არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გახსოვთ თუ არა?

გახსოვთ თუ არა?

გახსოვთ თუ არა?

ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას.

• რა დაგეხმარებათ, რომ შვილებს პასუხისმგებლობის გრძნობა განუვითაროთ?

თქვენი მაგალითით აჩვენეთ შვილს, რას ნიშნავს პასუხისმგებლობის გრძნობა (იოან. 13:15). ნუ იქნებით მეტისმეტად მომთხოვნი. ბავშვის ზრდასთან ერთად ასაკით შესაბამისად მოსთხოვეთ, რომ დაიცვას სისუფთავე, იყოს პუნქტუალური და შეასრულოს სასკოლო დავალებები. მიეცით კონკრეტული მითითებები, რათა ბავშვმა ისწავლოს, როგორ გაართვას თავი პასუხისმგებლობებს (5/1, გვერდები 19, 20).

• რატომ არ დასაჯა ღმერთმა აარონი ოქროს ხბოს ჩამოსხმისთვის?

აარონმა დაარღვია ღვთის კანონი, რომლის თანახმადაც იკრძალებოდა კერპთაყვანისმცემლობა (გამ. 20:3—5). მაგრამ მოსე აარონისთვის შეევედრა ღმერთს და მის ლოცვას „დიდი ძალა“ ჰქონდა (იაკ. 5:16). წარსულში აარონს ერთგულების დამამტკიცებელი საქმეები ჰქონდა გაკეთებული. მართალია ხალხის მოთხოვნით მან ხბო ჩამოასხა, მაგრამ მოგვიანებით დაამტკიცა, რომ მას გულით არ სურდა ამის გაკეთება. ეს იქიდანაც გამოჩნდა, რომ ის შეუერთდა ლევის ძეებს, როდესაც მათ იეჰოვას მხარე დაიკავეს (გამ. 32:25—29) (5/15, გვერდი 21).

• სად მდებარეობდა ოფირი, რომელიც ბიბლიის თანახმად ოქროთი იყო განთქმული?

სოლომონმა ოფირიდან ოქროს ჩამოსატანად ეციონ-გებერში ხომალდები ააგო (1 მეფ. 9:26—28). ეციონ-გებერი მდებარეობდა წითელ ზღვაში, აკაბას ყურეში, დღევანდელი აილათისა და აკაბას მახლობლად. ამგვარად, ოფირი შესაძლოა მდებარეობდა არაბეთში წითელი ზღვის მახლობლად ან აფრიკისა და ინდოეთის სანაპიროებზე (6/1, გვერდი 15).

• რა არის „ბალზამი გალაადიდან“? (იერ. 8:22).

ბალზამი იყო სქელი, არომატული ზეთი, რომელსაც მცენარეებისგან იღებდნენ სხვადასხვა ადგილას, მათ შორის მდინარე იორდანის აღმოსავლეთით მდებარე გალაადში. სამკურნალო თვისებების გამო ბალზამს ჭრილობების მოსაშუშებლად იყენებდნენ. ისრაელი სავალალო მდგომარეობაში იყო და განკურნება ესაჭიროებოდა, მაგრამ ხალხმა არ მოინდომა განკურნება (იერ. 8:9) (6/1, გვერდები 21, 22).

• რა დაეხმარება ქრისტიანს, გადაიტანოს მეუღლის ღალატი?

თუ დაზარალებული მეუღლე ბიბლიური პრინციპებით ცხოვრობს, თავი არ უნდა დაიდანაშაულოს მოღალატე მეუღლის გამო. დარწმუნებული იყავით, ღმერთმა იცის, რომ ნუგეში და გამხნევება გჭირდებათ. იეჰოვას შეუძლია თანაქრისტიანების მეშვეობით განუგეშოთ (6/15, გვერდები 30, 31).

• როგორ დავეხმაროთ მათ, ვინც ავად არის?

იყავით კარგი მსმენელი (ეკლ. 3:1, 7). იყავით თანამგრძნობი და ტაქტიანი (რომ. 12:15). გაამხნევეთ ის და მზად იყავით დახმარებისთვის (კოლ. 4:6; 1 იოან. 3:18). არ გაწყვიტოთ ურთიერთობა (იგავ. 17:17) (7/1, გვერდები 10—13).

• საიდან ვიცით, რომ ღმერთს არ ჰქონია საწყისი?

ეს კარგად ჩანს მოსეს ლოცვიდან (ფსალმ. 90:2). სწორედ ამიტომ ეწოდება იეჰოვას „მარადიულობის მეფე“ (1 ტიმ. 1:17) (7/1, გვერდი 28).

• როგორ უნდა შეაყვაროთ ბავშვებს კითხვა?

თბილი გარემო და მშობლების მაგალითი ბავშვებს კითხვის შეყვარებაში დაეხმარება. მიეცით მათ წიგნები. იკითხეთ ხმამაღლა. წაახალისეთ ბავშვი, ილაპარაკოს წაკითხულზე. წააკითხეთ ბავშვებს და დაასმევინეთ კითხვები (7/15, გვერდი 26).

• რატომ არ ჩქარობდა იესო თავისი ავადმყოფი მეგობრის, ლაზარეს განკურნებას?

როცა იესო ლაზარესთან მივიდა, ის უკვე ოთხი დღის მკვდარი იყო. იესომ იმიტომ დაიგვიანა, რომ უკეთ დაემოწმებინა მამის შესახებ. შედეგად მრავალმა ირწმუნა ის (იოან. 11:45) (8/1, გვერდები 14, 15).

• რა იყო „მაღლობები“?

უმეტეს შემთხვევაში „მაღლობებში“ იგულისხმება გორაკები ან სხვა ადგილები, რომლებიც ცრუ თაყვანისმცემლობისთვის გამოიყენებოდა. ზოგჯერ ამ ადგილებში იყო სამსხვერპლოები, წმინდა სვეტები ან ბოძები და სხვა რელიგიური დანიშნულების ნივთები იმ რიტუალების შესასრულებლად, რომლებსაც ღმერთი კრძალავდა (რიცხ. 33:52) (8/1, გვერდი 23).