იობი პატივს მიაგებდა ღვთის სახელს
იობი პატივს მიაგებდა ღვთის სახელს
„კვლავაც კურთხეული იყოს იეჰოვას სახელი“ (იობ. 1:21).
1. სავარაუდოდ, ვინ დაწერა წიგნი „იობი“ და როდის?
მოსე დაახლოებით 40 წლის იყო, როცა ფარაონის რისხვას გაექცა და მიდიანის მიწას შეაფარა თავი (საქ. 7:23, 29). ალბათ, იქ მის ყურამდე მიაღწევდა ამბავი იობის განსაცდელებზე, რომელიც მიდიანთან ახლოს, უცის მიწაზე ცხოვრობდა. როგორც ჩანს, მოსემ იობის სიცოცხლის უკანასკნელი წლების შესახებ მოგვიანებით შეიტყო, როცა უდაბნოში მოგზაურობის დასასრულს ისრაელებს უცის მიწასთან ახლოს მოუწიათ გავლა. იუდეველთა გადმოცემის თანახმად, მოსემ იობის სიკვდილის შემდეგ დაწერა წიგნი „იობი“.
2. როგორ გვეხმარება წიგნი „იობი“ რწმენის განმტკიცებაში?
2 წიგნი „იობი“ დღესაც განუმტკიცებს რწმენას ღვთის მსახურებს. ის წარმოდგენას გვიქმნის ზეცაში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე და ნათელს ჰფენს უმნიშვნელოვანეს საკითხს, რომელიც ღვთის უზენაეს ხელისუფლებას უკავშირდება. მისი დახმარებით უკეთ ვიგებთ, რას ნიშნავს ერთგულების შენარჩუნება. წიგნი იმის გაგებაშიც გვეხმარება, თუ რატომ უშვებს იეჰოვა ზოგჯერ თავისი მსახურების ტანჯვას. მასში აგრეთვე ნათლად არის ნაჩვენები, რომ იეჰოვასა და ადამიანების მთავარი მტერი სატანა ეშმაკია. ეს წიგნი იმაშიც გვარწმუნებს, რომ იობის მსგავს არასრულყოფილ ადამიანებს მძიმე განსაცდელების დროსაც შეუძლიათ უერთგულონ იეჰოვას. მოდი, თვალი გადავავლოთ წიგნ „იობში“ აღწერილ ზოგიერთ მოვლენას.
იობის განსაცდელი
3. რა არის ცნობილი იობის შესახებ და რატომ გახდა ის სატანის სამიზნე?
3 იობი მდიდარი და გავლენიანი კაცი იყო. ის თავის ოჯახსაც კარგად უძღვებოდა და, როგორც ჩანს, ხალხი მის აზრს დიდად აფასებდა. ის გაჭირვებულთა ქომაგიც იყო. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, იობს ღვთისმოშიშ კაცად იცნობდნენ. მას „უმწიკვლო, მართალი, ღვთისმოშიში და ბოროტებისგან შორს მდგარი კაცის“ სახელი ჰქონდა. იობი სწორედ ღვთის ერთგულების გამო გახდა სატანა ეშმაკის სამიზნე და არა სიმდიდრის ან ავტორიტეტის გამო (იობ. 1:1; 29:7—16; 31:1).
4. რა არის უმწიკვლობა?
4 წიგნის შესავალში აღწერილია, როგორ შეიკრიბნენ ზეცაში ანგელოზები იეჰოვას წინაშე. მათ შორის იყო სატანაც, რომელმაც ბრალდებები წაუყენა იობს (წაიკითხეთ იობის 1:6—11 ). სატანამ თავის ბრალდებაში იობის ქონებაც მოიხსენია, მაგრამ ყურადღება მის უმწიკვლობაზე გაამახვილა. უმწიკვლობაში იგულისხმება პატიოსნება, სიმართლე და უბიწობა. ბიბლიაში სიტყვა „უმწიკვლობა“ მთელი გულით იეჰოვას ერთგულებას ნიშნავს.
5. რაში დასდო ბრალი სატანამ იობს?
