გაცემა სიხარულითა და მთელი გულით
გაცემა სიხარულითა და მთელი გულით
მოციქული პავლე გაცემასთან დაკავშირებით წერდა: „თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა“. შემდეგ კი დასძინა: „ოღონდ არა უხალისოდ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“ (2 კორ. 9:7). იეჰოვა არავის აიძულებს, რომ მხარი დაუჭიროს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას. ის თავის მსახურებს აძლევს იმის საშუალებას, რომ თავიანთი ერთგულება ნებაყოფლობით და ხალისით გაღებული შესაწირავებით დაამტკიცონ. ღვთის ხალხმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მზად იყო სიხარულით გაეღო ღვთის საქმისთვის. მოდი, გავიხსენოთ ამის სამი მაგალითი.
ეგვიპტიდან გამოყვანის შემდეგ იეჰოვამ ისრაელებს კარავის გაკეთება უბრძანა. კარვისთვის საჭირო მასალა ხალხს უნდა შეეგროვებინა. ყველამ, „ვისაც გულმა გაუწია“ მიიტანა ოქრო-ვერცხლი, ძვირფასი ნივთები და სხვა მასალა. ისინი ისე გულუხვად იღებდნენ შესაწირავს, რომ ბოლოს უთხრეს, მეტი აღარ მოეტანათ (გამ. 35:5, 21; 36:6, 7).
საუკუნეების შემდეგ ტაძრის მშენებლობის დროს ღვთის ხალხს კიდევ ერთი შესაძლებლობა 1 მატ. 29:3—9; 2 მატ. 5:1).
მიეცა, რომ მხარი დაეჭირა წმინდა თაყვანისმცემლობისთვის. დავით მეფემ დიდძალი შესაწირავი გაიღო ამ საქმისთვის და სხვებსაც მოუწოდა, იგივე გაეკეთებინათ. ხალხმა სიხარულით აუბა მეფეს მხარი. თანამედროვე ეკვივალენტით შეწირული ოქრო-ვერცხლის ღირებულებამ 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა! ხალხი გაახარა იეჰოვასთვის შესაწირავის ნებაყოფლობით გაღებამ (სიხარულით გაცემის კიდევ ერთი მაგალითი იესო ქრისტეს პირველმა მოწაფეებმა მოგვცეს. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე 3 000 კაცამდე მოინათლა. მათი უმეტესობა იერუსალიმში არ ცხოვრობდა. ახალმონათლულები ქალაქში დარჩნენ, რათა უფრო მეტი გაეგოთ ახალშეძენილი რწმენის შესახებ. მაგრამ ბევრს ქალაქში დიდხანს დასარჩენად საკმარისი ფული არ ჰქონდა. ამიტომ ადგილობრივმა ქრისტიანებმა გაყიდეს თავიანთი ქონება და აღებული თანხა მოციქულებს მიუტანეს, რათა ყველასთვის საჭიროების მიხედვით დაენაწილებინათ. როგორ გაუხარებდა გულს იეჰოვას მათი რწმენისა და სიყვარულის დანახვა! (საქ. 2:41—47).
დღეს ქრისტიანები კვლავაც ხალისით უჭერენ მხარს წმინდა თაყვანისმცემლობას და ამისთვის არ ზოგავენ დროს, ენერგიასა და სახსრებს. თანდართულ ჩარჩოში ახსნილია, რა საშუალებებით შეიძლება ამის გაკეთება.
[ჩარჩო 18, 19 გვერდებზე]
შესაწირავის გაღების რამდენიმე საშუალება
შესაწირავი მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის
ბევრი წინასწარ გადადებს ხოლმე გარკვეულ თანხას და აგდებს შესაწირავის ყუთში, რომელსაც აწერია „შესაწირავი მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის“.
ამ თანხას კრებები ყოველთვიურად უგზავნიან ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ადგილობრივ ფილიალს. ნებაყოფლობითი ფულადი შესაწირავი შემწირველს შეუძლია უშუალოდაც გადასცეს ადგილობრივ ფილიალს. შესაძლებელია ძვირფასეულობის შეწირვაც. შეწირულ ძვირფას ნივთებს თან უნდა ახლდეს ბარათი, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ ეს შესაწირავია.
წინასწარ გათვალისწინებული შესაწირავი
ფულადი შესაწირავის გარდა, მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის მხარდასაჭერად სხვა საშუალებებიც არსებობს. მაგალითად:
უძრავი ქონება: შემწირველს შეუძლია გაიღოს გასაყიდად ვარგისი უძრავი ქონება და გადასცეს ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ადგილობრივ ფილიალს. თუ ეს უძრავი ქონება საცხოვრებელი საკუთრებაა, შემწირველს შეუძლია ისარგებლოს თავისი ქონებით სიცოცხლის ბოლომდე. უძრავი ქონების გადაცემის აქტის გაფორმებამდე შემწირველი უნდა დაუკავშირდეს თავისი ქვეყნის ფილიალს.
ანდერძი: ქონება ან თანხა შეიძლება ანდერძით გადაეცეს ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ადგილობრივ ფილიალს კანონით დადგენილი წესების მიხედვით. ფილიალს უნდა გაეგზავნოს ანდერძის ასლი.
შესაწირავის სახით შესაძლებელია აგრეთვე შეწირულ იქნეს მოძრავი ქონება, აქციები, ანაბრები და საბანკო ანგარიშები.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ფილიალს, რომელიც თქვენს ქვეყანას ემსახურება.