ნუ დაანაღვლიანებთ იეჰოვას წმინდა სულს!
ნუ დაანაღვლიანებთ იეჰოვას წმინდა სულს!
„ნუ დაანაღვლიანებთ ღვთის წმინდა სულს, რომლითაც ბეჭედდასმულნი ხართ“ (ეფეს. 4:30).
1. რა გააკეთა იეჰოვამ მილიონებისთვის და რა ვალდებულება აკისრიათ მათ?
ამ მშფოთვარე ქვეყნიერებაში მცხოვრებ მილიონებს იეჰოვამ განსაკუთრებული პატივი არგუნა. თავისი მხოლოდშობილი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით მან ადამიანებს თავისთან დაახლოების შესაძლებლობა მისცა (იოან. 6:44). თქვენც ხართ ამ ხალხს შორის, თუ იეჰოვას თავი მიუძღვენით და მისი ნების შესრულებას ცდილობთ, ვინაიდან წმინდა სულის სახელით მოინათლეთ, ვალდებული ხართ, ამ სულის ხელმძღვანელობას მიჰყვეთ (მათ. 28:19).
2. რა კითხვებს გაეცემა პასუხები?
2 ვინც ‘სულისთვის ვთესავთ’, ახალ პიროვნებად ვიმოსებით (გალ. 6:8; ეფეს. 4:17—24). მაგრამ მოციქული პავლე გვაფრთხილებს, არ დავანაღვლიანოთ ღვთის წმინდა სული (წაიკითხეთ ეფესოელების 4:25—32). პავლეს ამ რჩევას ახლა დაწვრილებით განვიხილავთ. რას გულისხმობდა პავლე სიტყვებში „ნუ დაანაღვლიანებთ ღვთის წმინდა სულს“? როგორ შეიძლება იეჰოვას მიძღვნილმა მსახურმა წმინდა სული დაანაღვლიანოს? რა არ უნდა გავაკეთოთ, რომ წმინდა სული არ დავანაღვლიანოთ?
რას გულისხმობდა პავლე?
3. რას ნიშნავს ეფესოელების 4:30-ში ჩაწერილი სიტყვები?
3 პირველ რიგში, დავფიქრდეთ ეფესოელების 4:30-ში ჩაწერილ პავლეს სიტყვებზე: „ნუ დაანაღვლიანებთ ღვთის წმინდა სულს, რომლითაც ბეჭედდასმულნი ხართ გამოსასყიდით გათავისუფლების დღისთვის“. პავლეს არ სურდა, რომ თანამორწმუნეების ღმერთთან ურთიერთობას საფრთხე დამუქრებოდა. ისინი იეჰოვას სულით იყვნენ „ბეჭედდასმულნი . . . გამოსასყიდით გათავისუფლების დღისთვის“. ღვთის წმინდა სული იყო და არის ბეჭედი, ანუ „მომავლის საწინდარი“ ერთგული ცხებულებისთვის (2 კორ. 1:22). ბეჭედი მიანიშნებს, რომ ისინი ღვთის საკუთრება არიან და ზეცაში ცხოვრების ჯილდოს მიიღებენ. ბეჭედდასმულთა რიცხვი 144 000-ია (გამოცხ. 7:2—4).
4. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ არ დავანაღვლიანოთ ღვთის წმინდა სული?
4 წმინდა სულის დანაღვლიანებამ ქრისტიანი შეიძლება იქამდე მიიყვანოს, რომ საერთოდ წაერთვას ღვთის მოქმედი ძალა. წმინდა სულის დაკარგვა, რომ შესაძლებელია კარგად ჩანს დავითის სიტყვებიდან, რომლებიც მან ბათ-შებასთან შეცოდების შემდეგ წარმოთქვა. დავითი იეჰოვას ევედრებოდა: „თავიდან ნუ მომიშორებ და შენს წმინდა სულს ნუ წამართმევ“ (ფსალმ. 51:11). ზეცაში უკვდავი ცხოვრების გვირგვინს მხოლოდ ის ცხებულები მიიღებენ, რომლებიც „სიკვდილამდე ერთგულები“ დარჩებიან (გამოცხ. 2:10; 1 კორ. 15:53). მიწიერი ცხოვრების იმედის მქონე ქრისტიანებსაც ესაჭიროებათ ღვთის წმინდა სული, რათა ბოლომდე ერთგულები დარჩნენ და ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე სიცოცხლის ჯილდო მიიღონ (იოან. 3:36; რომ. 5:8; 6:23). ამრიგად, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიფრთხილოთ, რომ არ დავანაღვლიანოთ იეჰოვას წმინდა სული.
