არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პატარა გულუხვი გოგონა

პატარა გულუხვი გოგონა

პატარა გულუხვი გოგონა

არცთუ ისე დიდი ხნის წინ, 9 წლის ბრაზილიელმა გოგონამ თავისი მოგროვილი ფულიდან 18 დოლარი ადგილობრივ სამეფო დარბაზში შესაწირავების ყუთში ჩააგდო კრების ხარჯების დასაფარავად, ხოლო შედარებით მოზრდილი თანხა, 25 დოლარი, იეჰოვას მოწმეების ფილიალს გაუგზავნა პატარა წერილთან ერთად. წერილში ის წერდა: „მინდა, ეს ფული მსოფლიო საქმისთვის გავიღო და ბევრ და-ძმას დავეხმარო, რომ სასიხარულო ცნობა იქადაგონ. იეჰოვა ძალიან მიყვარს და ამ ფულს იმიტომ გიგზავნით“.

ამ პატარა გოგონას მშობლებმა ასწავლეს, რომ თავისი წვლილი შეეტანა სამეფოს შესახებ ქადაგების საქმეში. მათ ისიც ასწავლეს, რომ პატივი უნდა მიეგო იეჰოვასთვის თავისი ქონებიდან (იგავ. 3:9). ამ პატარა გოგონას მსგავსად, მოდით, ჩვენც გულმოდგინედ შევიტანოთ წვლილი სამეფოს საქმის წინსვლაში, როგორც მცირე, ისე დიდი მასშტაბით.