5 სატანა ირწმუნებოდა, რომ იობი მხოლოდ გამორჩენის მიზნით ემსახურებოდა ღმერთს და მისი ერთგული მანამდე იქნებოდა, ვიდრე ღვთის კურთხევა და მფარველობა არ მოაკლდებოდა. ამ ბრალდების საპასუხოდ იეჰოვამ ნება დართო სატანას, გამოეცადა იობი. ერთ დღესაც იობს აცნობეს, რომ მისი საქონლის ნაწილი მტრებმა წაასხეს, ნაწილი კი გაწყდა, მისი მსახურები დახოცეს, შვილები კი უბედური შემთხვევის დროს დაიღუპნენ (იობ. 1:13—19). დათმო იობმა თავისი ერთგულება? ბიბლიაში ვკითხულობთ, რა რეაქცია ჰქონდა იობს ამდენი საშინელი ამბის მოსმენის შემდეგ: „იეჰოვამ მომცა და იეჰოვამ წაიღო. კვლავაც კურთხეული იყოს იეჰოვას სახელი“ (იობ. 1:21).
6. ა) რა მოხდა ზეცაში ერთ-ერთი მორიგი შეკრების დროს? ბ) იობის გარდა კიდევ ვისი უმწიკვლობა დააყენა ეჭვქვეშ სატანამ?
6 მოგვიანებით, როცა ზეცაში კვლავ შეიკრიბნენ სულიერი ქმნილებები, სატანამ იეჰოვას წინაშე სხვა ბრალდებაც წაუყენა იობს: „ტყავი ტყავის სანაცვლოდ, სიცოცხლის სანაცვლოდ კი ყველაფერს გაიღებს კაცი. აბა, გაიწოდე ხელი, შეახე მის ძვალსა და ხორცს, და ნახე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა“. ამჯერად სატანამ მხოლოდ იობს არ დასდო ბრალი. მან, ფაქტობრივად, იეჰოვას ყველა თაყვანისმცემლის უმწიკვლობა დააყენა ეჭვქვეშ, როცა თქვა: „სიცოცხლის სანაცვლოდ ყველაფერს გაიღებს კაცი“. ამის შემდეგ ღმერთმა სატანას ნება დართო, იობისთვის საშინელი სენი შეეყარა (იობ. 2:1—8). მაგრამ იობის განსაცდელი ამით არ დამთავრებულა.
გაკვეთილი ჩვენთვის
7. როგორ ცდილობდნენ გავლენის მოხდენას იობზე მისი ცოლი და სამი ვაი-მანუგეშებელი?
7 ეს განსაცდელები მხოლოდ იობს არ შეხებია. შვილების სიკვდილი და ქონების დაკარგვა მის ცოლსაც დასცემდა თავზარს. მას, ალბათ, გული უკვდებოდა, როცა საშინელი სნეულებით გატანჯულ ქმარს ხედავდა. ამიტომაც ეუბნებოდა მას: „ისევ შენს უმწიკვლობას ეჭიდები? დასწყევლე ღმერთი და მოკვდი!“. იობი რომ ენუგეშებინათ, მასთან ელიფაზი, ბილდადი და ცოფარი მივიდნენ. მაგრამ, სინამდვილეში, თავიანთი მცდარი მსჯელობით ისინი ვაი-მანუგეშებლები გამოდგნენ. მაგალითად, ბილდადის აზრით, იობის შვილები მათი ბოროტების გამო დაიღუპნენ. ელიფაზმა იობის ტანჯვა მის წარსულ ცოდვებს დააბრალა. მან ისიც კი თქვა, რომ ღმერთი არ აფასებს თავის ერთგულ მსახურებს (იობ. 2:9, 11; 4:8; 8:4; 16:2; 22:2, 3). ასეთი ზეგავლენის მიუხედავად, იობი უმწიკვლო დარჩა. მართალია, ცდებოდა, როცა „საკუთარ სულს ღმერთზე მართლად აცხადებდა“, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ის მაინც ბოლომდე ღვთის ერთგული იყო (იობ. 32:2).
8. რის სწავლა შეუძლია ელიჰუსგან მას, ვინც სხვას რჩევას აძლევს?