როგორ შეიძლება წმინდა სულის დანაღვლიანება?
5, 6. როგორ შეიძლება ქრისტიანმა, იეჰოვას სული დაანაღვლიანოს?
5 ჩვენ, მიძღვნილი ქრისტიანები არ დავანაღვლიანებთ წმინდა სულს, თუ ‘ვივლით და ვიცოცხლებთ სულით’, არ შევასრულებთ ხორცის სურვილებს და არ გამოვავლენთ მანკიერ თვისებებს (გალ. 5:16, 25, 26). მაგრამ წმინდა სულს გარკვეულწილად დავანაღვლიანებთ, თუ ნელ-ნელა, შესაძლოა შეუმჩნევლად, მივუახლოვდებით ისეთი საქციელის ზღვარს, რასაც, ღვთის სულით შთაგონებული სიტყვა გმობს.
6 თუ გამუდმებით ღვთის სულის ხელმძღვანელობის საწინააღმდეგოს ვაკეთებდით, დავანაღვლიანებთ წმინდა სულს, ესე იგი იეჰოვას, რადგან ეს სული მისგან მოდის. ეფესოელების 4:25—32-ის გამოკვლევა დაგვანახვებს, როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ ღვთის წმინდა სული არ დავანაღვლიანოთ.
რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავანაღვლიანოთ წმინდა სული?
7, 8. განმარტეთ, რატომ უნდა ვილაპარაკოთ ჭეშმარიტება.
7 ჭეშმარიტება უნდა ვილაპარაკოთ. ეფესოელების 4:25-ში პავლემ დაწერა: „ახლა, რადგან მოიშორეთ სიცრუე, თითოეულმა თქვენგანმა მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს, რადგან ერთი სხეულის ნაწილები ვართ და ერთმანეთს ვეკუთვნით“. ვინაიდან ერთი სხეულის ნაწილები ვართ და ერთმანეთს ვეკუთვნით, არ უნდა ვიყოთ მზაკვრები და განზრახ არ უნდა ვეცადოთ თანამორწმუნეების შეცდომაში შეყვანას, რადგან ეს ტყუილის ტოლფასია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ადამიანი იეჰოვასთან ურთიერთობას დაკარგავს (წაიკითხეთ იგავების 3:32).
8 მაცდურმა სიტყვებმა და საქმეებმა შესაძლოა კრების ერთიანობა დაარღვიოს. კარგია, თუ მივბაძავთ წინასწარმეტყველ დანიელს, სანდო კაცს, რომელსაც ვერაფერში უპოვეს დანაშაული (დან. 6:4). უნდა გვახსოვდეს ზეციერი იმედის მქონე ქრისტიანებისთვის მიცემული პავლეს რჩევა, რომ „ქრისტეს სხეულის“ თითოეული წევრი დანარჩენი სხეულის ნაწილებს ეკუთვნის და თითოეული იესოს ცხებულ მიმდევრებთან ერთობაში უნდა დარჩეს (ეფეს. 4:11, 12). ჭეშმარიტება დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის მოიმედეებმაც უნდა ვილაპარაკოთ, რადგან ამით ხელს შევუწყობთ მსოფლიო საძმოს ერთიანობას.
9. რატომ არის ეფესოელების 4:26, 27-ში ჩაწერილი რჩევის გათვალისწინება აუცილებელი?
