიჭოს?

გული უნდა მოვამზადოთ და იმაზე ვიფიქროთ, როგორ დავეხმაროთ სხვებს. ქადაგების დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მიზანი ბიბლიის შესწავლის დაწყებაა. თუ გულგრილობას ვხვდებით, უნდა შევცვალოთ შეთავაზება და ხალხისთვის საინტერესო თემაზე დავიწყოთ საუბარი (1/15, გვერდები 8—10).

• ერთი და იგივეა ბიბლიაში მოხსენიებული კეთრი და დღეს ამ სახელით ცნობილი დაავადება?

ბიბლიურ დროში ადამიანები ავადდებოდნენ კეთრის სახელით ცნობილი ინფექციური დაავადებით (ლევ. 13:4, 5). ბიბლიაში აგრეთვე მოხსენიებულია ტანსაცმლისა და სახლის კეთრი, რაშიც შესაძლოა ობი იგულისხმებოდა (ლევ. 13:47—52) (2/1, გვერდი 19).

• ბიბლიური პრინციპებიდან გამომდინარე, როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი დაკრძალვის დროს?

ქრისტიანს შეუძლია იგლოვოს დაღუპული ახლობელი, მაგრამ უნდა ახსოვდეს, რომ მკვდრები ვერაფერს გრძნობენ. კრიტიკის მიუხედავად, ის არ მონაწილეობს ისეთ ადათ-წესებში, რომლებიც დაკავშირებულია ცრურწმენასთან, თითქოს მკვდრები გავლენას ახდენენ ცოცხლებზე. პრობლემების თავიდან ასარიდებლად, ზოგი ქრისტიანი წინასწარ წერილობით აფიქსირებს თავის პოზიციას საკუთარი დაკრძალვის ცერემონიალის შესახებ (2/15, გვერდები 29—31).

ფსალმუნის 1:1-ის თანახმად, რა არის ის სამი რამ, რასაც უნდა მოვერიდოთ, ბედნიერები რომ ვიყოთ?

მუხლში ნახსენებია „ცოდვილთა რჩევა“, „ცოდვილთა გზა“ და „დამცინავებთან ჯდომა“. ბედნიერები რომ ვიყოთ, თავი უნდა მოვარიდოთ მათ, ვინც ღმერთს დასცინის ან მის კანონებს არაფრად აგდებს. ჩვენ იეჰოვას კანონი უნდა გვანიჭებდეს სიამოვნებას (3/1, გვერდი 17).

• ღვთის შთაგონებით იყო დაწერილი „იაშარის წიგნი“ და „იეჰოვას ომების წიგნი“, რომლებმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია? (იეს. 10:13; რიცხ. 21:14)

არა. ეს წიგნები ღვთის შთაგონებით არ დაწერილა. როგორც ჩანს, ეს წიგნები იმ დროისთვის არსებული წერილობითი წყაროებია, რომლებიც ბიბლიის დამწერებმა მოიხსენიეს (3/15, გვერდი 32).

• რა მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა ბიბლიის თანამედროვე ლათინურ თარგმანში?

რომის პაპმა იოანე პავლე II-მ 1979 წელს მოიწონა „ნოვა ვულგატა“ — ბიბლიის ახალი თარგმანი ლათინურ ენაზე. პირველ გამოცემაში ზოგ ადგილას შენარჩუნებული იყო ღვთის სახელი იაჰვე (გამ. 3:15; 6:3). მაგრამ 1986 წელს დაბეჭდილ მეორე ოფიციალურ გამოცემაში, ღვთის სახელი იაჰვე შეცვლილი იყო „დომინუს“-ით [უფალი] (4/1, გვერდი 22).