ოჯახებო, მიჰბაძეთ იესოს!
ოჯახებო, მიჰბაძეთ იესოს!
„ქრისტემ . . . მაგალითი დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს“ (1 პეტ. 2:21).
1. ა) რა როლი შეასრულა ღვთის ძემ შემოქმედებაში? ბ) რას გრძნობს იესო ადამიანების მიმართ?
როცა ღმერთი ცასა და დედამიწას ქმნიდა, გვერდით „ოსტატად“ თავისი ძე ჰყავდა. ღვთის ძე მაშინაც მამასთან ერთად იყო, როცა ის მცენარეთა და ცხოველთა მრავალფეროვან სამყაროს ქმნიდა და დედამიწას ადამიანებისთვის ამზადებდა. ღვთის ძეს, რომელიც მოგვიანებით იესოს სახელით გახდა ცნობილი, ‘უყვარდა ადამიანთა მოდგმა’ (იგავ. 8:27—31; დაბ. 1:26, 27).
2. ა) როგორ იზრუნა იეჰოვამ არასრულყოფილ ადამიანებზე? ბ) რომელია ცხოვრების ის ერთ-ერთი სფერო, რომელსაც ბიბლია ეხება?
2 მას შემდეგ, რაც ადამიანთა პირველმა წყვილმა შესცოდა, იეჰოვამ კაცობრიობის ცოდვისგან გათავისუფლება განიზრახა. ამ მიზნის განსახორციელებლად მან თავისი ძე რომ. 5:8). გარდა ამისა, იეჰოვამ თავისი სიტყვა, ბიბლია მისცა ადამიანებს, რომელიც მათ წარმატების მიღწევაში ეხმარება (ფსალმ. 119:105). მის სიტყვაში ჩაწერილი რჩევები ოჯახის ბედნიერებასაც უწყობს ხელს. მაგალითად, „დაბადებაში“ ნათქვამია, რომ კაცი „მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან“ (დაბ. 2:24).
გაიღო მსხვერპლად (3. ა) რა თქვა იესომ ქორწინებაზე? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 დედამიწაზე მსახურებისას იესომ აღნიშნა, რომ ქორწინება ორი ადამიანის მუდმივი კავშირი უნდა ყოფილიყო. თუ ოჯახის წევრები იმ პრინციპებს გამოიყენებდნენ, რომელსაც იესო ასწავლიდა, ისინი თავს აარიდებდნენ ყველაფერს, რასაც შეიძლება საფრთხე შეექმნა მათი ოჯახის ბედნიერებისათვის (მათ. 5:27—37; 7:12). ამ სტატიაში განვიხილავთ, სიტყვითა თუ საქმით, რა მაგალითი დაუტოვა იესომ ქმრებს, ცოლებს, მშობლებსა და შვილებს.
როგორ უნდა სცენ ქმრებმა პატივი ცოლებს
4. რა მსგავსი პასუხისმგებლობა აკისრიათ იესოსა და ქრისტიან ქმრებს?
4 ღმერთმა კაცი ოჯახისთავად დააყენა, როგორც ქრისტეა კრების თავი. მოციქული პავლე წერდა: „ქმარი ცოლის თავია, როგორც ქრისტეა კრების თავი, ამ სხეულის მხსნელი. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა კრება და თავი გასწირა მისთვის“ (ეფეს. 5:23, 25). ის, თუ როგორ ექცეოდა იესო თავის მიმდევრებს, სამაგალითო უნდა იყოს ქრისტიანი მამაკაცებისთვის. მოდი, განვიხილოთ, როგორ იყენებდა იესო ღვთისგან მიღებულ ძალაუფლებას.
5. როგორ იყენებდა იესო ძალაუფლებას მოწაფეებთან ურთიერთობისას?
5 იესო „რბილი და გულით თავმდაბალი“ იყო (მათ. 11:29). ის პირნათლად ასრულებდა თავის საქმეს და ზერელედ არ ეკიდებოდა თავის პასუხისმგებლობას (მარ. 6:34; იოან. 2:14—17). ის რბილად აძლევდა რჩევებს თავის მოწაფეებს, ზოგჯერ, ერთსა და იმავე საკითხზე, არაერთხელაც კი (მათ. 20:21—28; მარ. 9:33—37; ლუკ. 22:24—27). მაგრამ იესოს არასდროს გაულანძღია ან დაუმცირებია ისინი. მის მოწაფეებს არასოდეს დაუფლებიათ ისეთი გრძნობა, რომ იესოს ისინი არ უყვარდა ან ვერ შეძლებდნენ იმის შესრულებას, რასაც ის ასწავლიდა. იესო ხშირად აქებდა თავის მოწაფეებს და კარგის კეთების სტიმულს აძლევდა (ლუკ. 10:17—21). იესომ მოწაფეების პატივისცემა სწორედ იმით დაიმსახურა, რომ მოსიყვარულე და თანამგრძნობი იყო.
