„დუმილის დრო“
„დუმილის დრო“
„ბრძნულად მეტყველება ვერცხლია, დუმილი კი ოქრო“, — ამბობს ძველი ანდაზა. ერთ წიგნში მოყვანილია ამ ანდაზის მსგავსი ებრაული ანდაზა: „თუ სიტყვა ერთი შეკელი ღირს, დუმილი — ორი შეკელი“ (Brewer’s Dictionary of Phrase and Fable). ისრაელის ბრძენი მეფე სოლომონი წერდა: „ყველაფერს თავისი დრო აქვს, ყველა საქმეს აქვს თავისი დრო ცისქვეშეთში: . . . დუმილის დრო და ლაპარაკის დრო“ (ეკლ. 3:1, 7).
როდის ჯობს დუმილი? სიტყვა „დუმილი“ ბიბლიაში არაერთხელ არის მოხსენიებული. იგი, სულ მცირე, სამ კონტექსტში გამოიყენება. ახლა დაწვრილებით განვიხილოთ, როდის არის დუმილი პატივისცემის ნიშანი, გონიერებისა და გამჭრიახობის მაჩვენებელი და ფიქრის ხელშემწყობი.
პატივისცემის ნიშანი
დუმილი პატივისცემის მაჩვენებელია. წინასწარმეტყველმა აბაკუმმა თქვა: „იეჰოვა კი თავის წმინდა ტაძარშია. დადუმდი, დედამიწავ, მის წინაშე!“ (აბაკ. 2:20). ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები ‘ხსნას უნდა ელოდონ იეჰოვასგან, თუნდაც მდუმარედ’ (გოდ. 3:26). ფსალმუნმომღერალი ამბობდა: „მდუმარედ იყავი იეჰოვას წინაშე და მოუთმენლად ელოდე მას. ნუ განგარისხებს ის, რომ ვიღაცას ხელი ემართება თავის გზაზე“ (ფსალმ. 37:7).
შეგვიძლია უსიტყვოდ განვადიდოთ იეჰოვა? რა თქმა უნდა, რადგან ზოგჯერ ისე ვართ მოხიბლული მისი შემოქმედების სილამაზით, რომ ჩვენი გრძნობების გამოსახატავად სიტყვებს ვერ ვპოულობთ. განა ამ დროს გულში არ განვადიდებთ იეჰოვას? დავითმა თავისი ერთ-ერთი ფსალმუნი შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „ღმერთო, შენია ქებაც და დუმილიც სიონში; შენ შეგისრულებენ აღთქმას“ (ფსალმ. 65:1).
იეჰოვას პატივისცემაში იგულისხმება მისი ნათქვამისადმი პატივისცემაც. მაგალითად, როცა წინასწარმეტყველმა მოსემ უკანასკნელად მიმართა ისრაელ ერს, მან და მღვდლებმა იქ მყოფებს უთხრეს: „დადუმდი კან. 27:9, 10; 31:11, 12).
და მოისმინე . . . მოუსმინეთ იეჰოვას, თქვენი ღვთის ხმას“. ისრაელის ძეები ღვთის კანონის წასაკითხად ერთად რომ იკრიბებოდნენ, ყურადღებით მოსმენა ბავშვებსაც მოეთხოვებოდათ. „შეკრიბე ხალხი, კაცები, ქალები, ბავშვები . . . რათა ისწავლონ“, — უთხრა მოსემ ისრაელებს (კარგია, როცა იეჰოვას თაყვანისმცემლები კრების შეხვედრებსა და კონგრესებზე ყურადღებით ისმენენ რჩევა-დარიგებებს. ღვთის სიტყვისა და მისი ორგანიზაციისადმი უპატივცემულობის მაჩვენებელი იქნება, თუ ვინმეს ველაპარაკებით მაშინ, როცა ძმა სცენიდან მნიშვნელოვან აზრებს გვიზიარებს. კრების მსვლელობის დროს ჩუმად უნდა ვიყოთ და პროგრამას ვუსმინოთ.
ერთი ერთზე საუბრისას კარგი მოსმენაც პატივისცემის ნიშანია. მაგალითად, იობმა თავის ბრალმდებლებს უთხრა: „ამიხსენით და გავჩუმდები“. იობი მზად იყო, ყურადღებით მოესმინა მათთვის, ხოლო მისი ლაპარაკის ჯერი რომ დადგა, სთხოვა: „ხმა არ ამოიღოთ, მე უნდა ვილაპარაკო“ (იობ. 6:24; 13:13).
გონიერებისა და გამჭრიახობის მაჩვენებელი
ბიბლიაში ნათქვამია: „ვინც ბაგეებს იმორჩილებს, გონივრულად იქცევა“. „გამჭრიახი კაცი . . . დუმს“ (იგავ. 10:19; 11:12). ახლა გავიგოთ, როგორ ავლენდა იესო გონიერებასა და გამჭრიახობას მაშინ, როცა დუმდა. როგორც კი დაინახა, რომ მტრებისთვის რაიმეს მტკიცებას აზრი არ ჰქონდა, „იესო დადუმდა“ (მათ. 26:63). მოგვიანებით, როცა პილატეს წინაშე წარდგა, „არაფერს პასუხობდა“. ის წინდახედულად მოიქცა და არჩია, რომ მის ნაცვლად მის საქმეებს „ელაპარაკა“ (მათ. 27:11—14).