8 იობის სანახავად ელიჰუც მივიდა, რომელიც თავიდან ყურადღებით უსმენდა იობისა და მისი სამი მეგობრის მსჯელობას. ის მათზე გონიერი აღმოჩნდა მიუხედავად იმისა, რომ მათთან შედარებით ახალგაზრდა იყო. მან იობს პატივისცემით მიმართა და ერთგულებისთვის შეაქო. მაგრამ არც ის დაუმალა, რომ ის მეტისმეტად ცდილობდა თავისი სიმართლის დამტკიცებას. ელიჰუმ დაარწმუნა იობი, რომ ღვთის მიმართ მისი ერთგულება ნამდვილად არ იყო ფუჭი (წაიკითხეთ იობის 36:1, 11 ). ელიჰუ კარგი მაგალითია მათთვის, ვინც რჩევას აძლევს სხვას. მან მოთმინება გამოავლინა, ყურადღებით მოუსმინა მოსაუბრეებს, როცა საჭირო იყო, შეაქო კიდეც იობი და გონივრული რჩევა მისცა მას (იობ. 32:6; 33:32).
9. როგორ დაეხმარა იეჰოვა იობს?
9 ბოლოს იობს განსაკუთრებული „სტუმარი“ ეწვია. ბიბლიაში ნათქვამია: „მიუგო იეჰოვამ იობს ქარიშხლიდან“. დამაფიქრებელი კითხვების მეშვეობით იეჰოვამ მას სწორი თვალსაზრისი დაანახვა. იობმა თავმდაბლად მიიღო შეგონება და აღიარა: „არარაობა გავხდი . . . მტვერსა და ნაცარში ვინანიებ“. იობთან საუბრის შემდეგ იეჰოვა განურისხდა მის სამ მეგობარს, რადგან „ჭეშმარიტება არ ილაპარაკეს“, შემდეგ უთხრა, რომ იობი ილოცებდა მათთვის. „როცა ილოცა თავისი მეგობრებისთვის, დაიხსნა იეჰოვამ იობი ტყვეობიდან და იმაზე ორჯერ მეტი მისცა იეჰოვამ იობს, ვიდრე მას მანამდე ჰქონდა“ (იობ. 38:1; 40:4; 42:6—10).
რამდენად ძლიერ გვიყვარს იეჰოვა?
10. რატომ არ დახუჭა თვალი იეჰოვამ სატანის ბრალდებაზე ან რატომ არ გაანადგურა ის?
10 იეჰოვა სამყაროს უზენაესი შემოქმედია. რატომ არ დახუჭა თვალი მან ეშმაკის ბრალდებაზე? ღმერთმა იცოდა, რომ თვალის დახუჭვით ან ეშმაკის განადგურებით ვერ მოაგვარებდა წამოჭრილ საკამათო საკითხს. ეშმაკი ამტკიცებდა, რომ იობის ერთგულება ღვთისგან ბოძებულ სიმდიდრეზე იყო დამოკიდებული. მაგრამ ქონების დაკარგვის მიუხედავად, ის ერთგული დარჩა. შემდეგ სატანა იმის მტკიცებას მოჰყვა, რომ ფიზიკური ტანჯვის დროს, ნებისმიერი ადამიანი ზურგს აქცევდა ღმერთს. იობმა ტანჯვასაც გაუძლო. ამგვარად, არასრულყოფილი, მაგრამ ერთგული იობის შემთხვევაში დამტკიცდა, რომ სატანა მატყუარა იყო. როგორ ეხება ეს საკითხი იეჰოვას თითოეულ მსახურს?
11. როგორ დაამტკიცა იესომ, რომ სატანა ცრუა?
11 ღვთის თითოეულ მსახურს შეუძლია დაამტკიცოს დაუძინებელი მტრის, სატანის სიცრუე, თუკი მისგან დატეხილი ნებისმიერი განსაცდელის მიუხედავად, ერთგულებას შეინარჩუნებს. დედამიწაზე ყოფნისას იესომ ბოლომდე გამოააშკარავა სატანის სიცრუე. იესო, ჩვენი წინაპრის, ადამის მსგავსად, სრულყოფილი იყო. ის სიკვდილამდე ერთგული დარჩა, რითაც საბოლოოდ დაამტკიცა, რომ სატანა მატყუარაა და მისი ბრალდებები ცრუა (გამოცხ. 12:10).