6. ა) რისი სწავლა შეუძლიათ ქმრებს იესოსგან? ბ) რისკენ მოუწოდა მოციქულმა პეტრემ ქმრებს?
6 როგორც იესოს მაგალითიდან ჩანს, მეთაურობა იმას არ ნიშნავს, რომ ქმარი ცოლს უხეშად მოეპყროს. პირიქით, პატივს უნდა სცემდეს მას და თავგანწირვით უყვარდეს. მოციქული პეტრე მოუწოდებდა ქმრებს, მიებაძათ იესოსთვის, გაგებით მოკიდებოდნენ ცოლებს და ‘პატივი მიეგოთ’ მათთვის (წაიკითხეთ 1 პეტრეს 3:7). როგორ შეუძლია ქმარს ოჯახში ძალაუფლება ჰქონდეს და ამავე დროს ცოლს პატივს სცემდეს?
7. როგორ შეუძლია ქმარს ცოლის პატივისცემა? ახსენით.
7 თუ ქმარს ცოლის პატივისცემა სურს, ოჯახში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ცოლის აზრი და გრძნობები უნდა გაითვალისწინოს. ეს გადაწყვეტილებები შეიძლება ეხებოდეს საცხოვრებლის ან სამსახურის შეცვლას, დასვენებასა და ოჯახის ბიუჯეტის სწორად განაწილებას. ასეთი გადაწყვეტილებები მთელ ოჯახზე ახდენს გავლენას, ამიტომ ქმარმა მხედველობაში უნდა მიიღოს ცოლის აზრი. მხოლოდ ასე მიიღებს ის ყველასთვის სასურველ გადაწყვეტილებას. ცოლისთვისაც უფრო ადვილი იქნება, მხარში ამოუდგეს ქმარს (იგავ. 15:22). ცოლის პატივისცემით ქრისტიანი ქმრები არა მარტო მეუღლის სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებენ, არამედ იეჰოვას მოწონებასაც (ეფეს. 5:28, 29).
როგორ უნდა სცემდეს ცოლი დიდ პატივს ქმარს
8. რატომ არ არის ევა კარგი მაგალითი ცოლებისთვის?
8 იესოს მორჩილება სამაგალითოა ცოლებისთვისაც. პირველი ქალისგან განსხვავებით, იესოს კარგად ესმოდა, რას ნიშნავდა მორჩილება. ევას ცოლებისთვის კარგი მაგალითი არ დაუტოვებია. იეჰოვამ მას დაუყენა მეთაური, რომლის მეშვეობითაც გადასცემდა მითითებებს. მაგრამ ევამ სათანადოდ არ დააფასა ქმრის უფლებამოსილება. ის არ დაემორჩილა იმ მითითებას, რომელიც ღმერთმა ადამის პირით გადასცა (დაბ. 2:16, 17; 3:3; 1 კორ. 11:3). ევას ქმრისთვის უნდა ეკითხა, დაეჯერებინა თუ არა იმ უცხო ხმისთვის, რომელიც ვითომ იმას ეუბნებოდა, რაც ‘ღმერთმა იცოდა’. ნაცვლად ამისა, მან ქმარს ის გააკეთებინა, რაც თვითონ უნდოდა (დაბ. 3:5, 6; 1 ტიმ. 2:14).
9. მორჩილების რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ?
9 ევასგან განსხვავებით, იესო ყოველთვის ემორჩილებოდა თავის მეთაურს. მან თავისი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ „ფიქრადაც არ მოსვლია მიტაცება, ანუ ღვთის თანასწორად ყოფნა. პირიქით, ყველაფერზე უარი თქვა [და] მონის სახე მიიღო“ (ფილ. 2:5—7). დღეს იესო მეფეა, მაგრამ მორჩილებაზე მისი თვალსაზრისი არ შეცვლილა. ის ყველაფერში თავმდაბლად ემორჩილება მამას და მხარს უჭერს მის მეთაურობას (მათ. 20:23; იოან. 5:30; 1 კორ. 15:28).
10. როგორ შეუძლია აჩვენოს ცოლმა, რომ ქმრის მორჩილია?
10 ცოლებიც ქრისტეს უნდა ჰბაძავდნენ და ემორჩილებოდნენ ქმრებს (წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:21; 3:1, 2). განვიხილოთ, რა შემთხვევაში შეუძლიათ ცოლებს ამის გაკეთება. მაგალითად, შვილი დედას სადღაც წასვლის ნებართვას სთხოვს. დედა სწორად მოიქცევა, თუ ჰკითხავს შვილს, აიღო თუ არა მამისგან ნებართვა. თუ შვილს მამისთვის არაფერი უკითხავს, ცოლი გადაწყვეტილების მიღებამდე მეუღლეს უნდა დაელაპარაკოს. ქრისტიანი ცოლი ბავშვების თანდასწრებით ქმარს არც შეეკამათება და არც მის აზრს გააკრიტიკებს. როცა ის რაღაცაში არ ეთანხმება ქმარს, კარგი იქნება, თუ ამის შესახებ ცალკე დაელაპარაკება (ეფეს. 6:4).