გონივრულად ვიქცევით, თუ ‘ბაგეებს ვიმორჩილებთ’, განსაკუთრებით მაშინ, როცა კამათში გვიწვევენ. „რისხვაში ნელი კაცი გამჭრიახია, მოუთმენელი კი — უგუნურების განმადიდებელი“, — ნათქვამია ბიბლიაში (იგავ. 14:29). თუ დაძაბულ ვითარებაში დაუფიქრებლად იტყვი რამეს, კიდევ უფრო გაამწვავებ სიტუაციას და ეს მოგვიანებით სანანებელი გაგიხდება. ასეთ დროს შეიძლება სისულელე თქვა და სულის სიმშვიდე დაკარგო.
გამჭრიახობის მაჩვენებელია, როცა ბოროტთა გარემოცვაში ენის გაკონტროლება შეგიძლია. თუ მსახურების დროს დაგვცინიან, დუმილი შეიძლება საუკეთესო პასუხი იყოს. როცა თანაკლასელები ან თანამშრომლები უხამსად ხუმრობენ ან ბინძურ სიტყვებს იყენებენ, გონივრულია, არაფერი ვთქვათ, რათა ისეთი შთაბეჭდილება არ შეიქმნას, რომ მათ საქციელს ვიწონებთ (ეფეს. 5:3). ფსალმუნმომღერალი წერდა: „პირს ალიკაპს დავუყენებ დარაჯად, სანამ ბოროტი მიდგას წინ“ (ფსალმ. 39:1).
იგავ. 11:12). ნამდვილი ქრისტიანი დაუფიქრებელი ლაპარაკით საიდუმლოს არ გაამხელს. ამ მხრივ კრების უხუცესებმა განსაკუთრებით უნდა იფრთხილონ, რომ კრების წევრების ნდობა არ დაკარგონ.
გამჭრიახმა საიდუმლოს შენახვაც იცის (დუმილს სხვა დადებითი მხარეც აქვს. XIX საუკუნის ინგლისელმა მწერალმა სიდნი სმითმა ერთ-ერთ თავის თანამედროვეზე ასეთი რამ დაწერა: „იგი შიგადაშიგ დუმდა, რაც მის საუბარს სასიამოვნოს ხდიდა“. კარგია, როცა მეგობრები გულისყურით უსმენენ ერთმანეთს. თუ გინდა, რომ კარგი მოსაუბრე იყო, მოსმენა უნდა შეგეძლოს.
„ბევრი ლაპარაკისას ცოდვა გარდაუვალია, — გვაფრთხილებს სოლომონი. — ხოლო ვინც ბაგეებს იმორჩილებს, გონივრულად იქცევა“ (იგავ. 10:19). რაც უფრო ნაკლებს ლაპარაკობს ადამიანი, მით ნაკლებ სისულელეს ამბობს. ფაქტობრივად, „თუ დუმს, სულელიც კი ბრძენად ჩაითვლება, ხოლო პირმოკუმული — გაგების უნარის მქონედ“ (იგავ. 17:28). ვთხოვოთ იეჰოვას ლოცვაში, რომ ‘დარაჯი დაუყენოს ჩვენს ბაგეებს’ (ფსალმ. 141:3).
ფიქრის ხელშემწყობი
სიმართლის მოყვარულ კაცზე ბიბლიაში ნათქვამია: „კითხულობს მის [ღვთის] კანონს დღედაღამ“ (ფსალმ. 1:2). საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში ვკითხულობთ: „მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ“. როგორი გარემო უწყობს ხელს ფიქრს?
აბრაამის ვაჟი ისაკი „საღამო ხანს მინდორში სეირნობდა და ფიქრობდა“ (დაბ. 24:63). მან საღამო ჟამს მშვიდი ადგილი შეარჩია, რომ ეფიქრა. მეფე დავითიც ფიქრისთვის ღამის სიჩუმეს არჩევდა (ფსალმ. 63:6). თვით სრულყოფილი იესო ქრისტეც კი მიზანმიმართულად ცდილობდა, გარიდებოდა ხალხს; ის ზოგჯერ მთაზე ადიოდა, ზოგჯერ უდაბურ ადგილას განმარტოვდებოდა ხოლმე და ფიქრობდა (მათ. 14:23; ლუკ. 4:42; 5:16).
უნდა ვაღიაროთ, რომ სიმშვიდე დადებითად მოქმედებს. მშვიდ გარემოში ადვილია საკუთარი გულის შემოწმება, რაც სულიერი ზრდისთვის აუცილებელი პირობაა. მშვიდი გარემო ხელს უწყობს სულის სიმშვიდეს. ამ დროს ფიქრი მოკრძალებისა და თავმდაბლობის გამომუშავებაში გვეხმარება, ვსწავლობთ იმის დაფასებას, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია ცხოვრებაში.
დუმილი კარგია, მაგრამ არსებობს „ლაპარაკის დროც“ (ეკლ. 3:7). დღეს ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები „მთელ მსოფლიოში“ ქადაგებენ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას (მათ. 24:14). იეჰოვას თაყვანისმცემლების რიცხობრივ ზრდასთან ერთად სულ უფრო ძლიერდება მათი სიხარულის ყიჟინა (მიქ. 2:12). მაშ, ვიყოთ მათ შორის, ვინც მთელი გულით აცხადებს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას და ღვთის უბადლო საქმეებს. კვლავაც მივიღოთ მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან საქმეში და ჩვენი ცხოვრებით ცხადვყოთ, რომ დუმილი ოქროა.
[სურათი 3 გვერდზე]
ქრისტიანული კრების შეხვედრებზე უნდა ვისმენდეთ და ვსწავლობდეთ
[სურათი 4 გვერდზე]
დუმილი შეიძლება საუკეთესო პასუხი იყოს სიტყვიერ შეურაცხყოფაზე
[სურათი 5 გვერდზე]
დუმილი ხელს უწყობს ფიქრს