9 წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ეშმაკს და არ უნდა მივცეთ მას სულიერი ზიანის მიყენების საშუალება (იაკ. 4:7). წმინდა სული გვეხმარება, შევეწინააღმდეგოთ სატანას. მაგალითად, თუ განრისხებისას თავშეკავებას გამოვავლენთ, სატანას შევეწინააღმდეგებით. პავლემ დაწერა: „განრისხებისას ნუ შესცოდავთ. მზე ისე ნუ ჩავა, რომ გაღიზიანებულები დარჩეთ; ადგილი არ მისცეთ ეშმაკს“ (ეფეს. 4:26, 27). თუ სამართლიანად განვრისხდით, გულში დაუყოვნებლივ ლოცვა ‘სულს დაგვიმშვიდებს’, თავშეკავებას გამოვავლენთ და წმინდა სულსაც არ დავანაღვლიანებთ (იგავ. 17:27). ამიტომ მოდი, ნუ დავრჩებით განრისხებულები, რომ არ მივცეთ სატანას საბაბი, ბოროტება ჩაგვადენინოს (ფსალმ. 37:8, 9). ერთ-ერთი საშუალება, რითაც ეშმაკს შევეწინააღმდეგებით ის არის, რომ გავითვალისწინოთ იესოს რჩევა და სწრაფად მოვაგვაროთ უთანხმოებები (მათ. 5:23, 24; 18:15—17).
10, 11. რატომ არ უნდა ვიქურდოთ და არ უნდა მოვიქცეთ უპატიოსნოდ?
10 არ უნდა ავყვეთ ქურდობისა და უპატიოსნო საქციელის ჩადენის ცდუნებას. ქურდობის შესახებ პავლე წერდა: „ვინც იპარავდა, ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს, საკუთარი ხელით აკეთოს კარგი საქმე, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისთვის მისაცემი“ (ეფეს. 4:28). თუ მიძღვნილი ქრისტიანი იქურდებს, ღვთის სახელს შეურაცხყოფს (იგავ. 30:7—9). სიღარიბე არ ამართლებს ქურდობას. ღვთისა და მოყვასის მოყვარულმა იცის, რომ ქურდობას არასოდეს ექნება გამართლება (მარ. 12:28—31).
11 პავლე მხოლოდ იმას კი არ გვეუბნება, რა არ უნდა ვაკეთოთ, არამედ იმასაც — რა უნდა ვაკეთოთ. თუ წმინდა სულით ვცოცხლობთ და დავდივართ, ვიშრომებთ, რათა ოჯახის წევრებზეც ვიზრუნოთ და ‘გაჭირვებულებისთვისაც გვქონდეს მისაცემი’ (1 ტიმ. 5:8). იესო და მისი მოციქულები ყულაბაში ფულს აგროვებდნენ ღარიბებისთვის, მაგრამ მოღალატე იუდა ისკარიოტელი ყულაბიდან ფულს იპარავდა (იოან. 12:4—6). აშკარაა, რომ იუდა არ ხელმძღვანელობდა წმინდა სულით. ვინც ღვთის წმინდა სულით ვხელმძღვანელობთ, გვსურს, პავლეს მსგავსად „ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“ (ებრ. 13:18). ამგვარად, არ დავანაღვლიანებთ წმინდა სულს.
12, 13. ა) ეფესოელების 4:29-ის თანახმად, როგორ სიტყვებს უნდა მოვერიდოთ? ბ) როგორი უნდა იყოს ჩვენი მეტყველება?
ეფეს. 4:29). ამ შემთხვევაშიც პავლე მხოლოდ იმას კი არ ამბობს, რა არ უნდა გავაკეთოთ, არამედ იმასაც — რა უნდა გავაკეთოთ. ღვთის სულის გავლენით იმას ვილაპარაკებთ, რაც აღსაშენებლად არის საჭირო, „რათა ამან მადლი მიანიჭოს მსმენელებს“. გარდა ამისა, ჩვენი პირიდან არ გამოვა ცუდი სიტყვა. ბერძნული სიტყვა, რომელიც ქართულად ცუდ სიტყვად ითარგმნა, გამოიყენება დამპალი ხილის, თევზის ან ხორცის აღსაწერად. ცუდი სიტყვები ისეთივე ზიზღს უნდა იწვევდეს ჩვენში, როგორც დამპალი საკვები.