მაგალითი მშობლებისთვის
11. რა მხრივ არის იესო სამაგალითო მშობლებისთვის?
11 იესო არც დაქორწინებულა და არც შვილები ჰყოლია, მაგრამ მან მშობლებს შესანიშნავი მაგალითი დაუტოვა. ის სიყვარულით ზრუნავდა თავის მოწაფეებზე და მოთმინებით ასწავლიდა მათ სიტყვითა თუ საქმით. იესომ ისიც უჩვენა მათ, როგორ უნდა შეესრულებინათ მიღებული დავალება (ლუკ. 8:1). იესომ პირადი მაგალითით ასწავლა მოწაფეებს, როგორ უნდა მოქცეოდნენ ერთმანეთს (წაიკითხეთ იოანეს 13:14—17).
12, 13. რა უნდა გააკეთონ მშობლებმა იმისათვის, რომ ღვთისმოშიში შვილები აღზარდონ?
12 ჩვეულებრივ, ბავშვები მშობლებს კარგშიც ჰბაძავენ და ცუდშიც. ამიტომ მშობლები უნდა დავფიქრდეთ შემდეგ კითხვებზე: რა მაგალითს ვაძლევთ შვილებს? რამდენ დროს ვუთმობთ ტელევიზორის ყურებასა და გართობას, ან ბიბლიის შესწავლასა და მსახურებას? სინამდვილეში, რა დგას ჩვენს ოჯახში პირველ ადგილზე? ხედავენ შვილები, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია? ღვთისმოშიში შვილები რომ აღზარდონ, მშობლებმა ჯერ თავად უნდა გაითავისონ ღვთის კანონი (კან. 6:6).
13 შვილებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ, თუ მშობლები ცდილობენ, ყველაფერში ბიბლიის პრინციპებით იხელმძღვანელონ. ამ შემთხვევაში ბავშვებისთვის მშობლების სიტყვას დიდი წონა ექნება. მაგრამ, თუ მშობლები ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ, შვილებმა შეიძლება დაასკვნან, რომ ბიბლიის პრინციპები არცთუ ისე მნიშვნელოვანია. შედეგად, ბავშვები შეიძლება ადვილად მოექცნენ ქვეყნიერების გავლენაში.
14, 15. რა ფასეულობები უნდა ჩაუნერგონ მშობლებმა შვილებს და როგორ?
14 ქრისტიან მშობლებს ესმით, რომ ბავშვის აღზრდაში მხოლოდ მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არ იგულისხმება. არაგონივრული იქნება, თუ შვილებს ისეთ მიზნებს დაუსახავთ, რაც მომავალში მხოლოდ მათ მატერიალურ კეთილდღეობას მოემსახურება (ეკლ. 7:12). იესო თავის მოწაფეებს ასწავლიდა, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სულიერი ფასეულობები ყოფილიყო (მათ. 6:33). აქედან გამომდინარე, ქრისტიანმა მშობლებმა იესოს უნდა მიჰბაძონ და შვილებს სულიერი მიზნებისკენ სწრაფვის სურვილი აღუძრან.
15 ამ მიზნის მისაღწევად მშობლები უნდა ეცადონ, რომ მათ შვილებს ურთიერთობა ჰქონდეთ სრული დროით მსახურებთან. დაფიქრდით, რა დადებითად შეიძლება იმოქმედოს მოზარდებზე პიონერებთან ან სარაიონო ზედამხედველთან და მის მეუღლესთან ურთიერთობამ. მისიონერებს, ბეთელელებსა და საერთაშორისო
მშენებლებს თავიანთ მსახურებაზე ბევრი საინტერესო რამ ექნებათ მოსაყოლი, მათ შორის გამამხნევებელი შემთხვევები. მათი მაგალითი შეიძლება თქვენს შვილს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმაროს. შვილებმა შეიძლება არჩიონ, ისეთ საქმეს დაეუფლონ, რაც მომავალში სრული დროით მსახურების საშუალებას მისცემთ.ბავშვებო, მიჰყევით იესოს მაგალითს!
16. საიდან ჩანს, რომ იესო პატივს სცემდა თავის მიწიერ მშობლებს და ზეციერ მამას?