12. რა ვალდებულება აკისრია იეჰოვას თითოეულ მსახურს?
12 სატანა დღემდე სცდის იეჰოვას თაყვანისმცემლებს. თითოეულს არა მარტო შეგვიძლია, არამედ ვალდებულნიც ვართ, ჩვენი ერთგულებით დავამტკიცოთ, რომ იეჰოვას სიყვარულით ვემსახურებით და არა პირადი გამორჩენის მიზნით. ჩვენ მთელი სერიოზულობით ვეკიდებით ამ ვალდებულებას. თანაც ვიცით, რომ როგორც იობის შემთხვევაში, იეჰოვა არც ჩვენს შემთხვევაში დაუშვებს ისეთ განსაცდელს, რომლის ატანასაც ვერ შევძლებთ, და ყოველთვის მოგვცემს ძალებს (1 კორ. 10:13).
თავხედი მოწინააღმდეგე და განდგომილი
13. რა დამატებით ინფორმაციას გვაწვდის წიგნი „იობი“ სატანის შესახებ?
13 ებრაული წერილებიდან ვიგებთ, რა ურცხვად დაუპირისპირდა სატანა იეჰოვას და როგორ აურია გზა-კვალი ადამიანებს. ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდან უფრო მეტს ვიგებთ ამ დაპირისპირების შესახებ. მაგალითად, „გამოცხადება“ ნათელს ჰფენს, როგორ დამტკიცდება იეჰოვას უზენაესობა და როგორ განადგურდება სატანა. წიგნ „იობში“ ნათლად ჩანს, რამდენად ურჩია სატანა. მას იეჰოვას იობ. 1:12; 2:7).
განდიდება არ ჰქონია გულში, როცა ზეცაში სხვა ანგელოზებთან ერთად მის წინაშე წარსდგა. ის გაბოროტებული იყო და არასწორი ზრახვები ამოძრავებდა. მან ბრალი დასდო იობს და როცა მისი გამოცდის ნებართვა მიიღო, „წავიდა სატანა იეჰოვასგან“ (14. რას გრძნობდა სატანა იობის მიმართ?
14 წიგნ „იობიდან“ კარგად ჩანს, რომ სატანა კაცობრიობის დაუძინებელი მტერია. პირველი შეკრების შემდეგ, ვიდრე ანგელოზები კვლავ შეიკრიბებოდნენ ზეცაში, იობი საშინელ განსაცდელს იტანდა (იობ. 1:6; 2:1). მისმა ერთგულებამ იეჰოვას სატანისთვის ასეთი სიტყვები ათქმევინა: „ის კვლავაც უმწიკვლოა, შენ კი მაქეზებ, რომ უმიზეზოდ დავღუპო იგი“. მაგრამ სატანამ არ აღიარა, რომ მისი ბრალდებები უსაფუძვლო იყო. არათუ აღიარა, იობის უფრო მკაცრად გამოცდა ითხოვა. ამგვარად, იობი გამოიცადა არა მარტო მაშინ, როცა დიდ სიმდიდრეს ფლობდა, არამედ მაშინაც, როცა აღარაფერი ებადა. ფაქტია, რომ სატანისთვის უცხოა გაჭირვებულთა სიბრალული. მას სძულს ღვთის ერთგული ადამიანები (იობ. 2:3—5). მაგრამ თავისი ერთგულებით იობმა დაამტკიცა, რომ სატანა მატყუარაა.
15. რით ჰგვანან განდგომილები სატანას?
15 სატანა პირველი იყო, ვინც ღმერთს განუდგა. ჩვენს დროში განდგომილები აშკარად ჰბაძავენ ეშმაკს. მათ გონება აქვთ მოწამლული და ამიტომ კრიტიკულად არიან განწყობილნი კრების წევრების, ქრისტიანი უხუცესებისა და ხელმძღვანელი საბჭოს მიმართ. ზოგი მათგანი ღვთის სახელის გამოყენების წინააღმდეგაც კი გამოდის. მათი მიზანი არც იეჰოვას უკეთესად გაცნობაა და არც მისი მსახურება. თავიანთი მამის, სატანის მსგავსად მათი მთავარი სამიზნეც ღვთის ერთგული მსახურები არიან (იოან. 8:44). ამიტომაც ერიდებიან იეჰოვას მსახურები მათთან ურთიერთობას (2 იოან. 10, 11).