12 ენა უნდა გავაკონტროლოთ. პავლემ თქვა: „ნუ გამოვა თქვენი პირიდან ცუდი სიტყვა, არამედ მხოლოდ კარგი გამოვიდეს აღსაშენებლად საჭიროებისამებრ, რათა ამან მადლი მიანიჭოს მსმენელებს“ (13 ჩვენი საუბარი სასიამოვნო, თავაზიანი და „მარილით შეზავებული“ უნდა იყოს (კოლ. 3:8—10; 4:6). ჩვენი მეტყველებით ხალხი უნდა ხედავდეს, რომ სხვებისგან განვსხვავდებით. ამიტომ მოდი, ყოველთვის ის ვილაპარაკოთ, რაც აღაშენებს და დავითის სიტყვები გავიმეოროთ: „ჩემი პირიდან გამოსული სიტყვები და ჩემი გულის ზრახვები სასიამოვნო იყოს შენთვის, იეჰოვა, ჩემო კლდეო და ჩემო გამომსყიდველო!“ (ფსალმ. 19:14).
14. რა უნდა მოვიშოროთ ეფესოელების 4:30, 31-ის თანახმად?
14 გამწარება, რისხვა, ლანძღვა და ყოველგვარი ბოროტება უნდა მოვიშოროთ. მას შემდეგ, რაც გაგვაფრთხილა, რომ არ დაგვენაღვლიანებინა წმინდა სული, პავლემ დაწერა: „მოიშორეთ ყოველგვარი გამწარება, ბრაზი, რისხვა, ყვირილი და ლანძღვა ყოველგვარ ბოროტებასთან ერთად“ (ეფეს. 4:30, 31). არასრულყოფილ ადამიანებს დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომ ჩვენი ფიქრები და ქცევები გავაკონტროლოთ. ღვთის სულს დავანაღვლიანებთ, თუ „გამწარება, ბრაზი, რისხვა“ ჩვენზე იბატონებს. იმავეს თქმა შეიძლება, თუ ჩვენ წინააღმდეგ დაშვებულ შეცდომებს დავითვლით, დავიბოღმებით და მწყენინებელს არ შევურიგდებით. თუ ჩვევად გვექცევა ბიბლიური რჩევების უგულებელყოფა, შეიძლება განგვივითარდეს ისეთი თვისებები, რომლებიც წმინდა სულის წინააღმდეგ შეგვაცოდვინებს და სავალალო შედეგებს მოგვამკევინებს.
15. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ თანაქრისტიანმა გული გვატკინა?
15 უნდა ვიყოთ კეთილები, თანამგრძნობნი და მიმტევებლები. პავლემ დაწერა: „კეთილად მოექეცით ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა გაპატიათ მთელი გულით ქრისტეს მეშვეობით“ (ეფეს. 4:32). როგორც უნდა გვატკინონ გული, ჩვენ უნდა ვაპატიოთ, როგორც ღმერთმა გვაპატია (ლუკ. 11:4). დავუშვათ, თანამორწმუნემ ჩვენზე ცუდი თქვა. ჩვენ მდგომარეობის გამოსწორება გვსურს და მასთან მივდივართ. ის გულწრფელად წუხს და პატიებას გვთხოვს. ჩვენც ვპატიობთ, თუმცა ამაზე მეტია საჭირო. ლევიანების 19:18 ამბობს: „არ იძიო შური და ბოღმა არ ჩაიდო შენი ხალხის ძეებისადმი; საკუთარი თავივით გიყვარდეს მოძმე. მე ვარ იეჰოვა“.
იფხიზლეთ!
16. მოიყვანეთ იმის მაგალითი, თუ რა ცვლილებების მოხდენა შეიძლება გახდეს საჭირო, იეჰოვას წმინდა სული რომ არ დავანაღვლიანოთ.
16 არასწორი საქციელის ჩადენის ცდუნების წინაშე მაშინაც შეიძლება აღმოვჩნდეთ, როცა მარტონი ვართ. მაგალითად, ძმა შეიძლება ქრისტიანისთვის შეუფერებელ მუსიკას უსმენს. დროთა განმავლობაში მას სინდისი ქენჯნის იმის გამო, რომ არ ითვალისწინებს ბიბლიურ რჩევებს, რომლებიც „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწოდებულ პუბლიკაციებში იწერება (მათ. 24:45). ის ლოცულობს თავის პრობლემაზე და ახსენდება ეფესოელების 4:30-ში ჩაწერილი პავლეს სიტყვები. ბოლოს ძმა გადაწყვეტილებას იღებს, არაფერი გააკეთოს ისეთი, რაც წმინდა სულს დაანაღვლიანებს. ამიტომაც იმ დღიდან ის უარს ამბობს ქრისტიანისთვის შეუფერებელი მუსიკის მოსმენაზე. იეჰოვა აკურთხებს ძმას ასეთი გადაწყვეტილებისთვის. მაშასადამე, მუდამ უნდა ვიფხიზლოთ, რომ ღვთის სული არ დავანაღვლიანოთ!