16 ბავშვებო, იესო თქვენთვისაც სამაგალითოა. ის ემორჩილებოდა იოსებსა და მარიამს, რომლებიც ზრუნავდნენ მასზე (წაიკითხეთ ლუკას 2:51 ). მას ესმოდა, რომ მარიამი და იოსები არასრულყოფილები იყვნენ, მაგრამ ღმერთმა მათ მისი აღზრდის პასუხისმგებლობა მიანდო. ამიტომაც სცემდა პატივს იესო მშობლებს (კან. 5:16; მათ. 15:4). ზრდასრული იესო ზეციერ მამასაც ყოველთვის ემორჩილებოდა და მის მოსაწონად იქცეოდა. ეს ეხმარებოდა მას, არ აჰყოლოდა ცდუნებებს (მათ. 4:1—10). ახალგაზრდებო, ზოგჯერ შეიძლება გიჭირდეთ მშობლების მორჩილება. რა დაგეხმარებათ, მიჰყვეთ იესოს მაგალითს?
17, 18. ა) რა წინააღმდეგობებს ხვდებიან ახალგაზრდები სკოლაში? ბ) რაზე ფიქრი დაეხმარება ახალგაზრდებს, გაუძლონ განსაცდელს?
17 შენი თანაკლასელების უმეტესობას ალბათ ნაკლებად აინტერესებს ბიბლიის პრინციპები. შეიძლება ისინი ცდილობენ ცუდ საქციელში აგიყოლიონ და დაგცინიან, თუ უარს ეუბნები. ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა კლასელებს შენთვის შეურაცხყოფა მოუყენებიათ იმის გამო, რომ რაღაცაში მხარი არ აუბი? როგორ მოიქეცი იმ დროს? შენ კარგად იცი, რომ თუ შიშის გამო სხვებს აჰყვები, მშობლებსაც ატკენ გულს და იეჰოვასაც. სადამდე მიგიყვანს მათ ჭკუაზე სიარული? თუ მიზნად გაქვს დასახული, რომ პიონერი, ბეთელელი ან მომსახურე გახდე ან იქ იმსახურო, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა, კლასელებთან ახლო ურთიერთობა ამ მიზნების მიღწევაში ნამდვილად ვერ დაგეხმარება.
18 ახალგაზრდებო, გქონიათ რწმენის გამოცდები? როგორ შეხვდით ამ გამოცდებს? გახსოვდეთ, რომ თქვენთვის მაგალითი იესო უნდა იყოს. ის არ აჰყოლია ცდუნებას და მტკიცედ იცავდა იმას, რაც სწორი იყო. თუ ამაზე იფიქრებთ, თანაკლასელებისთვის იმის თქმასაც შეძლებთ, რომ არც ერთ შემთხვევაში არ გააკეთებთ იმას, რაც არასწორია. იესოს მსგავსად, მიზნად დაისახეთ, რომ სიხარულით ემსახუროთ იეჰოვას და დაემორჩილოთ მას (ებრ. 12:2).
ოჯახური ბედნიერების საწინდარი
19. როგორ ცხოვრებას მოაქვს ნამდვილი ბედნიერება?
19 იეჰოვა ღმერთსა და იესო ქრისტეს ადამიანებისთვის ყოველივე საუკეთესო სურთ. არასრულყოფილების მიუხედავად, შეგვიძლია ბედნიერები ვიყოთ (ეს. 48:17, 18; მათ. 5:3). იესო თავის მოწაფეებს ჭეშმარიტებას ასწავლიდა, რაზეც კაცობრიობის ბედნიერი მომავალია დამოკიდებული. მან მოწაფეებს დაანახვა, რომელი გზა იყო ცხოვრებაში საუკეთესო. მან პრაქტიკულად აჩვენა მათ, რას ნიშნავს გაწონასწორებულობა. ოჯახის ყველა წევრს შეგვიძლია მისი მიბაძვა. ასე რომ, ქმრებო, ცოლებო, მშობლებო და შვილებო, მიჰბაძეთ იესოს! იესოს მიერ გადმოცემული პრინციპებით ხელმძღვანელობა და მისი მაგალითის მიბაძვა ბედნიერების საწინდარია.
როგორ უპასუხებთ?
• როგორ უნდა გამოიყენონ ქმრებმა ღვთისგან ბოძებული ძალაუფლება?
• როგორ შეუძლია ცოლს, მიჰბაძოს იესოს?
• რისი სწავლა შეუძლიათ მშობლებს იესოსგან?
• რისი სწავლა შეუძლიათ ახალგაზრდებს იესოსგან?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 8 გვერდზე]
როგორ იქცევა მზრუნველი ქმარი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე?
[სურათი 9 გვერდზე]
რა შემთხვევაში შეუძლია ცოლს დაამტკიცოს, რომ აღიარებს ქმრის მეთაურობას?
[სურათი 10 გვერდზე]
ბავშვები ჰბაძავენ მშობლების კარგ მაგალითს