არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თანამშრომლობა გვეხმარება სულიერ ზრდაში

თანამშრომლობა გვეხმარება სულიერ ზრდაში

თანამშრომლობა გვეხმარება სულიერ ზრდაში

ქრისტიანებმა, რომლებსაც სურთ, სულიერად ძლიერი ოჯახები ჰქონდეთ, თანამშრომლობის ფასი უნდა იცოდნენ. იეჰოვამ პირველ წყვილს თავიდანვე კარგად დაანახვა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო თანამშრომლობა. ევა ადამის „შემავსებელი“ უნდა ყოფილიყო (დაბ. 2:18). ქორწინება ეს არის ცოლისა და ქმრის თანამშრომლობა (ეკლ. 4:9—12). ამის გარეშე თავის მოვალეობას ოჯახის ვერც ერთი წევრი ვერ შეასრულებს.

ოჯახთან ერთად თაყვანისცემა

ბარის და ჰაიდის ხუთი შვილი ჰყავთ. ბიბლიის ოჯახური შესწავლა მათ სულიერ წინსვლაში ეხმარებათ. აი რას ამბობს ბარი: «დროდადრო ოჯახური შესწავლისთვის ბავშვებს პატარ-პატარა დავალებებს ვაძლევ. ვთხოვ, რომ „გამოიღვიძეთ!“-იდან მოამზადონ კომენტარები. ბავშვებმა შეთავაზებები კარგად რომ დაიმახსოვრონ, პატარა ინსცენირებებსაც ვაწყობთ». ჰაიდი ამბობს: „ყველას გვაქვს ჩამოწერილი ჩვენ-ჩვენი სულიერი მიზნები და ოჯახური შესწავლის დროს შიგადაშიგ ვამოწმებთ, ვინ რას მივაღწიეთ“. ზოგჯერ ტელევიზორის ყურების ნაცვლად საღამოობით მთელი ოჯახი რამეს კითხულობს.

კრების შეხვედრები

მაიკმა და დენიზმა ოთხი შვილი გაზარდეს. როგორ დაეხმარა მათ ოჯახს თანამშრომლობა? მაიკი ამბობს: „ზოგჯერ ყველაფერი კარგად გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ თანამშრომლობის გარეშე კრებებზე დროულად ვერ მივიდოდით“. დენიზი ამბობს: „ბავშვები რომ წამოიზარდნენ, შეძლებისდაგვარად ყველას რაღაცას ვავალებდით. ჩვენი გოგო, კიმი, საჭმლის მომზადებასა და სუფრის გაშლაში გვეხმარებოდა“. მათი ვაჟი მაიკლი იხსენებს: „სამშაბათობით ჩვენს სახლში კრების შეხვედრა ტარდებოდა. ჩვენ ვალაგებდით ოთახს, ვწმენდდით იატაკს და ვაწყობდით სკამებს “. მათი მეორე ვაჟი, მეთიუ იხსენებს: „მამა კრების დღეებში ადრე ბრუნდებოდა სამსახურიდან, რომ შეხვედრებზე წასასვლელად მოვემზადებინეთ“. რა შედეგი ჰქონდა ამას?

ძალისხმევა ჯილდოვდება

მაიკი ამბობს: „1987 წელს მე და დენიზმა პიონერობა დავიწყეთ. სამი შვილი ჯერ კიდევ ჩვენთან ცხოვრობდა. ჩვენ მსგავსად ორმა მათგანმა პიონერობა დაიწყო, ორი კი ბეთელის მშენებლობაში იღებდა მონაწილეობას. ჩვენი ოჯახის სიხარულს ისიც დაემატა, რომ ჩვენი დახმარებით 40 ადამიანმა მიუძღვნა თავი იეჰოვას და მოინათლა. მთელი ოჯახი სამშენებლო პროექტებშიც ვმონაწილეობდით, მათ შორის სხვა ქვეყნებში“.

ნამდვილად ღირს, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთთან თანამშრომლობას ძალისხმევა მოახმარონ. თქვენს ოჯახში რა საშუალებები შეგიძლიათ გამონახოთ ერთმანეთთან თანამშრომლობისთვის? დარწმუნებული იყავით, რომ თანამშრომლობის სული თქვენი ოჯახის სულიერ ზრდას მოემსახურება.

[სურათი 28 გვერდზე]

შეთავაზებების ინსცენირება გაგვიადვილებს მსახურებას