17. რა შეიძლება დაგვემართოს, თუ არ ვიფხიზლებთ და არ ვილოცებთ?
17 თუ არ ვიფხიზლებთ და გამუდმებით არ ვილოცებთ, შეიძლება უწმინდური ან არასწორი საქციელი ჩავიდინოთ, რაც წმინდა სულს დაანაღვლიანებდა. ვინაიდან წმინდა სული წარმოშობს იმ თვისებებს, რომელიც ღმერთს აქვს, მისი დანაღვლიანება იეჰოვას დანაღვლიანების ტოლფასია, რაშიც ნამდვილად არ გვინდა, რომ ბრალი დაგვედოს (ეფეს. 4:30). პირველი საუკუნის იუდეველი მწიგნობრები ცოდვას სჩადიოდნენ, რადგან იესოს სასწაულებს სატანას მიაწერდნენ (წაიკითხეთ მარკოზის 3:22—30). ქრისტეს ეს მტრები წმინდა სულს გმობდნენ და ამრიგად, უპატიებელ ცოდვას სჩადიოდნენ. არ დავუშვათ, რომ მათ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ!
18. როგორ განვსაზღვროთ, რომ უპატიებელი ცოდვა არ ჩაგვიდენია?
18 ჩვენ იმაზე ფიქრიც კი გვაშინებს, რომ შეიძლება უპატიებელი ცოდვა ჩავიდინოთ. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რას ამბობს პავლე წმინდა სულის დანაღვლიანებაზე. მაგრამ, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ სერიოზული ცოდვა ჩავიდინეთ? თუ მოვინანიეთ და უხუცესებისგან დახმარება მივიღეთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ღმერთმა გვაპატია და წმინდა სულის წინააღმდეგაც არ შეგვიცოდავს. ღვთის შეწევნით, შევძლებთ, რომ წმინდა სული არც ერთ შემთხვევაში აღარ დავანაღვლიანოთ.
19, 20. ა) რას უნდა მოვერიდოთ? ბ) რა უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი?
19 წმინდა სულის წყალობით ღვთის ხალხში სიყვარული, სიხარული და ერთიანობა სუფევს (ფსალმ. 133:1—3). აქედან გამომდინარე, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ჭორაობა ან წმინდა სულით დანიშნულ მწყემსებზე უპატივცემულო საუბარი, წმინდა სულის დანაღვლიანების მიზეზად არ ვაქციოთ (საქ. 20:28; იუდ. 8). ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი კრების ერთიანობას და პატივი ვცეთ ერთმანეთს. კრებაში არ უნდა არსებობდეს დაჯგუფებები. პავლემ გვირჩია: „ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით შეგაგონებთ, რომ ყველა ერთსა და იმავეს ლაპარაკობდეთ და არ იყოს განხეთქილება თქვენ შორის, არამედ გაერთიანებულნი იყოთ გონებითა და აზრით“ (1 კორ. 1:10).
20 იეჰოვას სურვილიც აქვს და შესაძლებლობაც, რომ დაგვეხმაროს, არ დავანაღვლიანოთ მისი სული. მაშ, გამუდმებით ვილოცოთ წმინდა სულისთვის და გადაწყვეტილი გვქონდეს, არ დავანაღვლიანოთ ის. განვაგრძოთ ‘სულისთვის თესვა’ და მთელი გულით მივყვეთ მის ხელმძღვანელობას როგორც ახლა, ისე მომავალში!
როგორ უპასუხებთ?
• რას ნიშნავს ღვთის წმინდა სულის დანაღვლიანება?
• როგორ შეიძლება, რომ მონათლულმა ქრისტიანმა იეჰოვას სული დაანაღვლიანოს?
• რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავანაღვლიანოთ წმინდა სული?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 30 გვერდზე]
სწრაფად მოაგვარეთ უთანხმოება
[სურათი 31 გვერდზე]
აქედან რომელ ხილს შეადარებდი შენს მეტყველებას?