არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაქვს დრო გამოყოფილი ბიბლიის შესწავლისთვის?

გაქვს დრო გამოყოფილი ბიბლიის შესწავლისთვის?

გაქვს დრო გამოყოფილი ბიბლიის შესწავლისთვის?

გასულ წელს ხელმძღვანელმა საბჭომ ცვლილება შეიტანა კრების შეხვედრების განრიგში. ეს შესაძლებლობას გვაძლევს უფრო მეტი დრო დავუთმოთ ბიბლიის ოჯახურ შესწავლას. თუ ოჯახისთავი ხარ, ყველანაირად უნდა ეცადო, რეგულარულად ჩაატარო ბიბლიის ოჯახური შესწავლა ცოლ-შვილთან ერთად. შესწავლა იმ წყვილებმაც უნდა ჩაატარონ, რომლებსაც შვილები არა ჰყავთ. დაუქორწინებლებმა ეს დრო პირადი შესწავლისთვის უნდა გამოიყენონ.

ბევრი კმაყოფილია ამ ცვლილებით. ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს შესახებ კევინი, რომელიც კრებაში უხუცესად მსახურობს, ამბობს: „სიტყვები არ გვყოფნის მადლიერების გამოსახატავად. კრების უხუცესებმა ერთად ვიმსჯელეთ იმაზე, რომ თავისუფალი საღამოები ოჯახური შესწავლებისთვის ისე გამოვიყენოთ, როგორც ამას ხელმძღვანელი საბჭო გვირჩევს“.

ჯოდი, რომლის ქმარიც უხუცესია, გვწერს: „ჩვენ სამი ქალიშვილი გვყავს: 15, 11 და 2 წლის. ცოტა ხნის წინ ახალ კრებაში გადავედით, სადაც ჟესტების ენაზე ტარდება შეხვედრები. ამიტომ დიდი დრო და ენერგია გვჭირდება კრებებისთვის მოსამზადებლად. ამ ცვლილებამ საშუალება მოგვცა, კიდევ ერთი საღამო დაგვეთმო ერთად შესწავლისთვის“.

ცოლ-ქმარი, ჯონი და ჯოენი სპეციალურ პიონერებად მსახურობენ. მათ მოგვწერეს: „ოჯახური შესწავლა ხშირად გვიცდებოდა, რადგან კრების საქმეებით ვიყავით დატვირთული. ეს ცვლილება იეჰოვას საჩუქარია. თუ ამ დროს სათანადოდ გამოვიყენებთ, სულიერ სიმხნევეს შევინარჩუნებთ“.

20 წელს გადაცილებულმა დაუქორწინებელმა ტონიმ პირადი შესწავლისთვის სამშაბათი საღამო გამოყო. კრების შეხვედრებისთვის ის სხვა დღეებში ემზადება. ტონი ამბობს: „განსაკუთრებით ველოდები სამშაბათ დღეს. ამ საღამოს იეჰოვასთვის ურთიერთობის განსაკუთრებული საშუალება მეძლევა“. ტონი დასძენს: «დაახლოებით ორ საათში ისეთ საკითხებს ვიკვლევ, რაც იეჰოვასთან ურთიერთობის განმტკიცებაში მეხმარება. ამ დროს უფრო მეტს ვფიქრობ წაკითხულ ბიბლიურ მუხლებზეც. იეჰოვას რჩევებიც უფრო მეტად სწვდება ჩემს გულს, ვიდრე ადრე. მაგალითად, „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარში“ წავიკითხე დავითისა და იონათანის მეგობრობის შესახებ. უფრო მეტი გავიგე იონათანის თავგანწირულ სიყვარულზე. ეს დამეხმარა, უფრო ნათლად წარმომედგინა, რას ნიშნავს ნამდვილი მეგობრობა. ასეთი ფასდაუდებელი ცოდნის მისაღებად ერთი სული მაქვს, როდის დადგება მომდევნო სამშაბათი».

გვჯერა, რომ იეჰოვას ყველა მსახური დიდ კურთხევებს მიიღებს, თუ ბიბლიის შესწავლისა და ოჯახთან ერთად თაყვანისცემისთვის განკუთვნილ დროს სწორად გამოიყენებს.