გახსოვთ თუ არა?
გახსოვთ თუ არა?
ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას.
• რატომ უნდა მომკვდარიყო მესია?
იესოს სიკვდილით დამტკიცდა, რომ სრულყოფილ ადამიანს შეუძლია სატანის მიერ გამოწვეული ურთულესი გამოცდების მიუხედავად ღვთისადმი ერთგული დარჩეს. აგრეთვე, მან ადამის შთამომავლებისთვის მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის საფასური გადაიხადა და მათ მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მისცა (12/15, გვერდები 22, 23).
• რა დაეხმარება ადამიანს, რომ ალკოჰოლს არ დაემონოს?
ლოცვას და ბიბლიის შესწავლას დიდი დახმარების გაწევა შეუძლია. მნიშვნელოვანია, განივითაროთ თავშეკავება, მოიქცეთ გადაწყვეტილების თანახმად და გონივრულად შეარჩიოთ მეგობრები. დალევამდე აუცილებელია, წინასწარ განსაზღვროთ რამდენს დალევთ და ისწავლოთ უარის თქმა (1/1, გვერდები 7—9).
• რას ნიშნავს შვილებთან აზრიანი ურთიერთობა?
ასეთი ურთიერთობა საუბარზე მეტს ნიშნავს. ამაში იგულისხმება კითხვების დასმა და მათი პასუხების მოთმინებით მოსმენა. მრავალი მიხვდა, რომ მთელი ოჯახის ერთ სუფრასთან შეკრება ხელს უწყობს ოჯახური კვანძების განმტკიცებას (1/15, გვერდები 18, 19).
• როგორ შეიძლება დამწუხრდეს იეჰოვა, რომელიც სრულყოფილია?
ზოგჯერ შეიძლება ღმერთმა შეიცვალოს დამოკიდებულება ხალხის მიმართ. მაგალითად, ისრაელებმა რამდენჯერმე მიატოვეს იეჰოვა და სხვა ღმერთების თაყვანისცემა დაიწყეს. ამის შემდეგ ის მათ აღარ მფარველობდა. მაგრამ, როცა ხალხმა მოინანია შეცდომები და დახმარებისთვის ღმერთს მიმართა, იეჰოვა დამწუხრდა ანუ შეცვალა გადაწყვეტილება მათ მიმართ (მსაჯ. 2:18) (2/1, გვერდი 21).
• რა შემთხვევებში შეიძლება იყოს დასაშვები ხელახლა ნათლობა?
ეს ხდება იმ შემთხვევაში, როცა ადამიანს ძველი ცხოვრება ბოლომდე არ ჰქონდა მიტოვებული და ისეთ რამეს აკეთებდა, რის გამოც მონათლული რომ ყოფილიყო, კრებიდან გაირიცხებოდა (2/15, გვერდი 22).
• ზოგჯერ როგორ ამართლებენ უპატიოსნობას?
ღარიბმა ადამიანმა შეიძლება გამართლება მოუძებნოს ქურდობას. ბევრი კი თავის გამართლების მიზნით ამბობს: „ყველა ასე იქცევა“. ძვირფასი ნივთების პოვნის შემთხვევაში ზოგი ფიქრობს: „თუ იპოვე, მშვიდობაში მოიხმარე!“. ბიბლია არ უჭერს მხარს ამ შეხედულებებს (3/1, გვერდები 12—14).
• ხორბალსა და სარეველაზე მოყვანილ იესოს მაგალითში, რას ნიშნავს კარგი თესლის თესვა?
იესომ დედამიწაზე მსახურებისას მინდორი მოამზადა თესლის დასათესად. კარგი თესლის თესვა დაიწყო ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, როცა იეჰოვამ თავისი სულით ქრისტიანები ღვთის ძეებად და სამეფოს ძეებად სცხო (3/15, გვერდი 20).
• როგორ გროვდება იესოს მაგალითში მოხსენიებული სიმბოლური ხორბალი იეჰოვას ბეღელში? (მათ. 13:30)
სიმბოლური ხორბლის მოგროვების პროცესი ქვეყნიერების აღსასრულის ბოლო დღეებში ხდება. სამეფოს ცხებული ძეების ანუ სიმბოლური ხორბლის იეჰოვას ბეღელში მოგროვება ხდება მაშინ, როცა ისინი ქრისტიანული კრების წევრები ხდებიან ან როცა ზეციურ ჯილდოს იღებენ (3/15, გვერდი 22).
• ვინ განსაზღვრა, რომელი ქრისტიანულ-ბერძნული წერილები შევიდოდა კანონიკური წიგნების ნუსხაში?
ეს არც რომელიმე ეკლესიას და არც რომელიმე რელიგიურ წინამძღოლს განუსაზღვრავს. ჭეშმარიტი ქრისტიანები წმინდა სულის დახმარებით ხვდებოდნენ, რომელი წერილი იყო ნამდვილად ღვთისგან შთაგონებული. პირველი საუკუნის ქრისტიანებს წმინდა სულით ჰქონდათ მიცემული „შთაგონებით წარმოთქმული სიტყვების გარჩევის ძღვენი“ (1 კორ. 12:4, 10) (4/1, გვერდი 28).