იობი პატივს მიაგებდა ღვთის სახელს
16. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა იობს იეჰოვას მიმართ?
16 იობი სახელით მოუხმობდა ღმერთს და განადიდებდა მას. შვილების სიკვდილით თავზარდაცემულსაც კი ცუდი არაფერი დაუბრალებია ღვთისთვის. მართალია, იობმა შეცდომით დაასკვნა, რომ ღვთის გამო დაემართა ეს უბედურება, მაგრამ ის მაინც პატივს მიაგებდა იეჰოვას სახელს. ერთ-ერთ იგავში იობმა თქვა: „იეჰოვას შიში — აი, ეს არის სიბრძნე, გაგების უნარი კი ის არის, რომ ზურგი აქციო ბოროტებას“ (იობ. 28:28).
17. რა დაეხმარა იობს, რომ ბოლომდე უმწიკვლო დარჩენილიყო?
17 რა დაეხმარა იობს, რომ ბოლომდე უმწიკვლო დარჩენილიყო? მას ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა, ვიდრე თავს უბედურება დაატყდებოდა. ჩვენთვის იობ. 27:5). როგორ დაუახლოვდა იობი ღმერთს? მან კარგად იცოდა, როგორ ეპყრობოდა ღმერთი მის შორეულ ნათესავებს — აბრაამს, ისაკსა და იაკობს. გარდა ამისა, ღვთის შემოქმედებაზე დაკვირვებით იობი ბევრ რამეს გაიგებდა იეჰოვას თვისებების შესახებ (წაიკითხეთ იობის 12:7—9, 13, 16).
უცნობია, იცოდა თუ არა მან რამე სატანის ბრალდებების შესახებ, მაგრამ ერთი რამ ცხადია — ის მთელი გულით ცდილობდა, რომ ერთგული დარჩენილიყო. ამიტომაც თქვა: „სანამ ცოცხალი ვარ, არ დავთმობ უმწიკვლობას!“ (18. ა) როგორ დაამტკიცა იობმა თავისი ერთგულება? ბ) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იობს?
18 იობს ღვთის მსახურების სურვილი გაუღვიძა იმან, რაც მან იეჰოვას შესახებ გაიგო. ის რეგულარულად სწირავდა ღმერთს მსხვერპლს ოჯახის წევრებისთვის, რადგან ფიქრობდა, ვაითუ რამე დააშავეს ან ‘დაგმეს ღმერთი თავიანთ გულშიო’ (იობ. 1:5). უმძიმესი განსაცდელის დროსაც, იობი დადებითად საუბრობდა იეჰოვას შესახებ (იობ. 10:12). იობისგან მრავალი რამის სწავლა შეგვიძლია. ჩვენც რეგულარულად უნდა გავიღრმავოთ ცოდნა იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ. პირადი შესწავლა, კრების შეხვედრებზე დასწრება, ლოცვა და სასიხარულო ცნობის რეგულარული ქადაგება კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობას იეჰოვასთან. ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ იმისთვის, რომ ყველასთვის ცნობილი გახდეს იეჰოვას სახელი. როგორც იობის შემთხვევაში, ჩვენი უმწიკვლობაც გულს უხარებს იეჰოვას. ამის შესახებ მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.
გახსოვთ?
• რატომ გახდა იობი სატანა ეშმაკის სამიზნე?
• რა გადაიტანა იობმა და როგორ შეხვდა ის განსაცდელებს?
• რა დაგვეხმარება, იობის მსგავსად ღვთის ერთგულები დავრჩეთ?
• რას ვიგებთ სატანის შესახებ წიგნ „იობიდან“?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 4 გვერდზე]
წიგნ „იობში“ აღწერილი მოვლენები ნათელს ჰფენს უმნიშვნელოვანეს საკითხს, რომელიც ღვთის უზენაეს ხელისუფლებას უკავშირდება
[სურათი 6 გვერდზე]
რა შემთხვევაში შეიძლება გამოიცადოს შენი უმწიკვლობა?